მთავარი » ჯანმრთელობა

ურტიკარია – ჭინჭრის ციება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.06.2013 70 კომენტარი | 125,284 ნახვა

ურტიკარია ანუ ჭინჭრის ციება ალერგიული დაავადებაა, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე პროცესის გარეგანი რეაქციაა. ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს, თუმცა მეტწილად საშუალო ასაკში ვხვდებით, რადგან ჩვილებში კანის წყობა, ურტიკარია იმუნური სისტემა განსხვავებულია და ალერგიის ელემენტი ვერ ყალიბდება, ხოლო ხანდაზმულებისთვის ამ სახის მკვეთრი რეაქციები დამახასიათებელი არაა.

დაავადების შესახებ გვესაუბრება ექიმი დერმატო–ვენეროლოგი სერგო დადაშიანი:

დაავადების გამომწვევი მიზეზი და სიმპტომები

ჭინჭრის ციების, ანუ ურტიკარიის ხელშემწყოფი ფაქტორია ქრონიკული ანთებითი პროცესები, რომელიც ორგანიზმში მიმდინარეობს. ის შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა ფაქტორებმა (სითბო, სიცივე…), სამკურნალო საშუალებებმა, მტვერმა, საკვებმა… ხშირია შემთხვევები, როცა სტრესის, მღელვარების ფონზე პაციენტებს ეს დაავადება უვლინდებათ.

ალერგიისას კანის ზედაპირზე ჩნდება ლაქები, რომელიც ძალიან ჰგავს ჭინჭრით ნასუხსს. მას თან ახლავს სიწითლე, შეშუპება და ქავილი. დაავადების სახელწოდებაც მისი კლინიკური თავისებურებიდან მომდინარეობს. დროთა განმავლობაში ალერგიის სიმპტომები ქრება, მაგრამ შეიძლება კვლავ გამოვლინდეს უმთავრესად ბარძაყის შიდა მხარეს, ხელებზე და მუცელზე. როდესაც გამონაყარი სახეზეც გვხვდება, ეს უკვე ალერგიული რეაქციის რთული ფორმაა, რომელსაც კვინკეს შეშუპება ჰქვია. ანუ ჭინჭრის ციება შეიძლება გადაიზარდოს კვინკეს შეშუპებაში, რაც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისთვის. ალერგიული რეაქციის შედეგად თუ ზედა სასუნთქი გზების შეშუპება მოხდა, სრულიად შესაძლებელია სასწრაფო სპეციფიური დახმარების გარეშე ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდეს.

ამ ალერგიის სიმპტომები შეიძლება გვქონდეს რამდენიმე საათი ან თვეც – კი, იმ შემთხვევაში, თუ მისი მაპროვოცირებელი პრობლემის მკურნალობა არ მოხდება. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ არასასურველი შედეგები, აუცილებელია, ექიმ–ალერგოლოგს, ან დერმატოლოგს დროულად მივმართოთ.

მკურნალობა

ხშირად, ალერგიული პაციენტები, თვითონ მართავენ ურტიკარიას, თუნდაც სახლის პირობებში, როდესაც დაახლოებით იციან როდის ვლინდება ან მათ შემთხვევაში საიდან მომდინარეობს დაავადება. ურტიკარია მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, იმ ჭინჭრის ციების გარდა, რომლის მექანიზმშიცაა ჩადებული ჰისტამინის ჭარბი რაოდენობის გამოყოფა ორგანიზმში, არსებობს ჭირჭნის ციების მსგავსი გამონაყარი, დაავადება, რომელიც არანაირ კავშირში არაა ჰისტამინთან და შესაბამისად, რადიკალურად განსხვავებულ მკურნალობას საჭიროებს.

ჭინჭრის ციების გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე შესაბამისი მკურნალობა მიმდინარეობს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს იმ ფაქტორის ნეიტრალიზება, რომელიც ურტიკარიას იწვევს. ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები, ხშირად მიმდინარეობს დეტოქსიკაციური მკურნალობა, თუნდაც გადასხმების სახით, იმისათვის, რომ იმ ალერგიების კონცენტრაციის დაქვეითება მოხდეს, რომელიც ორგანიზმშია.

ჭინჭრის ციება მკურნალობას ექვემდებარება, მაგრამ სრულად განკურნებადი არ გახლავთ. ვისაც ერთხელ უკვე ჰქონდა ურტიკარია, დიდი შანსია, მკურნალობის მიუხედავად კვლავ გაუმეორდეს, მაგრამ მისგან დაცული არავინაა და საკმაოდ გავრცელებული დაავადებაცაა.

ექიმის რჩევა:

ჭინჭრის ციების, ალერგიის პრევენციის მხრივ საჭიროა ორგანიზმში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესების დროულად მკურნალობა. ბავშვთა ასაკში პერიოდული გამოკვლევების ჩატარება. ურტიკარიისას სასურველია ნებისმიერი ალერგენის გამორიცხვა, მათ შორის, საკვების მხრივაც. ასეთ შემთხვევაში ბევრად მარტივია იმ საკვები პროდუქტის ჩამოთვლა, რომლის მიღებაც შეიძლება, ვიდრე – იმისა, რისი მიღებაც არაა რეკომენდებული. იქ, სადაც ცხოვრობს ურტიკარიის, ალერგიებისადმი მიდრეკილი ადამიანი, აუცილებელია, შენობას მოვაცილოთ მტვრის შემაგროვებელი ნივთები. მაგალითად, როგორიცაა ხალიჩა, წიგნები, რბილი სათამაშოები, ბალიშები…, რადგან მტვერი პირველი ალერგენია. ყოველდღიურად სველი ნაჭრით უნდა დაიწმინდოს საგნები, კარგად განიავდეს შენობა. ეს ადამიანები უნდა მოერიდნონ ქიმიურად აგრესიულ ნივთიერებებთან კონტაქტს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

70 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი