მთავარი » ქრისტიანობა

“უფალს უყვარს ისინი, რომელნიც ცდილობენ მისი ნების შესრულებას”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.01.2021 | 129 ნახვა

უფალს ყოველთვის უნდა ვთხოვოთ სულიერი მშვიდობა, რათა მოხერხებული იყოს ჩვენთვის უფლის მცნებების შესრულება. რამეთუ უფალს უყვარს ისინი, რომელნიც ცდილობენ მისი ნების შესრულებას და ასე ღებულობენ უდიდეს სიმშვიდეს ღმერთში. ღმერთის ნების შემსრულებელი ყველაფრით კმაყოფილია, თუნდაც ღარიბი იყოს, ავადმყოფიც, თუნდაც იტანჯებოდეს, იმიტომ, რომ მას ამხნევებს ღმერთის მადლი. ხოლო ვინც უკმაყოფილოა თავისი ბედით, დრტვინავს ავადმყოფობაზე, ან იმაზე ვინც აწყენინა, დაე იცოდეს, რომ იგი იმყოფება ამაყ სულში, რომელმაც წაართვა მას მადლიერება უფლის მიმართ. მაგრამ ასეც რომ იყოს, შენ გული არ გაიტეხო, ეცადე მტკიცედ დაეყრდნო უფალს; სთხოვე მას მორჩილი სული და როცა მოვა შენთან ღმერთის მორჩილი სული, შენ შეიყვარებ მას და იქნები მშვიდად, თუმცა იქნება მწუხარებაც. სულს, რომელმაც მოიპოვა მორჩილება, ყოველთვის ახსოვს ღმერთი და ფიქრობს: “ღმერთმა შემქმნა მე, იგი იტანჯა ჩემს გამო, იგი მპატიობს მე ცოდვებს და მამშვიდებს მე; იგი მკვებავს, ზრუნავს ჩემზე. ასე რომ, რატომ უნდა ვიზრუნო საკუთარ თავზე, ან რისი უნდა მეშინოდეს, თუნდაც საშინელება მემუქრებოდეს.

წმ. სილუან ათონელი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი