მთავარი » ახალი ამბები

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.04.2016 | 2,123 ნახვა

კულტურის სამინისტრო 2016 წლის 24 აპრილს, 13:00 სთ-ზე ალავერდის საკათედრო ტაძარში, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.

აღნიშნული მემორადუმის საფუძველზე შეიქმნა საპატრიარქოსა და სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხთა განმხილველი ერთობლივი საბჭო, რომლის მიზანია „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების ერთობლივად გადაწყვეტა; საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობისათვის ისტორიული, კულტურული და მხატვრული ღირებულების შენარჩუნებაზე ზრუნვა და ამ მიზნით სათანადო მექანიზმების შემუშავება.

ერთობლივი საბჭოს შექმნა ხელს შეუწყობს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა–პატრონობისა და სარგებლობის საკითხების ერთობლივად გადაწყვეტისთვის ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბებას.

წყარო: http://www.heritagesites.ge
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი