მთავარი » დღესასწაულები

უფლის წინადაცვეთა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.01.2013 ერთი კომენტარი | 5,893 ნახვა

წინადაცვეთა14 იანვარს ქართული ეკლესია მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროსთან ერთად იესო ქრისტეს წინადაცვეთის დღესასწაულსა და წმიდა ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წინადაცვეთა ჩვენისა უფლისა იესო ქრისტესი ლუკას სახარებაშია აღწერილი. უფლის წინადაცვეთა ქრისტეს დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა და მისი აღნიშვნა მართლმადიდებლურ სამყაროში ქრისტეშობის დღესასწაულიდან მერვე დღეს ხდება. ძველ იუდეველთა შორის წინადაცვეთა ღვთის რჩეული ხალხის კუთვნილებას გამოხატავდა. წინადაუცვეთელი ერთიან ღმერთს, შემოქმედს არ მიეკუთვნებოდა. წმინდა ღვთისმშობელმა და იოსებმა იესო ტაძარში წინადაცვეთისთვის მიიყვანეს და ეს წესი აღასრულეს. პირველი იუდეველი მოციქულები და ქრისტიანები ასევე წინდაცვეთილ იქნენ.

დეკანოზი იაკობ აბაშიძე (ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური): “ძველი აღთქმის მიხედვით, მამრობითი სქესის ყველა ჩვილ ბავშვს უნდა წინადაეცვითა, უფლისა, მამამთავარი აბრაამისა და მისი შთამომავლობისათვის მიცემული აღთქმის მოსაგონებლად (შეს. 17,10-4; ლევ. 12,3). შობიდან მერვე დღეს წინადაიცვითა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემაც – თვით სჯულის შემოქმედმა აღასრულა სჯულის მოთხოვნა, რომ ჩვენთვის ღვთაებრივი ნების მორჩილების მაგალითი ეჩვენებინა.

უფალმა წინადაიცვითა და ამით ცხადად გვიჩვენა, რომ მან ჭეშმარიტად შეისხა ხორცი და განკაცდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს აუწყა მთავარანგელოზმა გაბრიელმა (ლუკა 1,31-33; 2,21). იესო მაცხოვარს ნიშნავს და მიანიშნებს იმაზე, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა.

წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა (კოლ. 2,11-12).

წინადაცვეთას არ შეეძლო ცხონება კაცისა, სასუფევლის კარის გაღება, მაგრამ ერთგვარი მომზადება იყო ძველი აღთქმის ადამიანისა მომავალში სასუფეველში ყოფნისა. წინადაცვეთა შეწყდა მას შემდეგ, როცა თავად იესო ქრისტე მოვიდა ქვეყნად და ნათლისღება აღასრულა. თავად კი ეს წესი გაიარა ორი რამის გამო, რომ მას ჰქონდა ადამიანის სხეული, კაცობრივი ბუნება და შეეძლო ხორცის მოჭრა სხეულზე და მეორე – მაცხოვარმა დაგვანახა, რომ ის თავადვე ემორჩილება იმ სჯულს, რომელიც მან მოსეს მიერ კაცობრიობას მისცა”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი