მთავარი » პოპულარული

ტრაპზონში, სუმელას მონასტერში ქრისტიანული წირვა აღევლინება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.08.2011 12 კომენტარი | 10,615 ნახვა

88 წლის შემდეგ, შავიზღვისპირეთის უძველეს მონასტერ სუმელაში ქრისტიანული წირვა აღევლინება. ნებართვა თურქეთის ხელისუფლებამ ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის სახელზე გასცა და საღმრთო ლიტურგია 12 აგვისტოს, 10:00 სთ-ზე დაიწყო.

სუმელას მონასტერი

ტრაპზონში მდებარე ბერძნული სამონასტრო კომპლექსი, ვარძიის მსგავსად, კლდეშია ნაკვეთი. გარშემორტყმულია შერეული ნაძვის ტყით. დარსებულია 386 წელს, იმპერატორ თეოდოსიუსის მეფობის დროს (375 – 395წწ.). არსებობს ლეგენდა რომ ორმა მღვდელმა მონასტრის ერთ-ერთ მღვიმეში აღმოაჩინა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი.
თავისი ხანგრძლივი არსებობის ისტორიის მანძილზე მონასტერი რამდენჯერმე განადგურდა და აღდგენილ იქნა სხვადასხვა იმპერატორთა მიერ. 1204–1461 წლებში ის ყველაზე გავლენიანი და მდიდარი მონასტერი გახლდათ ტრაპზონის იმპერიაში. ბერები და მოგზაურები განაგრძობდნენ აქ მოგზაურობას. მონასტერი პოპულარულობით გამოირჩეოდა XIX საუკუნემდე.
სუმელას მონასტერი უძველეს დროში პონტოელ ბერძნებს ეკუთვნოდათ. XX ს-ის დასაწყისში კი, როდესაც მათი დევნა დაიწყო, აქ სამონასტრო ცხოვრება ჩაკვდა.

სამლოცველოს შიდა და გარე კედლებს ამშვენებს ფრესკები. ისინი შესრულებულია სამ დონედ და დათარიღებულია XVIII საუკუნის დასაწყისის სამი სხვადასხვა პერიოდით.

მეოთხე საუკუნის დასასრულს, აქ ინახებოდა ღვრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც მოციქულ ლუკას მიერ არის დაწერილი.

სუმელას ფრესკები
გარკვეული დროის განმავლობაში სუმელას მონასტერი და აქ არსებული ფრესკები მნიშვნელოვნად დაზიანდა. მან დაკარგა პირვანდელი სახე. ფრსესკებზე, უმთავრესად, ბიბლიური სცენები გვხვდება, რომელიც მოგვითხრობს ქრისტესა და ღვთისმშობლის ცხოვრების ისტორიას. რამდენიმე წლის წინ, მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, რომელთა დაფინანსებაც სხვადასხვა ქვეყნების მართლმადიდებლების, მათ შორის, ქართველების მიერ მოხერხდა.

ცნობილია, რომ 1922 წლის შემდეგ, პირველად, 2010 წლის 15 აგვისტოს მართლმადიდებლური საღმრთო ლიტურგია აქ ნსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა აღავლინა.

სუმელას მონასტერს უამრავი მომლოცველი სტუმრობს საბერძნეთიდან, რუსეთიდან, საქართველოდან…

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

12 კომენტარი »

  • ლია says:

    sharshanac chatarda wirva-locva sumelas monastershi.asetia ghmertis neba,tu ghmertma moindoma verc turqebi,verc rusebi da verc veravin shedzlebs winaaghdgomis gawevas.dro mova da yvela qartul eklesiashic gaismeba qartuli wirva-locva da amas veravi ver aghudgeba win.

  • მზია says:

    მადლობა უფალო, რომ გამხადე ღირსი მომელოცა სუმელა. ეს მართალა ღვთისქმნილებაა. უფლის ნაკვალევია, შეუდარებელი ხუროთმოძღვრებაა. საუკუნეების განვალობაში დაიფარა დედაღვთისმშობელმა. ლოცვის ქართულად არვლენა – სასწაული ისევ ღვთისაგან. დალოცოს უფალმა სუმელა. აცოცოხლოს სამშობლოს და დედა ეკლესიის წინამძღვარი და მართლმადიდებლობის გადამრჩენი
    უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალოკოს პატრიარქი – ილია მეორე.
    მადლობა თურქეთის ხელმძღვანელობას, მადლობა სრულიად საქაეთველოს, მაქვს იმედი უფლის, დედაღვთისმშობლის, და ერთობით, მათი ძალისხმევით დავიბრუნებთ სუმელას. ვებარებოდეთ ორსავე ქვეყანასა.

  • თამარ says:

    dideba upals da madloba upals rom martlmadidebluri sarwmunoeba isev zeimobs im adgilas saidanac gamogvadzeves.martlmadideblebs meti goniereba gvmartebs…………

  • ენდი says:

    რა მაინეტერსებს იცით? მომლოცველს იქ შეუძლია სანთლის დანთება?

  • სს says:

    და საქართველო რას აკეთებს ტავისი ტაძრების დასაბრუბელად? სომხებიც იბრუნებენ თავიანთ ტაძრებს, ჩვენ კი მეჩეთებს ვაშენებთ…

  • თამარი says:

    ულამაზესი ტაძარია სუმელა… ნამყოფი ვარ და კიდევ წავიდოდი დიდი სიამოვნებით

    • ხათუნა says:

      მეც ვარ ნამყოფი, მაგრამ სამწუხაროდ, იქ ჩვენ ლოცვა აგვიკრძალეს. არ მოგვცეს ლოცვის უფლება და თუ არ გავჩუმდებოდით პოლიციასაც გამოუძახებდნენ:((
      მათ კი მეჩეთები უნდა ავუშენოთ, რომ თავზე კარგად დაგვჩხავლონ, რა გვჭირს ხალხო, აღარ უნდა გავიღვიძოთ, როდემდე უნდა ვიყოთ ჩაძინებული ცხვრები:(
      თუ ამდენი მუსულმანია საქართველოში რომ არ ყოფნით მეჩეთი, მაშინ გადავიდნენ ბათუმიდან (სულ 30 წუთში) თურქეთში, ილოცონ და დაგვასვენონ.

  • ზაირა says:

    2014 წლის 31 მაისს ვიყავი სუმელაში და ნამდვილად ვერ ვფარავ იმ სიხარულს და განცდას , რაც იქ მივიღე. დიდება უფალს, რომ მომცა საშუალება ეს დიდებული რამ მენახა და მომელოცა. ისე იქ სანთლის ანთების ნება არ მოგვცეს და უფრო დაბლა იყო პატარა სამლოცველო სადაც ავანთეთ სანთლები.დიდება უფალს.

  • ბესო says:

    დაიკეტ სუმელა 1 წლითო ((
    ვინმემ ხომ არ იცით როდის გახსნიან?

  • მაია says:

    ძველი ლაზეთის ტერიტორიაზეა სუმელა, ამიტომ ეგ ბერძნული კი არა ლაზური ე.ი. ქართულია, სუმელა მეგრულადაც და ლაზურადაც სამებას ნიშნავს

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი