მთავარი » ჯანმრთელობა

ურტიკარია – ჭინჭრის ციება

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 19.06.201313 კომენტარი | 7,737 ნახვა

ურტიკარია ანუ ჭინჭრის ციება ალერგიული დაავადებაა, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე პროცესის გარეგანი რეაქციაა. ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს, თუმცა მეტწილად საშუალო ასაკში ვხვდებით, რადგან ჩვილებში კანის წყობა, ურტიკარია იმუნური სისტემა განსხვავებულია და ალერგიის ელემენტი ვერ ყალიბდება, ხოლო ხანდაზმულებისთვის ამ სახის მკვეთრი რეაქციები დამახასიათებელი არაა.

დაავადების შესახებ გვესაუბრება ექიმი დერმატო–ვენეროლოგი სერგო დადაშიანი:

დაავადების გამომწვევი მიზეზი და სიმპტომები

ჭინჭრის ციების, ანუ ურტიკარიის ხელშემწყოფი ფაქტორია ქრონიკული ანთებითი პროცესები, რომელიც ორგანიზმში მიმდინარეობს. ის შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა ფაქტორებმა (სითბო, სიცივე…), სამკურნალო საშუალებებმა, მტვერმა, საკვებმა… ხშირია შემთხვევები, როცა სტრესის, მღელვარების ფონზე პაციენტებს ეს დაავადება უვლინდებათ.

ალერგიისას კანის ზედაპირზე ჩნდება ლაქები, რომელიც ძალიან ჰგავს ჭინჭრით ნასუხსს. მას თან ახლავს სიწითლე, შეშუპება და ქავილი. დაავადების სახელწოდებაც მისი კლინიკური თავისებურებიდან მომდინარეობს. დროთა განმავლობაში ალერგიის სიმპტომები ქრება, მაგრამ შეიძლება კვლავ გამოვლინდეს უმთავრესად ბარძაყის შიდა მხარეს, ხელებზე და მუცელზე. როდესაც გამონაყარი სახეზეც გვხვდება, ეს უკვე ალერგიული რეაქციის რთული ფორმაა, რომელსაც კვინკეს შეშუპება ჰქვია. ანუ ჭინჭრის ციება შეიძლება გადაიზარდოს კვინკეს შეშუპებაში, რაც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისთვის. ალერგიული რეაქციის შედეგად თუ ზედა სასუნთქი გზების შეშუპება მოხდა, სრულიად შესაძლებელია სასწრაფო სპეციფიური დახმარების გარეშე ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდეს.

ამ ალერგიის სიმპტომები შეიძლება გვქონდეს რამდენიმე საათი ან თვეც – კი, იმ შემთხვევაში, თუ მისი მაპროვოცირებელი პრობლემის მკურნალობა არ მოხდება. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ არასასურველი შედეგები, აუცილებელია, ექიმ–ალერგოლოგს, ან დერმატოლოგს დროულად მივმართოთ.

მკურნალობა

ხშირად, ალერგიული პაციენტები, თვითონ მართავენ ურტიკარიას, თუნდაც სახლის პირობებში, როდესაც დაახლოებით იციან როდის ვლინდება ან მათ შემთხვევაში საიდან მომდინარეობს დაავადება. ურტიკარია მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, იმ ჭინჭრის ციების გარდა, რომლის მექანიზმშიცაა ჩადებული ჰისტამინის ჭარბი რაოდენობის გამოყოფა ორგანიზმში, არსებობს ჭირჭნის ციების მსგავსი გამონაყარი, დაავადება, რომელიც არანაირ კავშირში არაა ჰისტამინთან და შესაბამისად, რადიკალურად განსხვავებულ მკურნალობას საჭიროებს.

ჭინჭრის ციების გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე შესაბამისი მკურნალობა მიმდინარეობს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს იმ ფაქტორის ნეიტრალიზება, რომელიც ურტიკარიას იწვევს. ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები, ხშირად მიმდინარეობს დეტოქსიკაციური მკურნალობა, თუნდაც გადასხმების სახით, იმისათვის, რომ იმ ალერგიების კონცენტრაციის დაქვეითება მოხდეს, რომელიც ორგანიზმშია.

ჭინჭრის ციება მკურნალობას ექვემდებარება, მაგრამ სრულად განკურნებადი არ გახლავთ. ვისაც ერთხელ უკვე ჰქონდა ურტიკარია, დიდი შანსია, მკურნალობის მიუხედავად კვლავ გაუმეორდეს, მაგრამ მისგან დაცული არავინაა და საკმაოდ გავრცელებული დაავადებაცაა.

ექიმის რჩევა:

ჭინჭრის ციების, ალერგიის პრევენციის მხრივ საჭიროა ორგანიზმში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესების დროულად მკურნალობა. ბავშვთა ასაკში პერიოდული გამოკვლევების ჩატარება. ურტიკარიისას სასურველია ნებისმიერი ალერგენის გამორიცხვა, მათ შორის, საკვების მხრივაც. ასეთ შემთხვევაში ბევრად მარტივია იმ საკვები პროდუქტის ჩამოთვლა, რომლის მიღებაც შეიძლება, ვიდრე – იმისა, რისი მიღებაც არაა რეკომენდებული. იქ, სადაც ცხოვრობს ურტიკარიის, ალერგიებისადმი მიდრეკილი ადამიანი, აუცილებელია, შენობას მოვაცილოთ მტვრის შემაგროვებელი ნივთები. მაგალითად, როგორიცაა ხალიჩა, წიგნები, რბილი სათამაშოები, ბალიშები…, რადგან მტვერი პირველი ალერგენია. ყოველდღიურად სველი ნაჭრით უნდა დაიწმინდოს საგნები, კარგად განიავდეს შენობა. ეს ადამიანები უნდა მოერიდნონ ქიმიურად აგრესიულ ნივთიერებებთან კონტაქტს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

13 კომენტარი »

  • მაია says:

    გამარჯობათ. სტრესული მდგომარეობის შემდეგ მაქვს ხოლმე რევმატიზმული ტკივილები სახსრებში და ტემპერატურა მიწევს 37- 38 გრადუსამდე,და იმ დღესვე გადამივლის ხოლმე. ესეც შეიძლება ჭინჭრის ციება იყოს? ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, მაინტერესებს, წინასწარ დიდი მადლობა .

    • თეონა ნოზაძე says:

      ქალბატონო მაია, მიმართეთ ექიმს. თქვენი სიმპტომების მიხედვით ზეპირად სავარაუდო დიაგნოზის დასმაც კი შეუძლებელია.

  • მაკა says:

    mogesalmebit.mkavs patara 1clis da 10 tvis.ukve meored gamouvlinda chinchris cieba.zamtarshi gadasxma gauketes deqsametazontan ertad.exla fenkarols da naxshirs vasmev.mesame dgea,magram saxeze da xelebze periodulad kvlav uchndeba gardamavali gamonakari.shegidzliat momcet kargi rcheva?vfiqrob homeopatias mivmarto…madloba.gtxovt male mipasuxot pirad fostit

  • eka says:

    gamarjobat.damemarta jinjris cieba,mewyeba kidurebis qavilit,miwitldeba da beberoebi michndeba,ramdenime wutis an saatis shemdeg qreba,shegizliat mirchiot rame?…gtxovt mipasuxot male el_fostaze,
    winaswar madlobt

  • ბექა says:

    gamarjoba, ragac amis msgavsi mchirs, dziritadad sitboze memarteba da mzeze aseve roca gadaviglebi an ragac moulodneli moxdeba. mtel tanshi mwiwknis titqos nemsebs mirchobeno da tu 2-3 wuti gamigrdzelda es wiwkvna mashin wvrili gamonaayaric michndeba xelebze, kiserze da saxeze magram eseti gamonayari ara rogoric suratebzea nachvenebi. me wvril-wvrili wertilebi michndeba, amoburculi ar aris da tu kargad daakvirdebi centrshi cota sitetre aqvs. ra sheidzleba gavaketo ras mirchevt?

  • ekaaa says:

    gamarjobat mee mogiiniaa romm jiinjriis cieeba maqqvs ogoondd marto im shemtxvevashii memarteba roocaaa zagarss viigeeb daaa mzezee gasvlisass pexebii damisveldeebaa ess mxolood zaapxuuloobiit memarteebaa mziis qveeshh roca var daa ariis tuu ar es namdvilaad jinjriiis ciebaa daa ra miviigooo samkurnaloood???

  • mate says:

    gamarjoba mainteresebs chinchris ciebis(urtikariis) dros zgvaze an mdinareze tu sheizleba siaruli?

  • ლია says:

    გამარჯობათ,მაქვს ჭინჭრის ციება,რომელიც გრძელდება დაახლოებით 3 დღე,გამონაყარი მაქვს სახეზეც,და მემართება წნევის ვარდნა, ყოველთვის სხადასხვა მიზეზის გამო მემართება შეიძლება იყოს საკები, ნერვული სტრესი, ან მტვერი,ზოგჯერ აქედან არც ერთი და სად შეიძლება დავადგინო რა იწვევს ჭინჭრის ციებას?

    • ნანა says:

      მე მიშველა მაწონმა (ალერგიის წამლებთან ერთად, ბოლოს წამალს მიცვლიდა უკვე) . შეძლებისდაგვარად ხშირად ვჭამდი, დღეში ერთი- ორ კოვზს მაინც.

  • nato says:

    erti tvea aqvs 4 clis bavshvs jinjris cieba vmkurnalobt da ramdenxans sheizleba gagrzeldes?

  • ia says:

    gamarjobat,chems shvils romelic aris 4clis aqvs qavili romelic gavs jinjris danasusxs magram laqebi ar rcheba ramdenime cutis shemdeg uqreba umetesad gamit eqavebaa dermatologtan myavda da penkaroli vanseari da rolinozis cvetebi daunishna erti tvee xuti dgea vasmev magram shedegi ar maqvss ra unda gavaketoo kidev davelodoo tu danishnuleba shevacvlioooo??? iqneb mirchiot rameeee gamit ar dzinavs xolmee ukve 20dgeaaa.velodebii tqvens pasuxs dzalian mainteresebssss

  • CIRA says:

    GAMARJOBAT CHEM SHVILS MTLIAN TANZE DA SAXEZE AQ GAMONAKARIEQIMA DAUDGINA JINJRIS CIEBA DA DAUNISHNA NEMSEBI SUPRASTINI DA DEQSAMETAZOLI BAVSHVI ARI 1DA 11TVIS ES MKURNALOBA TU USHVELIS

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.