მთავარი » საზოგადოება

თვითრეალიზაცია მსოფლიო ქსელში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.10.2010 7 კომენტარი | 3,683 ნახვა

სოციალური ქსელები კომუნიკაციის თანამედროვე და პოპულარული საშუალებაა.

მარკ ცუკერბერგიინტერნეტკავშირი გვეხმარება – ინფორმაციის მიღებასა და გაცემაში, ადამიანებთან ურთიერთობაში, გარკვეულწილად – თვითრეალიზაციაშიც.
მეორეს მხრივ, მას იყენებენ გასართობად, მაგალითად – ფლირტისთვის, ჭორაობისთვის და ა.შ.

თუ ადრე ადამიანი ამ  მოთხოვნილებებს სხვადასხვა თავშეყრის ადგილზე იკმაყოფილებდა , დღეს ამას  ინტერნეტში აკეთებს, რითაც ზოგავს დროს. ონლაინრეჟიმში სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეგვიძლია ვესაუბროთ მეგობრებს, ნაცნობებს თუ უცნობებს.

სოციალური ქსელის ზოგადი სტრუქტურა მარტივია. პირველი ნაბიჯია დარეგისტრირება, როცა ბაზაში შეგყავს ინფორმაცია საკუთარ თავზე (სქესი, დაბადების თარიღი, სკოლა, უნივერსიტეტი, საყვარელი საქმიანობა და ა.შ). შემდეგ კი შენი  მოძებნა ნებისმიერს  შეუძლია  ამავე ქსელში დარეგისტრირებულს.

კომუნიკაციის ამ  საშუალებით, ადამიანს არა მარტო  შეუძლია თავის გვერდი გააკეთოს, არამედ შესაძლებელია შექმნას ფან კლუბები მომღერლის, მსახიობის. ასევე კომპანიების, საინფორმაციო საშუალებების  გვერდები და ა.შ.

სოციალური ქსელი  ინტერნეტში 1995 წელს შეიქმნა. პირველად გაუშვეს ამერიკული პორტალი  www.classmates.com . პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია მსგავსი პორტალების შექმნა. 2003–2004 წლებში სოციალური ქსელის ბუმი დაიწყო. ინტერნეტში გაუშვეს www.facebook.com , www.myspace.com .

შემდეგ შეიქმნა ამ საიტების  ანალოგები სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსული www.odnoklassniki.ru და რამდენიმე ქართული ანალოგიც. ( www.face.ge , www.odno.ge , www.myface.ge და ა.შ)

ვერც რუსულმა და ვერც ქართულმა ანალოგებმა ვერ მიაღწიეს ისეთ წარმატებას, როგორც უცხოურმა პორტალებმა, რომლებსაც დღეს მათ მილიონობით მომხმარებელი ჰყავს:

www.facebook.com – 400 000 000

www.myspace.com – 130 000 000

www.odnoklassniki.ru – 45 000 000
ნინო ჭალაგანიძე  (სრული პროფესორი) : „ ძირითადად ვიყენებ www.facebook.com. აქ საშუალება მეძლევა , არა მარტო მოვიკითხო ძველი მეგობრები, არამედ ყოველდღიურად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე, შემდეგ კი გავეცნო ჩემი კოლეგების, მეგობრებისა და ახლობლების კომენტარებს ამასთან დაკავშირებით. დადებითი მხარე ოპერატიულად აზრთა გაცვლა – გამოცვლაა, ხოლო უარყოფითი მხარეა არასასურველი კონტაქტები.
ეკა ტუხაშვილი (ექიმი): ძირითადად ვიყენებ www.facebook.com  და www.odnoklassniki.ru , მეგობრებთან საკონტაქტოდ. ასევე ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიგებ სხვადასხვა ჯგუფებიდან.
დადებითი მხარე: უამრავ ძველ მეგობართან აღვადგინე ურთიერთობა, თუნდაც ფოტოებიდან შევიქმენი წარმოდგენა მათ ცხოვრებაზე.
უარყოფით მხარედ ვთვლი ზედმეტად დროის კარგვას და არასასურველ სტუმარს, წერილს.
რაც შეეხება, ქართულ სოციალურ ქსელებს, როგორც აღვნიშნე, პოპულარობით არ სარგებლობენ, მაგრამ კონკრეტული მომხმარებელი ჰყავს, ძირითადად მოსწავლეები.  საქართველოში  ზემოთჩამოთვლილ  სამ პორტალს  კი არა მარტო მოსწავლეები, არამედ ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და პროფესიისა.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა  გამოკითხვა 14 – 16 წლამდე ასაკის ბავშვებში და გაგვეგო, თუ იყენებენ ქართულ სოციალურ ქსელებს და რომელს ანიჭებენ უპირატესობას.
სულ გამოვკითხე 100 მოსწავლე, შედეგები კი ასეთია :

www.face.ge – 13 პროცენტი
www.myface.ge  – 3 პროცენტი
www.samegobro.ge  – 3 პროცენტი
www.clas.ge – 5 პროცენტი
www.odno.ge – 24 პროცენტი
www.gacnoba.ge – 1 პროცენტი
www.mylove.ge – 1 პროცენტი
www.facebook.com – 23 პროცენტი
www.odnoklassniki.ru – 20 პროცენტი
www.myspace.com – 1  პროცენტი
მოსწავლეების 21 პროცენტი ორი სოციალური ქსელით სარგებლობდა:  www.facebook.com  და www.odnoklassniki.ru .
შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ქართული პორტალები წარმატებული არ არის, მაგრამ მომავალში, ვფიქრობ,  ქართველი ინტერნეტმომხმარებლისთვის მშობლიური (ქართული) სოციალური ქსელი  უფრო საინტერესო  გახდება და მათი პოპულარობა მხოლოდ მოსწავლეებით არ შემოიფარგლება.

ინტერნეტკავშირები ხომ ინფორმაციის გაცვლის, გართობის ყველაზე საინტერესო და მარტივი გზაა.
მაგრამ ეს მარტივი გზა, რთულ გზად შეიძლება იქცეს.

„სოციალური ქსელი ითხოვს, სიფხიზლეს არა მარტო იმ მიმართულებით, თუ რა ინფორმაციას განათავსებ ქსელში შენი პიროვნების შესახებ  შენ თვითონ, არამედ იმ მხრივაც, თუ რა კომენტარებს აკეთებენ შენზე მეგობრები; დღეს შენ ყველაფერზე პასუხიგებელი ხარ“,  –  ამბობს მერი მედენი, რომელიც ქსელურ პროცესებს სწავლობს.
გამოკითხულმა სკოლის მოსწავლეებმა  სიტყვა „სოციალური ქსელის“ მნიშვნელობა არ იცოდნენ და არც ის იცოდნენ, როგორ იწერებოდა მათთვის სასურველი საიტი. როცა ბავშვი  ასე გაუცნობიერებლად, მხოლოდ ფლირტისთვის, გართობისთვის იყენებს ასეთ საიტებს, მასთან ზედმეტია საუბარი პასუხიმგებლობაზე. ამიტომ,  სათანადოდ უნდა გაკონტროლდეს ეს ფაქტი.
სოციალურ ქსელურ კავშირში ადამიანთა ჩართულობა საკმაოდ ძლიერია, ინტერნეტში გაზიარებული პრობლემები, საინტერესო და ახალი ამბები, ჭორები, სასაცილო ისტორიები, თავისუფალ დროს ონლაინ რეჟიმში გაზიარებული ამ ტიპის ინფორმაცია, უფრო ხალისიანს ხდის დაძაბულ სამუშაო დღეს.
სქოლიოები:
ფეისბუქი  (www.facebook.com) არის სოციალური ქსელი.  მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატონ მეგობრები და გაგზავნონ მესიჯები, შექმნან და განაახლონ მათი პერსონალური პროფილები, რომ შეატყობინონ მის შესახებ მეგობრებს. ამასთან ერთად, მომხმარებელს შეუძლია შეუერთდეს ქსელს ქალაქის, სამუშაო ადგილის, სკოლისა ან რეგიონის მონაცემების მიხედვით. დაარსა მარკ ცუკერბერგმა (Mark Elliot Zuckerberg ) თავის კოლეჯის მეგობრებსა და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტებთან, ედუარდო სავერინსა, დასტინ მოსკოვიცსა და კრის ჰაგისისთან ერთად ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტობის დროს.
ოდნოკლასნიკი (www.Одноклассники.ru) სოციალური ქსელის ტიპის ვებ-გვერდი, რომელზეც შესაძლებელია მეგობრებისა და თანაკლასელების პოვნა, მათი საკუთარ სიებში დამატება, სურათების გამოქვეყნება ასევე მათი შეფასება ხუთბალიანი სისტემით და მათი კომენტირება.

პროექტი პირველად წარდგენილი იქნა 2006 წლის 4 მარტს. მისი ავტორია ალბერტ პოპკოვი. 2009 წლის ივლისისათვის საიტზე დარეგისტრირებული იყო 40 000 000-მდე მომხმარებელი. დღე-ღამის განმავლობაში საიტზე 8 000 000-მდე მომხმარებელი შედის. Одноклассники.ru — ამერიკული საიტის Сlassmates.com  ანალოგია.

მაისფეისი  (www.myspace.com) არის პოპულარული სოციალური ქსელი, რომელსაც ფლობს Fox Interactive Media. მის მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან პროფილი, დაამატონ მეგობრები, შექმნან ჯგუფები. აგრეთვე ფოტო, ვიდეო და მუსიკალური კონტენტის განთავსებაა შესაძლებელი.  საიტის ავტორია ტომას ანდერსონი ( Thomas “Tom” Anderson).

                                                                                                       ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • ალეკო says:

    ეს გამოგრჩათ geoclass.ge საქართველოში ქართული სოციალური ქსელებიდან ყველაზე რეიტინგულია :)

  • ნიკოლოზი says:

    მომწონს ეს სტატია.ფეისბუქი მაინც ყველას სჯობია(ჯერჯერობით)

  • საბა says:

    მომეწონა,კაი სტატიაა…
    მართლაია odnoclassniki.ru Сlassmates.com_ის ანალოგია,მაგრამ დღითიდღე
    უფრო facebooks ემსგავსება… : ))))

  • daviti says:

    კარგი იქნებოდა უარყოფით მხარეებზეც დაგეწერათ

  • ზაზა says:

    და…სინამდვილეში მეგობრების, ახლობლების, რეალურად ნახვის სურვილიც ნელ-ნელა ქრება…ასე არ არის…ჩაიხედეთ ყველამ საკუთარ თავში და აღიარეთ რომ ეს ასე და არა სხვანაირად…არა ნუ იფიქრებთ რომ მე არა ვარ მსგავსი საიტების მომხმარებელი..ამიტომაც საზოგადოებასთან ურთიერთობის და დამოკიდებულების საკუთარ მაგალითს გიზიარებთ, რაც ბუნებრივი და აშკარაა სოციუმის უმრავლესობაზე აშკარად აისახება.(ეს განისაზღვრება იმ ვირტუალური რეალობით, რაც კომპიუტერმა და გლობალურმა ქსელმა მოგვიტანა..ბუნებრივია ადამიანს სხვა ადამიანის ნახვის სურვილი უნელდება რადგან მას ყოველდღე ხედავს /სურათებში/..საუბრობს მიმოწერით და საერთოდ თავის ნააზრევს და სათქმელს, იმას რისი თქმაც და გაზიარებაც რეალობაშიც შეიძლება, (არ ვგულოსხმობ იმ მომენტს როდესაც არსებობს დისტანციური სიშორე) ხარჯავს კომპიუტერთან მიჯაჭვული,თავისი და თავისი ახლობლების სურთებით გავსებულ საიტების მეშვეობით. განა ეს საკმარის არ არის ადამიანური ურთიერთობებისათვის? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს..ახლა თქვენ იტყვით,პროგრესია და რა ვქნათო..ამაში მე გეთანხმებით..მაგრამ რატომაა რომ მე ზიზღისა და აუტანლობის სურვილი გაიჩნდა ამ ყველაფრის მიმართ?(აღსანიშნავია რომ ჩემს ცხოვრებაში არსებითად არაფერი შეცვლილა)გმადლობთ მოთმინებისათვის.

  • ნატალია says:

    სამწუხარო რეალობა :( ვეთანხმები ზაზას მიერ გაკეთებულ კომენტარს,ადამაინების ფასეულობები ნამდვილად შეცვალა სოც.ქსელებმა

  • სერგი says:

    ზაზას ვეთანხმები, ადამიანი დაშორდა ადამიანს, თითქოს მოძებნა მაგრამ სინამდვილეში უფრო დაშორდა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი