მთავარი » სხვადასხვა

“უძღები შვილის არ დაბრუნება” – ემიგრანტის წერილი სანქტ-პეტერბურგიდან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.01.2015 4 კომენტარი | 4,411 ნახვა

“ამბიონის” რედაქცია პასუხს არ აგებს “ემიგრანტის წერილების” რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების შინაარსზე.

ადა გოგილავა, 24 წლის
ამერიკანისტი

ჩვენ ბიბლიური იგავიდან ვიცით, რომ უძღები შვილი მამას აუცილებლად უბრუნდება, უძღები შვილი ყველა ჩვენგანში ცხოვრობს, ჯანყდება, მიდის… ადა გოგილავა მაგრამ აუცილებლად ბრუნდება.. რა სურათს მივიღებთ თუ ამ იგავს ჩვენს დღევანდელ რეალობას და გადახვეწილ ქართულ მოსახლეობას დავუკავშირებთ?…

ემიგრანტების ცხოვრება რომ ძალიან რთულია, არავინ უარყოფს. მე რუსულ ემიგრაციაზე შემიძლია ვისაუბრო, ანუ იმაზე რისი თვითმხილველიც ვარ გასული ერთი წლის განმავლობაში.

მიზეზი და მიზანი ყველა ქვეყნის იმიგრაციას აერთიანებს – ეკონომიკური მდგომარეობა და სამშობლოში დატოვებული გაუსაძლისი პირობები. არის თუ არა დამოკიდებულებაც ასეთივე საერთო, დავსვამდი კითხვას: სურთ თუ არა სამშობლოში დაბრუნება საზღვარგარეთ დამკვიდრებულ ემიგრანტებს და რეალურად აკეთებენ თუ არა რამეს დასაბრუნებლად? აქ ისევ უზარმაზარ კედელს შევეჯახებით სახელად – ფული…

წარმოუდგენელი ბრალდებების თვითმხილველიც გავხდი სამწუხაროდ: არაფერი მომცა ჩემმა ქვეყანამ, მე ჩემს სამშობლოში ვერაფერი გავაკეთე, იქ აზრი არაფერს აქვს, დაღუპულია საქართველო … წარმოგიდგენიათ, დაღუპულია საქართველო …

და ბრაზის ცრემლი გახრჩობს.. სიამოვნებით უყვირებდი შენ რა მიგიცია სამშობლოსთვის. აღმოჩნდება რომ არაფერიც არ მიგვიცია სამშობლოსთვის, განუსაზღვრელს კი ვითხოვთ. წარმოგიდგენიათ უძღები შვილი, რომელიც მამას შემოუთვლიდა საყვედურს არაფერი მიმიღიაო შენგან.. არაფერი მოვითხოვოთ, მით უმეტეს იმისგან, ვისთისაც თავად არაფერი მიგვიცია და ნურც ნურასოდეს დავბრუნდებით ასეთი მომხმარებლური დამოკიდებულებით საქართველოში. ჩვენი გასაკეთებელი ყველამ პირნათლად შევასრულოთ.

ველოდები სამშობლოსთან შეხვედრას ერთწლიანი განშორების შემდეგ და იმედი მაქვს სიცოცხლის ბოლომდე მაინც მოვიხდი იმ ვალს, რაც ყველას ეკისრება საკუთარი სამშობლოს წინაშე.

მოგვწერეთ თქვენც, თუ ხართ ემიგრანტი. ელ.ფოსტა: teo.nozadze@yahoo.com


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • likuna says:

    სამწუხაროდ, ვერავისაც ვერ ვუყვირებთ,იმიტომ, რომ რომ ეს ადამიანი მართალია. ადამიანი იმისთვის იბადება, რომ თავის სამშობლოში იპოვოს სრულყოფილი თუ არა, ცოტაოდენი მაინც სამრთლიანობა, თანაგრძნობა და იმედი და როცა ამ ყველაფრის სულ მცირეოდენ ნაწილსაც ვერ იღებს, ნურავინ გაამტყუნებს იმისათვის, რომ ასეთ სიტყვებს წერს,-კარგია იდეალებზე საუბარი, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში რაღაცის ლოდინიც არ არის იოლი. როცა შენი ქვეყანა არაფერს გაძლევს და უფრო მეტიც,-ყველანაირად გრთგუნავს- იძულებული ხარ, სხვაგან წახვიდე და უკეთესი ეძებო, იმიტომ, რომ ერთხელ ცხოვრობ და ნურავინ შემედავება-ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ამ სიყვარულის მეათასედი მაინც უნდა მივიღო სანაცვლოდ. და ძალიან გთხოვთ, ამას რელიგიასთან ნუ დააკავშირებთ-ღმერთი ყველგან შენთან ერთად არის, სადაც არ უნდა იყო.

    • ადა says:

      ორის წლის შემდეგ გპასუხობთ კომენტარზე, ამჯერად საქართველოდან, მართალი ბრძანდებით, სხვა ემოციით იყო დაწერილი და ნკლები ყურადღება გავამახვილე იმ ტკივილზე რასაც ემიგრანტები განიცდიან და განგვიცდია. არც სხვისი მხილებია მქონია აზრად.ისიც ძალიან კარგად მესმის რომ გარემო საშინლად დამთრგუნველია და სიცოცხლის სურვილს გაკარგვინებს.ეს სტატია დამაწერინა რამდენიმე შემთხვევამ როდესაც ძალიან ცუდად მოიხსენიებდნენ სამშობლოს და რუსეთს რაცხავდნენ სამშბლოდ, უკვე გადიდკაცებული ,,შეძლებული,, ქართველები, ადანაშაულებდნენ და ლანძღავდნენ სამშობლოს, აი ეს იყო მწარე.რაც შეეხება რელიგიას აქ სიმბოლური დატვირთვა უფრო ქონდა იგავს ვიდრე რელიგიური, რათქმაუნდა თქვენთან არის უფალი, ჩვენტან არის, ყველგან სუფევს და შეგვეწიოს ყველას ერთად <3

  • რევაზი says:

    ყოჩაღ, ადა!!!მომეწონა თქვენი მსჯელობა.

  • 18 წლის ემიგრაცია ბევრის მსწავლელია ..
    ალბად ყველა ემიგრანტს ერთი ტკივილით ტკივა, ერთი განცდებით განვიცდით და ერთი მიზნისკენ მივისწრაით, მაგრამ ეს ყველაფერი რის ფასად გვიჯდება ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით… ადვილია ყოველთვის ჩვენი მხილება იმის შესახებ რომ ჩვენ სამშობლოდან გავიქეცით მატერიალური პრობლემების გამო და რომ ისინი ვინც დარჩნენ თავს უფრო მაგარ ქართველებად გრძნობენ და ურო დიდ პატრიოტებად მიაჩნიათ თავები, თუმცა ეს რომ ასე არ არის ამაში ყველა ემიგრანტი დამეთანხმებით რადგან ვიცი რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვაქვს გამძაფრებული ჩვენი სამშობლოს სიყვარული შორეული ქვეყნებიდან და უფრო ვაფასებთ, იმ დონეზე გვენატრება რომ ხშირად ცრემლები გვახრჩობს. ჩვენ სამშობლოსთან არ გვაქვს პრეტენზია, ჩვენ მსხვერპლი ვართ იმ მთავრობების რომელთა მოსვლასაც თავად შევუწყეთ ხელი იმ იმედით რომ “რაგაცა გვეშველებოდა” , რაღაცას გააკეთებდნენ იმისთვის რომ ქართველ ხალხს სამშობლო, შვილები, მოხუცი მშობლები , პროფესიები და ცოხვრება არ დაეტოვებინათ და შორეულ ქყვეყნებში არ გადახვეწილიყვნენ , ისიც ვისაც გაუმართლა იმან უშველა თავს და ვინც ვერ მოახერხა იმ ადამიანთა დიდი რიცხვი დღემდე სიდუხჭირის მსხვერპლია… ჩვენი სამშობლო ყველაზე ლამაზი და მადლიანია, სამშობლოში არ არის საქმე , საქმე იმ ადამიანებშია ვის ხელშიც ჩვენი სამშობლოა…. ყველას თავის დროზე მოეკიტხება ის თუ რა გააკეთა მან სამშობლოსთვის, ჩვენ ჩვენი ვეცადოთ, სხვას ნუ მივაჩერდებით და ნუ დაველოდებით რომ სხვა რამეს გააკეთებს, ჩვენ ჩვენი მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ და სუფთა ნამუსი ყველაზე დიდი ბედნიერებაა ამ ქვეყანაზე ამაში ყველა დამეთანხმებით. გამძლეობას გისურვებთ !

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი