მთავარი » საზოგადოება

თვითმარქვია სასულიერო პირი – ე.წ. თომა სალოსი, იგივე თომა ბეთანელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.09.2020 | 695 ნახვა

საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს ე.წ. თომა სალოსის, იგივე თომა ბეთანელისა და მისი საქმიანობის შესახებ.

საქართველოს საპატრიარქოში არსებული შესაბამისი სამსახურების მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნების ნამდვილი სახელი და გვარია გურამ ბეთეშვილი. იგი არ ირიცხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო დასში, არასოდეს ყოფილა ხელდასხმული დიაკვნად და მღვდლად, არც აღკვეცილა მონაზვნად.

ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ზემოაღნიშნული პიროვნების მიერ ნებისმიერი სამღვდელო წესის შესრულება და საეკლესიო საიდუმლოების იმიტაცია წარმოადგენს მართლმორწმუნე საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დამაბრკოლებელ ქმედებას, მკრეხელურ თვითნებობას და მძიმე საეკლესიო დანაშაულს.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი