მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

უძველესი ქართული წერილობითი ძეგლები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.08.2021 | 5,574 ნახვა

ქართველი ერის ისტორიაში გამორჩეული მნიშვნელობა ენიჭება უძველეს წერილობითს ძეგლებს – ქართველთა დიდი მწიგნობრული კულტურის ამსახველ დოკუმენტებს.

ბ ო ლ ნ ი ს ი ს წარწერები. XX საუკუნის 50-იან წლებამდე პირველ ქართულ წარწერად მიჩნეული იყო ბოლნისის სიონის ტაძ-რის წარწერები, რომელთაგან ერთ-ერთი ა. შანიძემ დაათარიღა 492-493 წლებით. ეს წარწერები ქრონოლოგიური ასპექტით მოგ-ვიანებით კვლავ შემოწმდა სპეციალისტების მიერ და დაწერის თარიღიც დაზუსტდა; კერძოდ: ე. მაჭავარიანი, მ. მღებრიშვილი მათ 478-493 წლებით ათარიღებენ, რ.პატარიძე კი მიიჩნევს, რომ ერთი წარწერა შესრულებულია 357 წელს, მეორე – 392 წელს (ეს და სხვა უძველესი წარწერები იხ. დანართში).

ბოლნისის წარწერა

პ ა ლ ე ს ტ ი ნ ი ს წარწერები. 1950-1952 წლებში იტალიელი არქეოლოგის – ვირჯილიო კორბოს მიერ ჩატარებული გათხრების დროს პალესტინაში, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად, აღმოჩნდა ქართული მონასტრის ნანგრევები სამი ქართული წარ-წერით. ერთი მათგანი მოღწეულია დაუზიანებლად, მეორე და მესამე კი – ფრაგმენტების სახით.

პალესტინის წარწერა

მკვლევართა აზრით, პირველი წარწერა თარიღდება 532-552 წლებით, მეორე და მესამე გაცილებით ადრინდელია და შესრულე-ბული უნდა იყოს V საუკუნის I ნახევარში, დაახლ. 440-იან წლებში (ე. მაჭავარიანის მიხედვით – 433 წელს).

დ ა ვ ა თ ი ს ქვაჯვრის წარწერები. 1984 წელს დუშეთის რაიონის სოფელ დავათში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. აღ-მოჩნდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ჩაშენებული ქვა-სტელა/ქვაჯვარი უძველესი ქართული წარწერებით. ვარაუდობენ, რომ ეკლესია აშენებული უნდა იყოს არაუგვიანეს 419 წლისა. და-ვათის ქვაჯვარი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მას იკვლევდნენ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები (ის-ტორიკოსები, თეოლოგები, არქეოლოგები, მათემატიკოსები, ენათ-მეცნიერები…).

დავათის სტელა

სტელა შედგება ორი მონაკვეთისაგან: პირველზე (ზედა ნაწილზე) გამოსახულია ორი მთავარანგელოზი: მიქაელი (აწერია ქარაგმით) და გაბრიელი. დიდებულთა საკადრის სამოსში საზეიმოდ გამოწყობილ მთავარანგელოზებს ხელთ უპყრიათ გრაგნილი, რო-მელზედაც ამოკაწრულია ქართული ასომთავრული ანბანი. ასოები განლაგებულია 6 სტრიქონად.

ქვედა მონაკვეთზე წარმოდგენილია ორი პიროვნება – ორი ხელისუფალი. რაკი მთავარანგელოზები ფრთებდაშვებულნი არიან, ჩანს, ისინი ქვემოთ გამოსახულ პიროვნებებს აუწყებენ ღვთის ნებას (ღვთის გადაწყვეტილებას).

დავათის სტელაზე ძირითადად დასტურდება ორი თარიღი – 284 და 311. აქედან პირველი (ძვ. წ. 284) ფარნავაზის მიერ ოფი-ციალური სახელმწიფო დამწერლობის შემოღების წელი უნდა იყოს, მეორე (ახ. წ. 311) კი – ქართული დამწერლობის აღორძინებისა.

დავათის სტელაზე ამოკაწრული ანბანი მიაჩნიათ 367 წელს შესრულებულად, ხოლო მთლიანად ქვაჯვრის გამოსახულებას ათარიღებენ 362-381 წლებით.

დავათის სტელაზე ქართული ასომთავრული ანბანის სრულყო-ფილ კორპუსთან ერთად გამოქანდაკებულია ქართული მწიგნო-ბრობის აღორძინების თავისებური სცენა.

ქვაჯვრის მიზანი უნდა იყოს ქართული მწიგნობრობისა და წიგნის მთლიანად ჩაყენება ქრისტიანული ეკლესიისა და ქვეყნის სამსახურში.

რ. პატარიძის აზრით, დავათის ქვაჯვრის ხატი და “ქება~ და დიდება~ ქართულისა ენისა~” იგივეობრივი შინაარსის ძეგლებია. ორივე მათგანით ირკვევა, რომ ქართული წელთაღრიცხვა თავის დასაბამს იღებს ფარნავაზ მეფის მიერ ქართული მწიგნობრობის შე-მოღების დროიდან.

ნ ე კ რ ე ს ი ს წარწერები. ნეკრესის ნაქალაქარი მდებარეობს ყვარლიდან 8 კმ-ის დაშორებით, მთიანი კავკასიონისა და ალაზნის ველის შესაყარზე. ნეკრესი წარმოადგენდა ისტორიული ჰერეთისა და შემდგომ – კახეთის ერთ-ერთ საყურადღებო პოლიტიკურ, ეკო-ნომიკურ, კულტურულ და რელიგიურ ცენტრს.

ნეკრესის წარწერა

1984 წლიდან ნეკრესში დაიწყო არქეოლოგიური გათხრები ლ. ჭილაშვილის ხელმძღვანელობით. მეოთხედი საუკუნის მანძილზე წარმოებული გათხრების შედეგად აქ გამოიკვეთა სრულიად განსხვავებული დანიშნულებისა და ხასიათის ნაგებობათა შემცველი სამი ფენა:

პირველი – ქვედა ფენა უნდა ყოფილიყო კერპთმსახურებისდრო-ინდელი სამლოცველო-სამსხვერპლო კრემაციული სამარხებით. ეს ფენა შეიძლება დათარიღდეს ძვ. წ. IV-II საუკუნეებით.

მეორე ფენა მაზდეანთა სამლოცველოა, ფარავს საკერპო-სამსხვერპლოს. სპეციალისტთა აზრით, დაახლ. ძვ. წ. II საუკუნეში (როცა დაარსდა ქ. ნეკრესი) აგებული მაზდეანთა დიდებული ტა-ძარი და სამლოცველო ფუნქციონირებდა ახ. წ. II-III საუკენეებამდე (ამ ფენას მიეკუთვნება მაზდეანთა საფლავების წარწერიანი ქვების უმეტესობა).

მესამე – ზედა ფენა შედარებით გვიანდელია, ადრექრისტიანული ხანისა, დაახლ. ახ. წ. IV-V საუკუნეებისა. დღეს იგი წარმოდგენილია სამეურნეო ნაგებობის – მარნისა და დარღვეული სამარხების სახით.

საგულისხმოა, რომ სწორედ ზედა ფენის სასახლე-დარბაზების სამშენებლო მასალად ყოფილა გამოყენებული წარწერიანი ქვები (მაზდეანთა საფლავის ქვები). მათზე ამოკაწრული ასო-ნიშნები დღეს ჩვენში ნეკრესის წარწერების სახელითაა ცნობილი.

ნაქალაქარის გათხრები გრძელდება, თუმცა მოპოვებული მა-სალების მიხედვითაც უკვე შესაძლებელი გახდა გარკვეული დასკვნე-ბის გამოტანა. მაგალითად, ლ. ჭილაშვილის დაკვირვებით, ნეკრესის წარწერები შესრულებული ჩანს სხვადასხვა დროს, დაახლ. ძვ. წ. IV – ახ. წ. III საუკუნეებში.

VI-VII საუკუნეებშია შექმნილი მცხეთის ჯვრის, უკანგორის, სა-ჰაკდუხტის, წყისის წარწერები.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. “ქართული ენის ისტორია”, ტ. ფუტკარაძის რედაქცია, ქუთაისი, 2006 წელი.;
  2. “ქართულული მეტყველების კულტურა”, ავთანდილ არაბული, თბილისი 2008 წელი.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი