უფლისციხე – კლდეში ნაკვეთი ქალაქი
საქართველოს ტერიტორიაზე სულ სამი კლდეში ნაკვეთი ძეგლია დაცული: უფლისციხე, ვარძია და დავით გარეჯა. ამათგან ყველაზე უძველესი უფლისციხეა.
ნუკრი მირუაშვილი (ექსკურსია მძღოლი): “უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ანტიკური ქალაქია. იგი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. აქ არის როგორც რელიგიური, ისე საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობანი.
საიდან მომდინარეობს სახელი “უფლისციხე”?
უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ჰქონდა. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე.
სახელი უფლისციხე ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს ეწოდა, ამიტომ ტომის ბელადის უფლის სადარობა, ძალაუფლების აღმნიშვნელი ტერმინია და არა რელიგიურის.
უფლისციხეს უკავშირდება ლეგენდა… ამის შესახებაც გვიამბეთ…
ლეგენდის მიხედვით უფლისციხე მონების მიერ არის აგებული. მონას წერაქვს აძლევდნენ, რომლის ნახევარი რკინით იყო დაფარული რითაც გამოქვაბულებს გამოკვეთდნენ და მეორე ნახევარი კი ოქროთი. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ უბრალო ლითონი გაეცვითა, რის შემდეგაც საჩუქრად თავისუფლებას და ძვირფას ლითონს ანუ ოქროს იღებდა.
ეს, რა თქმა უნდა ლეგენდაა, რადგან მუშას ამდენ ოქროს ხელში არავინ არ ჩაუგდებდა. თუმცა ორი რამ ნათლად იკვეთება ერთი ის თუ რამხელა შრომა ჩაიდო ქალაქის გამოსაკვეთად და მეორე ის, რომ საქართველოში ოქროს მართლაც მოიპოვებდნენ და ოქროს საწმისის ლეგენდა უკვე განყენებული აღარაა.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, თუმცა ის მაინც უძლიერეს ციხე-სიმაგრედ დარჩა.
უფლისციხე დაკავშირებული იყო აბრეშუმის გზასთან, რომელიც აქ გადიოდა. მთელ სიგრძეზე დღესაც ეტყობა ბორბლიანი ტრანსპორტის კვალი.
უფლისციხეში კვერნაქის ქედიდან გამოყვანილი იყო წყალსადენი ციხე წყალს გვირაბის მეშვეობით მტკვრიდან იღებდა.
როგორ ხდებოდა უფლისციხის წყლით მომარაგება?
წყალს ორგვარად იმარაგებდნენ, ძირითადად კი, კვერნაქის მთიდან. აქედან 6 კმ-ზე წყაროა, საიდანაც წყალი თიხის მილებით ქალაქამდე გაჰყავდათ. ეს, რომ არ გასჭირვებოდათ, ჩვენი წინაპრები თიხის მილებს შორის გზადაგზა აუზებს აყოლებდნენ, წყალი რომ შეგროვილიყო და თვითდინებით მოსულიყო აქამდე. თუ მტერი ქალაქს ალყას შემოარტყავდა თიხის მილს რა თქმა უნდა, იოლად დააზიანებდა, ამ შემთხვევაში წყალზე გამავალი საიდუმლო გვირაბიც ჰქონდათ. საიდუმლო იმიტომ, რომ მაშინ მდინარე მტკვარი ისე არ იშლებოდა, როგორც დღეს იგი უშუალოდ ეკვროდა კლდეს, თანაც ისე რომ ფარავდა გვირაბის შესასვლელს. მტრისათვის გაურკვეველი იყო, იქ რეალურად რამე არსებობდა თუ არა.
მიმდებარე კვენაქის მთაზე ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნიდან საქარავნე გზა გავიდა. ეს გზა ინდოეთში იწყებოდა და გრძელდებოდა შავ ზღვამდე. ანტიკურ ქართლში ყველა ქალაქი: ურბნისი, გორი, უფლისციხე, კასპი, მცხეთა მდინარე მტკვრის ხელმარცხნივ არის განთავსებული. აქ გამავალი საქარავნე გზა თვითონვე განაპირობებდა მის გარშემო ქალაქების თავმოყრას რასაც ვერ ვიტყვით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ის მხარე მოშორებული იყო მსოფლიო მიმოსვლის პროცესებისაგან და საქალაქო მშენებლობისათვის პირობებიც არ გახლდათ. როგორც კი საქარავნე გზა ხელმარცხნივ გავიდა იმ მხარემ უმალ დაკარგა დანიშნულება.
რამდენი გამოქვაბულია უფლისციხეში?
ძველად, ანტიკურ პერიოდში, აქ დაახლოებით 700-მდე გამოქვაბული იყო. დღესდღეობით 150 გამოქვაბულია შემორჩენილი. გამოქვაბულების დაზიანების მიზეზი სხვადასხვა გახლდათ ერთი მიზეზი ის არის, რომ ქანი, რ რაშიც ქალაქია გამოკვეთილი ძალიან რბილია, ქარი და წვიმა, გარკვეულწილად ცვეთს მას. მეორე და უმთავრესი კი მიწისძვრები გახლავთ, ეს ადგილი საერთოდ სეისმური რეგიონია.
1920 წელს გორის შემოგარენში ძლიერი მიწისძვრა იყო, რამაც უფლისციხის კომპლექსი ნაწილობრივ დააზიანა.
უფლისციხეში იყო თამარის დარბაზიც…
უფლისციხეში ძველი წელთაღრიცხვით პირველი ათასწლეულის დასაწყისიდან, ჩვენი წინაპრები იწყებენ მუშაობას დარბაზების გამოსაკვეთათ.
თამარის დარბაზს ეს სახელი თამარ მეფის საპატივსაცემოდ დაარქვეს, თუმცა თამარს აქ არასოდეს უცხოვრია. დარბაზი თავდაპირველად განკუთვნილი იყო წარმართული ხანის საზეიმოსაკულტო ცერემონიისთვის. დარბაზის ჭერს შუაში შედგმული ჰქონდა კლდეში გამოკვეთილი ორი სვეტი, რაც დღეს აღარ არსებობს მოგვიანებით ჩრდილოეთ ნაწილში მარანი გაუკეთებიათ.
უფლისციხის ეკლესია ვისი სახელობის არის და თუ ტარდება წირვა-ლოცვა?
უფლისციხეში არის წმიდა გიორგის სახელობის ბიზანტიური სტილის სამნავიანი ბაზილიკა. ეკლესია ათი წელია, რაც მოქმედია. მღვდელი შაბათ-კვირას მოდის და ტარდება წირვა-ლოცვა. ღვთისმსახურებას, ძირითადად, ადგილობრივი ხალხი ესწრება (ქვახვრელისა და უფლისციხის მოსახლეობა).
ეეკლესია ყოველგვარი საძირკვლის გარეშე კლდეზეა აგებული და 1920 წლის მიწისძვრას გაუძლო. ამბობენ, რომ მშენებლობაში კვერცხის გულსაც იყენებდნენ, რაც კედლებს სიმტკიცეს აძლევს. ტაძარი ბევრჯერაა დაზიანებული და შეკეთებული.
ეკლესიის გარეთ შესაწირი ქვევრებია. ოჯახში ბავშვი რომ იბადებოდა, ღვინოს ქვევრში ასხამდნენ და როცა მას 16 წელი შეუსრულდებოდა ეკლესიაში მოჰქონდათ და ქვევრსაც აქვე ტოვებდნენ.
გვირაბი უფლისციხის ერთ-ერთ შესასვლელს წარმოადგენდა. იგი კლდეშია ნაკვეთი 41 მეტრია სიგრძეში და 3 მ მისი საშუალო დიამეტრია. Dძველი წელთაღრიცხვით 5-6 საუკუნეებშია გამოკვეთილი.
ერთ დროს დიდებული ციხე-ქალაქი დღეს ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმია.
ნაზი ხუნდაძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმის , უფლისციხის არქეოლოგიერი მასალის ფონდის კურატორი): “2012 წელს 55 წელი სრულდება უფლისციხის – საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კლდეში ნაკვეთი ძეგლის არქეოლოგიური გათხრის დაწყებიდან. ამ დროის მანძილზე უფლისციხესა და მის შემოგარენში არქეოლოგიური გათხრის შედეგად გამოვლენილი მასალა მოიცავს პერიოდს ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ახ.წ. XVIII ს-ის ჩათვლით.
1957 წლიდან უფლისციხესა და მის შემოგარენში მდებარე ძეგლებზე მოპოვებულია წინაანტიკური, ანტიკური და ფეოდალური ხანის არქეოლოგიური მასალა. რაოდენობრივად ჭარბობს ანტიკური, კერძოდ, ელინისტური პერიოდის ნივთები. კერამიკულ ჭურჭელთან შედარებით ძალზედ მცირეა ლითონისა და მინის ნახელავი. აქ აღმოჩენილი ყველაზე ძველი – მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლები არ არის მრავალრიცხოვანი.
უფლისციხესა და მის შემოგარენში მოპოვებული ნივთებიდან წინაანტიკურ ხანას მიეკუთვნება გრეხილსარტყლოვანი დერგები და ქილები, ძირდაკეჭნილი, ამოტვიფრული სოლებით შემკული ჭურჭელი, სხვადასხვა სახის დეკორირებული ქოთნები და ჯამები. ამ პერიოდის ჭურჭლის შემკულობაში გავრცელებულია რელიეფური, გრეხილი თუ სადა სარტყლები. გვხვდება კონცენტრული წრეები, წიწვოვანი ორნამენტი, ამოღარული, სწორი და ტალღისებური სარტყლები. ხშირია ქუსლის შემკობა ნაჭდევებით, ყურადღებას იქცევს ჭურჭლის ზოომორფული ყურები.
ყველაზე დიდი რაოდენობითა და მრავალსახეობითაა გამოვლენილი ელინისტური ხანის მასალა. ამ პერიოდის ადგილობრივი კერამიკა ფერის მიხედვით ორ დიდ ჯგუფად იყოფა წითელ და შავკეციან მასალად. დანიშნულების მიხედვით: სამეურნეო, სამზარეულო და სუფრის ჭურჭლად. ფართოდაა წარმოდგენილი სამშენებლო კერამიკა, ძირითადად, კრამიტი. გარეგნული იერის მიხედვით: სადა, გაპრიალებული, სარკისებრზედაპირიანი ჭურჭელი, შემკული წნევით გამოყვანილი სხივებითა და ზოლებით; შეღებილი, მოხატული, რელიეფური და ნაკაწრი სახეებით შემკული ნაწარმი. ელინისტური ხანის ზოგიერთი ჭურჭელი სარიტუალო დანიშნულებისაა, მაგალითად რიტონები, ჯვრით შემკული ჭურჭელი. ქუსლის ძირზე (მზის სიმბოლოს) გამოსახვა შეიძლება ამ ხანის რაღაც რწმენასთან იყოს დაკავშირებული. წარმოდგენილია მინაბაძი და ზოგიერთი ისეთი ფორმა, რომელიც საერთოდ გავრცელებულია ელინისტურ აღმოსავლეთში. ინტერესს იწვევს შავლაკიანი კერამიკის მცირეაზიური გვიანდელი მინაბაძისა და ელინისტური ხანის წითელლაკიანი ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც პერგამული თუ ალექსანდრიული სახელოსნოების ნაწარმი ჩანს.
ახ.წ. დასაწყისის მასალა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინა პერიოდისა. თავს იჩენს მინის ნაწარმი. ახ.წ. I-V სს-ის ნივთები გამოვლენილია უფლისციხესა და მის შემოგარენში. ესაა ოქროსა და ვერცხლის მონეტები, თიხის ბულა, ოქროს ღილაკები (დიადემა), ვერცხლის ბალთა, მინის მრავალწახნაგა საბეჭდავები და გემები, თიხის ჭურჭელი, ხელსაფქვავები, დარახტული ცხენის თიხის ფიგურა, ორი ცალი ქვევრის პირი არამეული ტიპის წარწერით და სხვა.
იმპორტული ნაწარმი წარმოდგენილია ძალიან მცირე რაოდენობით კერამიკისა და მინის ნაწარმის სახით. იგი გვხვდება დროის დიდ მანძილზე – ძვ.წ. V საუკუნიდან. ფეოდალური პერიოდის მასალიდან მრავლადაა წარმოდგენილი თიხის ჭურჭელი, შედარებით ნაკლებია მინა, ლითონი, გვხვდება ქართული და შემოტანილი მონეტები.
ადრეფეოდალურ ხანაში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით უფლისციხე დაქვეითდა. IX-X სს-ში იგი ერთხელ აღზევდა, XVIII ს-ის 40-იანი წლებიდან კი საბოლოოდ დაკნინდა.
უფლისციხის ისტორიის შესწავლის მესამე პერიოდში (1957წლიდან დღემდე) ჩატარებული მეცნიერული კვლევა–ძიების (შ.ამირანაშვილი, გ.მელიქიშვილი. დ.ხახუტაიშვილი, გ. აბრამიშვილი, თ. ქარუმიძე, თ. სანიკიძე, გ. ყიფიანი და სხვ) შედეგად გამოვლინდა,რომ უფლისციხე იყო ქვეტნის ერერთი უძლიერესი წარმართული რელიგიური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. თითქმის თავდაპირველი სახით არის შემორჩენილი დიდებული თაზრები, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების კლდოვანი დარბაზები, საიდუმლო გვირაბი, ქუცები და მოედნები. არის აგრეთვე საფორტიფიკაციო სისტემის, კარიბჭეების, თლილი და რიყის ქვით ნაგები უამრავი შენობის ნაშთებიც”.
მარინა ნადირაშვილი (უფლისციხის მუზეუმის ფონდების მცველი): “უფლისციხის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმ–ნაკრძალის ფონდში დაცულია ხელოვნების მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მოპოვებული ყველა პერიოდის მასალა.
საგამოფენოდ ძალიან ბევრი საინტერესო ნივთი გვაქვს: ქალ-ღვთაების ჰორელიეფური გამოსახულება ყათლანიხევიდან, რომლის თვალები ინკრუსტირებულია ობსიდიანით (ძვ.წ. II ათასწ. მიწურული – I ათასწ. დამდეგი); მჯდომარე ნიღბიანი მუსიკოსის ფიგურა (ძვ.წ. VII-VI სს); სარიტუალო დანიშნულების ნივთები; ხარის თავის შავპრიალა ფიგურა, სასმისები ფრინველის, თევზის ფიგურებით წარმოდგენილი და მრავალი სხვა. ქვისა და პასტის მძივები, ბრინჯაოს სამაჯურები,საკინძეები, საყურადღებოა ძვ.წ. IV-III სს კლდეზე მჯდომარე ქალის ქანდაკება (ტერაკოტა), რომლის სამოსი შემკული იყო ოქროს ზოლებით, ქვიშაქვისაგან დამზადებული ადამიანის ტორსი, ზედა ნაწილი მამაკაცის ტანია, ქვედა კი ქალის და მრავალი სხვა.
როგორც კი დამთავრდება დაგამოფენო დარბაზის რეკონსტრუქცია, მაშინვე მოვაწყობთ ახალგამოფენას”.
ნაზი ხუნდაძე: “არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გამოვლენილი უნიკალური ნვთები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნების მუზეუმის უფლისციხის ფონდში. ნაწილი გათხრილი მასალისა გადავეცით ჯერ კიდევ 80–იან წლებში უფლისციხის ნაკრძალ მუზეუმის ფონდს, რომელსაც შესანიშნავად უვლის ფონდის მცველი მარინა ნადირაშვილი. აქვე ახლად აშენებულ საგამოფენო დარბაზში იყო გამოფენილი ეროვნული (ხელოვნების) მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატები . ეხლა მიმდინარეობს დარბაზის რეკონსტრუქცია. 2012 წლის აპრილში ორივე მუზეუმის თანამშრომლებს დაგეგმილი გვაქვს ახალი გამოფენის მოწყობა, რადგან ხალხისთვის იქ უფრო ხელმისაწვდომია ამ ყოველივეს ხილვა. გვაქვს ბევრი კარგი იდეა, ვნახოთ როგორ განვახოსციელებთ.”.
თეა სულაბერიძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
საინტერესო სტატიაა. ამჟამად, მიუხედავად ყინვებისა, უფლისციხეში სერიოზული მშენებლობები მიმდინარეობს. იმედია, უფლისციხე მალე უფრო მეტ დამთვალიერებელს მიიზიდავს. სამწუხაროდ, ბოლო ხანებში უფრო მეტი უცხოელი სტუმრობს, ვიდრე ქართველი. მისასალმებელია, აპრილში ასეთი მნიშვნელოვანი გამოფენის მოწყობა რომ იგეგმება! კარგი იქნება განათლების სამინისტრომ შეიმუშაოს ისტორიული ძეგლების ნუსხა, რომელთა მონახულება და შესწავლა სავალდებულო და სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილი იქნება. ზაფხულში ხელისუფლება 25 000 სტუდენტის დასაქმებას გეგმავს. მათი ერთი ჯგუფი უფლისციხეში თუ გაიგზავნება და გაწმენდა-დასუფთავებაში მიიღებს მონაწილეობას, კარგი იქნება!
საქართველოში ბევრი ქალაქია ….. და სხვა
მინდოდა მეთქვა, რომ ბევრი ციხექალაქია …. გარეჯა (გარეჯი) კი არ ყოფილა ქალაქი არასდროს….
სტატიაში წერია: ,,საქართველოს ტერიტორიაზე სულ სამი კლდეში ნაკვეთი ძეგლია დაცული: უფლისციხე, ვარძია და დავით გარეჯა. ამათგან ყველაზე უძველესი უფლისციხეა.”
ანუ საუბარია იმაზე, რომ გარეჯა ძეგლია და არა ქალაქი.
ზალიან მიყვარს უფლისციხე და მიხარია რომ ამდენი რამე კეთდება.ვენახებიდან რომ მიდის გზა უფლისციხისაკენ მაგ ადგილას ნაკვეთი მაქვს და მომავალში რამდენად პერსპექტიული ადგილია იგეგმება მაგ ადგილებში რამე კარგი?
martlac kargia
martlac dzalian kargi statiaa dzalian momewona da dzalian damexmara davalebis shesrulebashi
მეც მიყვარს უფლის ციხეეეეეეეეეეეეე
მომეწონა, ძალიან იფორმატიულია და საინტერესო. რამოდენიმე იშვიათი ინფორაციაც არის, რასაც სხვაგან ძნელად ნახავ. ყოჩაღთ!
dzalian kargia da sainteresoa yvelam naxet ufliscixe dzalian lamazia!
me zalian momwons uflis cixe da vgizdebi zalian momwons
vameeeee ras melaparakebi
mec var ufliscixeshi namyofi da dzaliannnnnnnnnnnnnn momewona
es dzalian kargi gverdia dzalian kargia yvelaferi dzalian gamiadvila davalebis dawera da dzalian kargic gamovida. imedia es gverdi bevrs karg statiebs dadebs
მართალი ხარ
gfaravdetuflis dzala damadli martlmadidebeloerochemo!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!