მთავარი » ჯანმრთელობა

უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა 28 თებერვლიდან ძალაშია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.02.2013 3 კომენტარი | 1,963 ნახვა

ჯანდაცვა საქართველოში 28 თებერვლიდან მოქმედებას იწყებს უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა. დავით სერგეენკოს განცხადებით, პროგრამის პირველი ეტაპის განხორციელების ფარგლებში 2 მილიონზე მეტი მოქალაქე დაეზღვევა. დაზღვევის ახალი პაკეტი იმათ გადაეცემათ, ვინც აქამდე დაზღვეული არაა, ხოლო იმ მიზნობრივ ჯგუფებს: პენსიონრებს, პედაგოგებს, სტუდენტებს და ა.შ. დაზღვევა ჩვეულებრივ გაუგრძელდებათ.

პროგრამის პირველი ეტაპი გადაუდებელი მდგომარეობების მართვას და ოჯახის ექიმთან ვიზიტის საშუალებას გულისხმობს, ხოლო მეორე ეტაპიდან არსებულ მომსახურებას გეგმიური ქირურგიული და სტაციონარული სამედიცინო დახმარება დაემატება; დაზღვეულები აგრეთვე უფასოდ იმკურნალებენ უეცარი და გაუთვალისწინებელი ტრავმების დროს; უფასო იქნება ინფარქტისა და ინსულტის შემთხვევებშიც. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 1-ლი ივლისიდან უფასო იქნება მშობიარობაც. საყოველთაო დაზღვევის მსურველი მოქალაქე მისთვის გეოგრაფიულად ხელსაყრელ სამედიცინო დაწესებულებაში პირადობის დამადასტურებელ მოწმობას წარადგენს და რეგისტრაციის შემდეგ ის ავტომატურად მოხვდება დაზღვეულთა ბაზაში. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხევაში კი დაზღვეული ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი