მთავარი » ახალი ამბები

უწმინდესის ახალი განჩინება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.01.2011 2 კომენტარი | 1,961 ნახვა

patriarqis ganchineba,,გილოცავთ ბედნიერ ახალ წელს. თქვენ და მთელ საქართველოს. მე მივიღე ასეთი განჩინება, რომ ვისაც ეყოლება მეოთხე შვილი და ვისაც ექნება სურვილი, ის მეოთხე შვილი იქნება ჩემი ნათლული, ვისაც სურვილი აქვს – მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, და მას ექნება ასეთი სახელწოდება: სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილი და საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მცველი,’’- ასე მიმართა ილია მეორემ სიონში ახალი წლის პარაკლისის დაწყებამდე მართლმადიდებელ მრევლს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, ილია მეორის ახალი განჩინების მიხედვით, ისინი უნდა გაუფრთხილდნენ საპატრიარქო ტახტს, რათა სამშობლო იყოს ძლიერი, იყოს ეკლესიისა და ხელისუფლების ერთიანობა.

ამასთან, ძალაში რჩება პატრიარქის ძველი განჩინება, რომლის მიხედვითაც ის ჯვარდაწერილი ოჯახების ყოველი მესამე და მეოთხე შვილის ნათლია ხდება.

უწმინდესის სურვილია, საქართველოში შობადობამ იმატოს. არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პატრიარქის ინიციატივა დემოგრაფიულ მდგომარეობაზე დადებითად აისახა.

პატრიარქის მიერ უკვე 7000-მდე ბავშვია მონათლული. სახალხო ნათლობას საფუძველი 2008 წლის ნათლისღების დღესასწაულზე ჩაეყარა. წელს რიგით მეთხუთმეტე ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. მართლმადიდებელ მრევლს კი 530 ქრისტიანი შეემატება.

უწმინდესმა მრევლს, სრულიად საქართველოს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრთ, დევნილებს ახალი წელი მიულოცა, სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ერთიანობისთვის პარაკლისი გადაიხადა. უფლისგან კი წყალობა და მშვიდობა უსურვა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • მანანა says:

    … დიდი ბედნიერებაა დედა გერქვას.. უფრო დიდი ბედნიერებაა შენი შვილის ნათლია თვით უწმინდესი იყოს.. სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილი და საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მცველობა კი ღვთის განუზომელი წყალობა.. ქრისტიანებო, გთხოვთ მომიხსენეთ ლოცვებში ცოდვილი მანანა… უფალმა შვილიერების მადლი მომანიჭოს და ერი გავამრავლო.. ქართველო დედებო გაამრავლეთ ერი.. შობის მადლი ფარავდეს ივერიის წილხვედრ ქვეყანას და ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელს. ამინ!

  • გულიკო says:

    დღეგრძელიმც იყოს ჩვენი პატრიარქი! უდიდესი საქმე ქართველებისთავის ეს არის ქართველი ერის გამრავლება, უწმინდესის ამ საქმის ინიციატორი და ხელისშემწყობია. ქართველო დედებო ! იყოჩაღეთ ეხლა და გააჩინეთ მე-3 და მე-4 შველები. ამასზე უკეთეს თქვენი შვილებისთვის რას ისურვებთ,რომ ისინი იქნებიან ჩვენი დიდი პატრიარქის ნათლულები და სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილი და საქართველოს ეკლესიის საპატრიარქოს ტახტის მცველი.გმერთმა გაამრავლოს ქართველი ერი…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი