მთავარი » ქრისტიანობა

“ტრაგედიისა და დაძაბულობის წუთებში მივაპყრობთ თვალებს ღმერთს…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.12.2021 | 245 ნახვა

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

“… ქრისტეს ნავში სძინავს, ირგვლივ კი ქარაშოტი მძვინვარებს, თავდაპირველად მოციქულები იბრძვიან დაძაბულად და იმედით, იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისათვის! მაგრამ რომელიღაც წუთებში ისინი სულით ეცემიან და ქარიშხალი გარედან მათ შიგნით აღწევს. ქარიშხალი მათშიც მძვინვარებს, შფოთი და სიკვდილი უკვე უბრალოდ მათ გარშემო კი არ ტრიალებს, ისინი მათ სულებში შეიჭრნენ. მოციქულები შებრუნდებიან ქრისტესკენ და იქცევიან ისე, როგორც ჩვენ ვიქცევით ხშირად. ტრაგედიისა და დაძაბულობის წუთებში მივაპყრობთ თვალებს ღმერთს და გულისწყრომა გვიპყრობს, რომ ის ასე მშვიდადაა.

სახარებისეული თხრობა ხაზს უსვამს ამას: – „ხოლო თავადსა ეძინა…“ – ეს ხომ უსაზღვროდ შეურაცხმყოფელია!.. ისინი იღუპებიან, მას კი სძინავს!.. ზუსტად ამასვე განვიცდით ხშირად ჩვენც ღვთისადმი: – როგორ ბედავს იგი, იმყოფებოდეს თავის ნეტარებაში, როგორ ბედავს, იმყოფებოდეს ასეთ სიმშვიდეში, როდესაც მე განსაცდელში ვარ?!. და მოწაფეები იქცევიან სწორედ ისე, როგორც ვიქცევით ჩვენ. იმის მაგიერ, რომ მიმართონ ღმერთს და თქვან: – „შენ თავად ხარ სიმშვიდე, შენ, უფალო!.. თქვი სიტყვა და მსახური ჩემი განიკურნება, თქვი სიტყვა და ყველაფერი თავის ადგილს დაიკავებს“. ისინი უცერემონიოდ, ბიძგით აღვიძებენ და ეუბნებიან: „- ნუთუ არაფრად გიღირს, ჩვენ რომ ვიღუპებით“ – სხვაგვარად რომ ვთქვათ: „- თუ რამის გაკეთება არ შეგიძლია, ნუ გძინავს მაინც!.. რამე უკეთესს თუ ვერ იზამ, ჩვენთან ერთად დაიტანჯე და დაიღუპე მაინც…“ ქრისტე ეხმაურება ამას, იგი დგება და ამბობს: „-ჰოი, მცირედ მორწმუნენო!.. “განეშორება მათ, მიუბრუნდება ქარიშხალს და თითქოს მასში ჩაღვრის თავის შინაგან სიმშვიდეს, თავის ჰარმონიას და მშვიდობას და ეუბნება: – „დამშვიდდი, დაყუჩდი!..“ და ყოველივე მშვიდდება.

ჩვენ შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ და უნდა შეგვეძლოს ამის გაკეთება, მაგრამ ეს ხომ სისტემატურ გონიერ ვარჯიშს მოითხოვს. ზუსტად ისევე, როგორც ვარჯიშობ მაშინ, როცა სხვა რაღაცის გაკეთებას სწავლობ. ისწავლე დროის ფლობა და რასაც არ უნდა აკეთებდე, როგორი დაძაბულიც არ უნდა იყო – ქარიშხლის თუ ტრაგედიის დროს, ან უბრალოდ – იმ ქაოსში, რომელშიც ჩვენ გამუდმებით ვცხოვრობთ, შეძლებ იყო მშვიდი, შეძლებ, მოცემულ წუთებში უძრავად იდგე უფლის პირისპირ ან მდუმარედ, ან – ესაუბრებოდე მას.

თუ სიტყვებს გამოვიყენებთ, შეგიძლიათ ღმერთის წინაშე მიიტანო ყველაფერი, რაც ირგვლივაა – მთელი გარსმოხვეული ქარიშხალი. თუ ჩუმად ხარ, შეგიძლია, ციკლონისა და ქარიშხლის იმ ცენტრში იდგე, სადაც სიმშვიდე მეფობს. საშუალება მიეცი ქარიშხალს, იბობოქროს შენს ირგლივ, ვიდრე შენ ღმერთთან ხარ – აბსოლუტური მდგრადობის ამ ერთადერთ წერტილში. თუმცა ეს აბსოლუტური მდგრადობის წერტილი ის წერტილი არ არის, სადაც არაფერი ხდება. ამ წერტილში შემხვედრი, ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედი ძალები გაწონასწროებულია და ისინი ღმერთის ძლიერ ხელს უპყრია… “




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი