მთავარი » ჯანმრთელობა

თვალის სიმშრალე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.03.2012 20 კომენტარი | 34,229 ნახვა

თვალის სიმშრალე გავრცელებული პათოლოგიაა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რაც, გარკვეულწილად, კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ და გადაჭარბებულმა მოხმარებამ გამოიწვია. თვალის სიმშრალე მაგრამ გარდა ამისა ამ დაავადების განვითარებას ბევრი სხვა ფაქტორიც უწყობს ხელს: ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო, მანქანის გამონაბოლქვი, მტვერი და უფრო ხშირად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპიუტერთან და ტელევიზორთან ხანგრძლივი კონტაქტი, ულტრაიისფერი გამოსხივება, კონტაქტური ლინზები, პოსტოპერაციული პერიოდი, ქიმიურ ნაერთებთან კონტაქტი, ფსიქოლოგიური, გენეტიკური ფაქტორი და ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება.

დაავადებასა და მის მკურნალობაზე “ამბიონს” ექიმი-ოფთალმოლოგი ხათუნა ფარსენაძე ესაუბრა:

“მშრალი თვალის სინდრომი, ანუ მშრალი კერატოკონიუქტივიტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც რქოვანაზე არსებული ცრემლის აპკი არ არის საკმარისი რაოდენობით, რათა მოხდეს რქოვანას სრულფასოვანი დატენიანება. მშრალი თვალის სინდრომის გამომწვევი მიზეზი ორ ჯგუფად იყოფა:

1) ცრემლის სიმცირით მიმდინარე პათოლოგიები: ცრემლის პროდუქციის შემცირება იწვევს აპკის მთლიანობის დარღვევას, რის გამოც რქოვანას ზოგიერთი უბანი შედის ატმოსფეროსთან უშუალო კონტაქტში, შრება, ირღვევა რქოვანის კვება.

2) ცრემლის სტრუქტურის ცვლილებით მიმდინარე პათოლოგიები: ცრემლი სამი შრისაგან შედგება: ლიპიდური,წყლის შრე და მუცინის შრე. რომელიმე კომპონენტის დარღვევა იწვევს მშრალი თვალის სინდრომის დაავადებას.

– რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას?

დაავადებისათვის დამახასიათებელი ნიშნებია: თვალის ტკივილი, უცხო სხეულის შეგრძნება, ჩხვლეტა და სიმძიმე, თვალების ადვილად დაღლა, დაავადების დასაწყისში – გაძლიერებული ცრემლდენა, ხოლო შემდეგ – სიმშრალე, სიწითლე, მხედველობის ფუნქციის დაქვეითება ღამის საათებში, რეაქცია სინათლეზე.

– როგორ ვუმკურნალოთ “მშრალ თვალს”?

დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი მედიკამენტები: 1)ხელოვნური ცრემლი, რომელიც მოქმედების მექანიზმის მიხედვით იყოფა ხანმოკლე და ხანგრძლივი ზემოქმედების პრეპარატებად. 2) პრეპარატები, რომლებიც იწვევენ საცრემლე ჯირკვლების სტიმულაციას. იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტოზური მკურნალობა შედეგს არ იძლევა, ხდება ზედა და ქვედა საცრემლე ჯირკვლების დახშობა სილიკონის საცობით, ან არგონის ლაზერით.

სახლის პირობებში მკურნალობა დაუშვებელია, რადგან დაავადების კლინიკური სურათი ჰგავს თვალის წინა ნაწილების ანთებას. დიაგნოზის დაზუსტებისათვის არსებობს სპეციალური სადიაგნოსტიკო ტესტები, რომელსაც ატარებს ექიმი-ოფთალმოლოგი.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

20 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი