მთავარი » ქრისტიანობა

ტრაპეზი- საეკლესიო ტერმინთა განმარტება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.09.2017 | 293 ნახვა

ტრაპეზი სიტყვა ტრაპეზი საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებით ლექსიკონში ასე არის განმარტებული:

ტრაპეზი (ბერძ. – მაგიდა) – ქრისტიანული ეკლესიის საკურთხეველში მდგარი ფარჩებით შემოდილი მაგიდა, რომელზეც სრულდება მსხვერპლშეწირვის რიტუალი. ზოგჯერ ტრაპეზი იხმარება მთელი საკურთხევლის მნიშვნელობითაც, რომელსაც ასევე საყდარსაც უწოდებენ. ტრაპეზი ნაკურთხია და მირონცხებული. მასზე აუცილებლად ასვენია ჯვარი, ილიტონში გახვეული ოდიკი, სახარება და სანაწილე. ამათ გარდა, ტრაპეზზე უნდა ესვენოს სამირონე წმ. მირონით.

ტრაპეზი დგას ერთ ან ოთც ბოძზე, ან კიდევ კიდობანზე. ერთი ბოძი აღნიშნავს ლერწმით გვემულ მაცხოვარს და იმ ლერწმის კვერთხს, რომლითაც ქრისტემ შემუსრა გველის (ბოროტის) თავი. ოთხი ბოძი აღნიშნავს ოთხ მახარებელს, მოციქულებს. კიდობანი წარმოადგენს ხის, ქვის, ვერცხლის და სხვა მასალისაგან ერთმანეთთან შეერთებულ კედლებს და მოგვაგონებს მოწამეთა საფლავს, რომელზედაც პირველი ტრაპეზები აღიმართებოდა.

მიხეილ ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონში სიტყვა ტრაპეზი 3 მნიშვნელობით გვხვდება:

1. ეკლესიაში: საკურთხევლის ტახტი; თვით საკურთხეველი;

2. მაგიდა, სუფრა;

3. სადილი, ნადიმი, წვეულება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.