მთავარი » კულტურა

თოჯინები ადამიანური ემოციებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.07.2011 11 კომენტარი | 5,043 ნახვა

ბაჩო ცანავამხიარული და ცრემლიანი ჯამბაზები, XVII საუკუნის ფრანგი ქალბატონები, ბალერინები, ჩაფიქრებული აკაკი წერეთელი, თუ ცოცხიანი ჰარი პოტერი – ყველა მათგანი თავს ახალგაზრდა შემოქმედის სახელოსნოში იყრის. ბაჩო ცანავა პროფესიით ვეტერინარია, მაგრამ უკვე წლებია მეორე პროფესიად თოჯინების კეთება ექცა. მისი თოჯინები სხავადასხვა ადამიანურ ემოციასა თუ განცდას ნათლად გადმოსცემენ და მნახველს დიდი ხნით ამახსოვრებენ თავს. როდის და როგორ გაიტაცა ბაჩო ცანავა ამ საქმემ?! ამ თემაზე “ამბიონს” თავად თვითნასწავლი ხელოვანი ესაუბრა:

13 წლის ვიყავი, როდესაც შემთხვევით თაბაშირი ვნახე სახლში და გავაკეთე ქალი კალათით. მართალია, პრიმიტიული ფიგურა იყო, მაგრამ ნელ-ნელა გამიტაცა ამ საქმემ და მერე პლასტილინით ვძერწავდი პატარა მინიატურებს. ყოველდღე ვძერწავდი, ვშლიდი და მერე ისევ ვძერწავდი. ასე ვთქვათ, ხელს ვიწაფავდი. ახლა, ძირითადად, ცვილს, იტალიურ თიხასა და თაბაშირს ვიყენებ. ბოლო დროს ნაჭერზეც გადავედი. თოჯინებს ნაჭრის სამოსით ვმოსავ, რომელთაც მე თვითონ ვკერავ. მანამდე ცვილისა და თიხის ტანსაცმელს ვაცვამდი.

თითო თოჯინის შექმნას დაახლოებით რა დროს ანდომებ?

ჯამბაზი გააჩნია თოჯინის სიდიდეს, დაახლოებით ორი კვირა მაინც მჭირდება, რომ დავამთავრო . მაგალითად, ერთზე ხუთი თვე ვმუშაობდი. მაქვს პატარა მინიატურებიც და დიდი ზომის თოჯინებიც. ჯეინ ეარი ნახევარი მეტრი სიმაღლისაა. ხშირად მოდიან სტუმრები თოჯინების სანახავად, უფრო მეტად – ბავშვები.

მათ, ალბათ, ყველაზე მეტად თოჯინების ფერები მოსწონთ. მაგრამ ნამუშევრების უმეტესობა მაინც სევდიანია, ჯამბაზებიც კი. რამდენად გამოხატავენ ისინი შენს შინაგან განწყობას მუშაობის პროცესში?

სწორად შენიშნეთ, ჩემი ნამუშევრების უმეტესობა სევდიანი და მოწყენილია. ბევრი ნამუშევარი ოსტატის შინაგან სამყაროს გამოხატავს, იგივე ითქმის ჩემს თოჯინებზეც. უმეტესად, სრულიად უნებლიედ, ჩემი ხასიათი ნამუშევრებში გადადის. ხშირად მაშინ ვიწყებ მუშაობას, როცა სევდიან ხასიათზე ვარ, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე ხდება. თუმცა ზოგიერთი თოჯინა იცინის, ასე რომ, ჩემს ნამუშევრებში ორი ემოციაა გაერთიანებული – სევდა და სიხარული. ჯამბაზებს რაც შეეხება, მიყვარს ბავშვობიდან. მაგრამ ხომ შეიძლება ჯამბაზიც ტიროდეს?

როგორც ვიცი, შენი განათლება ამ კუთხით მხოლოდ იტალიაში გავლილი ერთთვიანი პრაქტიკით შემოიფარგლება. გვიამბე, როგორ მოხვდი იტალიაში?

თოჯინაპროფესიით ვეტერინარი გახლავართ. არც აკადემიაში მისწავლია და არც კერძოდ მოვმზადებულვარ. ხატვაც არ ვიცი და თოჯინებს ესკიზის გარეშე ვქმნი. იტალიაში ნიაპოლის კარდინალის წყალობით მოვხვდი. პრაქტიკა კაპოდიმონტეს ფაიფურის საწარმოში გავიარე, სადაც ოსტატთან ვიყავი შეგირდად ერთი თვის განმავლობაში. უძვირფასეს ფაიფურზე ვმუშაობდი. ძალიან საინტერესო და ემოციური იყო ჩემთვის იქ მუშაობა. უამრავი რამ გავიგე ფაიფურის თვისებების შესახებ და ახალი მეთოდებიც აღმოვაჩინე. ფაიფურზე მუშაობა რთულია, ძალიან ფაქიზი და სათუთი საქმეა. იქ შევქმენი მზარეულის ფიგურა, შობა, ფრანგი ქალბატონები, ბალერინა და ა.შ. ვნახე პეტრეს ტაძარი, სადაც არის მიქელანჯელოს “პიეტა”, არ მახსოვს, რამდენი საათი ვიდექი ამ შედევრის წინ და ცრემლები მდიოდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ საუკუნეებგამოვლილ შედევრს თავისი ემოცია აქვს, რომელიც შენზე გადმოდის, როცა მას უცქერ.

იტალიიდან დაბრუნების შემდეგ, ალბათ, შენს ნამუშევრებს სხვა თვალით შეხედე და უფრო კრიტიკულად მიუდექი…
დიახ, იტალიიდან შემოქმედების მხრივ საკმაოდ გაზრდილი ჩამოვედი და უფრო პროფესიონალური თვალით შევხედე ჩემს ნამუშევრებს. თუმცა აქ ფაიფურით არ ვმუშაობ, რადგან ჩვენთან არ არის და თან მას სპეციალური ხელსაწყოები სჭირდება. იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ შევქმენი წითელი ჯამბაზი და ბიჭუნა. ახლახან წითელმა ჯამბაზმა თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დაიდო ბინა. ჩემი ნამუშევრები თინათინ თუმანიშვილის სახელობის თოჯინების მუზეუმშიც არის.

თოჯინავინმემ ამ ნამუშევრების შეძენა რომ მოინდომოს, რამდენად შეელევი მათ?

გააჩნია ადამიანს. ბევრი ჩემი ნამუშევარი გაჩუქებულია. ისინი იმ პიროვნებებს აქვთ, რომლებიც კარგად იცნობენ ხელოვნებას და იციან მისი ფასი. ასეთი ადამიანები პიროვნულადაც დადებითები არიან და მათთვის არ მენანება. თუმცა ცოტაოდენი შემოსავალი ხელოვანისათვის აუცილებელია, თუნდაც იმ მინიმუმისთვის, რაც მასალას სჭირდება, მაგრამ ნამუშევარს მხოლოდ ფულის გულისთვის ვერ დავთმობ. ის ჩემი ნაწილია.

გამოფენები თუ გაქვს ხოლმე, ან ახლო მომავალში თუ აპირებ?

პირველი გამოფენა უნივერსიტეტში მქონდა, მერე – 2010 წლის ნოემბერში. ამჟამად სულ 50 ნამუშევარი გამაჩნია. მათი დიდი ნაწილი მეგობრებთანაა. ვაპირებ პერსონალური გამოფენის გაკეთებას, მაგრამ ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა, რომ მნახველისათვის საინტერესო იყოს, ამიტომ ახალ ფიგურებზე ვმუშაობ და ბევრი ჩანაფიქრიც მაქვს.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

11 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი