მთავარი » სხვადასხვა

უთქვია თუ უთქვამს? უნახია თუ უნახავს?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.12.2017 2 კომენტარი | 7,792 ნახვა

სწორია ქართულ ზმნებს ზოგ ძირითად ფორმაში გარკვეული დაბოლოებები, ე.წ. თემის ნიშნები დაერთვის: –ებ (აკეთებს, აქებს), -ობ (ლაპარაკობს, ათბობს), – (გზავნის, შლის) და ა.შ. ზოგი ზმნა კი ამ ელემენტებს არ დაირთავს (წერს). თუ დავსვამთ კითხვას: რა უქნია? – მივიღებთ ასეთ ფორმებს: გაუკეთებია, გაუთბია, გაუგზავნია, დაუწერია…

როგორც ვხედავთ, ამ ზმნების საერთო არის ის, რომ დასმულ კითხვაზე – რა უქნია? – პასუხის გაცემისას –ია დაბოლოებას მიმართავენ.

მაგრამ ეს წესი ყველა ზმნაზე არ ვრცელდება: თუ ზმნა –ავ და –ამ დაბოლოებიანია (მაგ., ხატავს, ასხამს), მაშინ კითხვაზე – რა უქნია? – ისინი, ძველიდან მომდინარე ტრადიციით, ამ დაბოლოებებს ინარჩუნებენ და გვექნება: დაუხატავს, დაუსხამს, მოუპარავს, მოუკლავს, მოურთავს, უთქვამს…

რუსთაველის ერთ სტრიქონში ყველა აღნიშნული შემთხვევა გათვალისწინებულია:

„რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია?“

(ეს არის ავთანდილის ნათქვამი ფატმანის წერილთან დაკავშირებით).

ყველა ზმნა, რომელიც –ავ და –ამ დაბოლოებას არ დაირთავს, – კითხვაზე რა უქნია? უპასუხებს –ია დაბოლოებიანი ფორმებით. ამგვარი ზმნების რაოდენობა კი დიდია. ამიტომაც მათი ანალოგიით ზეპირ მეტყველებაში ზოგჯერ -ია დაბოლოებას ურთავენ ხატავს და ასხამს ტიპის ზმნებს, რაც სავსებით უმართებულო ფორმებს გვაძლევს (ასე: უნახია, დაუხატია, წაუკითხია, უთქვია, დაუბია და სხვ. ).

ამდენად, სწორი ფორმებია:

უნახავს, მოუკლავს, მოუპარავს, მოურთავს, დაუხატავს, წაუკითხავს…

უთქვამს, დაუსხამს, დაუბამს…

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

წყარო: აფრიდონიძე, შუქია. ჩვენი ენა ქართული. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009, გვ. 129-130.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • მაია says:

    წესით ვნახავ ბოლოვდება ავ ნიშანზე და არის უნახავს კი ბატონო სწორი ფორმა, მაგრამ ამბობს მთავრდება ობ ზე, და წესით არ უნდა იყოს აქ უთქვია ? საიდან გამოდის სწორი უთქვამს თქმა ? მა რადგან არის ბოლოში ? ამ თემატური ნიშანია ?

  • ანა ტყებუჩავა says:

    უთქვამს ზმნის საწყისია თქმა. თუ ზმნის საწყისი ბოლოვდება -მა მარცვალზე, თემის ნიშნად -ამ გვექნება.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი