მთავარი » კვირის ფოტორეპორტაჟი

ვანის მიქაელისა და გაბრიელის მთავარანგელოზების ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.08.2018 | 608 ნახვა

მე-12-13 საუკუნეების მიქაელისა და გაბრიელის მთავარანგელოზების ეკლესია და სამრეკლო-ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული.

ვანის  მიქაელისა და გაბრიელის მთავარანგელოზების ეკლესია

კარგად გათლილ, ქვით ნაგებ ეკლესიას ჩრდილოეთით და სამხრეთით ნათრექსები აქვს, დასავლეთით – ეგვტერი, კარისა და ფანჯრის საპირეები მოჩუქურთმებულია. ეგვტრისა და ნათრექსების კედლებზე შემორჩენილია მხატვრობის ფრაგმენტები.

პირველი ფენა მე-12-13 საუკუნეებს მიეკუთვნება, მეორე – მე-17 ს. უგვიანესი არ უნდა იყოს. ქვის ფილების სახურავი ჩამოქცეულია. ქვით ნაგები ექვსწახნაგა სამრეკლო მე-19 ს. მიეკუთვნება. პირველი სართული გადახურულია შეკრული კამარით, მეორე სართული გახსნილია, მესამე სართული კი თაღებით დაკავშირებული სვეტებისგან შედგება და კონუსისებრი სახურავი აქვს.

ძეგლი ამჟამად რეაბილიტირებულია.

ფოტო: თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი