მთავარი » კულტურა

“უფსკრულნაგები ჰანგები”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.06.2011 33 კომენტარი | 9,555 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, პოეტისა და მეცნიერის ია (იკა) ქადაგიძის ისტორიულ-დრამატული პოემის “უფსკრულნაგები ჰანგები”-ს განხილვა გაიმართა, რომელიც წმიდა მეფის სვიმონ I-ის მოღვაწეობას ეძღვნება.

ია ქადაგიძეპოემის ინსცენირება უცხო ასპექტში, მაღალ მხატვრულ დონეზე იქნა წარმოდგენილი. სხვადასხვა თაობის პოეტების მიერ გადმოცემულმა პოემამ, კიდევ ერთხელ დააფიქრა და შეახსენა საზოგადოებას, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს საქართველო.

“ამბიონი” პოემის ავტორს, ია ქადაგიძეს გაესაუბრა:

“პოემაში ერთი შეხედვით, ქართლის დაუცხრომელი მებრძოლი წმიდა მეფე სვიმონ I, როგორც მებრძოლი სული, წინა პლანზეა წამოწეული. ძველი ძნელბედობის გადმოცემის პარალელურად კი აქ თანამედროვე ისტორიის, ჭირ-ვარამის გაზიარებაც ხდება. შეტანილია არა მარტო სამოქალაქო, არამედ 2008 წლის ომიც. ეს თანამედროვე ქართლის ჭირის ახლანდელი ქრონიკაა. მნიშვნელოვანია როცა მწერალი ცდილობს, თავისი თაობის ქართული ტკივილი იმ ერთიან ტკივილში განაზოგადოს, რომელიც მოჰყვება საქართველოს ისტორიას. მნიშვნელოვანია ქართული სულის დაუზოგავი ბრძოლა, მისი უკვდავება, კიდევ უფრო წარმოჩინდეს რომ ცუდს არ დავნებდეთ ჩვენი წინაპრების, სვიმონ მეფის მსგავსად, რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა.

პოემას მეფის წერილი აქვს წამძღვარებული, სადაც ის წერს: ქრისტეს სისხლისთვის დავღვრი მე ჩემს სისხლს. ამ სიტყვებში ჩანს მისი როგორც ქრისტიანის და ამავდროულად, ქართველის ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისათვის. წმიდა მეფე ჩემს ნაწერებში ძალიან ხშირად ჩანს, ამისთვის დიდხანს ვემზადებოდი. მქონდა პუბლიცისტური წერილები, ზეპირი გამოსვლები სვიმონ მეფეზე, ეს ყველაფერი დაგროვდა და პოემის სახეც შეიძინა, სადაც სვიმონ I არის მთავარი გმირი, როგორც გაუტეხელი ქართული სულის სიმბოლო.

“უფსკრულნაგები ჰანგები”-ს რადიოვერსია საპატრიაროს რადიოს ეთერით გადაიცა. არ წყდებოდა თხოვნები, განხორციელებულიყო პოემის დადგმა. მე ხალხის, ჩვენი მკითხველის თხოვნა შევასრულე. დღევანდელ დადგმაში ყველა თაობის პოეტი მონაწილეობდა. ინსცენირების მოთხოვნა უფროსი თაობის მწერლებისგანაც წამოვიდა და წავედით რისკზე, რამაც აბსოლუტურად გაამართლა. მიმაჩნია, რომ სიტყვა არის უდიდესი მუსიკა, რომელსაც აქვს უდიდესი ძალა. სიტყვა უნდა იყოს თავად მუსიკა, მან უნდა დაგმუხტოს, ამიტომ ჩვენ მიკროფონსა და მუსიკაზე საგანგებოდ ვთქვით უარი. პოეტებმა საკუთარი ძალებით ვთქვით ჩვენი სათქმელი და ამას შესანიშნავი ეფექტი ჰქონდა.

პოემის პირველად დაბეჭდვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგჯერ ამბობენ, ახალგაზრდებს არ აინტერესებთ ჩვენი ისტორია, მაგრამ საქართველოში ყოველთვის არიან ისეთი ახალგაზრდები, რომელთაც სტკივათ თავისი მამული. ახალგაზრდები აღფრთოვანებულნი დარჩნენ ამ ნაწარმოებით. ეს ხომ ჩვენი საერთო ტკივილია.”

“დაუყვედრებლად ვეღარ ვქართველობ,… არ ვიქართველო?!” – მართლაც, დღეს როცა ეროვნული თემატიკა რატომღაც უკანა პლანზეა გადაწეული, “უფსკრულნაგები ჰანგები” მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს ჩვენი ერის სწორი ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

33 კომენტარი »

  • ნუნუკა says:

    ,,უფსკრულნაგები ჰანგები” ყველა თობის ქართველმა უნდა წაიკითხოს და გაითავისოს თავისი სამშობლოს ისტორია. იკა ქადაგიძე ეროვნულ ფესვებზე მდგარი შემოქმედია და მისი პოემაც გაჯერებულია სამშობლოს სიყვარულით. ის გამოირჩევა თავისი ნატიფი და დახვეწილი წერის სტილით, რომელშიც ჩაქსოვილია ღრმა ერუდიცია.ვუსურვებ ახალგაზრდა შემოქმედს კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოს ქართველი მკითხველი.
    ნუნკა გურალია.

  • მარსიანი says:

    “ლიტერატურა ჯი”-ზე წავიკითხე იკა ქადაგიძის წერილი “სწორდით, პოეტებო:პოეტი პოეტს პოლიციით ემუქრება!” ჩემი აზრით, ეს წერილი მეტად აქტუალური და საჭიროა სადღეისოდ. იგი ამხელს ჩვენს საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმულ მანკიერებებს -ეგოიზმს, თვითწარმოჩენის მანიკალურ მოთხოვნილებას, სხვისი ღვაწლის მიფუჩეჩებას, სხვისი აზრის მიმართ შეუწყნარებლობასა და ძალადობით დათრგუნვის სურვილს; იკას პოზიცია არის მკაცრად პრინციპული და სამართლიანი. ვფიქრობ, მას მხარი უნდა დაუჭიროს ყველა კეთილი ნების ადამიანმა, ვისაც ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ქართულ კულტურაზე გული შესტკივა.

  • nunuka says:

    literatura.ge-ზე დაიდო პოეტ იკა ქადაგიდძის წერილი. სწორდით პოეტებო:პოეტი პოეტის წინააღმდეგ პოლიციას იძახებს

    იკა ქადაგიდძეს დიდი წვლილი მიუძღვის რეპრესირებული პოეტების და განსაკუთრებით პოეტ შალვა მჭედლიშვილის სახელი წარმოჩინებაში. ამდენად მისი გულისტკივილი გასაგებია.

  • დავით ზარანდია says:

    იკა ქადაგიძის წერილი ძალიან აქტუალურია და სამწუხარო ფაქტებს ეხმაურება ავტორ ის პოზიციას ვეთანხმები მსგავსი მოვლენები ოცდამეერთე საუკუნეში აღარ უნდა ხდებოდეს. საბჭოთა სტერეოტიპები დროა დაიმსხვრეს!

  • შორენა ლეშკაშელი says:

    გავეცანი იკა ქადაგიძის წერილს ,,სწორდით, პოეტებო:პოეტი პოეტების წინააღმდეგ პოლიციას იძახებს! ” გაოცებული დავრჩი ვერ წარმომედგინა დღეს პოეტები ასე თუ იქცეოდნენ. პოეტი უსამართლობის წინააღმდეგ ხმას უნდა იმაღლებდეს და არა თავის კოლეგას უსწორებდეს ანგარიშს.

  • ელენე მიზანდარი, თამრიკო ლეჟავა says:

    ზემოთაღნიშნულ წერილში ნათქვამია, რომ დისიდენტი მწერლის ხსოვნას შეურაცჰყოფა მიაყენეს, რაც აღმაშფოტებელია. მიცვალებულის პატივისცემა მაინ ხომ უნდა ვისწავლოთ! ამიტომ იკა გადაგიძის პოზიციას მხარს ვუჭერთ.

  • გოშა says:

    ლიტერატურა.გე-ზე გამოქვეყნებულ იკა ქადაგიძის წერილს მხარს ვუჭერ, რადგან მიმაჩნია, რომ პოეტები სადაო საკითხებს ერთმანეთთან ინტელექტუალური კამათით უნდა არკვევდნენ და არა პოლიციის ჩრევით!!!

  • ვანო თორელი says:

    ლიტერატურული,რომელიც ეძღვნებოდა რეპრესირებული პოეტის შალვა მჭედლიშვილის ხსოვნას მიჰყავდა პოეტ-აკადემიკოსს ვაჟა დოლბაია(ეგრისელს) უნდა ითქვას, რომ იმ საღამოზე ყველაფერი განიხილეს შ.მჭედლიშვილის შემოქმედების გარდა. სიტყვით გამოსულმა პოეტმა და კრიტიკოსმა იკა ქადაგიძემ საღამო სამართლიანად გააკრიტიკა, ამის გამო დოლბაიამ სიტყვით გამოსული ახალგაზრდების დარბაზიდან გასაძევებლად პოლიცია გამოიძახა. ღვთის სახლში მსგავსი რამ ყოვლად დაუშვებელია!

  • კობა says:

    ყოვლად აღშფოთებულია, როცა პოეტი ვაჟა დოლბაია (ეგრისელი) იხმობს პოლიციას ტაძარში. მწერლის მითუმეტეს მწერალი ქალის წინააღმდეგ.მე თავიდანვე დავტოვე საღამო, რადგან რეპრესირებული პოეტის შალვა მჭედლიშვილის საკადრისი არ იყო ეს პროცესი. სამწუხაროდ ჩემი ინტუიცია გამართლდა და მოხდა ეს ანტიმწერლური ფაქტი, რაც ანომალური მოვლენაა მწერლურ სივრცეში.
    მწერალი: კობა არაბული

  • isari says:

    ის ფაქტი რომ პოეტი პოეტს მეტად არაპოეტურად ექცევა, თავისთავადაა დასაგმობი და მით უფრო ამაზრზენი, როცა ეს საქმე პოლიციის ჩასარევი ხდება.

  • გოშა says:

    ამ ტექსტის ავტორები არიან: იკა ქადაგიძე და მარსიანი!
    ————————————————

    ”2011 წლის 30 ივნისს ლიტერატურულმა ალიანსმა არსებობა შეწყვიტა (ალიანსი დაარსდა 2010 წლის 10 იანვარს, სერგი ლომაძის, კახა ბაციკაძისა და იკა ქადაგიძის ინიციატივით). ერთწლიანი თანამშრომლობის მანძილზე ალიანსმა ლიტერატურულ სივრცეში მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა. კოლეგებს ვუსურვებთ დიდ წინსვლასა და წარმატებას.

    იკა ქადაგიძე
    მარსიანი

  • გოშა says:

    ამ ტექსტის ავტორია–ლუკა ბაქანიძე!
    ——————————–

    ”იკა ქადაგიძის წერილის პათოსს მხარს ვუჭერ, რადგან მიმაჩნია, რომ პოეტები ერთმანეთს უფრო კოლეგიალურად უნდა ვექცეოდეთ, თავისუფალი აზრის გამოთქმას არ უნდა ვუკრძალავდეთ და არ ვატერორებდეთ. ბატონი ეგრისელის საქციელი გამკვირვებია: ნუთუ პოეტს ეკადრება კოლეგები პოლიციის ძალით დათრგუნოს?”

    ლუკა ბაქანიძე

  • გოშა says:

    ეს კომენტარი ეკუთვნის პოეტ მიხეილ თუმანიშვილს:
    ————————————————–

    ”24 ივნისს სამების საკათედრო ტაძარში უცნაური რამ მოხდა: გადამდგარი თუ სამსახურდაკარგული ჩინოვნიკების კასტამ ვაჟა ეგრისელის მეთაურობით პოეტ შალვა მჭედლიშვილის ხსოვნის საღამოზე პოეტისა და ფილოსოფოსი მწერლის, იკა ქადაგიძის დარბაზიდან გაძევება მოითხოვა. ”უნიჭო დიქტატურამ” პოეტის მართალი სიტყვა ვერ აიტანა. ამ გაურკვეველი ტიპის ”ინტელიგენციას” საზოგადოებრივი აზრის ეშინია. თითის ქნევის დრო საბჭოთა კავშირთან ერთად დამთავრდა და სხვისი სიტყვის შემეცნებისთვის მოსმენის უნარია საჭირო. რაც შეეხება შალვა მჭედლიშვილს, ის დიდ პოეტთან ერთად, დიდი კაცი იყო და მსგავს საქციელს სამუდამო პატიმრობისა და სიკვდილის სანაცვლოდაც არ იკადრებდა!

    პოეტი მიხეილ თუმანიშვილი ”

  • სევარიონი says:

    იკა ქადაგიძე ჩემი თაობის ერთერთი საუკეთესო შემოქმედია, მან ამჯერადაც დაამტკიცა ეს…

  • სევარიონი says:

    ეს დაუჯერებელია, რომ იკას პოლიცია მიუსია ეგრისელმა… თუმცა ისეთმა ადამიანებმა დაადასტურეს, არ ვიცი, რა ვუწოდო ასეთ საქციელს…

  • გოშა says:

    ეს კომენტარი ეკუთვნის მწერალ – ონისე ბანძელაძეს
    ———————————————

    ”მიმაჩნია, რომ იკა ქადაგიძე, რომელიც გარდაცვლილი მეგობრისა და კოლეგისადმი ასეთ მზრუნველობას, გულშემატკივრობას იჩენს, მეტი პატივისცემის ღირსი გახლავთ. ეგრისელისა და მისი მომხრეების საქციელი იმ ლიტერატურულ საღამოზე ჩემთვის სრულიად მიუღებელია. საერთოდ კლანურობა ლიტერატურაში ამ დიდი საქმის დამღუპველია!

    ონისე ბანძელაძე ”

  • ქეთევან გოჩიტაშვილი says:

    საინტერესოა, როცა ასეთ თემატიკაზე იწერება საქართველოში

  • “უფსკრულნაგები ჰანგები” ერის სულიერი და იდეოლოგიური სიმტკიცის გასაძლიერებლად თანამედროვე ნაწარმოებებში გამორჩეული და მნიშვნელოვანია…
    ვისურვებდით ყველა მამულისშვილს გაეცნო “უფსკრულნაგები ჰანგები”.

  • ანანო გაბელაია says:

    იკა ქადაგიძის წერილს მხარს ვუჭერ. ასეთი რაღაცეები აღარ უნდა ხდებოდეს. უბრალოდ სირცხვილია !

  • კონსტანტინე მესხიძე says:

    იკას წერილზე დიდი მოთხოვნააა. მწერლები ერთმანეთშ აკითხებენ. ყველას მძაფრი რეაქცია აქვს, მაგრამ ბევრს პოზიციის საჯაროდ გამოხატვის ეშინია. ძირს შიში, სიმართლეს გაუმარჯოს !

  • ჩიტო გრძელიშვილი says:

    იკა ქადაგიძის წერილი ,,სწორდით პოეტებო, როცა პოეტი წიინააღმდეგპოლიციას იძახებს!” ძალიან უსიამოვნო ფაქტს ეხება, პოეტის პოზიცია გასაგებია. ლიტერატურაში მსგავსი ძAლმომრეობა დაუშვებელია!

  • სოფი says:

    სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე ამ ანომალიის თვითმხილველი არა ვარ, მაგრამ ეს რაღაც არა ჰგავს “დიდი პოეტის” საქციელს,მითუმეტეს ღვთის სახლში!!!

  • გოშა says:

    ეს კომენტარი იდება იდალიას თხოვნით!

    ”აღტაცებული ვარ იკა ქადაგიძის ერთგულებით გარდაცვლილი მეგობრისა და კოლეგის, რეპრესირებული მწერლის შალვა მჭედლიშვილის ხსოვნისადმი. რაც შეეხება ბატონი ვაჟა ეგრისელის საქციელს, ასეთი რამ არა თუ პოეტს, არამედ ყოფილ სუკის აგენტსაც არ ეპატიება!

    იდალია

  • იკა ქადაგიძე says:

    პოემა – ”უფსკრულნაგები ჰანგების” დადგმა, რომელიც განხორციელდა სამების საკათედრო ტაძარში 17.06.2011, და რომელსაც დადებითად გამოეხმაურა ”ამბიონი.გე”, დღეს ”იუთუბზე’ დაიდო გიორგი ბუნდოვანის ტექნიკური დახმარებით, რაზეც მას მადლობას ვუხდი, ასევე მადლობა ”ამბიონს” მხარდაჭერისათვის და ამ პოემის ვიდეო-ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ: http://www.youtube.com/watch?v=cly-vCEeBAs

  • გიგი ხორნაული says:

    ,, ჩვენი მწერლობი ” ბოლო 21-ე ნომერში გამოქვეყნებულია პოეტ იკა ქადაგიდზის წერილი: ,,სწორდით, პოეტებო:პოეტი პოტის წინააღმდეგ პოლიციას იძახებს! ეს წერილი იმ რიგისაა, კაცს რომ სათქმელს გაგიჩენს.
    დღეს სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, იმდენი ჟურნალ-გაზეთი გამოდის, ძნელია თვალ-ყური ადევნო, თუმცა მოდარაჯე კაცის თვალი მაინც შეამჩნევს თითო-ოროლა ახალგაზრდა მწერალს, ვინც არ გალატობს ქართული მწერლობის ტრადიციულ გზა_სავალს. ქართული ლიტერატურის უმთავრეს მოვალეობს_იყოს საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი.
    ამ გამორჩეულ, მებრძოლ მწერალთა შორისაა იკა ქადაგიძე, ვინც მოურიდებლად ამბობს სათქმელს და ამხელს იმას, რაზეც ბევრი თვალს ხუჭავს თავისი პირადი ,,საქმის” არ გაფუჭების გამო. ,, კომუნისტური პარტიის ერთგული ჯარისკაცები ” და თანამდებობის პირნი მწერალნი დღესაც ყოველნაირად ცდილობენ ყელყელაობა, მაგრამ აღარც არავის მათი ,,ჯარისკაცობა’ ჭირდება და აღარც არვის მათი მაბეზღAრობა აშინებს.
    მათი ამპარტავნობის ერთი ერთი გამოხატულებაა სხვისთვის მოწყობილი საგამოს თავის საღამოდ ქცევა.

  • ქეთი დოლიძე says:

    სირცხვილია, ბატონებო!
    შალვა მჭედლიშვილი იყო ჩემი თაობის უძვირფასესი მეგობარი, დიდი ადამიანი და ჭეშმარიტი პოეტია. სავალალოა, პოეტს ,,კაცურის” მსგავსად, ჭეშმარიტების დამატება რომ ჭირდება. ჭეშმარიტი პოეტობა ძალიან ძნელია. მხოლოდ ლექსების წერა არ კმარა, პოეტურადაც უნდა იცხოვრო.
    . . . და კაცი, რომელიც სამშობლოს სიყვარულისთვის , ერთი პატრიოტული ლექსისთვის პოლარული წრის იქით გადაასახლეს, ღირსი არ არის, რომ მისი საღამო სამგზის ჩაიშალოს. მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საღამოს ხელმძღვანელებს, მაგრამ ვინღა წაიკითხავს საკუთარ ლექსებს სხვის საღამოებზე?! ?! სირცხვილია, ბატონებო!
    15 წუთიანი რეგლამენტით შემოსაზღვრულ შალვა მჭედლიშვილის წინა საღამოზე მეც გახლდით. ჩემი გულისწყრობა და პროტესტი მეც გამოვხატე.სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ 24 ივნისს, სერიოზული მიზეზების გამო, ვერ მივედი სამების ტაძარში. იქ რომ ვყოფილიყავი, იკა ქადაგიძის გვერდით ვიდგებოდი და ალბათ, მეც გამაძევებდა პატრული სამების ტაძრიდან.
    აღფრთოვანებული ვარ იკა ქადაგიძის წერილით “სწორდით, პოეტებო. პოეტი პოეტის წინააღმდეგ პოლიციას იძახებს!” და მრცხვენია, რადგან პოეტს ფერი და ფასი დააკარგვინეს თვითმარქვია ვაი-პოეტებმა, რომელთაც პოეზია რეგალიების მოხვეჭა ჰგონით. პოეტი თავისი ლექსებით რჩება. გვიჩვენეთ ლექსები, ჩემო ბატონებო. იცხოვრეთ ჭეშმარიტი პოეტის ცხოვრებით და მხოლოდმაშინ გექნებათ უფლება გაუძღვეთ შალვა მჭედლიშვილის საღამოს. ასეთი საღამო არასოდეს ჩაიშლება.
    მადლობა იკა ქადაგიძეს ამ წერილისთვის. შეუპოვარი და უდრეკი სულისთვის. სიტყვის ასეთი მოქნილობისთვის და ჩვენი შალვა მჭედლიშვილის დიდი სიყვარულისთვი.

  • გიგი ხორნაული says:

    ამაზრზენია, როცა ვითომცდა მეგობარი პოეტის საღამოზე მისული,, მის ლექსს კი არა თავის სექსს კითხულობს ამაზე დიდი შეურაცჰყოფა რა უნდა იყოს პოეტისაგან.
    აი ასეთი ფუჭი ამპარტავნობით შელახა ვაჟა ეგრისელმარეპრესირებული პოეტის შალვა მჭედლისჰვილის ხსოვნა და იქ დამსწრე საზოგადოება. ვიღაც დამთხვეული რუსთაველს მოძველებულს თუ უწოდებს და მის ადგილზე შენ გაყენებს, როგორც თანამედროვეობის ,, უდიდეს პოეტს ” შეურაცჰყოფად უნდა მიიღო და არა შეიფერო. არც მკრეხელობად უნდა ჩაუთვალო შენიშვნა მითუმეტეს პოლიცია არ გამოიძახო დასასჯელად.
    დემოკრატიითა და სიტყვის თავისუფლებით, დემაგოგობა არ უნდა დააფრთხო კრიტიკოსნი სა კანონმდებელნი, უნდა თავისი ადგილი მიუჩინოს ყველამ. შველა უნდა ნიჭიერ ახალგაზრდა და ძველ გაზრდა, ჩრდილიში მიყენებულ მწერალს, რათა ასეთმა თავხედებმა სახელი არ უნდა გამოუტეხონ ქართულ მწერლობას შინ და გარეთ!

  • პოეტი იოსებ ასიტაშვილი says:

    ,, მაგას მართალა ვეღარ წარმოვიდგენდი. საქართველოში ვინმეს თუ სახელმწიფოს და პილიციის ჩარევა უნდა მწერლობასჰი, მართალია სამკვდრო-სასიცოცხო ბრძოლაა საჭირო მაგ. იდეოლოგიასთან თორემ ახახლ 37 წელს მივიღებთ და შესაძლოა პოლიციის და პარტიის წინაპირობადაც წააყენონ”

  • პოეტი ჯარჯი შუქიაური says:

    მე რა თქმა უნდა ვიზიარებ და შეშფოთებული. ვარ ქალბატონ იკა ქადაგიძის წერილის წაკიტხვის მერე, პოეზია არ უნდა იწვევდეს ხალხის, მითუმეტეს ,,მგოსნების” დაპირისპირებას. დავეთანხმებიდა დიდი გულისტკივილიტ ვიზიარებ ქალბატონ იკა ქადაგიძის პოზიციას. დღევანდელ მწერლობაში, მართლაც ახალი რუის-ურბნისის კრებაა ჩასატარებელი.

  • ოტარ ფალიანი says:

    წავიკითხე ჟურნალ ,,ჩვენ მწერლობაში” გამოქვეყნებული ქ-ნ იკა ქადაგიძის სტატია. მინდა ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო წერილის ავტორს, ასევე ჟურნალის რედაქციას. ავტორს იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის სათქმელი თქვა, რედაქციას კი იმიტომ, რომ პრობლემის მიჩუმათებას მწარე სიმართლის განცხადება არჩია. ვისურვებდი, ყველა ჟურნალისტმა, ყველა საგამომცემლო ორგანომ და უბრალოდ, პატიოსანმა ადამიანმა მათ მაგალითს მიბაძოს, რადგან უკომპრომისობა, მახინჯი ტენდენციების გამომზეურება და მხილება ჭეშმარიტ მამულიშვილობად მიმაჩნია.
    მიმაჩნია, რომ დღესდღეობით არა უნდა არსებობდეს ასეთი სტატიიების წერის საფუძველი, რადგან ეს სამარცხვინო მოვლენა ანაქრონიზმს უნდა წარმოადგენდეს.
    ნუ დავუშვებთ, რომ ე.წ. ბელადომანიას წალეკოს არა მარტო ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, არამედ საზოგადოების ისეთი ფაქიზი ნაწილი, რომელსაც შემოქმედი საზოგადოება ჰქვია. ჩვენ ხომ მათგან ველით სულიერ არისტოკრატიზმას, ჰუმანიზმს, შეგნებას. იმის თქმა მინდა, რომ უნდა მოგვცენ რაფინირებული ქცევის მაგალითი, იმედს ვიტოვებ, რომ განათლების მანიით შეპყრობილი ფსევდოხელოვნება ამიერიდან მაინც განერიდებიან ჩვენს რიგებს და ვეღარ შეძლებენ ვერც ტაძრების წაბილწვას, ვერც თანამოკალმეთა დაშინებას იდა ყალბი ფასეულობების გაბრუებას.

    პოეტი: ოთარ ფალიანი.

  • ოთარ ფალიანი says:

    წავიკითხე ჟურნალ ,,ჩვენ მწერლობაში” გამოქვეყნებული ქ-ნ იკა ქადაგიძის სტატია. მინდა ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო წერილის ავტორს, ასევე ჟურნალის რედაქციას. ავტორს იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის სათქმელი თქვა, რედაქციას კი იმიტომ, რომ პრობლემის მიჩუმათებას მწარე სიმართლის განცხადება არჩია. ვისურვებდი, ყველა ჟურნალისტმა, ყველა საგამომცემლო ორგანომ და უბრალოდ, პატიოსანმა ადამიანმა მათ მაგალითს მიბაძოს, რადგან უკომპრომისობა, მახინჯი ტენდენციების გამომზეურება და მხილება ჭეშმარიტ მამულიშვილობად მიმაჩნია.
    მიმაჩნია, რომ დღესდღეობით არა უნდა არსებობდეს ასეთი სტატიიების წერის საფუძველი, რადგან ეს სამარცხვინო მოვლენა ანაქრონიზმს უნდა წარმოადგენდეს.
    ნუ დავუშვებთ, რომ ე.წ. ბელადომანიას წალეკოს არა მარტო ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, არამედ საზოგადოების ისეთი ფაქიზი ნაწილი, რომელსაც შემოქმედი საზოგადოება ჰქვია. ჩვენ ხომ მათგან ველით სულიერ არისტოკრატიზმას, ჰუმანიზმს, შეგნებას. იმის თქმა მინდა, რომ უნდა მოგვცენ რაფინირებული ქცევის მაგალითი, იმედს ვიტოვებ, რომ განათლების მანიით შეპყრობილი ფსევდოხელოვნება ამიერიდან მაინც განერიდებიან ჩვენს რიგებს და ვეღარ შეძლებენ ვერც ტაძრების წაბილწვას, ვერც თანამოკალმეთა დაშინებას იდა ყალბი ფასეულობების გაბრუებას.

    პოეტი: ოთარ ფალიანი.

  • ნუნუკა says:

    ,,პოეტს” პოეტი არ
    უყვარს რადგან,
    არადა, ვიცით, ღმერთია
    სიტყვა,
    სიტყვა, რომელიც ქარს
    მიაქვს სადღაც,
    მას ღმერთი არა,
    სხვა რაღაც ქვია.
    არ შედრკე ია,
    არ შედრკე ია,
    შენ ჟანა-დარკის
    სული გატყვია.

    პოეტი და ჟურნალისტი: მარინა თექთუმანიძე

  • რუსუდან ჭანტურიშვილი says:

    იკა ქადაგიძე უნიჭიერეს იპოეტი, რომანისტი,პუბლიცისტი, მკვლევარი და კრიტიკოსია. ამასთანავე,უაღრესად საინტერესოა მისი რადიოგადაცემები საპატრიარქოს რადიოარხზე. მე მას არცთუ დიდი ხანია რაც ვიცნობ,მაგრამ რაც გავიცანი, აღფრთოვანებული ვარ მისი მაღალზნეობრივი,პატიოსანი დამოკიდებულებით საქმისადმი. ყოველი მისი გადაცემა, ყოველი მისი ლიტერატურული წერილი ცრდილიდან გამოიყვანს ხოლმე ისეთ ადამიანებს,რომლებიც დროის უკუღმართობისა თუ პიროვნული თავმდაბლობის გამო მივიწყებულნი იყვნენ.იკა თავისი ოჯახის,სამშობლოს ტრადიციების დამცველი და მატარებელია, რაც სამწუხაროდ, დეფიციტად ქცეულა. მე არ ვყოფილვარ სამების ტაძარში ერთი წლის წინ იმ საღამოზე, სადაც თურმე გაბედეს და ასეთ ქალბატონს, დედას, პატიოსანი მწერლების ქომაგს ტაძრიდან პოლიციის ძალით გაგდება დაუპირეს იმის გამო, რომ რეპრესირებული მწერლის – შალვა მჭედლიშვილისადმი მიძღვნილი საღამო უზნეოდ ჩატარებულად მიიჩნია და ოთარაანთ ქვრივივით სათქმელი პირდაპირ თქვა.

    ბატონი შალვა მჭედლიშვილის სახელს იკა, რომ იტყვიან, სულს უბერავს და შემთხვევით უხამსობასაც კი ვერ მოითმენდა. იგი ყოველთვის ზნეობის სადარაჯოზე დგას და სწორედ ასეთ ქალბატონზე იტყვიან: “აფერუმ შენს ქალობას!”

    რუსუდან ჭანტურიშვილი
    მკვლევარი, პოეტი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი