მთავარი » ჯანმრთელობა

რა არის თმის ცვენის მიზეზი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.12.2011 36 კომენტარი | 48,331 ნახვა

თავზე საშუალოდ 100 – დან 150 ათასამდე თმაა. თითოეული ღერი 2-6 წელი იზრდება, ნებისმიერ დროს თმის 90% ზრდის პროცესშია, დანარჩენი 10 % კი ისვენებს.

მელოტი ადამიანს დღეში დაახლოებით 50-100 თმის ღერი სცვივა, სამწუხაროდ, ახლად ამოსული თმა ხშირად არ უტოლდება გაცვენილი თმების რაოდენობას, რაც გამელოტებას იწვევს.

თმის ცვენა უამრავ ადამიანს აწუხებს, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. იგი მეტად უარყოფით გავლენას ახდენს პიროვნების ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე.

თმის ცვენაზე გვესაუბრება თმის გადანერგვის კლინიკა “თალიზის” ექიმი, თმის ტრანსპლანტოლოგი ეკატერინე ყანდიაშვილი:

– როგორ იწყება თმის ცვენა, გამელოტების რა ტიპები არსებობს?

არსებობს თმის ცვენის უამრავი ტიპი. ამათგან ძირითადია: ანდროგენული, ბუდობრივი, ნაწიბუროვანი და ტრაქციული. ანდროგენული ალოპეციის დროს ცვენა იწყება შუბლის არედან. დროთა განმავლობაში კი მოიცავს თხემისა და გვირგვინის მიდამოებსაც. მისი გამომწვევი მიზეზი მამაკაცებში არის გენეტიკური ფაქტორი და მამაკაცური ჰორმონი ტესტოსტერონი.

– თმის ცვენის მიზეზები:

რაც შეეხება ბუდობრივ ალოპეციას, იგი იწყება ალაგ-ალაგ 20 თეთრიანის ზომის რგოლებად, რომელიც შემდგომში შეიძლება გაერთიანდეს და მოიცვას მთლიანად თავის არე. ასევე, გაცვივდეს წარბები და წამწამები. მისი გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ტრაქციული ალოპეცია დამახასიათებელია ქალბატონებისათვის და უმეტეს შემთხვევაში – მოცეკვავე ქალბატონებისათვის. იგი გვხვდება ძირითადად საფეთქლის არეში. ეს შეიძლება პროფესიულ ცვენადაც კი ჩაითვალოს, რომელიც ემართებათ უხეში ვარცხნილობის, ანუ თმის ზედმეტად გადაჭიმვის გამო. ნაწიბუროვანი ალოპეცია შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მექანიკური დაზიანების შედეგად (დამწვრობა, ბავშვობაში ჩატარებული ინექციები და სხვ).

– ვისი გენები აგებს პასუხს თმის ცვენის დროს, დედის თუ მამის მხარე?

თმის ცვენა ადამიანის თმის ცვენაზე პასუხს აგებს ორივე მშობლის გენი, განსაკუთრებით კი – დედის მხარე.

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადრეულ პერიოდში გვცვივა თმა?

ადრეულ პერიოდში ცოტა ძნელია მიხვდე თმის ცვენის პრობლემას. უმრავლესობას უჭირს განასხვავოს ბუნებრივი თმის ცვენა სხვა დანარჩენი არსებული თმის ცვენისაგან.

– დღესდღეობით მკურნალობის რა მეთოდები არსებობს და რამდენად შედეგიანია?

ჩვენ უკვე ჩამოვთვალეთ თმის ცვენის ძირითადი ტიპები. თითოეულს ესაჭიროება მკურნალობის თავისებური მეთოდები, რაც, რა თქმაუნდა, არსებობს.

მკურნალლობის შედეგად შესაძლებელია გამელოტებულ ადგილზე თმების ამოყვანა, იქნება ეს ქირურგიული ჩარევა, თუ უბრალოდ ადგილობრივად ნემსით წამლის შეყვანა იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის ცვენასთან გვაქვს საქმე.

– რამდენადაა შესაძლებელი გამელოტების თავიდან აცილება?

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზოგიერთი ალოპეციის თავიდან აცილება შეუძლებელია.

– რა დროსაა საჭირო ქირურგიული ჩარევა?

ქირურგიული ჩარევა საჭიროა ანდროგენული, ტრაქციული და ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს.

– რას გვეტყვით თმის გადანერგვის პროცედურაზე?

თმის გადანერგვა თმის გადანერგვის პროცედურა საკმაოდ რეალური და შედეგიანია. იგი გულისხმობს ჯანსაღი და გენეტიკურად მდგრადი თმის ფოლიკულების მოძიებას სადონორო არეში და მათ ჩანერგვას სარეციპიენტო, ანუ შემელოტებულ არეში.

– თმის გადანერგვის რამდენი მეთოდი არსებობს და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან?

არსებობს თმის გადანერგვის 2 მეთოდი: ზონრისა და ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციისა. ზონრის მეთოდით ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში კეფაზე რჩება ხაზოვანი ნაწიბური, რომელიც გარეშე თვალისთვის შესამჩნევია მხოლოდ თმის გადაპარსვის შემთხვევაში. ხოლო ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციის მეთოდი გულისხმობს ფოლიკულების ინდივიდუალურ მოპოვებას, რომლის შედეგადაც კეფაზე არანაირი კვალი არ აისახება, ამ მეთოდს უნაწიბურო მეთოდსაც უწოდებენ.

– რა თანხებთანაა დაკავშირებული თმის გადანერგვის პროცედურა?

თმის გადანერგვა სხვა პლასტიკურ ოპერაციებთან შედარებით არცთუ ისე ძვირი ღირს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტუჩების კორექცია ერთი პატარა ნემსით გელის შეყვანაა და მოიცავს რამოდენიმე წუთს და მისი ღირებულება ყველამ კარგად ვიცით, მაშინ თმის ტრანსპლანტაცია საკმაოდ იაფი გამოდის.

თმის ცვენის საწინააღმდეგოდ ხალხურ მედიცინაში უამრავი საშუალება არსებობს, მაგ.: ჭინჭრის ნაყენი, ნიორი, დაფნის ნაყენი და სხვა მრავალი. რას გვეტყვით ამის შესახებ?

რაც შეეხება ჭინჭრის ნაყენით, ნიორით, დაფნის ნაყენითა და სხვადასხვა ხალხური საშუალებებით მკურნალობას, ეს უშედეგოა. ალოგიკურია ამაზე ლაპარაკიც კი, როცა მთელს მსოფლიოში არსებობს უამრავი თმის გადანერგვის კლინიკა და ყოველწლიურად ათასობით თმის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ტარდება.

თმის დასარბილებლად, ხარისხის გასაუმჯობესებლად, ბზინვარების შესამატებლად შეიძლება მივმართოთ მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს, მაგრამ არა თმის ამოყვანის მიზნით.

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკური საშუალებები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგიერთი ალოპეციის დროს უშედეგოა, მაგრამ არც ძვირადღირებული გამოკვლევები და არც ექიმებთან ხშირი ვიზიტი არ წარმოადგენს აუცილებლობას. გამოსავალი შემდეგშია: ან ვეგუებით სიმელოტეს და ვირგებთ იმიჯს, ან ვინერგავთ თმას.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

36 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.