მთავარი » ჯანმრთელობა

ტყის მარწყვი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.09.2011 | 4,602 ნახვა

ტყის მარწყვიმრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, ტყის მარწყვი მიეკუთნება ვარდისებრთა ოჯახს. ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი კი მწიფდება ივნის-ივლისში.

ტყის მარწყვი ვრცელდება ტენიან და დაჩრდილულ ადგილებში. ხარობს ტყის პირებზე, მაღალბალახიან მდელოებზე.

ტყის მარწყვში დიდი რაოდენობით შედის შაქარი (9,5%-მდე, ორგანული მჟავები, პექტინი (1,5%) და სათრიმლავი ნივთიერებები (0,4%-მდე), ვიტამინები: B, C, კაროტინი, ეთერზეთი, მიკროელემენტები, მათ შორის რკინა, მანგანუმი, სპილენძი, ქრომი. ფოთლებში აღმოჩენილია სათრიმლავი ნივთიერებანი, ვიტამინი C (250-280 მგ %), ალკალოიდის კვალი და გლიკოზიდი ფრაგარინი. ფესურებსა და ფესვებშიც ნაპოვნია სათრიმლავი ნივთიერებები (9,4%-მდე).

წვენი, წყლიანი გამონახარში და ნაყენი ხასიათდებიან ოფლმდენი და შარდმდენი თვისებებით. აუმჯობესებს მადას, კლავს წყურვილს, კარგად მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე. იძლევა თერაპიულ ეფექტს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, (გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება) ნაღვლ-კენჭოვანი და შარდ-კენჭოვანი დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადებების (გულის ძარღვების, ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია) სახსრების ტკივილის, ანემიის დროს.

კენკრის წვენს ხმარობენ გარეგანად კანის მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ, მცირე ჭრილობების, განაკაწრების, ეგზემის მსგავსი მდგომარეობის დროს, კანზე ლაქების მოსაშორებლად, ჭორფლის, ფერიმჭამელების საწინააღმდეგოდ. ამ დროს დღეში იღებენ 4-6 სუფრის კოვზ ახალ წვენს.

მარწყვიშეიძლება ნაყენის დასამზადებლად გამოყენებული იქნეს გამშრალი ნაყოფი და ფოთლები. ერთ ჭიქა ნაყენს იღებენ ერთი დღის განმავლობაში.

ტყის მარწყვის ნაყენის მისაღებად აიღეთ 1 სუფრის კოვზი მარწყვის ფოთლები და ფესვები, დაასხით 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) ცივი, ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 6-8 სთ, გაწურეთ და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ გასტრიტების, მსხვილი და წვრილი ნაწლავების ანთების, ფაღარათების დროს.

მომატებული მგრძნობელობის დროს, რომელსაც თან ახლავს ალერგიული გამოვლინებები ტყის მარწყვის მიღება არ არის რეკომენდირებული. მან ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს ჭინჭრის ციების მსგავსი ალერგიული გამონაყარი.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი