ვისთვის თოვლის ბაბუა, ვისთვის – სანტა კლაუსი
ხალხური ტრადიცია, რომელსაც ეკლესია იწყნარებს
საქართველოში მითიური ადამიანის სახის არსება, რომელიც ასოცირდება ახალ წელთან, წარმოადგენს ბავშვების ერთ-ერთ უსაყვარლეს ზღაპრისა და რეალურ გმირს. როგორც ბავშვებს სწამთ, ახალი წლის ღამეს კეთილი თოვლის ბაბუა ჩამოვა მთიდან და უამრავ საჩუქრებს, ტკბილეულს და სხვადასხვა სასუსნავს ჩამოუტანს. როგორ წესი, თოვლის ბაბუას (პაპას) გამოსახავენ კეთილი მოხუცის სახით, რომელსაც აქვს გრძელი თეთრი წვერი, მოსხმული აქვს ნაბადი (შავი ან თეთრი ფერის, წითელი – სანტა-კლაუსის შემთხვევაში), ცალ მხარზე კი საჩუქრებით სავსე ხურჯინი აქვს გადაკიდებული.
მამა არჩილ ხაჩიძე (კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღდელთმსახური): “თოვლის ბაბუ” ასეთი პერსონაჟი ან პიროვნება, ეკლესიაში ცნობილი არ არის.
“ნოე ბაბა”, “დედ-მაროზი” თუ “თოვლის პაპა” ერქმევა, ეს არის უბრალოდ, ხალხური, გამოგონილი პერსონაჟი, ადამიანი, რომელიც მოდის და ახალ წელს გვილოცავს და გვასაჩუქრებს. მაგრამ, როგორც ქრისტიანებმა ვიცით, რომ ყველანაირი სიკეთის მომნიჭებელი არის უფალი. ასე რომ, თუ რაღაც მოგვეცემა და გვეძლევა, მხოლოდ და მხოლოდ უფლისგან. მხოლოდ ღმერთია ჩვენი გამხარებელი და მასაზრდოებელი. მეტი წყარო სიხარულისა არ არსებობს.
ბავშვის ცნობიერებაში იმის ჩანერგვა, რომ ღმერთი კი არა, მას რაღაც უცნაური არსება ასაჩუქრებს, რომელიც ხან ეტლით, ხან მარხილით მოგზაურობს, არასწორია. ბავშვის ცნობიერებაში ეს იწვევს გაორებას და იმ სამყაროს დარღვევას, რაც თავიდანვე უნდა იყოს ჩადებული ნებისმიერ პიროვნებაში.
ღმერთი არის ყველაფრის წყარო, თუ რამეს ვთხოვთ და წერილს ვუწერთ, უნდა ვთხოვდეთ უფალს და არა თოვლის ბაბუას. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ რაღაც გვეკუთვნის, ის აუცილებლად მოგვეცემა და არ დაგვიგვიანდება. “თოვლის პაპის” არსებობას ეკლესია იწყნარებს. მიუხედავად იმისა, რომ სწავლება არ არსებობს, არც დარღვევა არ არის. ამის საჭიროება არ დგება. თოვლის პაპა, არსად არ გამხდარა დაპირისპირების საგანი.
“თოვლის პაპას”, ყველა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი ჰქვია. ამერიკასა და ინგლისში – სანტა კლაუსს ეძახიან, ნორვეგიაში ულებუქსს, ესპანეთში – პაპა ნოელს, რუსეთში – დედ მაროზს და ა.შ.
“თოვლის პაპა”, ყველა ქვეყანაში საჩუქრებს სხვადასხვაგვარად არიგებს. რუსეთში – ნაძვის ხის ქვეშ აწყობს, ინგლისსა და ირლანდიაში – წინდებში, მექსიკაში – ფეხსაცმელში, საფრანგეთში – საკვამურის მილში, ესპანეთში – აივანზე”.
ვინ არის სანტა კლაუსი?
შობა-ახალი წლის დადგომა ამერიკისა და ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებში სანტა კლაუსის სახელს უკავშირდება. მაგრამ ბევრმა არც კი იცის, თუ ვინ არის სინამდვილეში სანტა კლაუსი ან რატომ დამკვიდრდა იგი ამ სახით.
19 დეკემბერს ახალი სტილით მართლმადიდებელი ეკლესია დიდი სასწაულთმოქმედი წმიდანის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის – წმიდა ნიკოლოზის სხენების დღეს აღნიშნავს. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული წმიდანია ქრისტიანულ სამყაროში.
განსაკუთრებული თაყვანისცემა წმიდა ნიკოლაუსისა გერმანიაში – VI საუკუნიდან, რომში კი – VIII საუკუნიდან დამკვიდრდა.
როგორც ცნობილია, წმიდა ნიკოლოზი, განსაკუთრებული ქველმოქმედებითა და მოწყალებით გამოირჩევა. მისი ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. ყველასთვის ცნობილია, მაგალითად, თუ როგორ გადაარჩინა წმინდა ნიკოლოზმა ქალაქი მირონლუკია შიმშილისაგან; როგორ დააცხრო ქარიშხალი ლოცვით და პალესტინაში მიმავალი გემი გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნა; თუ როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა სიკვდილით დასჯას სამი მხედართმთავარი, რომლებსაც ბოროტმოქმედებმა ცილი დასწამეს. დაბოლოს, საყოველთაოდ ცნობილია ერთი ეპიზოდი წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან. იმხანად წმიდა ნიკოლოზი ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა. მან შეიტყო, რომ ერთ გაღატეკებულ კაცს, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა და მათი გამზითვება და დაქორწინება არ შეეძლო, – განუზრახავს მათი საროსიკოპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება. ქალწულები ცრემლით ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი ხვედრისაგან. ყოვლადმოწყალე ღმერთმა მათ დასახმარებლად მღვდელი ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მის სახლთან წმიდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო მამამ თავისი სამივე ქალიშვილის გამზითვება. ამგავარად იხსნა წმიდა ნიკოლოზმა სამი ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისაგან.
სწორედ ამ ეპიზოდმა წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით, იქცა იგი დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ – სანტა კლაუსად. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენდნენ ხოლმე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობა ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.
ბავშვების საშობაოდ დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში X საუკუნიდან იწყება. იმხანად სამონასტრო სკოლებში წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს “საეპისკოპოსო” თამაშებს ატარებდნენ: ერთ-ერთი მოსწავლე მღვდელმთავრად იმოსებოდა და თავის თანატოლებს საჩუქრებს ურიგებდა. XVI-XVII საუკუნეებში ეს ტრადიცია გერმანიაში საბოლოოდ დამკვიდრდა. ახლა უკვე “წმიდა ნიკოლოზი” არა მარტო დადის სახლებში ზურგზე მოკიდებული საჩუქრებით სავსე ტომრით, არამედ იგი აუცილებლად ამოწმებს, იციან თუ არა ბავშვებმა კატეხიზმო და დაზეპირებული აქვთ თუ არა ლოცვები და მხოლოდ ამ “გამოცდის” შემდეგ ასაჩუქრებს მათ. წმიდა ნიკოლოზობის დღესასწაულისათვის ბავშვები გულმოდგინედ ლოცულობენ. საღამოს კი კართან ფეხსაცმელებს ტოვებენ და მათში დილით საჩუქრებს მოელიან.
თუმცა დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით, პროტესტანტულ რეგიონებში, წმიდა ნიკოლოზის რელიგიური არსი თანდათანობით უკანა პლანზე გადავიდა; სანტა კლაუსის პერსონაჟმა სახეცვლილება განიცადა – დღეს იგი უკვე მოიაზრება, როგორც ჯადოქარი სინრე-კლაასი ან სანტა კლაუსი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს პერსონაჟი თოვლის პაპად, ნოელემად ან ვაინახსმანად ყოველთვის როდი აღიქმება.
XX საუკუნის 30-იანი წლებიდან სანტა კლაუსი საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრდა, როგორც კომპანია “კოკა-კოლას” სარეკლამო სახე. მას შემდეგ სანტა კლაუსის პერსონაჟი საბოლოოდ აღიქმება ცნობილ თოვლის პაპად. დამკვიდრდა ასევე “სანტას” ტრადიციული ფორმაც: წითელი თეთრბეწვმოყოლებული ხიფთანი, შარვალი და ქუდი. თუმცა წინა საუკუნეებში “საშობაო პაპა” სრულიად სხვაგვარად იყო შემოსილი და ჩიბუხსაც კი აბოლებდა. სწორედ ასეთი პესონაჟი ფიგურირებს კლემენტ მოორეს ლექსში “საშობაო პაპის სტუმრობა”.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თანამედროვე ბავშვის ცნობიერებაში ამჟამინდელი სანტა კლაუსი არანაირად არ უკავშირდება წმიდა ნიკოლოზს.
თეა სულაბერიძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
I love you santa! he is very king and best men!
me mjera rom arsebobs santa
gamarjoba tovlis babu. me anri var. 7 tslis.vici rom axali tslis games ocnebebi sruldeba, xoda mec maqvs survili. dzalin gtxov, iqneb didi rkinis maqana momitano saaxaltslo sachuqrad da shen rasac moifiqreb. me ki vecdebi gavufrtxilde mas. didi siyvarulit Anri Azrumelashvili.
gamarjoba chemo sayvarelo tovlis babu,me var tatia da var 9 wlis,me mjera sheni ro arsebob da minda rom momitano sabavshvo biblia me mas gaufrtxildebi da sul wavikitxav gpirdebi da shen rasac moifiqreb me gaufrtxildebi biblias gpirdebi radgan shen dzalian miyvarxar meki vecdebi rom deda mama da deida saertot chems gverdze myofni ar gavabraz,sul kargat viswavli, es werili datova tatia gafrindashvilma romelsac dzalian uyvarxar…
gtxov momitane zvelit axal wels ar gamomtovo gtxov
gamarjoba tovlis babu. me qeti var. mec minda ra saaxltslo sachuqari. gexvetsebi ar gamomtovo ra.me minda sunamo da kvelas kargad yopna. didi siyvarulit Qeti kapanadze.
14 იანვარს მინდა მოხვიდე ზემო ბახტრიონზე ლიხაურის 35
gaumarjos tovlis papas
გაუმარგოს ლანას
GAMARJOBA CHEMO SAKVARELO TOVLISBABUA ME COTNE VAT 3CLIS TOVLISBABU PATARA DZAMIKO MKAVS ZULA DA SACHUQREBI GVINDA ME NAMDVILI GITARA MINDA DA ZUKAS SATAMASHO MANQANA
tovlis babua:):)mec minda sachuhari rame….gldanshi:):):):):P
sayvarelo tovlis babu zalian minda namdvili aipedi me kargad vscavlobdi da dedikos ar vabrazebdi gtxov momitaneeeee
sayvarelo tovlis babu meminda momitanot penali pankrebi saxatavi rveuli
tovlis babu me minda aipadi dzalian gtxov
gamarjoba tovlis babua me giorgi var 3clis,dzalian mixvars satamashoebi magram gansakutrebulad dzalian minda aipadi gtxooov raaa.qutaisshi
avtomsheneblis 31shi gelodebi chemo saxvarelo tovlis babua
tovlis babu gtxov bedniereba chamomitano zalian gtxov
tovlis babu me nikusha var 10 wlis.ukve 7welia gekontaktebu da mida rom es kontaqti ar gawdesam wels me minda lazeruli peinteri da 3D Pen kargi xarisxis
chrmi megobrebi meubnebian ar arsebobso mara me echvic ar mepareba rom arsebob.tu shedzleb ramodenime bax baxic wamoakole (feierverki) sheni nikuha
me mjera rom tovlis babua arsebobs
ჩემო საყვარელო თოვლის ბაბუა გთხოვ ამ ახალელს მომიტანო ნამდვილი ტელეფონი
გთხოვ მომიტანო მე მჯერა, რომ შენ არსებობ
rogorxart axalwels ipson 5
es teonas anukis levanis
dzvirfaso tovlis babu dzalian gtxov welsac ar damiviwyo. wina wels arc shen machuqe araferi da arc dedikom. albat dagaviwydi marto me xo ar minda sachuqrebi yvelastan midixar xolme. dzaan gtxov wels mainc moxvide chemtan =) <3
gamarjoba tovlis babu me mariami var gtxov axali clis games momitane barbis tojina romelsac aaqvs bevri kabebi da tansacmeli, tu dro geqneba da me ar medzineba minda rom gnaxo da chagexutooo…
მოგესალმებით ჩემო მარიამ, ნიკა, ელენე, თათა, სალომე,თოკო, გიორგი და ყველა ბავშვებო, რომლებიც მე მელოდებით!
ძალიან მენატრებით და ძალიან მიყვარხართ! მთელი 12 თვე ველოდები ახალი წლის დადგომას, რომ თქვენთან მოვიდე და საჩუქრები მოგიტანოთ, ახალი წელი მოგილოცოთ გულში ჩაგიკრათ და ჩემი თეთრი წვერებით მოგეფეროთ!
შეიძლება ყველას მღვიძარეს ვერ მოგისწროთ და ტკბილად გეძინოთ, მაგრამ ყველას თბილად მაინც ჩაგეხუტებით და თქვენ დედიკოებს და მამიკოებს დავუტოვებ თქვენთვის ტკბილეულს და საჩუქრებს!
დედიკოებო და მამიკოებო მე იმედი მაქვს, რომ არ დაგავიწყდებათ გადასცეთ ეს საჩუქრები, ჩემს ლამაზ, ტკბილ და საყვარელ ცუნცულიკო ბავშვებს!
თქვენი თოვლის ბაბუ.
tovlis babu sasuqari minda telefoni iphone6plius
axalwels