მთავარი » ქრისტიანობა

უნდა ჰქონდეს თუ არა სასულიერო პირს ავტომობილი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.04.2013 62 კომენტარი | 32,678 ნახვა

რატომ აქვს ზოგიერთ სასულიერო პირს ძვირადღირებული ავტომობილი? ე.წ. “ჯიპიანი მამაოს” ცნების შესახებ “ამბიონს” წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი ესაუბრა:

“ეს თემა დიდი ხანია აქტუალურია და კითხვა, უნდა ჰქონდეს თუ არა სასულიერო პირს ავტომობილი, განსაკუთრებით ხშირად ისმის არაქრისტიანთაგან მოძღვარი მანქანა (ადამიანი, რომელიც ქრისტეს მცნებებს უგულებელყოფს და ცხოვრების წესში მათ გამორიცხავს, მარტოოდენ მიღებული ნათლობის გამო ქრისტიანად ვერ იწოდება.) და ეკლესიის არაკეთილმოსურნეთაგან. ასევე, ეს კითხვა ბუნებრივად ჩნდება ქრისტეს სამწყსოშიც, მრევლში.

რელიგიურად არანაირად არ არსებობს მიზეზ–ვალდებულება, რომ სასულიერო პირი არქაული სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობდეს. განსაკუთრებით გავრცელებულია მოსაზრება სახედრის შესახებ. სახარების ერთ ეპიზოდში, სადაც მაცხოვარი თავისი ფიზიკური ვნების შესახვედრად იერუსალიმში მიდის, სახედარზე ამხედრდება. ამის განმარტება უდიდეს ეგზეგეტთა (კერძოდ, წმ. იოანე ოქროპირი) მიერ ამგვარია: ძველ აღმოსავლეთში დამპყრობელი მეფე ძალით აღებულ ქალაქში სახედარზე ამხედრებული შედიოდა, ნიშნად ურჩის დამორჩილებისა, პირადი მეფური უფლებების დემონსტრირებისა. ამით მაცხოვარმა მიუთითა თავის მეუფებაზე. ქალაქში შესვლისას ხალხი მას ეგებება, როგორც უფალს–მეუფეს. ზოგადად, მაცხოვარი ფეხით ან ნავით მოგზაურობდა. დღევანდელი ცხოვრების პირობებში მეტად რთულია მუდამ ფეხით მოციქულობა. ცხოვრების ტემპი გარკვეული დოზით აჩქარებულია. ასევე, რთულია ასპარეზის მასშტაბურობის გამო. მიუხედავად ამისა, მიზანმიმართულად ფეხით მსვლელობები, ან უბრალოდ ასე გადაადგილება, ჩვეულებრივად დღესაც ხდება”.

რამდენად აუცილებელია ავტომობილის ქონა სასულიერო პირთათვის?

ავტომობილი თანამედროვე სატრანსპორტო სამგზავრო, გადადგილების საშუალებაა, რომელიც დღევანდელ დროს სრულიად ჩვეულებრივი და აუცილებელი ნივთია ნებისმიერი ოჯახისა და საზოგადოებრივი მომსახურეთათვის. მღვდელს ჰყავს ოჯახი და არის საზოგადოების მომსახურე პირი. ავტომობილი მას არა პირადი სიამოვნებისთვის, არამედ ხსენებული ამ ორი ინსტიტუტისთვის აქვს. პირადი ცხოვრებიდან ვიტყვი, რომ იგი საშუალებას მაძლევს, რამდენიმე დღის საქმე ერთ დღეში მოვასწრო. თანამედროვე ცხოვრების ტემპი კი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მუდამ “ჩემთვის, მშვიდად, დინჯად ვიცხოვრო”. ასევე, შვიდსულიანი ოჯახით საჯარო ან კერძო ტრანსპორტით გადაადგილება ცალ მხარესაც კი უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე საკუთარით – ორ მხარეს. ავტომობილი ნებისმიერ ოჯახს – საეროსაც და სამღვდელოსაც თანაბრად სჭირდება. აღვნიშნოთ: ყოველ მოქალაქეს მისი საჭიროებისა და დანიშნულების შესაბამისი ტრანსპორტი უნდა ჰქონდეს. საქართველოს ბუნებრივი და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ძირითადი მოსახლეობის საჭიროებას წარმოადგენს მრავალფუნქციური ავტო. მაგალითად, სულადობით საშუალო ზომის ოჯახისთვის – ხუთადგილიანი, ეკონომიური და საშუალო წვის, საოჯახო კლასის, წლის ყველა კლიმატში თავის გამრთმევი, ანუ ორხიდიანი თოვლშიც და ტალახშიც ნორმალურად მავალი, მაღალი კლირენსის მქონე, რომ უგზოობაში ქალაქგარეთ–სოფლად შეძლონ თავისუფლად სვლა. მრავალსულიანს – ანალოგიურად, ოღონდ სამრიგიანი–შვიდადგილიანი. ასეთ კატეგორიას კი მინივენები, ქროსოვერები და ყველგანმავლები მიეკუთვნება. მათ კი ავტოსამყაროში ჩაუხედავი ხალხი ჯიპად მოიხსენებს, განურჩევლად ძვირადღირებულ ნივთად თვლის. ელემენტარული ცოდნაა საჭირო მათი ღირებულების შესახებაც. არსებობს სხვადასხვა ფასის ავტომობილები ასაკისა და კატეგორიის მიხედვით. ეს ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომია ავტოსადილერო ვებგვერდებზე ინტერნეტსივრცეში. ჩამოვთვლი: არსებობს საქალაქო მსუბუქი, საოჯახო უნივერსალები (დახურული საბარგულით), მცირე ეკონომიური წვის (ძირითადი დანიშნულება, ორგანიზაციებისთვის), მინივენები– მრავალადგილიანი მცირე ზომის საოჯახო, ქროსოვერები – მცირე ზომის ყველგანმავლები (განკუთვნილია ცვალებადი რელიეფისა და კლიმატის დროს სამოძრაოდ), ყველგანმავლები (რთული რელიეფისთვის) და ბიზნეს კლასი. რიგით ოჯახებს ბიზნეს კლასის მანქანები არ სჭირდებათ.

შევნიშნავ, რომ რიგითი სასულიერო პირები არც სარგებლობენ ბიზნეს კლასის მობილებით. რაც შეეხება “ჯიპებს”, ფუფუნების საგნად არა მხოლოდ ისინი, არამედ ბევრი სედანის კლასის (ქალაქის) მანქანაც ითვლება. ყველგანმავალი კი ჩამოთვლილი მიზეზების გამო არა მხოლოდ სასულიერო პირებს, არამედ ნებისმიერი რიგითი მოქალაქის საჭიროებაა. სუბარუ ფინანსური მიზეზის გამო კი ის შეიძლება გქონდეს, შეიძლება – არა. აღვნიშნავ: ბევრ მღვდელს საერთოდ არ აქვს ავტომობილი, ვერ შეიძინა. ეს ბუნებრივია, ერიც და სასულიერო დასიც ერთ ქვეყანაში – პირობებში ვცხოვრობთ. მიზეზთა გამო ყველა ერთნაირი ეკონომიკური შესაძლებლობით ვერ ცხოვრობს. მღვდელი კი თავის სამრევლოს ცხოვრებას იზიარებს.

უნდა ჰქონდეს თუ არა მღვდელს ახალი მოდელის ავტომობილი?

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მღვდელი საზოგადო მსახურია. იგი თავისი ავტომობილით ხალხს, ეკლესიას ემსახურება. შეგახსენებთ ეპიზოდს მხატვრული ფილმიდან “უძინართა მზე”. როდესაც სასწრაფო დახმარების ექიმს ძველი, ვარგისიანობიდან გამოსული ტრანსპორტის გამო პაციენტთან მისვლა სავალალოდ დაუგვიანდება. მსგავსი რამ მეც შემმთხვევია. ძლივს მოგროვებული სახსრებით ნაყიდი მქონდა ძველი ავტომობილი, რომელსაც მუდამ რაღაც უფუჭდებოდა სიძველის გამო. შედეგად ერთხელ დიდი მარხვის ნახევარი ეკლესიის ნაცვლად პროფილაქტიკაში გავატარე. მრევლი ტაძარში მელოდა, მე კი უშედეგოდ, ყოველთვის თავის დროზე მისვლას ვერ ვახერხებდი. ცალკე საზრუნავად მექცა ნივთი, რომელიც, პირიქით, მე უნდა მომმსახურებოდა. ახალი (არფუჭებადი) არა ფუფუნების საგანია, არამედ ხელშემწყობი მისი მოღვაწეობის (შეგახსენებთ, რომ ის მის ოჯახსა და საზოგადოებას ემსახურება). სასურველია, თუ კი ამის შესაძლებლობა არსებობს, მას ჯანმრთელი და გამართული სამგზავრო ჰქონდეს არა ფუფუნებისთვის, არამედ ყველასთვის, ელემენტარული საჭიროებისთვის. ვისაც ავტომობილი ჰქონია, დამეთანხმება, ძველი და ფუჭებადის შენახვა ახალთან შედარებით ბევრად ძვირი და დისკომფორტულია. არ ვარ მომხრე ფუფუნების, მაგრამ არც იმ ფაქტორს გავამართლებ, რომელიც ხელს შემიშლის მსახურებაში.

სულ უქონლობა კი ყველასთვის ცნობილია, რა სიძნელეებთანაა დაკავშირებული, მით უმეტეს, ქალაქგარეთ მცხოვრებთათვის. თუ კი რომელიმე მოძღვარს აქვს ახალი ავტომობილი, ჯერ მიზეზი გავარკვიოთ. არსებობს ეკონომიკურად ძლიერი სამრევლოები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, თავის მოძღვარს აჩუქონ ახალი მობილი. არსებობს შემთხვევები, როცა თავად მღვდელს ჰქონდა ეკონომიკურად ძლიერი ოჯახი, მშობლები, ნათესავები. არსებული კითხვები საზოგადოების ეკონომიკური ყოფა–მდგომარეობიდან გამომდინარე ისმება. მე ვიცი მაგალითები, როდესაც სასულიერო პირები და სამრევლოები დახმარებას უჩენენ სათანადო ადრესატებს–გაჭირვებულ ოჯახებს. აწყობენ ჰუმანიტარულ აქციებს, მაგრამ ეს არასაჯაროდ, გაუხმაურებლად ხდება. “როცა მოწყალებას გავცემთ, დაე, ჩვენმა მარცხენამ არ იცოდეს, რას აკეთებს ჩვენი მარჯვენა” (მათე 6,3). “რაჲთა იყოს ქველის-საქმე შენი ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად.” (მათ. 6:1-4). ამიტომ ნუ განვსჯით ხელაღებით.

სარგებლობდნენ თუ არა ქრისტეს მოციქულები თანადროული სატრანსპორტო საშუალებებით?

თხრობა იოანე მახარებლის ცხოვრებიდან: იოანე მოციქული მაცხოვრის საყვარელი მოწაფე იყო, დაუცხრომელი ქადაგი ქრისტეს სახარებისა. ერთ ქალაქში ერთი ნიჭიერი ჭაბუკი დაიმოწაფა, მონათლა და ქალაქის ეპისკოპოსს ჩააბარა. მისი წასვლის შემდეგ მოხდა ისე, რომ ეს ჭაბუკი ყაჩაღების გავლენის ქვეშ მოხვდა და ავაზაკობის გზას დაადგა. ნიჭიერების გამო მათ სათავეშიც მოექცა და მიმდებარე დასახლებებში გამჭრიახული მეთოდებით თარეშობდა. დაბრუნებულმა მოციქულმა შეიტყო მის შესახებ და დამწუხრებული მის საძებნად ც ხ ე ნ ს მოახტა. როდესაც მათ სამყოფელს მიადგა, ჭაბუკი–ავაზაკი სირცხვილეული გაიქცა. მხცოვანი იოანე მახარებელი ჩამომხედრებული მას ფეხდაფეხ შვილოს ძახილით გაეკიდა. ჭაბუკი შეაჩერა, მოეხვია და სიყვარულითა და სინანულით ქრისტეს გზას მოაქცია. თხრობაში ნათლად ჩანს ც ხ ე ნ ი. მოციქულები ფეხდაფეხ ქადაგებდნენ. საშური საქმის მოსწრაფეობისთვის იგი ცხენს გამოიყენებს. თუკი მოხუცებული მახარებელი ცხენს ჭენებით ატარებდა, გამოდის, რომ მისთვის ეს არც ადრე იყო უცხო (არადა გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს სასულიერო პირი მხოლოდ სახედრით უნდა მგზავრობდეს). საქმე მოციქულთაში არის თხრობა პავლე მოციქულის გემით მგზავრობაზე. წმიდა წერილში მოციქულთა მენავეობა არაერთხელაა მითითებული. ნიკეის მსოფლიო პირველი საეკლესიო კრებისთვის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ბრძანება გასცა, რომ სახელმწიფო საჯინიბოდან ც ხ ე ნ ე ბ ი გაეგზავნათ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან წმიდა მამათა, მღვდელმთავართა ჩამოსაყვანად. მათ შორის კი იგულისხმება: წმიდა ალექსანდრე ალექსანდრიელი, წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, წმიდა სპირიდონ ტრიმითვინტელი და სხვა მრავალი. სულ 318 მღვდელმთავარი შეიკრიბა. ბევრი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. ვფიქრობ, ჩამოთვლილნიც საკმარისია.

ამდენად, ავტომობილი თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებაა. იგი საჭიროებას წარმოადგენს და არა ფუფუნების საგანს. “ფუფუნებად” ჩაითვლება ხსენებული ყველგანმავლის (“ჯიპის” კლასის) ავტომობილების თვისების გამო, თუკი მოძღვარი უგზოო შორეულ ტაძარ–მონასტრებს მოილოცავს. ეს კი მართლაც სანატრელი ფუფუნებაა. როგორც ნივთის კურთხევის ლოცვაშიც ნათქვამია ასეთი სიტყვები: “აკურთხე… ხორციელსა ხსნასა და შეწევნასა ზედა…” ცალკეულ სასულიერო პირთა მიზეზთა გამო არ შეიძლება მთელი ეკლესიის შეურაცხყოფა. იუდას გამო მოციქულებს თავისი პატივი ხალხის თვალში არ დაუკარგავთ. თუმცა სანამ ვინმეს ახალი ავტომობილის გამო “იუდას” ვუწოდებთ, მის პიროვნებასა და მდგომარეობას კარგად უნდა გავეცნოთ. ღმერთმა მოგვცეს ძალა, დავიხსნათ თავი განუსჯელი საუბრებისგან, განკითხვისგან. გამიხარდება, თუ ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, თავის ოჯახს მოემსახუროს თანამედროვე პირობების ელემენტარული და აუცილებელი საშუალებებით. გაჭირვებულთა თანადგომაზე კი ერთობლივი ძალისხმევით ვიზრუნოთ. ღმერთმა დაგლოცოთ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

62 კომენტარი »

  • sergo says:

    კრიტიკა და საუბარი ნებისმიერ თემებზე არის შესაძლებელი და აუცილებელიც, მათ შორიც ჩვენს ეკლესიასა და იქ მიმდინარე პროცესებზე,რომლის მრევლი და განუყოფელი ნაწილიც ვართ ჩვენ ყველანი ერთად, ერიც და ბერიც, მაგრამ ავტომობილების და ოცდახუთ მილიონიანი დაფინანსების, რომელიღაც მამაოს რადღაც რესტონანსა თუ შინა გარემოში გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალების პუბლიკაცია, ვითომ პროვოკაცია ფოტო სესიები ერთხელ და სამუდამოდ არასაინტერესო-არაფრის მომცემად უნდა გამოვაცხადოდ და მორჩა, ასი წლის წინ ვიღაც დადიოდა ცხენით, უფრო ადრე ვირით ვიღაც ფეხით და ასე შემდეგ… რატომ დასმულა იმ დროში კითხვა ალბათ არა…

  • ნიკა says:

    გაპრავებას აქვს ადგილი რაც ძაან არ მომწონს, “ავტომობილი თანამედროვე სატრანსპორტო სამგზავრო, გადადგილების საშუალებაა, რომელიც დღევანდელ დროს სრულიად ჩვეულებრივი და აუცილებელი ნივთია ნებისმიერი ოჯახისა და საზოგადოებრივი მომსახურეთათვის”–ო დღეს დღევანდელ ყოფაში ავტომობილი ჩვეულებრივი ნივთი ნამდვილად არაა და თუ ოჯახს ის ყავს ნამდვილად უნდა დამეთანხმოთ რო ის შეძლებულად ითვლება ასე თუ ისე, პირადი მანქანით კი არა ხალხს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სასიარულო ფული არ ააქ რომელ ჩვეულებრივ მოვლენაზეა ლაპარაკი…პროსტა როდესაც მრევლი ეგეთ დღეშია შენ თავს არ უნდა აძლევდე უფლებას ძვირადღირებული მანქანებით იარო და მერე კიდე მითუმეტეს იმის უფლებას არ უნდა აძლევდე თავს ამბიონზე გამოდიოდე და ქადაგებდე თურმე ხელისუფლება როგორ ცუდად იქცევა და როგორ ფლანგავს ფულს, ან რა დღეში ამყოფებს ხალხს და რომ თურმე ხალხი ვერცხლისმოყვარეობას უნდა ერიდოს…საჭიროებაზე როცაა ლაპარაკი აი მაგ ყველგან მავლის საქმეს ნივაც უკეთესად შეასრულებს და ეგრეთწოდებული კოლხოზნიკიც,ან კიდე დელიკა მაინცდამაინც 15 და 30ათასიან მანქანაში ჯდომა არაა საჭირო, თუ მართლა მიუვალ ადგილებში მისვლის საჭიროებაზე ვლაპარაკობთ, თან უფრო ადვილი შესანახიცაა და ვერც იმაში შემეწინააღმდეგებით ვინმე რომ ეკლესია ბევრისთვის დღეს უკვე ფულის შოვნის საშუალებად გადაიქცა “წმინდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს” …რაც შეიძლება მალე უნდა შედგეს მეორე რუის ურბნისი….

    • ნესტანი says:

      სრულიად გეთანხმებით, ნიკა და კონსტანტინე…. მაშინ როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კომუნალურ გადასახადებს ვერ აუდის და მეტროს ფული არ აქვს, რომელ ჯიპებზეა საუბარი?!..

      • ნესტანი says:

        და როგორ შეიზლება ასეთ სიტუაციაში ძვირადღირებული მანქანა, ჩვეულებრივ მოხმარების ნივთად ჩათვალო

        • გელა says:

          თქვენ კომენტარებს ეტყობა, რომ ფარისეველთა ღირსეული შთამომავლები ხართ. ქრისტე თქვენთვის უფალი კი არა ეკლესიის გენერალური დირექტორია (ღმერთო მომიტევე) და ეკლესიის მსახურებზე, ამიტომაც გაქვთ ასეთი დამახინჯებული წარმოდგენა.

          თუ ერთეული ღვთისმსახურები არასწორად იქცევიან (ისე ეგეც გასარკვევია) სამაგიეროდ უდიდესი უმრავლესობა, თავისი მრევლის და ეკლესიის მუხლჩაუხრელი მუშაკები არიან.
          ჩემს მოძღვარს მამა მიქაელ ასათიანს დიახაც ყავს ახალი ავტომობილი, რომლის შეძენაშიც სწორედ მრევლმა მივიღეთ ჩვენი ინიციატივით აქტიური მონაწილეობა. მისი მოღვაწეობა იმდენად დიდია, რომ ათჯერ და ასჯერ მეტი ეკუთვნის ჩვენგან. მე აღარ მოვყვები იმას თუ რამდენი ადამიანი ყავს გადარჩენილი სულიერად და ხორციელად, რამდენი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული.
          მოძღვარს ვინც განიკითხავს, ის თვით იესო ქრისტეს განმკითხველია, თუმცა რაზედ უნდა გელაპარაკოთ, როცა თქვენი აზროვნება მატერიალისტურია და ისაზღვრება ფულის რაოდენობით. მირჩევნია სიმართლე გითხრათ.
          თუ გაწყენინეთ შენდობას ვითხოვ.

          • კრიტიკის ფასი არ გესმის შენ რა არის. კრიტიკა ყოველთვის საჭიროა ყველაფერს თორე შენსავით კმაყოფილი რო იყოს ყველა ყველაფრით და მღვდლები რო ღმერთის დონემდე ავიყვანოთ აი მანდ დაიღუპება საქართველო. თვალი გაახილე. შენს მოძღვარს არ ვიცი რა ყავს და როგორ და არც ვაპირებ ვინმეს განსჯას, მაგრამ შემიძლია განახო ჩემი მეზობელი მღვდელი რომელზეც თავისი მრევლი იგივეს ამბობს რასაც შენ მაგრამ ყოველდღე ვხედავ სახში ქეიფებს და ბოზების მისვლა მოსვლას. ალბათ მაგ ბოზებსაც სულიერ საზრდოს აძლევს მეტყვი ეხლა შენ მარა მე რაგაც ეჭვი მაქ საზრდოს კი არა სხვა რამეს ძლევს. ესეთი ინდივიდების გაკრიტიკება სუ საჭიროა თორე ვინ ამბობს ზოგადად ყველა ცუდია და ერთნაირიაო?

            • forebichi says:

              ბატონო პაატა მე ერთ თქვენ სეხნიას ვიცნობ თავად 3 პირადი მანქანა ყავს და მე–4 სამსახურის. სწორედ ასეთი დგას და ისიც თავის მეზობელ მღვდელს 1 მანქანის გულისთვის განიკითხავს. საინტერესო მოვლენაა….

      • forebichi says:

        იმაზე რომელიც საქართველოს ყოველ მეორე მოქალაქეს ყავს და ზოგ ოჯახს 2 და 3. თან თქვნგან მილიონად სეფასებულები 3000 დან 5–6000 ღირს თავის გაზიანად. საქართველოს ავტობაზარზე ასეა და თქვენ რომელი ბაზრის მონაცემებს ფლობთ არ ვიცი

    • წმ. მოციქულთა კანონი 6
      ––––––––––––––––––
      ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა, განიკვეთოს.
      ––––-
      მოციქულთა მე-6 კანონის ნიკოდიმოს-დალმატიელ ისტრიელისეული განმარტება:

      „ეს კანონი გამოხატავს კანონიკურ განჩინების სახით პავლე მოციქულის აზრს, გამოთქმულს ტიმოთესადმი მეორე წერილში (2:4), იმას, რომ არც ერთი ქრისტეს მეომარი, როგორსაც წარმოადგენს სასულიერო პირი, არ შეიძლება დაკავდეს არანაირი ამასოფლიური საქმეებით, რომელიც არ ეთანხმება მის სასულიერო მოწოდებას, და საერთოდ მის სასულიერო მსახურებას ეკლესიაში, ეს განჩინება გამოხატულია მოციქულთა დადგენილებებშიც (II,6), და წარმოდგენილია მრავალ სხვა საეკლესიო კანონშიც. სასულიერო პირი, რომელიც არღვევს ამ კანონს ისჯება საულიერო წოდებიდან განკვეთით, როგორც უღირსი ამ წოდებისა.“

      კანონისტ ზონარას განმარტება: კანონში ჩამოთვლილ პირებს საერო საქმეებზე ზრუნვა ეკრძალებათ; რადგან კანონს სურს, რომ ისინი თავისუფლად ეწეოდნენ ღვთისმსახურებას და საერო საქმეებსა თუ სახალხო მღელვარებებში ჩარევის უფლება არ მისცენ საკუთარ თავს; თუ არა და, კანონის განწესებით, უნდა დაემხონ თავიანთი პატივისგან.
      ––––––––
      (მართლმადიდებელი ეკლესიის სამართალი)

      • მარიამ ფიროსმანაშვილი says:

        ბატონო იოანე :) როდესაც წმინდა კანონებით საუბრობთ რატომ არ გახსენდებათ რომ იესო იერუსალიმში ვირით შევიდა და არა ფეხით? :)

      • forebichi says:

        ეგ რომ კარგად წაიკითხე ეს არ წაგიკითხავს სახარებაში? ,შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა? თჳსისა უფლისა დგეს გინა თუ დაეცეს, დგეს სამე, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისდა. ამაზე რა პასუხს გასცემ ზემოთ?

  • konstantine says:

    არ ვსაუბრობთ გადაადგილების საშუალებებზე, არამედ 50 000 და ზემოთ ფასიან (ნავაროჩენ) ჯიპებზე. რომლებიც 100 კმ_ზე მოიხმარენ 20 ლიტრ ბენზინს. ზოგ ქვეყანაში, ჩვენზე მეტი ქრისტიანული ისტორიის მქონეში ძრავის მოცულობაზე გარკვეული ზღვარია.

  • მარიამ–ხათუნა says:

    ჩემი მოძღვარი(მამა კონსტანტინე კოღუაშვილი, ბოლოს ბერ–მონაზონი დავითი) რომ გავიცანი 25 წლის წინ ნივა ყავდა და მას შემდეგ უამრავი ეკლესიები ააშენა, თუ ძველი აღადგინა თავისი შრომით…თეთრწყაროში ორი ეკლესია აღადგინა. მათ შორის ერთის გზა ტყეში თვითონ, ამ ძველი ნივით რომელსაც წინ სავარძელი აღარ ქონდა და თავისი ხელებით გაჩეხა….სიცოცხლის ბოლომდე ამ ნივით დადიოდა და არაფრისთვის შეუშლია ხელი…სხვას ვერაფერს გეტყვით, სხვა ყველაფერი მალაქია წინასწარმეტყველს უწერია…
    რაც შეეება სახედარს, გამოსვლაში წერია 34–19:20
    19. ჩემია საშოს ყოველი გამღები, ყოველი მამალი პირუტყვი, საშოს გამღები, ხარი და ცხვარი.
    20. საშოს გამღები სახედარი ცხვრით შეცვალე.
    სახედარი ცხვრით(ბატკნით) შეცვალე…ანუ ადამიანმა ურჩი ბუნება მორჩილებით უნდა შეცვალოს…ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი…ყველაზე ცუდი ბუნება ადამიანში არის ურჩობა…მაქედან მოდის ამპარტავნება და ყველაფერი ცუდი…
    იერუსალიმში შესვლით მაცხოვარმა დაგვანახა, რომ ის არის მეფე და მეუფე და აგრეთვე მთვარი მორჩილი “ბატკანი” რომელმაც დაამარცხა(შეცვალა) ურჩობა”სახედარი”(დაამარცხა ადამიანთა ურჩობა)
    აქედან გამომდინარე ყოველმა უნდა დაამარცხოს თავის თავში ურჩობა”სახედარი” და გახდეს მორჩილი “ცხვარი”, თუ არა და ამ სიტყვებიდან( საშოს გამღები სახედარი ცხვრით შეცვალე) ჩანს, რომ უფალი არ ღებულობს სახედარს,თუ არ შეიცვალა ცხვრით!
    უფალი მეფობს!

    • მარიამ ფიროსმანაშვილი says:

      ქალბატონო მარიამ:) 25წლის წინ ნივა ყველაზე კომფორტული მანქანა იყო და არც დღევანდელი სამღვდელოება იცვლის დღეში ერთხელ მანქანებს :)

  • nino says:

    სავსებით ვეთანხმები ნიკას მოსაზრებას. რომელიც ამბობს რომ ძვირად ღირებული ავტომობილი არ აუნდა დადიოდეს სასულიერო პირები. არ იაკდრონ ახლა 5000$-იანი ფორდები ან ოპელები. იგრიალონ ძვირადღირებული მანქანებით და მერე ხალხს უქადაგონ სიკეთეზე.თითქმის ყველა მოძღვარს ჯიპი რომ ყავს თან არც თუ ისე იაფიანი. იყიდონ ცოტა დაბალფასიანი და დანარჩენი ფულით გაჭირვებულებს დაეხმარონ.

  • არჩილი says:

    რა რაციონალური გამართლებაც არ უნდა ჰქონდეს ძვირიან ჯიპებს, დღეს საქართველში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ძვირიანი მანქანით მოძრავი მღვდლის დანახვა აბრკოლებს ურწმუნო ან მერყევ ადამიანებს ეკლესიაში მისვლისგან. მათგან ეს უსაფუძვლო განკითხვაა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, და თუ გვინდა რომ მერყევ ადმაიანებს მოვუხსნათ ეკლესიაში მოსვლის კიდევ ერთი ბარიერი, მღვდლების ცხოვრების გარეგნული მხარეც უნდა შეიცვალოს. არაეკლესიურად მაცხოვრებლებისთვის ადვილია იძახონ “ღმერთის მწამს და არა ეკლესიის”, როდესაც ჰგონიათ რომ თავად მღვდლები არ ცდილობენ ქრისტეს მცნებების დაცვას.

    ვფიქრობ შეუძლიებელია ჯერ ეკლესიაში არ მოსულ ადამიანს აუხსნა რომ მღვდელში და ეკლესიაში მთავარი სხვა რამაა და რომ მღვდელიც ადამიანია და ა.შ. ვერ ავუხსნით რომ არ უნდა ეგონოს ასე არასწორად, რადგან ზუსტადაც არაეკლესიურობის მიზეზითაა რომ განიკითხავს და არასწორი განწყობა აქვს. ეს ხალხი ჯერ ეკლესიის წიაღში უნდა შემოვიდეს რომ სხვანაირად აზროვნებას მიეჩვიონ. ამიტომ ისევ მღვდლებისგან არის ჩემი აზრით პირველი ნაბიჯის გადადგმა და მსხვერპლზე წასვლა და თუნდაც საკუთარი ცხოვრების შედარებით გართულება, ოღონდ კი გზააბნეულ ცხვრებს ერთი ხელისშემშლელი წინააღმდეგობით ნაკლები დაუტოვონ ეკლესიასთან მისასვლელად.

  • მარიამ–ხათუნა says:

    და მაინც ხალხო სიყვარულით ამხილეთ და აგრესიით ნუ განსჯით!თუ რამეში არ არიან მართალნი, ტკბილად გავაგებინოთ და რაშიც ჩვენ არ ვიქნებით მართალნი მათაც ტკბილად გვითხრან! ასე ჯობია ..ასე ორივე მხარე, ერიც და ბერიც ერთიანი იქნება და ერთმანეთის სიყვარულს დაამტკიცებს,მთავარი მაინც ეს არის…სიყვარული…

  • natalia says:

    ”რაც ბერი ის ერიო” დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

    • ლევანჩო says:

      მე პირიქით ვიტყოდი ,,რაც ერი ის ბერიო”, როცა ვინმეს განკითხვას იწყებ, ჯერ საკუთარი თავი ამხილო.
      აქ როგორც ვხედავ, უმეტესობისათვის მთავარია მოძღვარი განიკითხო და მასზე ბოღმა ამოიღო. ხოლო ერში რამდენი საზიზღარი ცოდვა გავრცელდა ამაზე არავის გსურთ საუბარი. ,,ჯერ შენი თვალიდან ამოიღე ნაფოტი და მერე სხვის თვალში ეძიე ბეწვი.”

      • ნატალია says:

        შენ პირიქით ვერ იტყვი, იმიტომ რომ წმინდა მამებმა თქვეს ასე. სწორი ფორმა ეგაა ბერისგან სწავლობს ერი და არა პირიქით. განკითხვას კი რაც შეეხება მომიტევე უფალო ტუკი განვიკითხავ, უბრალოდ ასე ვთვლი და ამიხილე თვალი თუკი ვცდები.

  • ნინო says:

    ამ კომენტარების კითხვისას ერთი მაგალითი გამახსენდა, ხშირად მინახავს რაიონებში პურის ფული რომ არ აქვთ, უცბათ საიდანღაც 200 ლარი თუ გამოუჩნდათ 100 სესხად აიღებენ, დაამატებენ და მობილურს ყიდულობენ :)) ეს ისე … ხანდახან ისეთი ძვირადღირებული მანქანები დამინახავს რომ რა ვიცი არამგონია საეკლესიო პირმა ბოლო კაპიკები გადაიხადოს და ისე შეიძინოს ის ავტომობილი, რა ვიცი მგონია მათ უფრო სხვა ინტერესები და ღირებულებები უნდა გააჩნდეთ ვიდრე ბოლო მოდელის ავტომობილები. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მართლა ვერავის გავკიცხავთ, ვერც ვერავის დავაძალებთ თანხები რაში დახარჯოს, ეს თვითონ იმ ადამიანი კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ზოგადად რატომაც არუნდა ყავდეთ, თუ აქვთ შესაძლებლობა. მაგრამ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს. უბრალოდ ხანდახან გაუგებარია ხოლმე ზოგი საეკლესიო პირი როგორ მოკრძალებულად ცხოვრობს და ზოგი კი …

  • მაია says:

    mec vetanxmebi nikas,me rom sasyliero piri viko iseti togoric naxsenebia zemot madliani romelmac tavisi ertgylebit daimsaxyra mrevlis pativiscema da achyqes dzvrpasi avtomobili,,mat im magalitsac vachvenebdi rom kidev meti tavmdabloba sheyzlia da im sachyqars sicocxle rom skyriat onkologiyr bavshvebs imat daytmobdi da tavad ybralod gadasaadgilebel transports vikididi,,ai es ra madli iqneboda gvtis cinashe komentari ar ynda,,

  • ლაშა says:

    არავინ დავობს იმაზე რომ მანქანა აუცილებელია სასულიერო პირებისათვისაც მომიტევოს უფალმა მაგრამ ყალბად ჩანს როდესაც 30 000 დოლარად გირებული მანქანის პატრონი მოგიწოდებს გაცჰირვებულს დაეხმარე როგორც სჰეგიდზლიაო. 10 000 დოლარად ისეტ მანქანას შეიძენ რომ მე ალბატ ვერასდროს ვერ ვეგირსები და ხომ სჰეიდზლება ის 20 000 ეკლესიას ან გაცჰირვებულებს მოახმაროს?

  • ლევანჩო says:

    ღმერთმა ყველას მოგიტევოთ!! უფალი ყველას განსჯის, განსაკუთრებით შურიანთ და ბოროტთ.
    ისე პავლე მოციქულის ეპისტოლეებიც, რომ წაგეკითხათ არ იქნებოდა ურიგო.

  • ლაშა says:

    ლევანჩო, არავის უხარია ეგ ამბავი და პირიქით როცა იწყებენ სხვები ამაზე საუბარს არგუმენტები არ მყოფნის გასამართლებლად და ესაა ცუდიმ, მეტი არაფერი. განკითხვას რაც შეეხება ამ ფრაზამ უკვე გადაფარა ყველაფგერი არაფრის განკითხვა არ შეიძლება და არც აზროვნება და არც ანალიზი. შური და სიბოროტე არ არის ჯანსაღი ანალიზი რაიმე საკითხისა. ჩემს თავს რაც შეეხება და საკუთარი თავის მხილებას ამაზე ნუ იდარდებ დარწმუნებული ვარ რომ არავისზე პატიოსანი არ ვარ პირიქით უარესი ვარ ალბათ მაგრამ ეს არ მაძლევს იმის საფუძველს შევწყვიტო მოვლენების გონივრული გაანალიზება.

  • მარიამ–ხათუნა says:

    ლაშა მართალი ხარ…მე არ მომწონს რომ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა აზრი, რომ ყველაფერი განსჯაა და რომ მხილებაც განსჯაა…ეს არ არის მართალი!”ავს რომ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?!” დ. გურამიშვილი

    ზუსტად პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ამხილეთ ერთმანეთი,ვინაიდან ეს არის მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლინება! ხალხო ზუსტად რომ დარიგება და მხილება არ უყვარს ყველაზე ძალიან ბოროტს,სწორედ რომ უნდა დავარიგოთ ერთმანეთი და ვ ა მ ხ ი ლ ო თ!!! მაგრამ ეს მხილება და დარიგება დაბალ ტონში უნდა ხდებოდეს(არანაირი შეურაცყოფა რომ არ გამოიხატებოდეს, თორემ ისიც არ გაიგებს და შენც ცოდვაში და ამპარტავნებაში ჩაგეთვლება მხილება)
    უნდა გამოსწორდეს ერიც და ბერიც!!! უფალი მეფობს!!!

  • giorgi says:

    me ramdeni sasuliero piri vici, manqana ki ara ojaxSi Svilebistvis gamozogilad miaqvs lukma. kargi is iqneba roca Seni mrevli madlobis niSnad axali uketesi manqanisatvis tanxas seagrovebs da am tanxas Sens gverdit mdgom gaWirvebuls gaunawileb da Sens mrevl siyvarulistvis madlobas etyvi da axsnac ar dasWirdeba tu rato moiqeci ase.

  • giorgi says:

    es yvelas exeba ersac da bersac, da pirvel rigSi sakutar tavs

  • forebichi says:

    ბევრი კომენტარი აბსოლიტურად აბსურდული და სიბეცეა. წარმოდგენა დამრჩა რომ კომენტატორთა უმეტესობას სტატია წესიერად არ წაუკითხავთ( თუ კი საერთოდ წაიკითხეს). პასუხი ავტორმა ყველა კუთხით გასცა.
    ცოტაოდენი ცოდნა მაინც უნდა გქონდეთ, რომ ბაზარზე ჯიპად წოდებულებს 2500$ დან 7000$ უამრავი იყიდება. და ეს მართლა ჩვეულბრივი ნივთია. თუ კი ნებისმიერ თქვენგანს ყავს უფრო ძვირად ღირებული მღვდლის რატომ შეგშურდათ. აქ მამაომ ორხიდიანის საჭიროება ისე ახსნა მეც ჭკუაში დამიჯდა ყიდვა. არ მითხრათ ეხლა პრაქტიკულად აზროვნბაც არ შეიძლებაო. მართლა გაჭირვებული ბევრია და რომ იცოდეთ მათზე არანაკლებიად მღვდლებიც. ზოგ თქვენგანს ჯიპი არ ყავს მაგრამ “ჩვეულებრივში” უფრო ძვირი გაქვთ გადახდილი. მე მღვდლებთან ხშირად მაქვს შეხება და იმაზე მეტი დახმარება მინახავს მათგან გაცემული ვიდრე დაგესიზმრებათ. ბოღმის გამო თავსაც ნუ მოიტყუებთ რომ თუნდ ყველამ გაყიდოს მანქანა ამით მუდმივად შეიცვლება გაჭირვების პრობლემა. მე ვერ დაგეთანხმებით რომ მათ ფეხით იარონ და მერე ზოგიერთმა თქვენგანმა მანქანებში გამოწკეპილებმა ირონიით და დაცინვით უყუროთ. მერე ალბათ მათხოვრებად მონათლავთ. რომ აკრიტიკებთ ხელ აღებით, ჯერ მათ ცხოვრებაში და ოჯახებში ჩაიხედეთ. გიფიქრიათ იმაზე მათ თუ აქვთ თქვენზე მეტი პრობლემა? და ისინი ამავე დროს კიდევ იმას ცდილობენ თავისზე გაჭირვებულს დაეხმარონ. თუ იმაში ადანაშაულებთ, დახმარების ანგარიში თქვენ რომ არ ჩაგაბარეს? იმათ კრიტიკას ადექით და თქვენ გაყიდეთ მანქანები და ფული დაარიგეთ. ან თუ არ გაქვთ, როცა იყიდით ამას იზამთ? ხოდა ჯერ თქვენ სინდის მიხედეთ. უაზრო ღვარძლი მოიბანეთ, კარგად წაიკითხეთ და თავადაც იზრუნეთ სხვათა დახმარებაზე.

    • ნიკა says:

      ხო და აი კიდე კაი სოლიდური მანქანიდან რო გადმოვა სასულიერო პირი და I-pad–ით გაიჩითება მაგაზე რაღას იტყვი(ჟარგონისთვის ბოდიში) ძვირიან ნომრებზე მართლა აგარც ვლაპარაკობ..ესენიც საჭიროებიდან გამომდინარეოობს თუ ფუფუნებისა და კომფორტის სიყვარულიდან რომელიც დღეს არც თუ ისე ცოტას ააქვს სასულიერო პირთაგან, თუ იქნებ მითხრა რომ ეკოლოგიას უფრთხილდებიან,ვერცხლისმოყვარეობად მგონი მაინცდამაინც ის არ ითვლება ვერცხლს ილაგებდნენ ჯიბეში,მანქანა არ უნდა ყავდეთ მეთქი მე პირადად ასეთი აზრი არ დამიფიქსირებია და მგონი არც სხვები ფიქრობენ ამდაგვარად, პროსტა საჭიროების ფარგლებში უნდა ჯდებოდეს, მანქანებზე იმიტო აქ ხალხს გამახვილებული ყურადღება რომ გინდა არ გინდა ყველაზე თვალში საცემი ეგენია და მათ საზოგადოებრივი მდგომარეობის გამომხატველია თუ რისი შესაძლებლობა და რისი საშუალება გაააჩნიათ,..რო თქვი მანქანა გაყიდოსო, მანქანებზე მთავარი ისააა რომ მატერიალური კეთილდღეობის მიღებასა თუ მოწყობაზე უფრო არიან გადასული ვიდრე სულიერისა(ამ კონკრეტულ მამაოზე არ ვლაპარაკობ) კაი სოლიდური მანქანა კიდე მაგისი სახეა უბრალოდ… აი უმრავლესობა თუ არა, კაი შესაცმჩნევი ნაწილი მაინც დათათუაშხიაში როა სასულიერო პირს რო აყუდებენ თონეში იმასააა დამსგავსებული…რაც შეეხება ჩემ სინდისს მე თუ უგუნური ცხვარი ვარ, ჩემი უგუნურებით ჩემ თავს დავღუპავ მწყემსი კი მთელ ფარას თან გაიყოლებს, მღვდელი მაგალითია მრევლისთვის და როდესაც მის ქცევაში ამდენი ხინჯი გამოჩნდება იმისგან რაღა მაგალითი უნდა მიიღო, გიქადაგებდეს ერთს და თავისი ცხოვრების წესით სხვას ამბობდეს მგონი ცოტა არ იყოს დამაბრკოლებელია ხოო, აი ეგ ბრმა მინდობა კიდე რაც ასე თუ ისე ჩანს შენს კომენტარებში დამღუპველია, ეგვიპტეში ქურუმები რო იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყველაფრით უზრუნველყოფილი ხალხი კიდე გაპარტახებული, ტენდენციაა ისეთია რომ ჩვენთანაც ეგრე შეიძლება იყოს მალე, (საბედნიეროდ პატიოსნებიც არიან და მეც მქონია ეგეთებთან შეხება მაგრამ ვინც “ხინჯის” მქონეა ის უფრო ჩანს სამწუხაროდ)ერთი პერიოდი მეც შენნარიად ვიცაცდი მათ მარა რეალობა რაცაა იმასაც უნდა გაუსწორო ცოტა თვალი და ვერაფერს ვხედავ არაფერი მესმის არ უნდა გამოგდიოდეს…

  • forebichi says:

    ნუ დაგავიწყდებათ რომ მღვდელსაც ყავს ოჯახი.და მასზე ზრუნვა ევალება. ნუთუ მის ოჯახს მაშინ გავიხსენებთ, როცა სამათხოვროდ გაუხდება საქმე. რახან მღვდელია უფლება არა აქვს ნორმალურად რიგითის წესით იცხოვროს? თუ თავის ოჯახზე არ იზრუნებს, იპასიურებს, როგორ დავიჯერო მე გამიწევს მამობას. ზოგიერთს წმიდა წერილის კითხვა ყვარებია და მაშინ ესეც წაიკითხოს პავლე მოციქული ამაზე ხაზგასმით რო საუბრობს. ისიც მაინტერესებს მე რომ რამე დამჭირდეს, ჩემთან მოსასვლელად ბოლტებ დაშლილი ვილისით იმაზე ვიფიქრო მოაღწევს თუ არაო. ან მე რომ საავადმყოფოდან სახლში თავისი მანქანით წამიყვანა უსავარძლო ნივაში სად მომათავსებდა? ისე რომ იცოდეთ არც ნივაა იაფი და ეგ ბაზარზე გაიკითხეთ. მოკლედ ამ კაცმა თავი ფუფუნებაზე არ დადო მაგრამ გითხრათ რომ მღვდელი ტაძარში სამსახურებლად არის განწესებული და არა პროფილაქტიკაში საცხოვრებლად. ამ მოძღვარს ვიცნობ და ერთ პატარა რაღაცას გეტყვით მის შესახებ. აღდგომის მერე როცა ბევრი ადამიანი გახსნილების საბაბით ღრეობს, ლოთობს, ეგ 6000 მამის ხსენების დღეს ყოველ წელს ღამისთევის წირვას ატარებს გარეჯში, უდაბნოს მთაზე, წვიმა–ტალახ–ქარის მიუხედავად. ეს კი ის ადგილია, აზერები მის მითვისებაზე რომ ჩალიჩობენ. მრევლი მიყავს თან და ამ მივარდნილი კიდის სიყვარულს ასწავლის. ხოდა ერთი ორხიდიანის გარეშე გარეჯის ტალახებში როგორ შეძლებთ წასვლას სინჯეთ.

    • გელა says:

      გაიხარე ფორებიჭო, შემოგევლე!!!
      შენ და შენისთანებია სწორედ საქართველოს იმედად გაჩენილები, რომ ზრუნავთ რწმენისა და დედა სამშობლოს გადარჩენაზე. ღვთისა და ერის სიყვარულის მაგალითებს, რომ გვიჩვენებთ და ჩვენც გვანთებთ წმინდა სანთლებივით.
      შენ და შენმა მოდგმამ გაიხარეთ ორთავ სოფელსა შინა.

      • forebichi says:

        შენ შენ თავზე ილაპარაკე და მე რას ვაკეთებ მერე შემედარე. ირონიას გირჩევნოდეს თავად გვითხრა რას აკეთებ გაჭირვებულთათვის! სხვებზე ლაპარაკი გეადვილებათ და საკუთარზე არც ფიქრობთ

  • gocha says:

    მართალი ხარ გელა, მაგრამ, ერთი შეკითხვა მაქვს! ბრკოლდება თუ არა მრევლი შემყურე ამ მანქანებისა?

  • forebichi says:

    ჯერ იმაზე იფიქრეთ თქვენ თუ შიძლება გყავდეთ მანქანა. ან გულწრფელად აღიარეთ მის ყიდვაზე ან შეცვლაზე ტუ ოცნებობთ და მერე გააკრიტიკეთ მღვდლები რატომ ყავტ იაფფასიანი ავტომობილები, მაშინ როდესაც საქარტველოს ყოველ მეორე მოქალაქეს ყავს! თავად იმის მეათედს თუ ეხმარებით გაჭირვებულებს რასაც მღვდელი აკეტებს?

  • მევლუდი says:

    აბსოლუტურად ვეთანხმები სტატიის ავტორს. დღეს, i ტექნოლოგიების ხანაში, სასულიერო პირების ავტომობილებით გადაადგილებაზე კამათი სასაცილოდ და თითიდან გამოწოვილ თემად მიმაჩნია. ვიტყვი,რომ მხოლოდ ერთი კუთხით ყურება და ცალმხრივად შეფასება მოვლენისა, საფუძველშივე არასწორია და დასკვნასაც მცდარს მოგვცემს. მაგრამ არც ის ადამიანები ტყუიან,რომელნიც მღვდლების ძვირადღირებული მანქანებით სიარულს უარყოფითად აფასებენ. საჭიროა გავმიჯნოთ რა შემთხვევაში იქნება სასულიერო პირის მხრიდან ძვირფასი ავტომობილით სიარული მართლმადიდებლური სწავლების საწინააღმდეგო და რა შემთხვევაშია ამგვარი ქმედება დასაშვები. თუ მღვდელს ფუფუნებისაკენ აქვს მიდრეკილება და ამის გამო ყიდულობს hight class ის ავტოს, ეს ცოდვაა, ეკლესიის სწავლებით,მღვდელი ხალხის მსახურია და არა ცალკეული კასტის წარმომადგენელი,რომელმაც ზემოდან უნდა უყუროს მისდამი მინდობილ სამწყსოს, რომელიც ქრისტემ საკუთარი სისხლის ფასად მოიგო და მას მიანდო. თუ სასულიერო პირი ხალხის სამსახურისთვის ყიდულობს გამძლე მანქანას,რომლის ფასიც შედარებით მაღალია, ამგვარი ქმედება არაა დასაძრახი.
    ამ სტატიის წაკითხვისას,გამახსენდა შემდეგი ამბავი: ებრაელები,როგორც ცნობილია, გამოირჩევიან ხელმომჭირნეობით. ერთი ებრაელი იყიდის ახალ ავტომობილს და მისცემს დიდ თანხას. შეხვდება ქართველი და ეუბნება: რატომ მიეცი მაგხელა ფული,შედარებით ძველი მანქანა გეყიდაო. ებრაელი უპასუხებს: სად მაქვს მაგდენი ფული,რომ ძველი მანქანა შემეძინა, მას ყოველ კვირა პროფილაქტიკაში ტარება სჭირდება და საბოლოო ჯამში ორმაგი თანხა დამიჯდებოდა მისი შეძენაო  
    ამ სტატიის ერთ–ერთ კომენტატორს,იოანეს,მოჰყავს მოციქულთა კანონიდან მუხლი,რომლითაც ცდილობს მოსაზრების გამართლებას,რომ სასულიერო პირს მანქანა არ უნდა ჰყავდეს. ბევრ უცოდინარს ჰგონია,რომ მღვდელი ჩამოგლეჯილ–ჩამოხეული და ხელგაწვდილი დადიოდეს. ეს ასე არაა. სჯულისკანონის მიხედვით ეპისკოპოსს არა თუ ეკრძალება ჰქონდეს პირადი საკუთრება,არამედ ეს სასურველიცაა. აი როგორ აწესრიგებს საეკლესიო სამართალი ამგვარ საკითხებს:
    1)მოციქულთა კანონების შესაბამისად,მღვდელი მოცლილი უნდა იყოს საეკლესიო საზრუნავისთვის. ანუ პროფილაქტიკაში არ უნდა ათენებდეს და აღამებდეს, გზაზე არ უფუჭდებოდეს მანქანა და ამით საღმრთო საქმე არ დაბრკოლდეს. რაცაა მომაკვდავის ზიარება,ნათლობა,წესის აგება და ა.შ.
    2) ეპისკოპოსს და მღვდელს ევალება ფულადი დახმარება გაუწიოს გაჭირვებულ სასულიერო პირს, რადგან არ შეშვენის მღვდელს ჩამოძენძილი სიარული.
    3)ეპისკოპოსის ქონება უნდა იყოს გამიჯნული ეკლესიის ქონებისგან–ეს ნორმა მიუთითებს იმაზე,რომ ეპისკოპოსს ძველად გააჩნდა დიდი ქონება,რომელიც საეკლესიო საკუთრებაში არ უნდა არეულიყო,რათა დარჩენოდათ მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ მის შვილებს(ძველად ეპისკოპოსს ჰყავდა ცოლ–შვილი)

    4) ადრე სასულიერო პირები ჯორებით გადაადგილდებოდნენ. ზოგიერთი ქილიკით ამბობს,რომ დღესაც ამ ტრანსპორტით რატომ არ დადიანო? ისმის კითხვა: განა ადრე ყველას ჰყავდა ჯორი და ცხენი? მაშინ ეს გადაადგილების საუკეთესო საშუალება იყო და დღევანდელ ჯიპებზე გაცილებით ძვირი ღირდა.
    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი,რაც ბევრს არ ესმის, ესაა ეკლესიის დანიშნულება: არის თუ არა ეკლესიის მიზანი გაჭირვებულების დახმარება? პასუხია არა….. ეკლესიის მიზანია, ადამიანს დაანახვოს ცოცხალი ღმერთი და ასწავლოს ღმერთთან ურთიერთობა.დაეხმაროს დაცემულს ადგომაში, გამოსწორებაში,ღვთისკენ მიმავალ გზაზე დადგომაში…. რა თქმა უნდა ფუფუნებისადმი მიდრეკილება ცოდვაა და იგი არ შეშვენის არა თუ სასულიერო პირს,არამედ ჩვეულებრივ ქრისტიანსაც.ჩასაფრებულის პოზიციიდან ბრძნობა და მსჯელობა ადვილია. სასულიერო პირს თუნდაც მხოლოდ იმიტომ უნდა ვცეთ პატივი,რომ მან ღვთის მსახურება აირჩია. ის სულიერს გვაძლევს,გაცილებით ღირებულს და ჩვენ რომ ხორციელი მივცეთ,რა დაშავდება ამით? ბოლოს კი მოვიშველიებ პავლე მოციქულის სიტყვებს და მოქილიკეებს ვეტყვი:,,შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა? თჳსისა უფლისა დგეს გინა თუ დაეცეს, დგეს სამე, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისდა. რომელიმე იმარხავნ დღე–გამოღებით და რომელიმე იმარხავნ ყოველსა დღესა; კაცად–კაცადი თჳსითა გონებითა გულ–სავსე იყავნ.რომელი – იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისად ზრახავს; და რომელი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს; და რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა.“

  • მარიამ ფიროსმანაშვილი says:

    აკეთეთ იმაზე მეტი, რასაც თუნდაც ერთი მამაო აკეთებს და მერე მიეცით თავს უფლება განსაჯოთ სხვა მითუმეტეს სამღვდელო პირი :) ის ჩვენზე ერთი საფეხურით მაინც არის დაახლოებული უფალთან. ოჯახი მათაც ყავთ და საზრუნავიც. ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია რჯულის კანონებით ლაპარაკობთ და ყველაზე თვალსაჩინოს ყურადღებას არ აქცევთ: მწყემსი ჩვენი იესო იერუსალიმში ვირით შევიდა. თუ რატომ ოდნავი ფიქრი და პასუხი ნათელია. და კიდევ ერთი ისევ მათ ვინც სახარებით ლაპარაკობს: ნუ განიკითხავ და არ განიკითხებიო! ბატონო გელა! აბსოლიტურად გეთანხმებით! ქრისტე თქვენთვის უფალი კი არა ეკლესიის გენერალური დირექტორია ! (მეც მაპატიეთ განსჯისთვის )

  • როდესაც ჩემმა მეგობარმა მისამართი შეიცვალა და მოძღვრისგან კურთხევა ითხოვა რომ სხვა ტაძარში დასწრებოდა წირვა-ლოცვას, რადგან ხშირად ტრანსპორტის ფულიც პრობლემას წარმოადგენს. მამაომ მოუყვანა ლუარსაბის და დარეჯანის მაგალითი კაცია ადამიანიდან და არ მისცა კურთხევა. კარგი იქნება ყველა მამაო რომ ფიქრობდეს ასე, რადგან მოძღვარი მრევლისთვის მაგალითი უნდა იყოს, გასაგებია რომ აუცილებელია მანქანა მაგრამ ნომრეზე რაღას ვიტყვით, ძვირადღირებული ნომრებიც ასევე აუცილებელია მაგ. ”ber,, და ა.შ? მაგრამ ძალიან ხშირად მხვდება მსგავსი ფაქტები და ძნელია ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა, რათქმაუნდა ყველა მამაოზე არ მაქვს საუბარო. ღმერთმა გვიმრავლოს კეთილსინდისიერო მამაოები.

  • cyber says:

    როგორც კი საშუალება მექნება აუცილებლად ვაჩუქებ ჩემს მოძღვარს საუკეთესო ჯიპს!!!

  • gio says:

    დღევანდელი ეკლესია=ბიზნესდაწესებულებას და მღვდელი=ბიზნესმენს.
    ყველა თქვენგანის მიერ გაღებული შესაწირი მიდის მათ კომფორტულ და ძვირადღირებულ ცხოვრების სტილში. ასე რომ თქვენ აფინანსებთ მაგ ბიზნესმენებს რომ შეიძინონ მინიმუმ $20000 ავტომობილები, მინიმუმ 2 სართულიანი სახლები და სხვა დანარჩენი კომფორტის აქსესუარები. როცა ყველა ან სულ მცირე 90% შესაწირის უნდა ხმარდებოდეს მათ ვისაც დახმარება სჭირდება უსახლკაროებს, უპატრონო ბავშვებს და ასე შემდეგ.
    ვერ ხვდებით ნუთუ მაგას თქვენც რომ ხედავთ თქვენი ეკლესიი მღვდელი უფროსწორად ბიზნესმენი მასე ბოროტად იყენებს თქვენ რწმენას?

    • forebichi says:

      მღვდელი ცხოვრებაში საერთოდ ნანახი გყაავს? გინახავს 1 ოთახიან ბინაში 5 ან 7 შვილს სხვის დაუმადლებლად რომ ზრდიან. ან მაღაზია აფთიაქებში ნისია ვალები აქვთ და ნელ ნელა ისტუმრებენ. ბევრი სხვა ცხოვრებისეული გაჭირვება რაც არ დაგესიზმრება. ამავე დროს კი პირიქით სხვებს ეხმარებიან. რარაც დაუსაბუთებელ სისულელლე ამბობ. მდიდარი მრვდელიც რომ ნახო, რომ განიკითხავ იცი რომ ზოგჯერ გაჭირვებულ ოჯახებს პერიოდულად, სისტემატიურად ეხმარებიან და ინახავენ. შენ უნდა ჩაგაბაროს ანგარიში ვის რას ეხმარება? აბა ერთი შენ გვითხარი რა მანქანა და მობილური გაქვს, შენი სიამოვნებისთვის რამდენს ხარჯავ და მერე ვის რამდენად დაეხმარე???

    • ნიკა says:

      საზოგადოდ ეკლესიაზე და საზოგადოდ მღვდელზე ნუ ლაპარაკობ, პატიოსნებიც არიან მანდ…

  • კესო says:

    გიო რამ გაგაბოროტა? ასეთი რა დაგიშავა ეკლესიამ და მოძღვარმა? დარწმუნებული ვარ შენ არც შენი მშობლები გეყვარება და ალბათ სიყვარულზეც წარმოდგენა არა გაქვს. ჩემი კეთილი რჩევაა, ნუ გახდები ბოროტის ლუკმა დაფიქრდი და შეინანე.

  • nino-gios says:

    რაღაცეებში გეთანხმებით,მართლაც გაქსუვდა ზოგიერთი,მაგრამ საბედნიეროდ–არა ყველა!

  • ana says:

    xalxo tqven ras aketebt gachirvebulebis dasaxmareblad, tqvens tavs mixedet da tu aseti magrebi xart, dgeshi eti mshieri daapuret. morchit sasuliero pirebis qonebriv shesadzleblobebze laparaks da isedac damdzimebul suls nugar imdzimeb da ufro mdzime codvashi nu agdebt sakutar tavs.tqvens garshemo marto sauliero pirebi dadian jipebit? iqneb zogiert tqvengans saxlshi 2, 3 an meti manqana hyavs daanebet tavi gankitxvas da tqveni sulieri cxovrebis gaumjobesebaze ifiqret, ufals stxovet mogitevot sasuliero pirebis gankitvit migebuli mdzime codva.

  • მარიამ–ხათუნა says:

    ხალხო არ უპასუხოთ კომენტარებს რომელსაც ემჩნევა რომ ან იეღოველები წერენ ან სხვა სექტანტები…რას იშლით მაგაზე ნერვებს…ეხლა მაგის გარჩევის დროა?..სხვა არაფერი აწუხებს საქართველოს ერთი 20 მოძღვარი ჯიპით დადის?? და იაროს რა მერე, საქმეს ხომ კეთილს ჩადიან და მთავარი ეგაა!! თუ რამეს აშავებს (როგორც ყველა მართმადიდებელი) მასაც ღმერთი განსჯის და მორჩეს მაგაზე საუბარი!!!… და რაც შეეხება ახალ პირადობას არ აიღოთ!!! უფალი მეფობს!!!

  • ქალბატონი ელენე says:

    Hello,

    თქვენ ეძებთ ბიზნეს სესხის, პირადი სესხი, სახლში სესხის, ავტო სესხი, სტუდენტური სესხი, ვალის კონსოლიდაცია სესხის არაუზრუნველყოფილი სესხის, სარისკო კაპიტალის და სხვა … ან თქვენ უარი სესხის ბანკის ან ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტის ერთი ან მეტი მიზეზების გამო.
    თქვენ ხართ სწორი ადგილი თქვენი სესხის გადაწყვეტილებები, მე კერძო კრედიტორების, მე ვაძლევ out სესხების კომპანიებს და კერძო პირებს დაბალ და ხელმისაწვდომი საპროცენტო განაკვეთი 3% საპროცენტო. კონტაქტი თვალყური დამუშავება სესხის და გადაცემა 48 საათის განმავლობაში …. ელფოსტის აშშ ახლავე VIA: helenloanfinance@gmail.com

    Regards,
    ქალბატონი ელენე

  • ბატონი Brain Hunt says:

    საჭიროა სასწრაფო სესხი?
      ძალიან სწრაფი და სასწრაფო გადაცემის თქვენს საბანკო ანგარიშზე
      დაფარვის იწყება რვა თვის შემდეგ თქვენ ფულს თქვენი

    საბანკო ანგარიშზე
      დაბალი საპროცენტო განაკვეთი 3%
      გრძელვადიანი დაფარვის (1-30 წელი) ხანგრძლივობა
      მოქნილი სესხის პირობები და ყოველთვიური გადასახადი

    საკონტაქტო ლეგიტიმური და ლიცენზირებული ნდობის კომპანიები authourised
    რომ ფინანსური დახმარება სხვა ქვეყნებში.
    დამატებითი ინფორმაციისათვის და სესხის განაცხადის ფორმა ერთობლივი პროექტი

    ელ-ფოსტა: loan_enquiries@administrativos.com

    ბატონი Brain Hunt
    გენერალური დირექტორი
    (Online რეკლამის დამკვეთი)
    ALLIANCE სესხის კომპანია (ALC)

  • გეთანხმებით მამა ლევან სრულიად…..

  • ლაშა says:

    საინტერესო კასტად ჩამოყალიბდა სამღვდელოება. სხვათაშორის “კანონიერმა ქურდებმა” ეტყობა სამღვდელოებისგან გადაიღეს, ჩვენი განკითხვის და განსჯის უფლება არავის არ აქვსო.
    რაც შეეხება მანქანის ყოლას. ვერანაირ გადაუდებელ აუცილებლობას ვერ ვხედავ მაინცადამაინც 70000 დოლარიანი ლენდკრუიზერებით გადაადგილდებოდნენ, თანაც საინტერესოა ამ ძვირადღირებული ყველგანმავალი მანქანებით ძირითადად ბარში (უმეტესად თბილისი) მოქმედი ეკლესიის მღვდელმსახურები სარგებლობენ. თუ მაინცადამაინც “ჯიპებზე” აქვთ გართულება და უგზოობით ამართლებენ, უკეთესი თუ არა ნაკლები გამავლობა ნადდვილად არა აქვთ 2-ჯერ და 3-ჯერ იაფ სუზუკი გრანდვიტარას ან კიდევ მიცუბისი პაჯეროს, მაგრამ ამ შემთხვევაში ლენდკრუიზერებთან შედარებით კომფორტის და პრესტიჟულობის პრობლემას ვაწყდებით. რა არს სამშობლო, თუ ახალი ლენდკრუიზერით არ გადკვეთე?! ასე რომ გავარჩიოთ აუცილებლობა და პრესტიჟ-კომფორტულობა. სამინისტროების არ იყოს, მთაში წელიწადში ერთხელ თუ ავლენ, ისიც საქეიფოდ, მაგრამ როგორ ეკადრებათ მცირელიტრაჟიანი მანქანებით გადაადგილება ქალაქში. მთელი სვანეთი, რომლებიც მართლა რთულ პირობებში და უგზოობაში ცხოვრობს, როგორღაც ახერხებს უფრო იაფიანი, მეორადი, თანაც 10 და 15 წლის მანქანებით გადაადგილებას და მოძრაობას. ამ დროს მავანთ, თუნდაც ახალი მაგრამ 15-20 ათასიანი მანქანებით უჭირთ ჩვენს “უგზოობაში” გადაადგილება.

    • გიორგი says:

      კარგით რა, არ გეყოთ ამ გაცვეთილი თემით სპეკულირება?
      ოღონდაც საკუთარ ცოდვაზე არ ილაპარაკოთ და იფიქროთ, მზად ხართ ყველა და ყველაფერი ლაფში სვაროთ.
      დღეს საქართველოს ეკლესიას 6000 სასულიერო პირი ემსახურება და აქედან მხოლოდ შესაძლებელია 1%-ს (50-დან 60-მდე)ჰყავდეს ასეთი ავტომობილი და თქვენი ასეთი ცილისწამებით 99%-ს აყენებთ შეურაცხყოფას და გულს ტკენთ.
      თუმცა ალბათ თქვენ რაში გაინტერესებთ!

      • ლაშა says:

        და სად დაინახეთ ცილისწამება?
        გულის სატკენი რა არის იცით, წალკაში მამაო ახალი ლენდკრუიზერით (ფასი შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ) რომ ჩადის წირვის ჩასატარებლად და ამ დროს რამდენიმე კილომეტრში, ბედიანის ბავშთა სახლში ბავშვები შიშველ-ტიტვლები, შეიძლება რამდენიმე დღის უჭმელებიც, ავარიულ შენობაში ცხოვრობენ.
        თუმცა ალბათ ეს თქვენ რაში გაინტერესებთ!

        • თეონა says:

          და დაეხმარეთ თქვენ. რატო არ ეხმარებით? გგონიათ მარტო მამაოების ვალია მათი დახმარება? გაყიდე სახლი და იყიდე იაფიანი სახლი და დაეხმარე მათ. ან ყოველდღიურად მოიკელით საკვებიდან რამე და მიირთვი აიფიანი სადილი და დაეხმარეთ მათ. აკეთებთ ამას?

        • სრული სიმართლეა.მეც მყავს მოძღვარი,დაუზარელი მლოცველი,უდაბნოშიც დადის,მიუვალ ადგილებშიც წირავს,მოგზაურობს კიდეც მოსალოცად მაგრამ საერთოდ არ ყავს მანქანა.ისე ახერხებს ყველაფერს..მოდით და ნახეთ ვისაც აარ გჯერათ იღუმენი კონსტანტინე ნაროუშვილი.ასე რონ გადასხსნენ ჯიპებიდან და ერს დაეხმარონ მშიერი ბავშვები დააპურონ ჯობია მათთვის.

  • თეონა says:

    გულზე ვისაც გხვდებათ სხვისი ქონება არა აქვს მნიშვნელობა მამაოს ექნება თუ პრეზიდენტს არასოდეს გეღირსებათ საკუთრივ თქვენ. მიხარია რომ ვერაფერს შეცვლით თქვენი ქაქანით და მაინც ეყოლებათ ეგრეთწოდებული ძვირადღირებული მანქანები სასულიეროებს. ისე საინტერესოა ძვირადღირებული დამდენია ცნობისმოყვარეობის გამო მაინტერესებს

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.