მთავარი » ქრისტიანობა

“თუ დიდი რწმენა გვექნება, მრავალი რამის შეცვლა შეგვეძლება…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.06.2020 | 649 ნახვა

თუ დიდი რწმენა გვექნება, მრავალი რამის შეცვლა შეგვეძლება. და რომც ავაშენოთ სახლი მთის მდინარის კალაპოტის შუაგულში და მის თავზე მძლავრი დინება მივუშვათ, ეს დინებაც კი შეიცვლის მიმართულებას, თუ ადამიანს დიდი რწმენა ექნება და მხურვალედ შესთხოვს უფალს.

თუმცაღა, მას ისეთი რწმენა უნდა ჰქონდეს, რომ როცა რაიმე სასწაულის შესახებ შეიტყობს, მაგალითად, რომ ზღვა დაშრა, მას ტრაქტორებით ხნავენ, თევზები კი სატვირთო მანქანებით გადააქვთ, დაიჯერებს. ხოლო იმის სანახავად, თუ როგორ ხდება ეს, ის არც კი წავა. ას მეტრზეც რომ ცხოვრობდეს ზღვიდან და სახლიდან არ ჩანდეს, თუ რა ხდება; არ წავა იმის შესამოწმებლად, მართალია თუ არა ეს, ვინაიდან იგი არ ეჭვობს. მან იცის, რომ ღვთისათვის ყველაფერი შესაძლებელია, რომ საღვთო ძალა არაფრით არის შეზღუდული, და ამიტომაც, ამის გარდა, მას არაფერი აინტერესებს. აი, ასეთი რწმენა აქვს მას.

მხოლოდ ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი ცხოვრობს ჭეშმარიტად და არის ჭეშმარიტად ღვთის ადამიანი.

წმინდა პაისი მთაწმინდელი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი