მთავარი » სოფლის მეურნეობა

თხილის ნერგების დასარგავად მომზადება და დარგვა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.10.2021 ერთი კომენტარი | 175 ნახვა

თხილის გამრავლების ყველაზე ადვილი ხერხი ბუჩქის დაყოფით და ფესვის ამონაყრებით გამრავლებაა. მეტი ამონაყრები რომ მივიღოთ, საჭიროა ადრე გაზაფხულზე შერჩეული სადედე ბუჩქების ირგვლივ ჩატარდეს ნიადაგის 20 სმ. სიღრმეზე გადაბარვა, რითაც ძლიერდება ამონაყრების წარმოქმნა.

თხილის ქვეშ სასურველია ნიადაგი გავანოყიეროთ გადამწვარი ნაკელით, სასუქებით, რომ ახალგაზრდა ამონაყრებს შეექმნათ უკეთესი პირობები განვითარებისათვის.

გვალვიან პერიოდში ამონაყრები უნდა მოირწყას, გაიწმინდოს სარეველებისაგან. ამონაყრები ნოემბერში უნდა ამოვიღოთ ბარით ფრთხილად ფესვების დაზიანების გარეშე და დავახარისხოთ.

კარგად განვითარებული სტანდარტული ნერგები მუდმივ ადგილზე ირგვება, ხოლო უმრავლესობა სუსტი ნერგები უნდა გადავიტანოთ სპეციალურ სანერგეში მომდევნო წლისათვის.

სპეციალურ სანერგეში ნერგების პიკირება ხდება ჯიშობრივი მახასიათებლების ზუსტი დაცვით, ეტიკეტირებით, რადგან რეალიზაციის დროს არ მოხდეს აღრევა.რაც უფრო ჯანსაღია ნერგი მით მეტია მისი გახარების უნარი და ზრდის ინტენსიობა.

თხილის ბაღის გაშენება უმჯობესია შემოდგომით (ოქტომბერ-ნოემბერი), თუმცა შეიძლება ადრე გაზაფხულზეც. მცენარეთა დასარგავად მონიშნულ ადგილზე იღებენ 40 x 40 სმ. სიღრმის ორმოებს, ხოლო დაქანებულ ფერდობებზე, სადაც არ ჩატარებულა ნიადაგის მთლიანი დამუშავება 80 x 50 სმ. სიღრმის ორმოებს.

ორმოებში შეიტანება 8-10 კგ. გადამწვარი ნაკელი, 150 გ. ფოსფორიანი და 100 გ. კალიუმიანი სასუქი. ყველა კომპონენტი კარგად აირევა მიწასთან ერთად და ორმო შეივსება – შემზადდება.

დარგვის წინ ნერგები ფრთხილად გადაიტანება ნაკვეთზე. სასურველია ნერგის ფესვები ამოევლოს წუნწუხში. ორმოში ირგვება 1, 2 ან 3 ნერგი. თუ ნერგები შედარებით წვრილია მაშინ უმჯობესია 2-3 ნერგის ერთად დარგვა,თუმცა რგვის დროს ნერგებს შორის მანძილი 10-15 სმ. უნდა იყოს. ბუდნაში ნერგების გახშირებულ რგვას აქვს დადებითი ეფექტი, მეტია გახარების შესაძლებლობა და ასევე ნარგაობა ადრე იწყებს ინტენსიურ დაბუჩქებას.

დარგვას აწარმოებს 2 კაცი, ერთი ასწორებს ნერგებს ბუდნაში მეორე კი ფრთხილად აყრის მიწას და ტკეპნის. დარგული ნერგები უნდა გადაიჭრას 50 სმ. სიმაღლეზე 5-6 კვირტის დატოვებით, გაუკეთდეს ჯამი და საჭიროებისამებრ მოირწყას.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო- კვლევითი ცენტრი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი