მთავარი » სხვადასხვა

ტრენინგები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.09.2009 | 2,130 ნახვა

რა სიკეთის მოტანა შეუძლია ტრენინგ–კურსებს?

ტრენინგებიბოლო დროს საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა ტრენინგ-პროგრამების გავლა. ტრენინგი სწავლების ინტენსიური ინტერაქტიული მეთოდია, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული პროფილით ცოდნის ამაღლებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გავარჯიშებას. სოფიკო შუბლაძე, ორგანიზაცია “პარტნიორები-საქართველოს” დირექტორი: “დღეს ძალიან ბევრ ვიწრო სპეციალიზაციაზე გაჩნდა მოთხოვნა, ამას გარდა, ხშირად, ესა თუ ის თანამდებობა გულისხმობს კონკრეტული უნარის ქონას. ამიტომ იმ უნარზე მორგებული ან იმ ვიწრო სპეციალიზაციის ტრენინგ-პროგრამა ადამიანებს ეხმარებათ საქმის უკეთ კეთებაში. ავიღოთ მომსახურების სფერო. დღეს მომსახურების ხარისხს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომპანიის წარმატებისთვის, ბანკების მაგალითს მოვიყვანდი, სადაც თითოეულმა თანამშრომელმა სპეციალური ტრენინგი უნდა გაიაროს, რომ კლიენტს უკეთ მოემსახურო, ამ მოთხოვნის შესაბამისად შეიქმნა ისეთი კომპანიები, რომლებიც ასეთი ტიპის ტრენინგ-კურსებს ანხორციელებენ. ტრენინგ-კურსების მიმართ ინტერესი იზრდება, ძირითადი დამკვეთები არიან ორგანიზაციები, რომლებსაც საკუთარი პერსონალისთვის ან მენეჯერებისთვის სურთ კვალიფიკაციის ამაღლება. ტრენინგები პოპულარულია უფრო შემდეგი მიმართულებით: ეფექტური მართვა, გუნდში მუშაობა, კლიენტის მომსახურება, მოლაპარაკებების წარმოება, ადამიანის რესურსების მართვა და ა.შ. თუმცა, ასევე ხშირია, როცა ადამიანი საკუთარი პროფესიით ვერ შოულობს სამსახურს და მოთხოვნადი პროფესიით სურს გადაკვალიფიცირება. ცხადია, ტრენინგი სამსახურის შოვნის რეცეპტი არ არის, მაგრამ სამსახურის მოძიებაში გვეხმარება, რადგან სერტიფიკატთან ერთად მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები გარკვეულ პრივილეგიებს გვანიჭებს”.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი