მთავარი » სხვადასხვა

თიკა ფაცაცია: “ჩემს მაყურებელს ემოციებს ყოველთვის ვუზიარებ…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.09.2011 4 კომენტარი | 3,548 ნახვა

წარსულში მოდელი, ამ ეტაპზე კი მომღერალი და ტელე-წამყვანი თიკა ფაცაცია, თავისი საქმიანობის მიუხედავად, ცდილობს, ოჯახსაც სათანადო ყურადღება მიაქციოს. როგორია მისი ერთი დღე, რამდენად არის ჩართული შვილების აღზრდის პროცესში და როგორ უთავსებს ერთმანეთს კარიერასა და ოჯახს? ამის შესახებ “ამბიონს” თავად თიკა ფაცაცია ესაუბრა.

თიკა ფაცაციათიკა ფაცაცია – მოდელი, მომღერალი და წამყვანი, – რომელი ამპლუაა თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო?

მოდელობა ჩემი წარსულია, თუმცა ყოველთვის მიყვარდა ეს სფერო. რაც შეეხება მომღერლობასა და ტელეწამყვანობას, ეს ჩემი აწმყოა. ასე რომ, ორივე ძალიან სასიამოვნო საქმიანობაა ჩემთვის.

როგორ გაიხსენებთ მოდელად ყოფნის პერიოდს?

იყო ბევრი ჩვენება, ბევრი სამუშაო, რეკლამები, ფოტოსესიები, კარგი ანაზღაურება. მგონი, მაშინ უკეთესი იყო ეს პროფესია. რაც მთავარია, ჩემი თაობის ერთ-ერთი წამყვანი მოდელი ვიყავი.

რატომ არ დარჩა თიკა სცენაზე, როგორც აქტიური მომღერალი? “ევროვიზიის” შესარჩევ კონკურსზე რამდენჯერმე მიიღეთ მონაწილეობა. თქვენი აზრით, რატომ ვერ მოხვდით ძირითად კონკურსზე?

სიმართლე გითხრათ, როგორი სასიმღერო გარემო და პირობებიც არის, ისეთივე მდგომარეობაა. ზოგადად გამოცოცხლება სჭირდება ქართულ შოუბიზნესს და მეც, რაღა თქმა უნდა. “ევროვიზიის” კონკურსზეე კი ვერ მოვხვდი, რადგან ვერ გავიმარჯვე ადგილობრივ კონკურსზე!

როგორ დაიწყო თქვენი, როგორც ტელე-წამყვანის კარიერა? რა არის ამისთვის აუცილებელი?

არაერთ გადაცემაში მოვსინჯე წამყვანის ამპლუა, ისე არ მომხდარა, რომ პირდაპირ “ნიჭიერით” დაწყებულიყო ჩემი ამ პროფესიით გამოჩენა. თუმცა “ნიჭიერმა” სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა ყოველივე ეს… ინტელექტი, აღზრდა, გულწრფელობა, იმპროვიზაციის უნარი, დამოკიდებულება, პასუხისმგებლობის შეგრძნება და, რა თქმა უნდა, პრაქტიკაც კვალს ტოვებს.

“ნიჭიერის” მაყურებელს თქვენი ემოციური გულშემატკივრობა კარგად ახსოვს. რა განცდა გეუფლებათ ამ დროს?

რასაც გამოვხატავ კონკრეტულ მომენტში, სწორედ ის განცდა მაქვს შინაგანი. ჩემს მაყურებელს ემოციებს ყოველთვის ვუზიარებ.

როგორია თიკა ფაცაციას ერთი დღე?

ვარ მეუღლე, დედა, დიასახლისი და მუდამ ვცდილობ, ჩემი საქმიანობით ოჯახის წევრები არ დავაზარალო და სათანადო ყურადღება მიიღონ ჩემგან. რაც ევალება ქალს, ყველაფერს ვაკეთებ: დალაგება, დარეცხვა, დაუთოება… ყველა დღესასწაულს ერთად აღვნიშნავთ და აუცილებლად – სახლში!

რამდენად ხართ ჩართული შვილების აღზრდის პროცესში?

ეს ჩემი პრეროგატივაა და არც მიფიქრია, სხვისთვის გადამებარებინა. ამას, ბუნებრივია, კეთილი ადამიანების ხელშეწყობითა და დახმარებით ვაკეთებ, მაგრამ ყველაზე დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, ჩემი და ჩემი მეუღლისაა.

როგორ ასწრებთ ამდენ საქმეს და ახერხებთ, იყოთ აქტიური ერთდროულად კარიერასა და ოჯახშიც?

ეს ურთულესია, მაგრამ ვახერხებ, სრულყოფილად – ვერც ერთს, მაგრამ საკმარისად!

რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში რწმენას, ქრისტიანულ ცხოვრებას, თუ ყოფილხართ წმიდა ადგილების მოსალოცად?

ორჯერ ვიყავი იერუსალიმში და უზომოდ მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობის. მყავს ოთხი ნათლული:ნუცა,ანა,ნინო, ლუკა. საერთოდ, ქრისტიანული ცხოვრების შესახებ საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, უბრალოდ, მერიდება.

“თქვი, რას აპირებ,” – რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენგან?

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ერთად ვნახოთ სიახლეები.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • მაია says:

    ეს გოგო ძალიან მიყვააარს.თიკა ყოველივე საუკეთესოს გისურვებ,წინსვლას და გახარებას შენს ოჯახთAნ ერთად :*

  • მარიამო says:

    თინა შენ ხარ ყველაზე მაგარი გოგო ვგიჟდები შენზე. შEნში ყველაზე მეტად თავმდაბლობას ვაფასებ!

  • თამუნა says:

    ძალიან საყვარელი გოგოა და დასაფასებელია მისი თავმაბლობა…სხვა მის ადგილზე დაიწყებდა იაზე საუბარს თუ როგორი მორწმუნეა და ა. შ. კარგი ადამიანი ჩანხარ..უფალმა დაგლოცოს და გაგძლიეროს..იხარე ორსავე სოფელსა შინა..

  • ანა სულაბერიძე says:

    თიკა კეთილშობილების განსახიერება ხარ, დაგლოცოს უფალმა…:)

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.