მთავარი » კულტურა

უცხოელი მოგზაურები საქართველოსა და ქართველების შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.02.2012 12 კომენტარი | 31,059 ნახვა

ქართველი ხალხი ცნობილია უძველესი კულტურითა და მდიდარი ტრადიციით. უცხოელი მოგზაურები, იტალიელი მისიონერები აღფრთოვანებულნი არიან ქართული ცხოვრების წესით, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით, ტრადიციებით, ქართველთა შინაგანი კულტურით, განსაკუთრებით ქართველი ქალების კდემამოსილებით, ოჯახისადმი ერთგულებით, სილამზითა და სათნოებით. საქართველოში მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებებით ისინი საქებარ სიტყვებს არ იშურებენ ქართველების, ქართველი ქალების შესახებ.

შარდენის აზრით, “ქართველები მთელს აღმოსავლეთში და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში საუცხოო ჯიშის ხალხია. ამ ქვეყანაში მე არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი, კაცი იქნება ეს თუ ქალი, ვხვდებოდი მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებრ სახეებს. ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოებია, როგორსაც ვერსად შეხვდებით. ვფიქრობ, შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრათ და არ შეგიყვარდეთ, ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახისა და ტანის დახატვაც კი შეუძლებელია.”

მეორე ფრანგი მოგზაური ჟაკ ფრანსუა გამბა, რომელმაც საქართველოში 1820-იან წლებში იმოგზაურა, შარდენის მსგავსად, ქართველებს ადამიანის მოდგმის ნიმუშად მიიჩნევდა. მისი აზრით, ქართველები მეტად ლამაზები, გონიერები და თავაზიანები არიან. იტალიელი მისიონერის დონ ჯუზეპე მილანელის დახასიათებით კი, “ქვეყანა და განსაკუთრებით ქალები მეტისმეტად ლამაზებია. ამ მხარეში უფრო მეტად, ვიდრე სხვა ქვეყანაში, დიდი თავშეკავებაა საჭირო, რომ ცდუნებაში არ ჩავარდეს კაცი.”

საქებარ სიტყვებს არც იტალიელი მისიონერი და მხატვარი დონ ქრისტოფორო კასტელი იშურებს (1627-1654 წწ-ში ცხოვრობდა საქართველოში). იგი მოხიბლულია ქართველი ქალების სილამაზითა და გონიერებით. მის მიერ დახატულ ქართველი ქალის სურათზე იგი ასეთ წარწერას აკეთებს: “იგი ნაწილობრივ ზეციური იყო დედამიწაზე შექმნილთა შორის.” სხვა სურათზე გაკეთებული წარწერა კი გვამცნობს: “უკეთილშობილესი ქართველი ქალი, მამუკა ბისკაიას მეუღლე, როდია მიქელაძე, ნიჭიერი, უმაღლესი სათნოებისა და პატიოსანი ყოფაქცევით შემკული მხატვარი ქალია, უმაღლეს მთებში მცხოვრები.”

ვინკელმანი: “ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან, სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას.”

სტრაბონი: “არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არ ითვლება, რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე.”

მარიამ დადოფალი მარკო პოლო: “ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამისი მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ბარს შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი აღება და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი). საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ.”

იმანუელ კანტი: “საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერეა გახლავთ. ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე.”

პიეტრო დელა ვალე: “ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ… საერთოდ, წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან. მოლაპარაკების დროს არ არიან ჯუიტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება”.

ბარონი ფონი: “ქართველები უნიკალური, ყოველმხრივ დაჯილდოებული ხალხია.”
ალ.დიუმა: “ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა: ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ, ზეცა იერიშით აიღონ.”

ბარონ დე-ბაი (ფრანგი არქეოლოგი): “მთელი საქართველო მშვენიერ წალკოტს წარმოადგენს, ხოლო კახეთი საქართველოს ედემია… მომხიბლა ქართულმა ხელოვნებამ, გამოფენამ… ქართველი განსაკუთრებით პატივისმცემელია მანდილოსნისა, აქ მის სურვილს ხშირად უსიტყვოდ ემორჩილებიან. საკმარისია ქალმა მანდილი ჩააგდოს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შებმულთა შორის, რომ ჩხუბი მყისვე შეწყვიტონ, თითქოს რაღაც ზეციური შუამავალი ჩაერია…”

კარლ კოხი: “საქართველო ძველთაგანვე ცნობილი კლასიკური მიწა-წყალია… ჯერ კიდევ სამი ათასზე მეტი წლის წინათ იყო მაღალი კულტურის ქვეყანა, შემდეგ მტერთა სათარეშოდ ქცეული, არაერთხელ გაპარტახებული და კვლავ გამოცოცხლებული, აყვავებული.”

ფრიდრიხ ბოდენშტედტი: “ქართველები-კოლხები, კახელები, იმერლები, გურულნი, მეგრელნი, სვანები და სხვანი ერთ მშობლიურ ენაზე-ქართულად მეტყველებენ დასაბამიდან და ეს იყო მათი ენა აყვავების ხანაშიც, როცა კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე, თერგიდან არაქსამდე მეფობდნენ.
საქართველოვ, მშვენიერო ჩემო მხარევ!
სწორედ შენზე დაბერტყილა უფლის კალთა,
შენს წალკოტში დადის გუნდი ტურფა ქალთა,
სილამაზით მათი მსგავსი არსად არი,
არც ყოფილა ქვეყნად მათი დასადარი…”

ჰანს შერფიგი (დანიელი მწერალი): “საქართველო-ოქროს საწმისის ქვეყანაა… ძველი მითებისა და ლეგენდების ქვეყანა. მისი ზღვისპირეთი, დათოვლილი მთებით, სითბოთი და სიუხვით ჭეშმარიტად მიწიერი სამოთხეა, უფლის კურთხეული უბანი დედამიწისა.”

გუნთერ ბროკი (გერმანელი ჟურალისტი): “თუ შეიძლება საქართველოს სიმბოლური სინონიმი გამოეძებნოს,მე ვიტყოდი, რომ ეს ედემია. ეს საოცარი მხარე ზღაპრული მშვენიერების, სიკეთის, სიბრძნის, ბედნიერების, მძლავრი შემოქმედებითი შრომის, სიხარულისა და უკვდავების უშრეტი წყაროა, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული ერთიმეორეზე უკეთესი წალკოტია.”

მამედ იბრაგიმოვი (აზერბაიჯანელი პოეტი): “ვერ წარმომიდგენია, ადამიანი არ მოაჯადოვოს შენმა მომხიბლავმა სილამაზემ, არ აღაფრთოვანოს შენი შვილების ვაჟკაცობამ, გამბედაობამ, გულგაშლილობამ, პატრიოტიზმმა და გულის სიღრმიდან არ აღმოხდეს: „იცოცხლე, იდღეგრძელე, თავისუფალო და მშვენიერო ქართულო მიწავ, შრომის გონებისა და სილამაზის მხარევ!”

ბილი ჯოელი (ამერიკელი მომღერალი): “ქართველებს გამორჩეული, მშვენიერი სახე აქვთ და ამაყობენ თავიანთი მშვენიერი ქვეყნით, როგორც მე ვამაყობ იმით, რომ ნიუ-იორკელი ვარ. საქართველოში კვლავ დავბრუნდები.”

ტონინო გუერა: “თქვენს ერს მარად აღტაცებით შესცქერის ყველა. დარჩით ასეთ ხალხად, რომელსაც შეუძლია ასწავლოს სხვას ცხოვრების წესი.”

მოამზადა ნესტან ბლუაშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

12 კომენტარი »

  • ზაზა says:

    –აქ მოყვანილ საზოგადოებას ხომ დაეჯერება?! ე.ი. რაც კარგები ვართ ქართველები ვართ!!! კი კი…ეგრეა..

  • ნესტანი says:

    აქ, უბრალოდ, მხოლოდ კარგი წერია…. სამწუხაროდ, ცუდი უფრო ბევრი აღმოგვაჩნდება, თუ ჩამოვთვლით…

  • Koba says:

    ეს ოდესღაც იყო – მე 19 საუკუნემდე მაინც .. მაგრამ ეხლა დარჩა რამე?

    იცით რა დაწერა ერთმა შოტლანდიელმა ჟურნალისტმა საქართველოზე ? – “ორი კვირა ვიყავი საქართველოში და ისეთი შთაბეჭდილება მქონდა , რომ ბეჰემოთის უკანალში ვიყავიო.. აბსოლუტური უკულტურობა და მდაბიურობაო”

    .. არადა ის შოტლანდიელი იმიტომ ჩამოვიდა საქართვლოში, რომ ვიღაცამ უთხრა , რომაო ქართულ და შოტლანდიურ ენას 20 საერთო სიტყვა აქვთო და შესაბამისად – შოტლანდიელები პროტოიბერიელი პიქტების შთამომავლები არიანო..

    მდაბიურობაა აბა რა ჯანდაბაა, რომ მე უკვე 10 წელია ვთავაზობ მთელს საქართველოს გამოვცეთ კრებული GEOღGIA ON MY MIND – “საქართველო ჩემს ფიქრებში” .. ასეთი გამონათქვამები უკვე 50 წიგნის გვერდი მაქვს შეკრებილი ქართულ ენაზე …

    რუსულ და ინგლისურ ენაზე რომ თარგმნო და ასე მრავალენოვან კრებულად გამოსცე – ბევრი ტურისიტ დაინტერედება და საქართველოს პრესტიჯიც ამაღლდება..

    მაგრამ ყველა უარს ამბობს .. ისევ და ისევ მდაბიურიო შურის და ბლეყვეური ჭორების გამო …

  • Koba says:

    GEORGIA ON MY MIND

    პროექტი ითვალისწინებს ისეთი მრავალენოვანი კრებულის შექმნას და გამოქვეყნებას, რომელშიდაც თავმოყრილი იქნება ცნობილი ადამიანების გამონათქვამები საქართველოს შესახებ.
    ეს კრებული საუკეთესო საჩუქარი იქნება სტუმრად მოწვეული უცხოელი ვიზიტორებისათვის – ნებისმიერი ქართველი მასპინძელი ალბათ თავს ვალდებულად ჩათვლის, რომ ეს წიგნი სტუმარს აჩუქოს.

    კრებულის კონცეფციის მოკლე მონახაზი ასეთია:
    ჩვენი აზრით წიგნი უნდა იწყებოდეს ლევ ტოლსტოის სიტყვებით:
    “ჩემი განზრახვა, საქართველოში ჩამოვსულიყავი, ზეგარდმო მადლით იყო შთაგონებული. ეს ნაბიჯი ღმერთმა გადამადგმევინა, რისთვისაც მხურვალედ ვწირავ მადლობას უფალს. მე ვგრძნობ საქართველოში უკეთესი გავხდი”.

    მეორე ადგილი ალბათ დამსახურებულად ეკუთვნის ტონინო გუერას სიტყვებს:

    “თქვენს ერს აღტაცებით შეჰყურებს მთელი მსოფლიო. დარჩით ისეთ ხალხად, რომლებიც სხვებს ასწავლის ცხოვრების წესს”

    ამ სიტყვებს ადასტურებს პიერ რიშარიც:
    “საქართველოში ვიგრძენი პირველად, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა”

    თვალსაჩინო ადგილი უნდა დაიკავოს ჯონ სტეინბეკის სიტყვებმა:
    “საქართველო ჯადოსნური ქვეყანაა, და იმ მომენტში, როდესაც მას დატოვებთ, იგი სიზმარს ემსაგვსება. სინამდვილეში ეს არის ერთ ერთი ყველაზე უმდიდრესი და ულამაზესი კუთხე დედამიწაზე და ეს ადამიანები მისი ღირსნი არიან. ეხლა ჩვენ მშვენივრად გავიგეთ, რატომ იმეორებდნენ რუსები:
    – თუ თქვენ საქართველო არ გინახავთ, ესე იგი არაფერი გინახავთ.”

    შემდეგი ციტატა უნდა იყოს ალექსანდრე დიუმას მონათხრობი ქართული ხასიათის შესახებ, რომელიც მას დაწერილი აქვს წიგნში «კავკასიონი”, 38-ე თავში “გამგზავრება». აქ გადმოცემულია ქართველების დაუჯერებელი დახასიათებანი.

    სხვა გამონათქვამები დალაგდება მათი შთამბეჭდავობის და მიხედვით.
    მასალები უკვე შეგორვებულია – ქართულად 50 გვერდი. სამ ენაზე 150 გვერდი იქნება, მაგრამ შესაძლებელია მოცულობის 75—100 გვერდამდე შემცირება ნაკლებად შთამბეჭდავი გამონათქვამების ამოღებით.
    10000 ლარად შესაძლებელია 2000-mde ეგზემპლარის დაბეჭდვა. ამ რაოდენობიდან მიღებული მოგება საკმარისია განმეორებითი ტირაჟის ბეჭდვისათვის.
    ეს წიგნი პრაქტიულად მარადიულია და გაიყიდება მანამ, სანამდე საქართველოში კერძოდ მოწვეული სტუმრები ივლიან.
    წიგნით შესაძლებელია დაინტერესდნენ რიგითი ტურისტებიც – ასეთ შემთხვევაში გაყიდვები გაცილებით მეტი იქნება.
    ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია თქვენი მხრიდან.

    P.S. წიგნის იდეა და კონცეფცია დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის თავი II, მუხლი 6, პარაგრაფი ნ) –ის მე- 2 და მე -3 პუნქტების მიხედვით. ასევე ტექსტი და სათაური დეპონირებულია საქართველოს საპატენტო ბიუროში

  • ბიმო says:

    შარდენის აზრით, “ქართველები მთელს აღმოსავლეთში და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში საუცხოო ჯიშის ხალხია. ამ ქვეყანაში მე არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი, კაცი იქნება ეს თუ ქალი, ვხვდებოდი მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებრ სახეებს. ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოებია, როგორსაც ვერსად შეხვდებით. ვფიქრობ, შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრათ და არ შეგიყვარდეთ, ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახისა და ტანის დახატვაც კი შეუძლებელია.”

  • ბიმო says:

    იმანუელ კანტი: “საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერეა გახლავთ. ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე.”

  • lana says:

    qristefore kolumbs egona rom agmoachina indoeti arada man agmoachinsa amerika da amerika amerigo v

    espuchis saxels atarebs

  • მარი says:

    წყაროები სად შეიძლება ვნახო? ან სერთოდ რატომ არ არის წყაროები მითითებული?

    • Liana Hoffmann says:

      Es jobia: joane 15 : me war wasi tscheschmariti, mamatschemi ki me-wenachea, kowel unakopo lerhzs tschemschi is moaschorebs da kowel nakopiers ki ganzmends, rata meti nakopi gamoigos, tkwen ukwe gazmendili chart im sitkwit ,romeliz gitcharit. AMIT GANDIDEBA MAMATSCHEMI TU BEWR NAKOPS GAMOIGEBT DA TSCHEMI MOZAPEEBI IKNEBIT. AMIN

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი