მთავარი » კულტურა

“მეცხვარის დღე – თუშეთობა 2017”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.08.2017 ერთი კომენტარი | 314 ნახვა

თუშეთობა “მეცხვარის დღე – თუშეთობა 2017“ სოფელ ომალოში, ვიზიტორთა ცენტრის პარკში 12 აგვისტოს გაიმართება.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, “მეცხვარის დღესთან” დაკავშირებით დაგეგმილია კულტურულ–სპორტული ღონისძიებები, მათ შორის: ვიზიტორთა სახლში გაიმართება შეხვედრა თუშ მეცხვარეებთან, მოხდება ახალგაზრდა და გამოცდილი მწყემსების დაჯილდოვება. ჩატარდება კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფებისა და მიწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.

გაიმართება მეცხვარეობის ტრადიციული საქმიანობის ჩვენება, ცხვრის პარსვა, ყველის ამოყვანა, მატყლის დართვა, ქსოვა, თუშური ნაგაზისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალურად მოწყობილ ფაცხაში, თუშური სიმღერების ფონზე, მონაწილეობა მიიღონ თუშური კერძების მომზადების პროცესში და დააგემოვნონ ხავიწი, გორდილა, კოტორი, ქუმელი, გუდის ყველი და ხინკალი.

კულტურული ღონისძიებების პარალელურად იგეგმება სპორტული ღონისძიებები: მშვილდოსნობა, ბაგირის გადაწევა, ნაბადზე ხტომა, დოღი. ღონისძიებები 21:00 საათზე ფრანების გაშვებით დასრულდება.

ფესტივალის მიზანი თუშეთის პოპულარობის გაზრდა, რეგიონში ეკო-ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენაა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • გიორგი ბარისაშვილი says:

    დიდგორობას რომ არ დაენიშნათ მეცხვარეობა თუ რაღც ამდაგვარი არ შეიძლებოდა? სპეციალურად გაკეთდა, რომ დიდგორის დიდება დაიჩრდილოს? და ალბათ გგონიათ, რომ მიზანს მიაღწევთ არა? ამას გარეწარი სააკაშვილის მთავრობაც კი არ იკადრებდა.
    ეს დღე დიდგორის გმირებს ეკითვნით და ამ დღეს “ცხვარიკაობის” დანიშვნა არაა სწორი! პირდაპირ ვეტყვი ამ ყველაფრის ორგანიზარტორებს – თქვენ გინდათ, დიდგორის შეურაცხყოფა, მაგრამ არაფერი გამოგივათ! ქართველი ერი ჯერ კიდევ არჩევს ერთმანეთისაგან დიდგორობასა და ტაკიმასხარაობას. შევარცხვინე ის ქათველი ვინც დიდგორობას ცხვარიკაობაში გაცვლის.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.