რა არის თმის ცვენის მიზეზი?
თავზე საშუალოდ 100 – დან 150 ათასამდე თმაა. თითოეული ღერი 2-6 წელი იზრდება, ნებისმიერ დროს თმის 90% ზრდის პროცესშია, დანარჩენი 10 % კი ისვენებს.
ადამიანს დღეში დაახლოებით 50-100 თმის ღერი სცვივა, სამწუხაროდ, ახლად ამოსული თმა ხშირად არ უტოლდება გაცვენილი თმების რაოდენობას, რაც გამელოტებას იწვევს.
თმის ცვენა უამრავ ადამიანს აწუხებს, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. იგი მეტად უარყოფით გავლენას ახდენს პიროვნების ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე.
თმის ცვენაზე გვესაუბრება თმის გადანერგვის კლინიკა “თალიზის” ექიმი, თმის ტრანსპლანტოლოგი ეკატერინე ყანდიაშვილი:
– როგორ იწყება თმის ცვენა, გამელოტების რა ტიპები არსებობს?
არსებობს თმის ცვენის უამრავი ტიპი. ამათგან ძირითადია: ანდროგენული, ბუდობრივი, ნაწიბუროვანი და ტრაქციული. ანდროგენული ალოპეციის დროს ცვენა იწყება შუბლის არედან. დროთა განმავლობაში კი მოიცავს თხემისა და გვირგვინის მიდამოებსაც. მისი გამომწვევი მიზეზი მამაკაცებში არის გენეტიკური ფაქტორი და მამაკაცური ჰორმონი ტესტოსტერონი.
– თმის ცვენის მიზეზები:
რაც შეეხება ბუდობრივ ალოპეციას, იგი იწყება ალაგ-ალაგ 20 თეთრიანის ზომის რგოლებად, რომელიც შემდგომში შეიძლება გაერთიანდეს და მოიცვას მთლიანად თავის არე. ასევე, გაცვივდეს წარბები და წამწამები. მისი გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ტრაქციული ალოპეცია დამახასიათებელია ქალბატონებისათვის და უმეტეს შემთხვევაში – მოცეკვავე ქალბატონებისათვის. იგი გვხვდება ძირითადად საფეთქლის არეში. ეს შეიძლება პროფესიულ ცვენადაც კი ჩაითვალოს, რომელიც ემართებათ უხეში ვარცხნილობის, ანუ თმის ზედმეტად გადაჭიმვის გამო. ნაწიბუროვანი ალოპეცია შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მექანიკური დაზიანების შედეგად (დამწვრობა, ბავშვობაში ჩატარებული ინექციები და სხვ).
– ვისი გენები აგებს პასუხს თმის ცვენის დროს, დედის თუ მამის მხარე?
ადამიანის თმის ცვენაზე პასუხს აგებს ორივე მშობლის გენი, განსაკუთრებით კი – დედის მხარე.
– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადრეულ პერიოდში გვცვივა თმა?
ადრეულ პერიოდში ცოტა ძნელია მიხვდე თმის ცვენის პრობლემას. უმრავლესობას უჭირს განასხვავოს ბუნებრივი თმის ცვენა სხვა დანარჩენი არსებული თმის ცვენისაგან.
– დღესდღეობით მკურნალობის რა მეთოდები არსებობს და რამდენად შედეგიანია?
ჩვენ უკვე ჩამოვთვალეთ თმის ცვენის ძირითადი ტიპები. თითოეულს ესაჭიროება მკურნალობის თავისებური მეთოდები, რაც, რა თქმაუნდა, არსებობს.
მკურნალლობის შედეგად შესაძლებელია გამელოტებულ ადგილზე თმების ამოყვანა, იქნება ეს ქირურგიული ჩარევა, თუ უბრალოდ ადგილობრივად ნემსით წამლის შეყვანა იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის ცვენასთან გვაქვს საქმე.
– რამდენადაა შესაძლებელი გამელოტების თავიდან აცილება?
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზოგიერთი ალოპეციის თავიდან აცილება შეუძლებელია.
– რა დროსაა საჭირო ქირურგიული ჩარევა?
ქირურგიული ჩარევა საჭიროა ანდროგენული, ტრაქციული და ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს.
– რას გვეტყვით თმის გადანერგვის პროცედურაზე?
თმის გადანერგვის პროცედურა საკმაოდ რეალური და შედეგიანია. იგი გულისხმობს ჯანსაღი და გენეტიკურად მდგრადი თმის ფოლიკულების მოძიებას სადონორო არეში და მათ ჩანერგვას სარეციპიენტო, ანუ შემელოტებულ არეში.
– თმის გადანერგვის რამდენი მეთოდი არსებობს და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან?
არსებობს თმის გადანერგვის 2 მეთოდი: ზონრისა და ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციისა. ზონრის მეთოდით ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში კეფაზე რჩება ხაზოვანი ნაწიბური, რომელიც გარეშე თვალისთვის შესამჩნევია მხოლოდ თმის გადაპარსვის შემთხვევაში. ხოლო ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის მეთოდი გულისხმობს ფოლიკულების ინდივიდუალურ მოპოვებას, რომლის შედეგადაც კეფაზე არანაირი კვალი არ აისახება, ამ მეთოდს უნაწიბურო მეთოდსაც უწოდებენ.
– რა თანხებთანაა დაკავშირებული თმის გადანერგვის პროცედურა?
თმის გადანერგვა სხვა პლასტიკურ ოპერაციებთან შედარებით არცთუ ისე ძვირი ღირს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტუჩების კორექცია ერთი პატარა ნემსით გელის შეყვანაა და მოიცავს რამოდენიმე წუთს და მისი ღირებულება ყველამ კარგად ვიცით, მაშინ თმის ტრანსპლანტაცია საკმაოდ იაფი გამოდის.
თმის ცვენის საწინააღმდეგოდ ხალხურ მედიცინაში უამრავი საშუალება არსებობს, მაგ.: ჭინჭრის ნაყენი, ნიორი, დაფნის ნაყენი და სხვა მრავალი. რას გვეტყვით ამის შესახებ?
რაც შეეხება ჭინჭრის ნაყენით, ნიორით, დაფნის ნაყენითა და სხვადასხვა ხალხური საშუალებებით მკურნალობას, ეს უშედეგოა. ალოგიკურია ამაზე ლაპარაკიც კი, როცა მთელს მსოფლიოში არსებობს უამრავი თმის გადანერგვის კლინიკა და ყოველწლიურად ათასობით თმის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ტარდება.
თმის დასარბილებლად, ხარისხის გასაუმჯობესებლად, ბზინვარების შესამატებლად შეიძლება მივმართოთ მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს, მაგრამ არა თმის ამოყვანის მიზნით.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკური საშუალებები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგიერთი ალოპეციის დროს უშედეგოა, მაგრამ არც ძვირადღირებული გამოკვლევები და არც ექიმებთან ხშირი ვიზიტი არ წარმოადგენს აუცილებლობას. გამოსავალი შემდეგშია: ან ვეგუებით სიმელოტეს და ვირგებთ იმიჯს, ან ვინერგავთ თმას.
დავით დანელია
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
ანდროგენული ცვენის შემთხვევაში შინაური საშუალებები მართლა არ შველის, მაგრამ ბოდობრივი ცვენის დროს მედიცინაა უძლური, მხოლოდ შინაური წამლებით ამოდის.
ორსაუკუნოვანი რეცეპტით წამლის ერთი წასმით ვარჩენ თმის ბუდობრივ ცვენას. დამიკავშირდით 595 138 238 მაია
Ramdenad sheesabameba simartles tqveni natqvami?gkavt kmakopili pacientebi,ra tanxaa sachiro tqveni camlistvis?
გამარჯობათ.მე თმის ცვენა დამეწყო შუბლის არედან და ახლაც მცვივა და როგორ გავუმკლავდე ამ პრობლემას,ვარ 18 წლის
mxolod da mxolod minoqsi tu gishvelis damijere,bevrs nu daelodebi tore mogiwevs chemsavit 21 wlis asakshi tmis gadanergva
მინოქსს აქვს აზრი ???? და რამდენი ხანი იხმარე და შედეგი თუ მოგცა ?
16 წლის ვარ თმები მცვივა აი დზან ბევრი სადგაც 35% უკვე გამცვივდა რას მირჩევთ?
არსებობს უამრავი ეფექტური საშუალება, და მიზეზის დადგენის ფონზე შეიძლება არაჩვეულებრივი შედეგების მიღება.
http://faberlicc.blogspot.com/2012/04/blog-post_25.html
ორსაუკუნოვანი რეცეპტით წამლის ერთი წასმით ვარჩენ თმის ბუდობრივ ცვენას. დამიკავშირდით 595 138 238 მაია
gamarjobat .. mainteresebs ra jdeba wamali ? da ra shemadgenlobisaa
არის თუ არა თმის გადანერგვის შემდეგ ისევ დაიწყოს თმის ცვენა?
თმის გადანერრგვის შედეგად შეიძლება თუ არა მივიღოთ ძუსტად ისეთივე ხშირი თმა როგორიც ადრე იყო?
რამოდენიმე ხნის წინ მაწუხებდა თმის ცვენა,რათქმაუნდა ამის გამომწვევი მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს,მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს ვიტამინების ნაკლებობას მოყვა..როგორც ექიმმა მითხრა საჭიროა ბევრი ბოსტნეულისა და ხილის მიღება,განსაკუთრებით ისეთი ბოსტნეულის მიღება რომელიც შეიცავს A ვიტამინს.ძალიან ეფექტურია ქართული წარმოების შესაზელი გელი “აქსიომა” და შამპუნი “სტიმულიტი”,მე მხოლოდ ამან მიშველა..გამოყენებიდან მალევე იგრძნობთ შედეგს
RAM SHEIDZLEBA GAMOIWVIOS TMIS ADGIL-ADGIL CVENA MAGALITAD WREEBIS FORMIT TU SHEGIDZLIAT MIPASUXET,GMADLOBT…
ორსაუკუნოვანი რეცეპტით წამლის ერთი წასმით ვარჩენ თმის ბუდობრივ ცვენას. დამიკავშირდით 595 138 238 მაია
Budobrivi tipis tmis cvena
tmebi cviva chem das ukve 2tvea vikidet sebamedis shampuni da vitaminebi magram uhedeod risi mizezi unda iyos eqimma misca rrcheva rom sheidzleba qalur problemebtan vgkondes saqmeo mainteresebs tkveni mosazreba
გამოიყენოს თმის კრემი “აქსიომა” და შემდეგ შამპუნი “სტიმულიტი”. “აქსიომა” დაბანამდე თავის კანში უნდა შეიზილოს და გაიჩეროს 30 წუთი, შემდეგ ჩამოიბანოს “სტიმულიტით”. მე მართლა მიშველა. სასურველი შედეგის მისაღებად სასურველია 3-4 თვე გამოიყენოს. აფთიაქებში იყიდება ორივე.
mainteresebs tamuna dzalian gcvioda? me yvela dabanisas erti mu ha mcviva daa davarcxnis dros kidev ufro meti. xels rom chamovismev ashinac ki moyveba tmebi sakmaod bevrii. minda mageebis yidva da ramdenad xelmisawvdomia? madloba winaswar
Me 14 wlis var daaxloebit ori tve gavida da chems shubls vamchmev ro izrdeba gvirgvinis mxares da risi mizezi iqneba xom ver metyvit
ჩემი და 12 წლის არის, უკვე აქვს ციკლიც, კეფაზე 2 ადგილას დაცვივდა თმა მრგვალად, თითქოს ამოგლეჯილი ისე, ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალი შეიძლება იყოს? ან რომელ ექიმთან მივიყვანოთ, ან რომელი ანალიზი გავუკეთოთ
გამარჯობათ.მე თმის ცვენა დამეწყო შუბლის არედან და ახლაც მცვივა და როგორ გავუმკლავდე ამ პრობლემას,ვარ 18 წლის
Gamarjobat, mainteresebs chems meugles operaciis shemdeg sul dascvivda tmebi warbebi da wamwamebi, mainteresebs risi brali sheidzleba iyos es da rogor vumkurnalid? Ra xerxs agar mivmartet magram ushedegoa tma amosdis tavze magram isev scviva. Gtxovt mipasuxot
Ma tmis cvena shevamchnie tavis ukan marcxena mxares aris oci tetris zomis mrgvali cvenas ar gavc ufro ertianad momdzvrals gavs var daavadebuli c gepatitit dz vmkurnalob preparati sovaldit
Budobrivi tmis cvena qvia magas, shesabamisi mkurnaloba unda
Gamarjobat.me var 24 clis da damecko tmis cvena,mAqvs budobrivi cvena,rogorc mitxres es bevri camlebis migebis bralia.mainteresebs rogor vumkurnalo tmis cvenas?
Ra calali,mazi an malamo shevidzibo rom tmis amosvlis procesi davachqaro?
Rogorc mitxres tmis cvenis mizezi bevri camlebis miigebaao.sheidzleba ert erti mizezi es ikos?
Rogor vumkurnalo budobriv tmis cvenas?
tmis cvena maqvs mrgval mrgvali meloti gamichnda tavze rogor vimkurnalo
თუ ფული არ გაქვთ ოპერაციის:
დღეში ორჯერ(თუნდა მეტჯერ), შიშველ(ქაჩალ) ადგილზე თითებით ორი-სამი წუთის განმავლობაში გაიკეთებთ მასაჟს(ძალიან ძლიერად არა), ისე რომ კანი დაწითლდეს. ორი-ოთხი თვის შემდეგ დაინახავთ როგორ წამოვა ახალი ბუსუსი: თავიდან უფერო, მერე გამსხვილდება და ფერსაც შეიძენს.
გახსოვდეთ: თმის მემკვიდრეობითი ცვენა არის თავის კანზე სისხლის კაპილარების გადაგვარების, დახშობის შედეგი. ზემოთაღწერილი მეთოდი არის მაგის საწინააღმდეგო, ძალიან ბევრმა შეინარჩუნა მაგ ხერხით თმა. თუმცა 100%-იანი შედეგი ცხადია არ აქვს(ისევე როგორც თითქმის ნებისმიერი სახის მკურნალობას).
წარმატებები.
Gamarrjobat.me mainteresebs.tmastsan dakavshirebit.rom gkitxot.dzalian txeli tmebi maqv mcviva kidec da zrda araaqvs.da rasia saqme xom ver gamarkveevt?
Gamcemt kitxvaze pasuxs?
Gamarjobat.me maqvs tmis cvena zalian mcviva dabanils rom vivarcxni uzomod chamodis. Siarulis drosac mcviva sul mopenilia iataki tmit. Zalian gamitxeldatma.rissi mizezi iqneba? Memgoni chikvi maqvs magram ert welze metia rom mcvia.
Oori wlis ukan mcvivoda sadgac sami tvis ganmavlobashi mere shemicherda 5 tvis shemdeg damewko kidev nelnela mere imata da imata zalian exla martla zalian mcviva meshinia argavmelotde. Vis unda mivmarti? Rame meshvekeba?
gamarjobat, daaxloebit ori tvea rac damewyo tmis cvena, daaxloebit tma rom gaitxelo da mere savarcxeli chamoisva ai ise sashinlad, tmis dzirebic sashinlad mtkiva, tmas ver vikrav da erti mxidan meore mxaresac ver viwev mashinve tmis dzirebis wva mewyeba, arvici ra gavaketo vis mivmarto. arvici vitaminebis naklebobis bralia, tu imis rom ert tveshi ramdenjerme shevigebe tma sasurveli feris misagebad, tumca eg adrec miqnia da araferi momsvlia.tma dzalian gamitxelda arada sashinlad xshiri mqonda, tvitoeuli tmis dzirs vgrdznob
მქონდა თმის ცვენის პრობლემა და ისედაც თხელი ღერი მაქვს და უკვე ძალიან შესამჩნევი გახდა ეს პრობლემა გარდა ამის მქონდა ფრჩხილების პრობლემა რაც მახსოვს სულ და ვერავინ ხსნიდა რადგან არც ვიტამინების ნაკლებობა მქონდა და არც სხვა რაიმე დარღვევა, მერე აღმოვაჩინე ახალი საშუალება რომელიც გამოვწერე ინტერნეტით და დაახლოებით ორ თვეში ვერ ვცნობდი ვერც თმას და ვერც ფრჩხილებს. საიდუმლო არაა შემიძლია რომ გაგიზიაროთ პირადგი გამოცდილება, რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს შეგიძლიათ მომწეროთ facebookze ani gigitashvili სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას.
ani gigitashvili bevria
GAmarjoba mcviva warbebi madiurad ara magram me vnerviulob dzalian da iqneb mitxrat riso brali sheidzlrba rom iyos? Madloba