მთავარი » ხატები და ფრესკები

“უჭკნობი ყვავილი” – ღვთისმშობლის ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.06.2014 7 კომენტარი | 54,562 ნახვა

ხატის დღესასწაული – ახალი სტილით 3 აპრილი.

ევედრებიან მეუღლეთა შორის სიყვარულის განმტკიცებას, ოჯახში მშვიდობის დამყარებას და ახლობლების ჯანმრთელობას.

სასწაულთმოქმედი ხატის – ღვთისმშობლის “უჭკნობი ყვავილის” ასლები მოსკოვის ალექსეევის მონასტერსა და პრეჩისტენკის ჭიშკართან ახლოს – მიძინების ტაძარში იმყოფება.

ტროპარი

გიხაროდენ, ღვთისა სძალო, კუერთხო საიდუმლოო, ყვავილო დაუჭნობელად აყვავებულო, გიხაროდენ დედუფალო, რომლისა მეირ სიხარულით აღვივსენით და ცხოვრებაი მიგვიღებიეს.

უჭკნობი ყვავილი

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო და უხრწნელო დედაო ქალწულო, ქრისტიანეთა სასოო და ცოდვილთა ნავსაყუდელო, ყოველნი მოლტვილნი შენდა დაიცევ და შეისმინე გოდებაი ჩვენი, მოჰყავ ყური შენი ლოცვასა ჩვენსა, დედუფალო და დედაო ღუთისა ჩვენისაო, შენდა შეწევნისა მვედრებელთა ნუ უგულებელს-ჰყოფ. განმსწავლენ და განმანათლენ ჩუენ: ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა მონათა შენთაგან – ამაოთა ამათ დრტვინვათა ჩვენთათვის. მეყავ ჩვენ დედა და მფარველ, რომელნი მოწყალესა საფარველსა შენსა ქუეშე შთავრდომილ ვართ, უშფოთველსა და უვნებელსა ცხოვრებასა მიმამთხვიენ ცოდვილნი ესე. ჰოი, დედაო მარიამ, უფროსადკურთხეულო მსწრაფლშემწეო, შუამდგომლობითა შენითა დამიფარენ, ხილულთა და უხილავ მტერთაგან დამიცევ, ბოროტთა კაცთა სიბორგილეი გულისა მოამდოვრე, რომელნი აღდგომილ არიან ჩვენ ზედა. ჰოი, დედაო უფლისა შემოქმედისა ჩვენისაო, შენ ხარ ძირი ქალწულებისა და ყვავილი დაუჭნობელი უმანკოებისა და სიწმინდისა. გარდამომივლინე შეწევნაი შენი, რომელნი უძლურებათა და ხორციელთა ვნებათა შინა შთავრდომილ ვართ – არაწმიდებითა გულისათა. განანათლენ თუალნი სულისა ჩვენისანი, რაითა ვიქმნეთ მხილველ გზისა მის სიმართლისა ღვთისასა. უძლური ნებაი ჩუენი განამტკიცენ აღსრულებითა მცნებათა, რაითა ვიხსნეთ ჩვენ ყოვლისა განსაცდელისა და ზედამოსვლისაგან და შენითა შუამდგომლობითა განვმართლდეთ წინაშე სამშჯავროსა ძისა შენისასა, რომლისა მიმართ აღვავლენთ დიდებასა, პატივსა და თაყუანის-ცემასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი