მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სოფ. თუზში ე.წ. “დამწვარი” ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.02.2019 ერთი კომენტარი | 886 ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
ინიციატივითა და ორგანიზებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზში ე.წ.
„კოლას სერი“-ს უბანში დასრულდა „დამწვარი“ ეკლესიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სააგენტოს მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციისა და ნებართვის საფუძველზე განხორციელებული ფიზიკური სამუშაოები, რომელიც შ.პ.ს „იუკონი და კომპანიამ“ აწარმოა, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) მიერ დაფინანსდა.

შესრულებული სამუშაოების შედეგად, სრულად გამაგრდა ეკლესიის საძირკველი. საკულტო ნაგებობის საპერანგე წყობაზე მოიხსნა მორყეული ქვები, რომლებიც დაინომრა და კირდუღაბის გამოყენებით უწინდელ ადგილებს დაუბრუნდა. გარე ფასადსა და ინტერიერში კედლის ჩამოშლილი ადგილები ეკლესიის ფასადის არსებული ჯიშის ქვის კვადრებით შეივსო. აღდგა კარ-ფანჯრების ღიობები, ტაძრის შიდა და გარე პერანგს შორის ჩაისხა კირ-დუღაბის ბუტი, რამაც მნიშვნელოვნად უზრუნველყო ნაგებობის კონსტრუქციული მდგრადობა. ინტერიერში გაითალა და აღდგა პილიასტრები. ეკლესიის იატაკზე მოიჭრა მიწაყრილი, რის შემდეგაც დარჩენილი იატაკის ქვები პირვანდელ ადგილზე გადაეწყო. ნაკლული სეგმენტები კი ახლადმოჭრილი ქვის კვადრატებით შეივსო. ნაგებობის სარკმლებში ჩაისვა ხის ახალი ფანჯრები. ეკლესიის შესასვლელზე კი მშრალი წაბლის მასალისგან ავთენტური იერსახით დამზადებული ხის კარი ჩამოიკიდა. ტაძრის სახურავი ლორფინის იმიტაციის მქონე თუნუქის ფენით დაიფარა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი