მთავარი » კულტურა, საზოგადოება

„ტრაგედია უგმიროთ“

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.07.2018 | 386 ნახვა

ნიკო მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ მწერლობაში დაისვა შიმშილის, საარსებო ლუკმაპურის მოპოვებისათვის ბრძოლის პრობლემა.

ნიკო ლორთქიფანიძის ორგვერდიან ნოველაში „ტრაგედია უგმიროთ“ (1922წ.) აღწერილია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც ყოფითმა ტრაგედიამ ფსიქოლოგიურ შოკში ჩააგდო, მხეცად აქცია და ბოლოს, თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

საინტერესოა, ნოველის დასაწყისი: „შეუგნებლად დაერიდა ბავშვების სივილს… უგზო-უკვლოთ მიდიოდა“. დასაწყისიდან ვხვდებით, რომ ეს ადამიანი არ არის სრულ ჭკუაზე და შიმშილობას ისე გაუბოროტებია, რომ ბავშვების სივილს დაერია. სივილი არის გველის სისინი, წვრილი ხმის გამოცემა. ე.ი. ბავშვები შიმშილისგან ისე არიან მისავათებულნი, რომ მათ ხმაც არ შერჩათ. ამდენად, ნოველის დასაწყისი უკვე გვამზადებს იმისთვის, რომ დასასრული არც თუ ისე სახარბიელო შეიძლება იყოს.

ნოველის მეორე საინტერესო სახეა ნათლია, რომელმაც მამას და ბავშვებს მისცა ნახევარი ჯამი ფქვილი, თუმცა გულში ფიქრობს, რომ „მამა“ მისი დამბრუნებელი არ არის. აღსანიშნავია, ნათლიას სიტყვები: „ნეტა ჩემი რძალი მაინც არ გაიგებდეს..“ ბუნებრივია, ასეთი შიმშილობის დროს, ყველა თვითგადარჩენაზე (მგლური კანონი) ფიქრობს და სწორედ, ამიტომაც ეშინია ნათლიას თავისი რძლის.

მას შემდეგ რაც „მამამ“ ცომი მოზილა, უნდოდა ბავშვები თავიდან მოეშორებინა და ბიცოლა ეფროსინესთან აგზავნის ოხრახუშზე.

მამამ როცა ჭადი „გასასინჯათ“ პირში ჩაიდო, სწორედ მაშინ, სამი დღის ნაშიმშილები კაცის არსებაში იღვიძებს მხეცი. დასვენების მერე, მას შემდეგ რაც ჩაცხრა და დანაყრდა, მასში გაიღვიძა ადამიანურმა ბუნებამ. მან მაშინვე გააცნობიერა შვილების წინაშე ჩადენილი მიუტევებელი ცოდვა. ის სიცოცხლეს მეზობლის ეზოში თვითმკვლელობით ასრულებს.

ესეც საინტერესოა, რატომ მეზობლის ეზოში? ვფიქრობ, რომ თვითონ ეზო, კარმ-მიდამო არ ჰქონდა, აბა, რომ ჰქონოდა, ოხრახუშს მაინც დათესავდა თავის ეზოში და თავსაც იქ ჩამოიხრჩობდა.

მნიშვნელოვანია, ნოველის ფინალიც, მეზობელი მხოლოდ იმაზე დარდობს, რაღა მაინცდამაინც თავის ეზოში მოიკლა თავი და ახლა ბავშვებს ვინ მოუვლის.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სიდუხჭირის ჟამს, ადამიანებს ყოველგვარი ადამიანური გრძნობა დაკარგული აქვთ და მხოლოდ ეგოისტური ფიქრები ამოძრავებთ. ნათლია იმაზე ჯავრობდა ბავშვებს ვინ მიხედავდა და არა იმაზე, რომ ადამიანმა თავი მოკლა, მოხდა ტრაგედია.

თუმცა ამ ტრაგედიას არ ჰყავს გმირი, რადგან მთავარი პერსონაჟის თვითმკვლელობა არის არა საკუთარი თავისთვის გამოტანილი უმძიმესი სასჯელი, არამედ ცხოვრებისეული ტანჯვისგან თავდახსნის საშუალებაა. სწორედ, ამიტომაც ჰქვია ამ ნოველას – “ტრაგედია უგმიროთ”.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.