მთავარი » კულტურა, საზოგადოება

ტყე, როგორც პრიორიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.08.2018 | 319 ნახვა

tyeრა არის ჩემი სათქმელი, რომელიც ყოველთვის მინდოდა მეთქვა? რა იწვევს პროტესტს და რა მინდა გავაგებინო ადამიანებს? რა არის ის საერთo რაშიც მხარდაჭერა მჭირდება?
• რა სტერეოტიპული წარმოდგენები არსებობს ტყეზე?
• იწვება თუ წვავენ ტყეებს?
• რა სარგებელი არსებობს მისგან რეალურად ?
• რა საკანონმდებლო ბაზა არსებობს?
• სრულდება კანონით გათვალისწინებული დადგენილებები?
• როგორ უნდა მოვუაროთ ტყეს, როგორც ეროვნულ საგანძურს?
• რა შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს?

ტყის მნიშვნელობა – საქართველო მიუხედავად იმისა, რომ მიწათმოქმედ ქვეყანად აღიქმებოდა, მისი მხოლოდ 64% არის ათვისებული, დანარჩენი ტერიორია უკავაია ტყესა და ალპურ ზონას, რომელიც ცალკე განხლვის საკითხია.

საქართველოს უმთავრესი სიმდიდრე მის ბუნებრივ მრავალფეროვნებაშია. აქ შვიდ ათეულზე მეტი ლანდშაფტია წარმოდგენილი. დაწყებული ნოტიო სუბროპიკული ანუ სემიარიდული ტყეებით დამთავრებული ჭარბტენიანი ნივალურ გრაციალური ლანდშაფტით. ამგვარი მრავალფეროვნება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, რომელთაგან მნიშვნელოვანია გეოგრაფიული მდებარეობა (ტროპიკული და ზომიერი სარტყლის მიჯნა, გაუყინავი შავი ზღვის სიახლოვე, სიმაღლებრივი სარტყლურობა ზღვის დონიდან 5021 მ-მდე ) და ტერირტორიის სამეურნეო გამოყენების რამდენიმე ათასწლოვანი ისტორია.

საქართველო გამოირჩევა „პირველადი“ ბუნებრივი გარემოს ტერიტორიის ხვედრითი წილით, რომელიც ქვეყნის 14 % ს შეადგენს:

• აქ წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი რელიეფების ყველა ფორმა. ტყეებით დაფარულია ტერიტორიის 2/5 43%, რომელიც უდიდესი ეკოლოგიური რესურსია, ანუ შედარებით მცირე ტერიტორიების სახით გვხვდება დედამიწის ზედაპირისათვის დამახასიათებელი თითქმის ყველა ლანდშაფტი. “ბუნებრივი კონტრასტების“ ქვეყანა ვართ. ლანდშაფტების რაოდენობით მე- 12 ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო პირველი ადგილი უჭირავს ევროპაში, თუმცა ტერიტორიის სიდიდესთან შედარებით ლანდშაფტების რაოდენობით იგი პირველ ადგილზეა ;
• გვხვდება 15 ათასზე მეტი სახეობის მცენარე. მცენარეების 6% (900 მდე სახეობა) ენდემური და რელიქტურია ;
• ანალოგიურად გამოირჩევა ცხოველთა სამყაროც;
• ჩვენს ტერიტორიაზე არის ბუნების ასეულობით ისეთ ძეგლი როგორიცაა: დინოზავრის ნაკვალევი, მსოფლიოში ფართობითა და სიღრმით გამორჩეული კარსტული მღვიმეები, ენდემური სახეობის მოფენილი კანიონები, უხვწყლიანი და ენერგეტიკული პოტენციალის მქონე მდინარეები და სხვა;
• დაცულ ტერიტორიებს აქვს საუკუნოვანი ისტორია. პირველი ნაკრძალი 1912 წელს აღმ. საქართველოში კავაკასიონის სამხრ. ფერდობზე ლაგოდეხის მიდამოებში შეიქმნა.
ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა:
• ბუნებასთან დაკავშირებული რეკრეაციული რესურსები;
ბუნებრივი ფაქტორების სიმდიდრემ მოგვცა საშუალება საქართველოში გამოყოფილიყო 340 საკურორტო ადგილი. განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშნით (ჰავა,მინერალური წყლები,,სამკურნალო ტალახები).
• ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებული რეკრეაციული რესურრსი;
რაც შეეხება ბუნებასთან დაკავშირებულ რეკრეაციულ განმაპირობებელ რესურსებს ესენია:
• რელიეფი
• ჰავა
• ჰიდრომინერალური რესურსი
• გეოთერმული რესურსი
• შავი ზღვა, როგორც რეკრიაციული რესურსი
• ალპინიზმი და სპალეოლოგია
• ჰიდრორესურსი
• ტყის საფარი

ფუნქციური დანიშნულების მიხედვით არსებობს ტყეების სამი ჯგუფი:
1. ტყეები, სადაც ორგანიზებული და რეგულირებული დასვენებაა დაგეგმილი(ნაკრძალები,აღკვეთილები);
2. ტყეები, რომლებიც ინტენსიურად გამოიყენება რეკრეაციული საქმიანობისათვის, სადაც ორგანიზებულია დასვენება, მაგრამ არ არის რეგულირებული;
3. ტყეები, სადაც მასიური დასვენება და რეკრეაციული საქმიანობა,არც ორგანიზებულია და არც რეგულირებუული
გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით 1966 წლის მარტში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა შეიმუშავა კონსერვაციის პროგრამის საკანონმდებლო აქტი, რომელიც ითვალისწინებს ტერიორიების შემდეგ ძირითად კატეგორიებს:

• სახელმწიფო ნაკრძალი
• ეროვნული პარკი
• აღკვეთილი
• დაცული ლანდშაფტი
• მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია

საქარველოში ბუნებრივი ტერიტორიების დაცვა მე-12 საუკენეში თამარ მეფის მიერ იყო ორგანიზებული. ვახტანგ მეექვის კანონთა კრებულშიც ასევე არის დაცულ ტერიტორიაზე საუბარი, თუმცა ამჟამად დაცულ ტერიტორიებს ნახევარი მილიონი ჰექტარი უკავია, რომელიც ქვეყნის ფართობის 8%-ს შეადგენს. დაცული ტერიორიებიდან 75% ტყით არის დაფარული.

საქართველოს გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიორიების დეპარტამენტის მონაცემებით საქართველოში არის:
16 ნაკრძალი:
• ბაბანეული
• ბაწარა
• ბიჭვინთა
• მიუსერა
• ბორჯომი
• ვაშლოვანი
• თუშეთი
• კინტრიში
• ლაგოდეხი
• ლიახვი
• მარიამჯვარი
• რიწა
• სათაფლია
• ფსხუ
• გუმისტა
• ქობულეთი
11 ეროვნული პარკი:
• ალგეთი
• ბორჯომ-ხარაგაული
• ვაშლოვანი
• თბილისი
• თუშეთი
• კოლხეთი
• მტირალა
• ყაზბეგი
• მაჭახელა
• ფშავ-ხესვსურეი
42 ბუნების ძეგლი
19 აღკვეთილი
2 დაცული ლანდშაფტი

ჩემი განსაკურებული ყურადღება მინდა შევაჩერო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკზე, რომელსაც ჩემი სოფელი გედსამანია ესაზღვრება.
საკანონმდებლო ბაზაში არსებობს ასეთი ჩანაწერი:

საქართველოს კანონი ტყის ფონდის მართვის შესახებ

მუხლი 5. სააგენტოს ძირითადი მიზნები და ამოცანები ტყის ფონდის მართვისას 1. ტყ ის ფონდის მართვისას სააგენტოს ძირითადი მიზნებია : ა ) ტყის მოვლა და აღდგენა ; ბ ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება . 2. ტყ ის ფონდის მართვისას სააგენტოს ძირითადი ამოცანებია : ა ) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა – დაზუსტებისათვის ხელის შეწყობა ; ბ ) ტყის ფონდის მართვა ; გ ) ტყითსარგებლობის რეგულირება ; დ ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება ; ე ) ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლ
მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილებები ტყის ფონდის მართვისას ტყის ფონდის მართვი სა ს ს აგენტოს უფლებამოსილებებია : ა) ტყის ფონდის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზის შექმნა ; ბ) ტყის მოვლა – აღდგენა და ამ მიზნით მოვლითი ჭრების განხორციელება ; გ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა ; დ) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა , ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში – მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისთვის ; ე) ხე – ტყის დამზადების ბილეთის გაცემა ; ვ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა ; ზ) სალიცენზიო ობიექტის მომზადება ; თ) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება ; ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა , ტყის დაცვა უკანონო ჭრებისაგან ; კ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის ( გარდა გადამფრენი ფრინველისა ) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემა ; ლ) სააგენტოს დებულებისა და სააგენტოს მიზნების შესაბამისად სხვა მომსახურების გაწევა ; მ) ხე-ტყის დამზადება; ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების ხე-ტყი თ უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით.
მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილებები ტყის ფონდის მართვისას ტყის ფონდის მართვი სა ს ს აგენტოს უფლებამოსილებებია : ა) ტყის ფონდის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზის შექმნა ; ბ) ტყის მოვლა – აღდგენა და ამ მიზნით მოვლითი ჭრების განხორციელება ; გ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა ; დ) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა , ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში – მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისთვის ; ე) ხე – ტყის დამზადების ბილეთის გაცემა ; ვ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა ; ზ) სალიცენზიო ობიექტის მომზადება ; თ) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება ; ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა , ტყის დაცვა უკანონო ჭრებისაგან ; კ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის ( გარდა გადამფრენი ფრინველისა ) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემა ; ლ) სააგენტოს დებულებისა და სააგენტოს მიზნების შესაბამისად სხვა მომსახურების გაწევა ; მ) ხე-ტყის დამზადება; ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების ხე-ტყი თ უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით.

როგორც ინგამ „ამბიონთან“ საუბარში აღნიშნა, მას ძალიან აწუხებს და სტკივა ის, რომ თავის სოფელში (გედსამანიაში) ასე უმიზნოდ ჩეხავენ ასწლოვან ხეებს და არავინ არაფერს არ აკეთებს. როგორც თვითონ ამბობს ხშირად ჩადის იქ და საუბრობს იმაზე თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ხეების გაჩეხვამ სოფელი: „არ შეიძლება საქართველოში ხეების მოჭრა. ჩვენი თაობა ძალიან გაბრაზებულია მამებზე. ყველა მთავრობა ცდილობს საკუთარი ძლევამოსილების ფარგლებში როგორმე გამოიყენოს ბუნებრივი საგანძური. მე მხოლოდ იმისთვის ვიბრძვი, რომ ჩემი სოფელი ეროვნულ პარკში შეიტანონ, რათა დაცული იყოს მეწყერისგან“.

ამდენად, ბუნების დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა!
გავუფრთხილდებთ ბუნებას!!

ავტორი – ინგა ჩადუნელი

მოამზადა ტყებუჩავა ანამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.