მთავარი » ჯანმრთელობა

უმკურნალეთ თმის ცვენას მცენარეული საშუალებებით!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.07.2015 23 კომენტარი | 59,701 ნახვა

თმის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალბატონებში. თმის ცვენას სხვადასხვა მიზეზი აქვს.

ხალხურ მედიცინაში არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლის საშუალებითაც ადამიანები წლების განმავლობაში მკურნალობდნენ ამ პრობლემას. თმის ცვენა ფარმაცევტი ნინო თომაშვილი აღნიშნავს, რომ თმის ცვენის პროცესის შეჩერება საწყის ეტაპზე შესაძლებელია.

ნინო თომაშვილი: „ჯანსაღ პირობებში, ადამიანს თავიდან რამდენი თმაც ცვივა, ორი იმდენი ამოსდის. მაგრამ ხშირია შემთხვევები, რომ ასე არ ხდება. გაზაფხულზე ბუნების მსგავსად ადამიანის ორგანიზმშიც მიმდინარეობს ცვლილებები. ამ დროს ცვივა თმაც, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია.

თმის ცვენა შეიძლება მომდინარეობდეს შინაგანი ორგანული დაავადებებიდან, ან თმის ფოლიკულის დაზიანებიდან გამომდინარე.

პირველ რიგში, თმის ცვენა არასრულფასოვანი კვებიდან მომდინარეობს. აუცილებელია დღეში 4-ჯერ კვება, ხილ-ბოსტნეულისა და სითხის მიღება (ზამთარში სულ მცირე 1,5 ლ. წყალი), რომელიც უზრუნველყოფს ყველა ორგანოს ნორმალურად ფუნქციონირებას და ამავდროულად, თმის სიჯანსაღეს. ორსულობის ან მის შემდგომ პერიოდში თმის ცვენისას მიიღეთ დიდი რაოდებით ხილი და ბოსტნეული.

ყველაზე ხშირად თმის ცვენას ჩიყვი, კუჭ-ნაწლავის პრობლემა და მასთან დაკავშირებული დაავადებები იწვევენ. ამიტომ პრობლემას ამ დაავადებების მკურნალობით უნდა ვებრძოლოთ.

ზამთრის პერიოდში თმის ცვენის ერთ-ერთი მიზეზი (უფრო მამაკაცებში, ვიდრე ქალებში) გახლავთ გადაპარსული ან თავშიშველა სიარული. ამ დროს ფოლიკული ავადდება და კარგავს ფუნქციას. ასევე, ზოგს ზაფხულში დიდხანს აფარია ქუდი და გადახურება ხდება…

თმის დაბანა ზედმეტად გადაცხელებულ წყალში არ შეიძლება. ის ხელს უწყობს თმის ცვენას და არც სისხლის მიმოქცევისთვისაა კარგი.

თმის ცვენასთან საბრძოლველად ეფექტურია დაფნის ფოთლის, ჭინჭრისა და გვირილის ნაყენით მკურნალობა. ნაყენი მზადდება 1-1-ზე, ვხარშავთ მცირე რაოდენობის წყალში და ამ მასას კვირაში ორჯერ ყოველ დაბანამდე გადავივლებთ თმაზე. მელოტი თუ ბუდობრივი ცვენის შემთხვევაა, იმ ადგილზე, სადაც ფოლიკული დაავადებულია და დაზიანებული ადგილია, კარგია ნივრის წვენის წასმა. თმის ცვენისას შეგვიძლია თმის ძირებში დაბანამდე 1 საათით ადრე შევიზილოთ მცენარე ბირკავას ფესვის ნახარში, რომელიც იხარშება რძეში. ასევე, ეფექტურია აბუსალათინის ზეთისა და A და D ვიტამინების საერთო ნაზავის შეზელა თმაში, დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში. მესამე დღეს კი თმა უნდა დაიბანოთ. ეს მეთოდი გამოიყენება მშრალი თმის, გაყოფილი ბოლოებისა და მტვრევის შემთხვევაშიც. კარგია რძის შრატის გადავლება, მას სპეციფიკური სუნის გამო დისკომფორტი ახლავს, მაგრამ თმის აღსადგენად ეფექტურია.

თმის ცვენის მიზეზია ქერტლი – თმის კანის სოკო, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს თმის კანის სიმშრალითაც. ამ დროს კარგია თმის ძირებზე, დაბანამდე ნახევარი საათით ადრე დავიდოთ გახეხილი სტაფილოს ფაფა. დაბანის შემდეგ კი ეს პროცესი ალაგდება.

პარაზიტი ჭია თმის ცვენის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. მას შეგვიძლია ვებრძოლოთ ბროწეულის ქერქის ნახარშითა (1 ს.კ. –1 ჩ.ჭ. წყალზე მონახარში) და გოგრის თესლებით. 1 ჩ.ჭ.გატარებული გოგრის თესლის დილით, უზმოზე მიღება საკმარისია იმისთვის, რომ ყველა ჭია მოისპოს (შეგიძლიათ პირადპირაც მიირთვათ).ჭიების გაქრობისთანავე თმა იწყებს თავისი ფუნქციის აღდგენას. ბუდობრივი ცვენაც ხშირად ჭიებიდან მომდინარეობს.

სტრესული ფაქტორებიდან მომდინარე თმის ცვენისას უმჯობესია მივიღოთ მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები – შავბალახას, შავთავას, გვირილის ნაყენი.

სასარგებლოა ზამთრის პერიდოში თაფლის მიღება. ის მიკრო-ბიოლოგიურად აქტიურია და ორგანიზმს იმ ელემენტებით ავსებს, რაც ზაფხულის პერიოდში არ გვაქვს მიღებული.

ამ მეთოდებით მკურნალობის პარალელურად სასურველია თავის კანის მასაჟის ჩატარება. არსებობს მრავალკბილიანი სავარცხლები და მისი საშუალებით თავზე, თმის არეში უნდა გავიკეთოთ მასაჟი. იქ აღდგება სისხლის მიმოქცევა, ფოლიკულიც ჯანსაღდება, რაც ხელს უწყობს თმის ზრდას და ცვენასაც ეწინააღმდეგება. თმის ზრისთვის აუცილებელია წელიწადში ერთხელ მაინც თმის ბოლოების განახლება – შეჭრა.“

არსებობს მოსაზრება, რომ თმის ცვენა და სიმელოტე გენეტიკურია. ქალბატონ ნინო თომაშვილის თქმით, თუ თმას დროულად ვუმკურნალებთ, მასზე არც ეს ფაქტორი იმოქმედებს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

23 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.