მთავარი » სხვადასხვა

ვაჟა ფშაველა – “მისაბაძი ადამიანი” – ლევან ბაღაშვილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.09.2014 ერთი კომენტარი | 6,007 ნახვა

ჩემთვის მისაბაძი ადამიანია ვაჟა ფშაველა. მომწონს ვაჟას ძლიერი, ვაჟკაცური, პატრიოტული, სიკეთით, სითბოთი და სილამაზით გაჟღენთილი სული. ლევან ბაღაშვილი მრავალი წინააღმდეგობები აქვს გადალახული ღირსეულად. თითოეული მისი ნაწარმოები რაღაცას გასწავლის. ვაჟა ამეტყველებდა უსულო საგნებს და სიცოცხლის სულს ბერავდა. ალაპარაკებდა კლდეს, ხეს, ფესვებს, მცენარეებს, მდინარეს, წინაპართა ძვლებს და ა. შ. გამოხატავდა მათ სიხარულს და მათ გულისტკივილს და ამ საუბრით ბევრ ისეთ რამეზე დაგაფიქრებდა, რომ ვერ წარმოიდგენ. ვაჟა შინაგანად იყო კეთილი ადამიანი და თავის ნაწარმოებებშიც იგრძნობა ანუ “კოკასა შინა რაც არის, იგივე გადმოდინდების”.

ვაჟას ლექსში “კიდევაც ვნახავ გაზაფხულს”-ის ამ მონაკვეთში –

“გუშინწინ ვნახე, გუშინაც,
გველი სწამლავდა იასა,
აშლიდა შხამსა და გესლსა,
ვერ კი აძლევდა ზიანსა.
დღეს ვხედავ, ია მთელია,
სუნნელოვანი, ნაზია,
ვუცქერ და ვამბობ იმასვე:
რა ტურფა, რა ლამაზია!
გველი დაღოღავს მუცლითა,
ახრჩობს ბოღმა და ბრაზია.
კიდევაც ვნახავ, უხვადა
ვარდნი, იანი ჰყვაოდენ,
ნაცარ-მტვრად იყვნენ ქცეულნი,
ვინაც გუშინა ზვაობდენ;
შხამის და გესლის მთესველნი
მოისპნენ, არარაობდენ,
ჩვენის სიკვდილის მსურველნი
ყორნები ვეღარ ჩხაოდენ”

გვიჩვენებს, რომ კეთილი, უბოროტო ადამიანი ისევ ის დარჩება ბოროტმა ადამიანმა რაც არ უნდა დაუშაოს. ბოროტ ადამიანს ისევ თვითონ დაახრჩობს თავის ბოღმა და ბრაზი. ასევე, ვაჟა თავის პოემაში “სტუმარ-მასპინძელი”-ში გვაჩვენებს, რომ თუ ადამიანს აქვს ძლიერი და მტკიცე სული ვერაფერი მოერევა. ეს კარგად ჩანს, როდესაც ქისტები გულდაწყვეტილები ბრუნდებიან სასაფლაოდან, იმიტომ რომ ზვიადაურს ქედი ვერ მოახრევინეს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად გაანადგურეს მაინც ვერ გაიმარჯვეს, რადგან ვერ გატეხეს მტკიცე და ძლიერი სული. მე მაკვირვებდა ვაჟას ეს საოცარი ბუნება. მაინტერესებდა, საიდან იყო ამ ადამიანში ამდენი კარგი თვისება? მაგრამ ჩავედი ჩარგალში და ვნახე ის წიაღი, სადაც ვაჟა იზრდებოდა და პიროვნებად ჩამოყალიბდა, მივხვდი, რა აძლევდა ამდენ ძალას. მივხვდი, რომ ეს ბუმბერაზი მთები და მის წიაღში მცხოვრები ხალხი იყო მისი ბუმბერაზი სულის საზრდო.

ვაჟა, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა მთისთვის დამახასიათებელი სიამაყე, იყო ძალიან თავმდაბალი ადამიანი, რაც ძალიან კარგად ჩანს მის ამ ლექსში “დაგვიანებული პასუხი აკაკის”. ვაჟამ თავმდაბლად არჩია პასუხი გაეცა მხცოვანი პოეტისათვის და ამით უფრო ამაღლდა.
აი, რატომ არის ეს ადამიანი ჩემთვის მისაბაძი ადამიანი. ღმერთს ვთხოვ, მომცეს იმის სიბრძნე, რომ ჩემს ხასიათში გამოვიმუშაო თუნდ სულ მცირე მსგავსი თვისებები.

ლევან ბაღაშვილი

ვინ არის თქვენთვის მისაბაძი, სამაგალითო ადამიანი? მოგვწერეთ თქვენც: ambioni@ymail.com „მისაბაძი ადამიანი“ შეიძლება იყოს საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ან თქვენი ოჯახის წევრი, მეზობელი, შორეული წინაპარი და ა.შ. ადამიანები, როგორც შორეული წარსულიდან, ასევე – თანამედროვეობიდან.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი