მთავარი » ახალი ამბები

“უძველესი თბილისის” ექსპონატების გამოფენა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.11.2009 | 1,270 ნახვა

გამოფენა“ქარვასლაში’” დღეს პროექტის “უძველესი თბილისის” პრეზენტაცია გაიმართა, სადაც თბილისის ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური ექსპონატების გამოფენა მოეწყო.

პროექტი “უძველესი თბილისი” სამეცნიერო-კვლევითი პროგრამაა, რომელიც თბილისის არქეოლოგიურ ძეგლთა აღნუსხვას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და არქეოლოგიური მუზეუმ-საცავის ინფრასტრუქტურის გამართვას ითვალისწინებს.

დღესდღეობით არსებობს ორი: ძველი და ახალი თბილისი. თუმცა, რეალურად არსებობს მესამე, უძველესი თბილისიც. ანუ ქალაქის ის ნაწილი, რომელიც მისი ისტორიის ყველაზე ადრეულ ეტაპებს მოიცავს, მისი წარმოჩენა კი უდიდეს პოპულარობას მოუტანს ჩვენს დედაქალაქს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილ იქნა თბილისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არაერთი უნიკალური ნივთი, რომლებიც ანგრევენ მითს იმის შესახებ, რომ თბილისის როგორც ქალაქის ისტორია ვახტანგ გორგასლის შემდეგ იწყება, რადგან აღმოჩენილი ნივთები ჩვ.წ.-მდე XIII საუკუნით თარიღდება.

დღეისათვის თბილისის ტერიტორიაზე ცნობილია 250-მდე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი, რაც ქალაქისა და მისი შემოგარენის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობით იხსნება. ყოველივე ეს მიგვანიშნებს, თუ რაოდენ დიდი პოტენციალი გააჩნია თბილისს, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ძეგლს.

უძველესი ექსპონატების გამოფენა თბილისში 2 თვის მანძილზე გაგრძელდება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი