მთავარი » ქრისტიანობა

“უფლისკენ სავალი გზა მოყვასის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.10.2021 | 168 ნახვა

საკვირაო სახარების მიხედვით (მათ. 22:35-46)

დეკანოზი დავით ტატანაშვილი: ჩვენ გვაქვს სარწმუნოება, რომელიც ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მოყვასისკენ აბრუნებს და მისი სიყვარულისკენ მოუწოდებს! ბევრი ვერ ხედავს კავშირს – სად არის ღმერთის სიყვარული და სად ადამიანის?!

ჩვენ ვეძებთ ღმერთს, ის კი ჩვენივე უახლოესი გარემოცვით გვეხება: ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან თუ უბრალოდ გარშემომყოფებთან ურთიერთობით ჩნდება ღმერთთან ,,გადაკვეთის წერტილები”.

ადამიანში ღვთის ხატების ,,შემჩნევის” მართებული ქრისტესმიერი ხედვა იქცევა იმ ,,კარად”, რომელსაც შეუძლია ,,გაგვიყვანოს” საკუთარი ეგოდან ცოცხალი, რეალურად არსებული და არა გამოგონილი ღმერთისკენ.

მოყვასი არ არის ,,სიმძიმე”, მაშინაც კი, როდესაც იგი ჩვენი წყობიდან გამოყვანის მიზეზი ხდება, არამედ ის არის ჩვენი ერთადერთი ,,კარი” სამოთხისაკენ. თუ ამ კარს გავაუქმებთ, სხვა შესასვლელი აღარ იარსებებს…

უსიამოვნო, მტკივნეული, ხშირად ბევრი სირთულის მომტანი და ძალიან ,,ვიწროც” რომ იყოს ეს კარი, მასში ,,შესვლა” მაინც უნდა შევძლოთ. მართალი სიტყვა ხშირად გვახსენებს, რომ ყველაფერი, რაც კარში გავლისას არ ,,გაეტევა”, ამქვეყანად უნდა დავტოვოთ. წყენა, უკმაყოფილება, მრისხანება, ქედმაღლობა, მიწიერზე მიჯაჭვულობა – სწორედ ეს ხელისშემშლელი ჩვევები თუ წარმოდგენები ისე ,,გვეწებება”, რომ ,,ხორციანად” ამოგლეჯის გარეშე შეუძლებელია მათი მოშორება, რაც დიდ ტკივილს გვაყენებს…

მაგრამ ამ ,,ზედმეტობისგან” გათავისუფლებული, ნამდვილად გრძნობ, რომ უფრო მეტად გასუფთავდა ,,ჰაერი” შენ ირგვლივ, უფრო მეტად დაწმენდილი და მართებულია შენი ხედვა, აღქმა, აზროვნება და რწმუნდები, რომ უცილობლად გიღირდა ამ ტკივილის დათმენა!

წყარო: საპატრიარქოს უწყებანი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი