მთავარი » ჯანმრთელობა

თიაქარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.08.2012 93 კომენტარი | 114,166 ნახვა

თიაქარი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს განეკუთვნება. პოტენციური თიაქარის მატარებელია ყოველი მე–4 – მე-5 მოსახლე. მიუხედავად ასაკისა და სქესისა, მარტივად რომ ვთქვათ, თიაქარისგან დაზღვეული არავინაა.

თიაქარიარსებობს სხვადასხვა სახის თიაქარი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია მუცლის თიაქარი. ეს არის მუცლის ბუნებრივი, ან პათოლოგიური ხვრელებიდან, მენჯის ფსკერიდან, დიაფრაგმიდან პერიტონეუმით დაფარული ორგანოების კანქვეშ გამოსვლა. თიაქარის კომპონენტებია: თიაქრის პარკი, თიაქრის კარი და თიაქრის შიგთავსი (მუცლის ღრუს ორგანოები). დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვით მუშაობა, სიმძიმეების აწევა და კიდევ სხვა მრავალი ფაქტორი. უფრო დაწვრილებით ამ დაავადების შესახებ “ამბიონს” ექიმი ზოგადი ქირურგი გიორგი კორახაშვილი ესაუბრა:

თიაქარის ტიპები

“არსებობს ჩაუჭედავი და ჩაჭედილი, ასევე, ჩასწორებადი და ჩაუსწორებელი თიაქარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩაუსწორებლისა და ჩაჭედილის განსხვავება, რადგან ჩაჭედვა იწვევს მწვავე გაუვალობას, ნაწლავის ნეკროზსა და განგრენას, პერიტონიტს. თუ შინაგან ორგანოთა დიდი ნაწილი ხანგრძლივად მდებარეობს თიაქრის პარკში, თიაქარს უწოდებენ გიგანტურს.

ასევე, გამოყოფენ მუცლის გარეთა (გვხვდება მოსახლეობის 3-4 %-ში) და შიგნითა, თანდაყოლილსა და შეძენილ თიაქრებს. შეძენილი თიაქრები იყოფა ძალისმიერ (მუცლის შიდა წნევის მკვეთრი მომატება) და სისუსტით გამოწვეულ (კუნთების ატროფია, ტონუსის დაქვეითება, მაგ.: მოხუცებულ და დასუსტებულ პირებში) თიაქრებად.

მუცლის ყველაზე ხშირი თიაქრებია: საზარდულის თიაქარი – 75%, ბარძაყის თიაქარი – 8%, ჭიპის თიაქარი – 4%, პოსტოპერაცული (ანუ მუცლის ღრუს სხვადასხვა გადატანილი ოპერაციების შემდგომ განვითარებული) თიაქრები – 12%. სხვა სახის თიაქრები შეადგენს 1%-ს, მათ შორისაა თეთრი ხაზის (ანუ მუცლის შუა ხაზის) თიაქარიც. კაცებში ხშირად აღინიშნება საზარდულის თიაქარი, ქალებში _ ბარძაყისა და ჭიპის თიაქრები.

თიაქარის განვითარება და სიმპტომები

თიაქარის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს წინასწარგანმწყობი და წარმომქმნელი.

წინასწარგანწყობის ფაქტორებს მიეკუთვნება: მემკვიდრეობა, ასაკი (მაგ.: მუცლის წინა კედლის სისუსტე 1 წლამდე ბავშვებში, მუცლის კედლის ქსოვილების ატროფია მოხუცებში), სქესი (მენჯის აგებულების თავისებურება და ბარძაყის რგოლის დიდი ზომები ქალებში, საზარდულის მიდამოს სისუსტე და საზარდულის არხის თავისებურება კაცებში), ნაკვებობა (სწრაფი გახდომა), მუცლის კედლის ტრავმა, პოსტოპერაციული ნაწიბურები, მუცლის კედლის ნერვების დამბლა. ეს ფაქტორები განაპირობებენ მუცლის კედლის დასუსტებას.

წარმომქმნელი ფაქტორები იწვევენ მუცლის შიდა წნევის მომატებას. მათ მიეკუთვნება მძიმე ფიზიკური შრომა, რთული მშობიარობა, შარდვის გაძნელება, შეკრულობა, ხანგრძლივი ხველა. მუცელშიდა წნევის მომატება შეიძლება იყოს ერთჯერადი და უეცარი (სიმძიმის აწევა), ან ხშირად – განმეორებადი (ხველა).

თანდაყოლილი თიაქრების განვითარების მიზეზებია მუცლის კედლის განუვითარებლობა მუცლადყოფნის პერიოდში.
სწორედ ამ ფაქტორთა ზემოქმედებით მუცლის კედლის იმ ბუნებრივ, ან პათოლოგიურ ხვრელებში ხდება თიაქრის პარკისა და მისი შიგთავსის გამოსვლა კანქვეშ, რაც გამოვლინდება თიაქრის მიდამოში გამობერილობითა და ტკივილით გაჭინთვის, ხველის, ფიზიკური დაძაბვის, სიარულის, ვერტიკალური მდებარეობის დროს. გამობერილობა ქრება, ან მცირდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ან ხელით ჩასწორების შემდეგ. მოცულობითი წარმონაქმნი თანდათან იზრდება ზომაში, იღებს ოვალურ ან მრგვალ ფორმას. მუცლის შიდა წნევის მკვეთრი მომატების მომენტში მწვავედ წარმოქმნილი თიაქრების დროს ავადმყოფი გრძნობს ძლიერ ტკივილს თიაქრის მიდამოში, აღმოაჩენს უეცრად წარმოქმნილ გამობერილობას მუცლის წინა კედელზე და იშვიათად – სისხლჩაქცევებს მიმდებარე ქსოვილში“.

– რა ასაკში ყალიბდება ყველაზე ხშირად თიაქარი?

ყველაზე ხშირად თიაქრები გვხვდება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. ავადმყოფთა რიცხვი თანდათან მცირდება 10 წლის ასაკამდე, ხოლო შემდეგ კვლავ იზრდება და მაქსიმუმს აღწევს 30-40 წლისთვის. მოხუცებში, ასევე, აღინიშნება თიაქრის მქონე ავადმყოფთა რიცხვის ზრდა.

– რა პროფილაქტიკური საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ თიაქარის განვითარება?

ბავშვებში თიაქრის განვითარების პრევენციისთვის საჭიროა ჩვილი ბავშვების ჰიგიენის დაცვა: ჭიპის მიდამოს სწორი მოვლა, რაციონალური კვება, ნაწლავების მოქმედების მოწესრიგება. მოზრდილებში აუცილებელია რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, რაც საჭიროა როგორც კუნთების, ისე მთელი ორგანიზმის გასაძლიერებლად.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პირთა ადრეულ გამოვლენას, რომელთაც აღენიშნებათ მუცლის თიაქრები და საჭიროა ოპერაციული მკურნალობის ჩატარება გართულებების განვითარებამდე. ამისათვის საჭიროა მოსახლეობის, კერძოდ, მოსწავლეებისა და მოხუცების პროფილაქტიკური დათვალიერება.

– რა გართულებები ახლავს ამ დაავადებას?

თიაქრის ყველაზე საშიში და ხშირი გართულებაა მისი ჩაჭედვა, რაც სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, რადგანაც ჩაჭედილი ორგანოები (ხშირად – წვრილი ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი, დიდი ბადექონი, იშვიათად – შარდის ბუშტი, საკვერცხეები და სხვა ორგანოები) განიცდიან ზეწოლას; იხშობა მათი მკვებავი სისხლძარღვების სანათურები, რაც მალე იწვევს ჩაჭედილი ორგანოს ნეკროზს, განგრენას და ვითარდება პერიტონიტი – უმძიმესი გართულება, რაც მაღალი ინვალიდიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით ხასიათდება. ჩაჭედვის სიმპტომებია: ძლიერი ტკივილი თიაქრის მიდამოში; თიაქარული გამობერილობა შეხებისას ძლიერ მტკივნეული, დაჭიმული, ნაკლებადმოძრავი და ჩაუსწორებელია. არ უნდა აგვერიოს უბრალოდ ჩაუსწორებელ თიაქარში, რომელიც არ არის მტკივნეული, დაჭიმული, ნაწილობრივ ჩასწორებადია და არ ხდება შიგთავსის ნეკროზი. ამ დროს ჩაუსწორებლობა გამოწვეულია შიგთავსის შეხორცებებით.

ასევე, თიაქრის გართულებებს მიეკუთვნება: ჩაუსწორებლობა, კოპროსტაზი, ანუ განავლოვანი მასების შეყოვნება მსხვილ ნაწლავში, თიაქრის ანთება, რაც ართულებს მის მკურნალობას და მოითხოვს უფრო გაფართოებულ ქირურგიულ ჩარევებს, ვიდრე ეს ხდება გაურთულებელი თიაქრების შემთხვევაში.

მკურნალობა

ბავშვებში ჭიპის თიაქრის დროს მიმართავენ კონსერვატიულ მკურნალობას, რაც მდგომარეობს ნახვევების გამოყენებაში. მოზრდილებში გამოიყენება სხვადასხვა სახის ბანდაჟი, რის ხმარებასაც ურჩევენ იმ ავადმყოფებს, რომელთა ოპერაცია შეუძლებელია (გულის, ფილტვების, თირკმლების ქრონიკული დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში, ღვიძლის ციროზი, დერმატიტი, ეგზემა, ავთვისებიანი წარმონაქმნები). ბანდაჟი ეწინააღმდეგება შინაგანი ორგანოების გამოსვლას თიაქრის პარკში და ხელს უწყობს თიაქრის კარის დროებით დახშობას. ბანდაჟის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ჩასწორებადი თიაქრების შემთხვევაში. მისმა ხანგრძლივმა ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის კედლის ატროფია, შინაგანი ორგანოებისა და თიაქრის პარკის შეხორცება, ანუ ჩაუსწორებელი თიაქრის განვითარება.

თიაქრის მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია. ის ორ ეტაპიანია: პირველი ეტაპი მოიცავს თიაქარკვეთას, მისი შიგთავსის სიცოცხლისუნარიანობის შეფასებასა და ჩაბრუნებას მუცლის ღრუში, ან რეზექციას, ხოლო მეორე ეტაპი – თიაქარპლასტიკას, რაც გულისხმობს თიაქრის კარის (ბუნებრივი, თუ პათოლოგიური ხვრელების) შევიწროებას, ან დახშობას, რომ აღარ მოხდეს მათი გავლით კვლავ თიაქრის განვითარება. თიაქარპლასტიკა სრულდება ან ადგილობრივი ქსოვილებით, ან ხელოვნური ბადეების გამოყენებით. ეს უკანასკნელი დღეს მთელ მსოფლიოში აღიარებულ ყველაზე საიმედო მეთოდად იქცა.

ოპერაცია, როგორც წესი, ტარდება ადგილობრივი, სპინური, ან ზოგადი გაუტკივარების ქვეშ, სიტუაციის მიხედვით.

– როდის არის აუცილებელი თიაქარის ოპერაცია და რამდენად რთული ოპერაციაა?

ქირურგიული მკურნალობა უალტერნატივოა და ისეთი მძიმე გართულებების პროფილაქტიკური საშუალებაა, როგორიცაა თიაქრის ჩაჭედვა, ანთება და სხვა. რაც ადრე ჩატარდება ოპერაცია, მით ნაკლებია გართულებების განვითარების ალბათობა.

რაც შეეხება ჩაჭედილ თიაქარს, მისი მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია, კეთდება დაუყოვნებლივ (ჩაჭედვიდან პირველ 2 საათში), სასიცოცხლო ჩვენებით.

ექიმის რჩევა:

ჩვენი რჩევაა, თიაქრის წარმოქმნისთანავე მიმართოთ ქირურგს, რათა დროულად, გართულებების განვითარებამდე მოხდეს ოპერაციული მკურნალობის დაგეგმვა.

ჩაჭედვის შემთხვევაში ავადმყოფებმა დაუყოვნებლივ, პირველივე წუთებში უნდა მიმართონ ქირურგიულ დაწესებულებას, რადგან თავიდან აიცილონ სასიკვდილო გართულებები. განსაკუთრებით დაუშვებელია ჩაჭედილი ორგანოს ჩასწორების თვითნებური მცდელობა, რამაც შესაძლოა მისი გაგლეჯვა გამოიწვიოს.

ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია.
გისურვებთ ჯანმრთელობას.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

93 კომენტარი »

  • mogesalmebit.dedachems akvs muceli zalian gaberili.iketebs bandajs.azlevs cnevebs,ar midis ekimtan eshinia da ucitldeba xshirad pexi.ise aris mucelze gassiebuli rom gegoneba 8 tvis orsuli.chips verc ki icnobt ra organoa.vis mivmarto da ras urchevdit.ekimtan ro mivides aucileblad sascrafod daacvenen.zalian cudad aris da ra camali sheizleba miigos.

    • ნანა says:

      გამარჯობათ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ტკივილი ვიგრძენი თიაქარის საზარდულის არეში გამობერილი მქონდა.რამოდენიმე საათის შემდეგ ჩაწყნარდა დღეს ისევ ისე მაქვს გამობერილი ცოტა ტკივიოი და ღებინებმს შეგრძნება რას მი

      რჩევთ მადლობთ

  • maia says:

    mshvidoba da janmrteloba nu mogishalot gamchenma dzalam.
    tqventan maqvs erti satxovari, gtxovt gamarkviot shemdeg sakitxshi:
    tuki sheidzleba rom kisershi ichinos tavi tiaqarma, dachimos kuntebi da tavi moabrunos gverdit da magla awios, gamoiwvios dzlieri tkivilebi da drogamoshvebit (dzalian ishviatad) tavi daabrunos sawyis mdgomareobashi tkivilebis odnav shemsubuqebit, AM SHEMTXVEVASHI ADAMIANMA ROGOR UNDA IMKURNALOS DA RA SHEDEGS MIIGEBS MKURNALOBIS DASRULEBISAS.
    dzalian gtxovt pasuxi gamecit.
    ugrmesi madloba.

  • ქრისტინე says:

    მოგესალმებით,დღეს ჩემს პატარას მუცელზე აღმოვუჩინე პატარა “შარიკი”ჭიპის თავზე.დაწოლილს არაფერი ეტყობა როგორც წამოვაჯენ მაშინვე ამოიბურცება “შარიკი”,რათქმუნდა ხვალვე ექიმს ვანახებ,მაგრამ ვერ მოვითმინე და ტქვენც მინდა მირჩიოთ როგორ მოვიქცე,თუ ეგეთი სიმპტომი აქვს თიაქარს?კუჭში ნორმალურად გადის,თითქოს ჩვეულებრივად,შევშინდი,გთხოვთ დახმარებას,ბავსვი წლინახევრის ბიჭია.გმადლობთ

  • leila says:

    gamarjobat shekitxva makvs aseti mshobiarobis mere mucelze chipis odnav magla gamichnda odnav gamoburculi ram. aucileblad tiaqaria? meugle meubneba eqimtan tavideto me ki meshinia albad operacia damchirdeba?

  • erekle says:

    13 wlis var 1.92 var simagleshi (kalatburteli) da tiaqari damemarta, dzalian mware tkvili damewyo da gamomebera chipis gverdit adgili marcxniv da naxevari saatis shemdeg gadamiara. eqimtan viyavi da travmas an varjishs daabrala. martlac bevrs vvarjishob.. eqoze vnaxet da marcxena kunti samjer txelia vidre marjvena (sadac tiaqaria), eqimma tqva sheidzleba amis gamagreba varjishito arada dzalian arminda kalatburtidan gamosvla da curvit sheidzlebao…….
    tqven ras mirchevt?
    Didi madloba

  • lela says:

    mogesalmebit chems das daudginda chipis tiaqari amitom operacia unda gaiketos mainteresebs sashishi xom araferia an sagangasho

  • ada says:

    ramodenime dgis cin gastroskopiuri gamokvlevit damidginda sxva diagnozebtan ertad kardialur rgolshi tiaqari,eqimisgan ver mivige amomcuravi da damakmayopilebeli pasuxebi garda imisa rom mitxra saoperacio ar xaro,gtxovt amixsnat ramdenad sashishia? ra gartuleba sheizleba moyves da vis mivmarto am etapze?sheizleba tu ara momavalshi gaxdes operaciuli chareva sachiro da zogadad rashi shemishlis xels misi arseboba am rgolshi? var 30clis gogo,dauojaxebeli… aseve damidginda eroziuli gastriti,duodeniti,refluqs ezofagiti 1-xarisxis,am yvelapertan aris tu ara kavshirshi am tiaqris carmoqmna? dzalian gtxovt iqneb gamcet pasuxi:((( did madlobas gixdit cinascar…

  • laliko says:

    gamarjobat erti shekitxva maqvs tqventan.sheizleba tuara rodesac tiaqari awuxebs adamians xshirad gebineba?ra siptomebi axlavs tan tu sheizleba dawvrilebit gviambot.

  • ნანა says:

    83 წლის ქალბატონს აწუხებს დიაფრაგმის თიაქარი. როგორ შეიძლება მოვხვდეთ კონსულტაციაზე ბატონ გიორგი კორახაშვილთან. გთხოვთ მომწეროთ მისი სრული კოორდინატები.

  • natia says:

    mogesalmebit…damidginda diafragmis saylapavi xvrelis tiaqari,eroziuli semoragiuli gastriti…aqimebi amomwurav pasuxs ver meubnebian gtxovt mitxrat am daavadebis shesaxeb,rogor unda moviqce,gankurnebadia tu ara da varjishi tu aris dasashvebi kerdzod presi

  • gocha says:

    Gamarjobat, marjvena bardzayis shignit mxares xalit isinjeba shemagrebuli kunti tu myesi ar vici, sirbils ar mishlis mara marjvena pexis magla awavisas mtkiva, xom ar aris es bardzayis tiaqari? Ra simptomebi axasiatebs bardzayis riaqars?

    • გიორგი კორახაშვილი says:

      გამარჯობა გოჩა. ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის. ზუსტი დიაგნოზის დასასმელად საჭიროა თქვენი გასინჯვა. როგორც წესი, ბარძაყის თიაქარი დამახასიათებელია ქალებისთვის, თუმცა მამაკაცებშიც გვხვდება. თუ სურვილი გექნებათ ჩემთან კონსულტაციის, შეგიძლიათ მომაკითხოთ თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერში მისამართზე: ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო დიღომში, მე-4 სართულზე. მობილური 599 203494 ზოგადი ქირურგი გიორგი კორახაშვილი

  • koba says:

    gamarjobat gamoberi maqvs marjvena mxares tedzos mosaxrelshi xelis shexebisas aris rbili tkivili miyveba zolad mtel sasqeso organoze mirchiet da mitxarit ra mchirs tu shegidzliat

    • გიორგი კორახაშვილი says:

      მოგესალმებით. ბოდიშით დაგვიანებული პასუხისთვის. სავარაუდოდ თქვენი დიაგნოზია საზარდულის თიაქარი, თუმცა უნდა გამოირიცხოს უროლოგიური პთოლოგიაც. ამისათვის საჭიროა თქვენი გასინჯვა. თუ სურვილი გექნებათ ჩემთან კონსულტაციის, შეგიძლიათ მომაკითხოთ თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერში მისამართზე: ლუბლიანას 5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო დიღომში, მე-4 სართულზე. მობილური 599 20349
      4 ზოგადი ქირურგი გიორგი კორახაშვილი

  • irma says:

    gamarjobat.sazardultan marcxena mxares ragac simagre gamichnda.romelic roca vwvebi titqos qreba siarulis dros ki isev chndeba.xelis shexebit mtkiva.exo gadavige da ar gamochnda ra iyo.savaraudod tiaqariao mitxres. mainteresebs vis unda vechveno zustad rom mitxras ra aris an ra unda gadavigo rom gamochndes ra maq shegidzliat mirchiot???

    • გიორგი კორახაშვილი says:

      ირმა, საჭიროა თქვენი გასინჯვა ზოგადი ქირურგის მიერ, რისთვისაც შეგიძლიათ მოგვმართოთ თბილისის ონკოდისპანსერში, რომელიც მდებარეობს: დიღმის მასივი, ლუბლიანას N5, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს მე-4 სართულზე. ზოგადი ქირურგი გიორგი კორახაშვილი.

  • ჯონი says:

    Gamarjobat var 17 wlis.RAC tavi maxsovs marcxena satesle parkshi maqvs tiaqari chamosuli satesle jirkvaltan ertad.aravitari tkivili ar maqvs.sazardulis tiaqaris shesaxeb 2 tvis win gavige DA 100%it var darwmunebuli ROM tiaqaria .mainteresebs dazianebuli iqneba tu Ara satesle jirkvali?.grxovt dzalian male mipasuxet.

  • გიორგი კორახაშვილი says:

    გამარჯობა ჯონი. თქვენ სავარაუდოდ გაქვთ თანდაყოლილი თიაქარი. მინდა დაგამშვიდოთ, რომ როგორც წესი, თიაქრის არსებობა ნაკლები ალბათობით აზიანებს სათესლე ჯირკვალს, მაგრამ, ამავე დროს, არსებობს საშიშროება თიაქრის ჩაჭედვის, რაც გაცილებით უფრო საშიში გართულებაა. როგორც სტატიაშია მოხსენიებული, ჩაჭედვის შემთხვევაში თიაქრის პარკში არსებული ორგანოები საშუალოდ 2 საათის განმავლობაში განიცდის კვდომას. ამ გართულების თავიდან აცილების მიზნით გირჩევთ, რაც შეიძლება დროულად მოიცილოთ აღნიშნული დაავადება გეგმიური ოპერაციის გზით.

    • ჯონი says:

      გმადლობთ,როგორც კი გავიგე სპორტს(ფეხბურთს) შევეშვი,ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება სპორტს დავუბრუნდე?
      ალბად დატვირთვისთვის ბადის გარეშე გაკეთება ჯობია.

  • გიორგი კორახაშვილი says:

    ოპერაციიდან 6-12 თვეში შესაძლებელია აქტიურ სპორტს დაუბრუნდეთ. რაც შეეხება ბადეს, ის ზრდის ოპერაციული ჩარევის გარანტიებს (რათა არ მოხდეს დაავადების რეციდივი), თუმცა ახალგაზრდა ასაკში შესაძლებელია პლასტიკა ჩატარდეს ბადის გარეშეც.

    • ჭონი says:

      კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

      • ჭონი says:

        ვიყავი ქირურგთან და ვარიკოცელე დამიდგინეს თიაქარი არ მქონია,ვარიკოცელეს ოპერაციის შემდეგ რამდენ ხაჯში შევძლებ ფეხბურთს დავუბრუნდე.
        ამ ოპერაციის შემდეგ თუ დაუბრუნდება სათესლე ჭირკვლების სისხლ ძარღვებს ნორმალური ფორმა და რა მეთოდით კეთდება ოპერაცია?

        • გიორგი კორახაშვილი says:

          ვარიკოცელე უროლოგიური ოპერაციაა, რომელიც უფრო ადრეულ რეაბილიტაციას ექვემდებარება. სრულ დატვირთვას 3-დან 6-თვემდე უბრუნდება ავადმყოფი, თუმცა ძალოვანი დატვირთვები შეიძლება იქცეს რეციდივის მიზეზად.

  • ჭონი says:

    ექიმმა მითხრა რომ სპორცმენებისთვის სავალდებულო არაა ოპერაცია თუ ის სპერმის ხარისხზე არ მოქმედებს,რეგულარულად უნდა ჩავიტარო სპერმის ანალიზი და თუ არასასურველი შედეგი იქნება ოპერაცია მაშინ გავიკეთო ოპერაცია
    თქვენ რა აზრის ხართ ამაზე.
    თუ ოპერაციის შემდეგაც არ შეიძლება მუდმივი დატვირთვა იქნებ ფეხბურთს შევეშვა და მხოლოდ ფიტნეს კლუბში ვიარო და მსუბუქად ვივარჭიშო ოპერაციის შემდეგ 1 წლის ან უფრო მეტის გასვლის შემდეგ. სწორად გამიგეთ უბრალოდ სპორტის გარეშე არ შემიძლია.

  • გიორგი კორახაშვილი says:

    სწორი რჩევაა. თუმცა, როგორც წესი, ძალოვანი დატვირთვები ხშირად აუარესებენ აღნიშნულ პათოლოგიას. ამიტომ მუდმივად უნდა გქონდეთ აყვანილი თქვენი დაავადება კონტროლზე; გარკვეული პერიოდულობით უნდა დადიოდეთ სპეციალისტთან კონსულტაციაზე, რადგან არ გამოგეპაროთ დაავადების პროგრესი.

      • ჯონი says:

        ისევ მე გაწუხებთ ბოდიშს გიხდით,რომ ჩემი შეკითხვა ისევ არ უკავშირდება კონკრეტულ თემას…….. .არ მინდოდა ფიზიკური დატვირთვების მუდმივი შეზღუდვის ქვეშ ვყოფილიყავი ვარიკოცელეს ოპერაცია უკვე 4 დღეა გავიკეთე ,ჯერ-ჯერობით მგონი ყველაფერი ნორმალურადაა,ფიზიკური დატვირთვა 1.5 თვით ამიკრძალეს,მე მაინც ვარჯიშის გაგრძელებას 12 თვის შემდეგ ვაპირებ,ექიმთან ვიზიტი რამდენიმე დღის შემდეგ კი მაქვს დანიშნული’მაგრამ იქნებ ამ კითხვაზე მანამ თქვენ მიპასუხოთ: ოპერაციის შემდეგ სათესლე პარკი დაუბრუნდება თუ არა ჩვეულ ფორმას?

  • zura says:

    ukacravad eqimo mgoni tiaqari makvs . mtkiva marjvena mxareshi roca simdzimes avwev da marjvena pexs mqachavs ase rom vtkvat.da sheidzleba es tiaqari ikos ? aucileblad mainteresebs pasuxi 17-wlis var tu ar shewuxdebit rom mipasuxot, da tu sheidzleba varjishis dawyeba .
    madloba winaswar

    • გიორგი კორახაშვილი says:

      გამარჯობა ზურა. თქვენ მიერ აღწერილი სიმპტომებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა საქმე გვქონდეს მართლაც თიაქართან ჩამოყალიბების სტადიაში. თუ ეს ასეა, მაშინ ძალოვანმა ვარჯიშმა შესაძლოა მდგომარეობა უფრო გააუარესოს. გამოსარიცხია სხვა პათოლოგიები. საჭიროა თქვენი გასინჯვა.

  • ციცი says:

    გამარჯობა.ჩემი კითხვა ასეთია.იყო კვირაა დედამ რაც საზარდულის თიაქრის ოპერაცია გაიკეთა და სითხე უგროვდება,მივდივართ ამოუღებს ექიმი სითხეს,სახლში მოვდივართ ისევ უგროვდება.ექიმი ამბობს იცისო ბადემო,უცხო სხეულია ორგანიზმშიო და მაინტერესებს მართლა ასეა თუ არა და რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ასე?

    • გიორგი კორახაშვილი says:

      გამარჯობა ციცი. ამ მდგომარეობას სერომა ჰქვია და არცთუ იშვიათად ვითარდება ბადის, ანუ უცხო სხეულის იმპლანტაციისას ორგანიზმში. ესაა ერთგვარი რეაქცია უცხო სხეულზე. სრულიად მართებულია მისი პერიოდული ევკუაცია, რადგან არ მოხდეს ბადის ინფიცირება. ეს ხშირად დროში გაწელილი პრცესია, მაგრამ შედეგიანი, თუკი შენრჩუნდება ბადის სტერილობა. ამგვარად, თქვენ შემთხვევაში ყველაფერი მართებულად ხდება. უბრალოდ უნდა აღიჭურვოთ მოთმინებით და მიჰყვეთ ექიმის რჩევებს.

  • ნათია says:

    გამარჯობათ. საზარდულის თიაქარი მგონი,რამოდენიმე წელია მაქვს.ეხლა ტკივილს ისჰვიატად ვგრდზნობ,გამობერილიც აგარ არის,საშიშია,ეხლა გავიგე ამის შესახებ,გთხოვთ მითხარით.

    • გიორგი კორახაშვილი says:

      გამარჯობა ნათია, ზოგჯერ ხდება ისე, რომ თიაქრის კარი სპონტანურად იხურება. ყველა ვარიანტში საჭიროა თქვენი გასინჯვა თიაქრის კარის გამოსავლენად. თუ კი ის კიდევ არსებობს, მაშინ არის საშიშროება, რომ თიაქრული წარმონაქმნი კვლავ გამოვიდეს კანქვეშ, მაგალითად: სიმძიმის აწვისას, დაძაბვისას, გაჭინთვისას და სხვა.

  • ჯონი says:

    ისევ მე გაწუხებთ ბოდიშს გიხდით,რომ ჩემი შეკითხვა ისევ არ უკავშირდება კონკრეტულ თემას…….. .არ მინდოდა ფიზიკური დატვირთვების მუდმივი შეზღუდვის ქვეშ ვყოფილიყავი ვარიკოცელეს ოპერაცია უკვე 4 დღეა გავიკეთე ,ჯერ-ჯერობით მგონი ყველაფერი ნორმალურადაა,ფიზიკური დატვირთვა 1.5 თვით ამიკრძალეს,მე მაინც ვარჯიშის გაგრძელებას 12 თვის შემდეგ ვაპირებ,ექიმთან ვიზიტი რამდენიმე დღის შემდეგ კი მაქვს დანიშნული’მაგრამ იქნებ ამ კითხვაზე მანამ თქვენ მიპასუხოთ: ოპერაციის შემდეგ სათესლე პარკი დაუბრუნდება თუ არა ჩვეულ ფორმას?

  • Nino says:

    upirveles yovlisa mogesalmebit.am kitxvaze tu gamcemt pasuxs did madlobas mogixdit.chipis tiaqris operacias ra tanxa chirdeba?

  • Natka says:

    Gamarjoba chems meugles aqvs bavshvobashi sazardulze tiaqaris operacia gaketebuli 2 jer da orivejer ert mxares, ramdenad sheidzlleba es ikos ushvilobis mizezi?

    • გიორგი კორახაშვილი says:

      გამარჯობა. ამ შეკითხვას ასე მარტივად ვერ ვუპასუხებთ. თუკი მეორე ჯირკვალი ჯანმრთელია, თუნდაც ნაოპერაციები მხარე იყოს დაზიანებული, უშვილობა დიდი ალბათობით არ უნდა გამოეწვია. ყველა ვარიანტში უროლოგის, ანდროლოგის კონსულტაციაა საჭირო.

  • Lia says:

    Gamarjobat ukacravad mainteresebs risi simtomebi aris chipis tkivili da chipidan ragac sitxis bodiahi da sazizgari sunit. …gamonadeni gtzovt mipasuxot dzalian vgelav risi brali sheidzleba ikos?da aris tu ara sashishi

    • გიორგი კორახაშვილი says:

      მოგესალმებით სავარაუდოდ საქმე უნდა გვქონდეს ომფალოცელესთან. ამ შემთხვევაში მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა. შესაძლოა ეს იყოს დაუხურავი ურახუსი (კავშირი შარდის ბუშტთან), ან ე.წ ყვითრის სადინარი (კავშირი ნაწლავთან). საჭიროა გასინჯვა.

  • mari says:

    Mogesalmebit batono Giorgi. Chems shvils aqvs tandayolili Terri xazis tiaqari, samshobiaroshi gvitxres xeli AR axroto tavidan gakruli qonda ramodenime the da titqos agarc uchanda. Axla wlisa da sami tvisaa da isev amoeeia chip is zemot ovaluri pormis, AR aqvs aranairi simptomi. Dzalian gtxovt mirchiot Ra vqnat. Dzalian var sheahinebuli da dabneuli radgan upro metad gazrdili momechvena es amoberili nawili vidre dabadebisas qonda. Mxolod mashin uchans roca dawolilia da dachimuli aqvs muceli bags. Gtxovt mipasuxot.

    • გიორგი კორახაშვილი says:

      მოგესალმებით. უმჯობესია ბავშვი გაისინჯოს, რათა გაირკვეს თიაქრის არსებობა. თუ საქმე გვაქვს თეთრი ხაზის დიასტაზთან ის დროთა განმავლობაში მუცლის პრესის გამაგრებასთან ერთად შესაძლოა ალაგდეს, ხოლო თიაქარი საჭიროებს ოპერაციულ მკურნალობას. საჭიროა ბავშვთა ქირურგის კონსულტაცია.

  • Malxazi says:

    Mogesalmebit, bavshvobashi gavikete teaqris operacia da axla sul ramodenime dgea naoperacieb mxares tkivilebi mawuxebs da risi brali sheidzleba ROM iyves?

    • lola khubashvili says:

      mogesalmebit,gavikete operacia chipis tiaqari,nakerebi kargad makvs ,magram chipis shegnis aris infekcia.tvalit vxedav rom aris chirkis parkuchi ramdenad sashishie es kvelaperi gtxovt amixsnat

    • გიორგი კორახაშვილი says:

      საჭიროა თქვენი გასინჯვა, რათა გამოირიცხოს თიაქრის რეციდივი.

      • ნინო says:

        გამარჯობათ დედაჩემმა 5 თვის წინ გაიკეთა თირკმლის ოპერაცია.სამი თვის მერე მენჯთან აქვს დისკომფორტი.მკურნალ ექიმს რო ვკითხეთ გვითხრა რომ შეიძლება ნერვი მოყვა ნაკერშიო და შესაძლებელია თიაქარი იყოს? შესაძლებელია მუცლისეხოზე გამოჩნდეს თიაქარი?

  • mariami says:

    11 tvis gogona myavs exla daewyo jipi amosdis zevit myavda qirurgtan da mitxra ar aris tiaqario,aba ram sheidzleba gamoiwvipos zemot rom amosdis

  • irma says:

    3 da 5 wlis asakhsi gauketda skipptoxrizma(sworia)??shemdgom wyalmanks rom uzaxian,axla 12 wlisaa,hseizleba tu ara velosipeti da 18 wlamde kidev ramdenjeraa sajiro konsultacia,sportis romeli saxeba?winaswar madlobas gixdit

  • manana says:

    gamarjobat var 26 clis myavs 3 shvili agistoshi gaxda erti celi rac gavikete appendicitis operacia 4 5 tvea rac damecyo gaberiloba im adgilas es dxeebia ukve modzraobs rom davcvebimashin gamomdis aris rbili magram mtkivneuli da meqaveba eqimtan jer ar vopilvar gtxovt mipasuxot

  • თეონა says:

    გამარჯობათ.მაინტერესებს რამდენად რთულია თიაქარი ფილტვზე და ოპერაციის დროულად გაკეთების შემდეგ შეიძლება სხვა რამე სირთულესთან გვქონდეს საქმე?და ზოგადად რთული ოპერაციაა?მადლობააა

    • გიორგი კორახაშვილი says:

      მოგესალმებით. ეს ოპერაცია საშუალო სირთულის ოპერაციათა კატეგორიას განეკუთვნება. თავად პათოლოგია შედარებით იშვიათია. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ გულმკერდის ქირურგს.

  • Nino says:

    Gamarjobat.me maqvs chpis tiaqari gaketebuli.chipi daxuruli maqvs.exla gavige orsulad var raime gartulebas xoar gamoiwvevs.an nakods sashishroeba xoar daemuqreba.

  • Diana says:

    Gamarjoba..chems meughles aqvs tiaqari ertert satesle jirkvalze.utxres rom saoperacio iyo da vinaidan avghanetshi midioda es droebit gadado.magram axla dasieba da tkivili daewyo.operacia rogorc vici sakmaod dzviri jdeba da ras mirchevdit romel klinikas mivmartot.da sachqaroa tu ara operacia.

    • გიორგი კორახაშვილი says:

      ოპერაცია დროულად არის გასაკეთებელი თიაქრის ჩაჭედვის და სხვა გართულებების დროულად თავიდან ასაცილებლად. რაც შეეხება მის ფინანსურ მხარეს, ეს არცთუ ისე მიუღწეველია; მას საყოველთაო დაზღვევა და სხვა სადაზღვევო კომპანიები აფინანსებენ. უნდა მომართოთ ქირურგიულ კლოინიკას. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მომმართოთ ონკოდისპანსერში ლუბლიანას 5. რკინიგზის საავადმყოფო IV სართული.

  • Nuciko says:

    Gamarjobat icirisgarkvevaminda ai sasqeso prganozemaaqvs sharikigamoauli da dzan mtkinveulia ver gavige raars tiaqari chirkvali gtxovt damexmaret gameebsmatenebiebs siaruliadrosacmtkiva misivdeba

    • გიორგი კორახაშვილი says:

      მოგესალმებით ნუციკო.
      დიდი ალბათობით, ეს შეიძლება იყოს ბართოლინიტი, ეს ერთგვარი ჯირკვლის ანთებაა, რაც შეიძლება მისი დახშობით იყოს გამოწვეული; უმჯობესია, დაუყოვნებლივ მიმართოთ გინეკოლოგს!

  • ine-70@mail.ru says:

    გამარჯობათ. მუცლის ღრუში გამიჩნდა თიაქარი ოპერაციიდან ოთხ თვეში. რა ღირს თქვენთან ოპერაცია და კონსულტაცია ფასიანია?

  • tiko says:

    gamarjoba var 3tvis orsuli da marcxena mxares damidgines tiaqari sashishia

    • გიორგი კორახაშვილი says:

      მოგესალმებით თიკო. აღნიშნული პათოლოგია ნამდვილად საყურადღებოა. ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი მეანი. მშობიარობის დროს გასათვალისწინებელია მისი არსებობა. ჩაჭედვის შემთვევაში უნდა შესრულდეს სასწრაფო ოპერაცია. სხვა შემთხვევაში, მშობიარობის შემდეგ უნდა დაიგეგმოს თიაქაკვეთის და პლასტიკის ოპერაცია.

  • დავით says:

    გამარჯობა, მაინტერესებს, საზარდულის თიაქარმა, მამაკაცებში, შესაძლებელია რომ სექსუალური პრობლემები გამოიწვიოს??? ერექციის პრობლემა მაგალითად.

    • გიორგი კორახაშვილი says:

      მოგესალმებით დავით. როგორც წესი ამ დარღვევის პირდაპირი მიზეზი თიაქარი არ არის, თუმცა ხელშემწყობი ფაქტორი, შესაძლოა, იყოს.

  • nukri says:

    gamarjoba..yvelapers sauketesos gisurvebt..eqimma mitxra kuchshi gaqvs tiaqario..vedzeb statiebs kuchis tiaqris shesaxeb da verapers mivageni. dzalian gtxovt mipasuxet arsebobs saertod msgavsi tiaqarii?

    • გიორგი კორახაშვილი says:

      მოგესალმებით ნუკრი. ალბათ, საუბარია დიაგრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარზე, როდესაც კუჭის ან ნაწლავის ნაწილობრივი გადანაცვლება ხდება მუცლის ღრუდან გულმკერდის ღრუში ამ ხვრელის გავლით. დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა გულმკერდისა და მუცლის ღრუს რენტგენოკონტრასტული კვლევის ჩატარება ქირურგის კონსულტაციით.

  • ნინო says:

    გამარჯობატ თუ თაქარი ჩაუსწორებელია ოპერაცია გეგმიური იქნება თუ სასწრაფო? იმ პირობებში რომ ეს თაქარი არავითარ პრობლემას არ უქმნის პაციენტს

    • გიორგი კორახაშვილი says:

      მოგესალმებით, ჩაუსწორებელი თიაქარი გეგმიურ ქირურგიულ მკურნალობას საჭიროებს (განსხვავებით ჩაჭედილისგან, რომელსაც სასწრაფო-გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება). თუმცა გართულებების თავიდან ასაცილებლად სასურველია მისი დროული ქირურგიული მკურნალობა.

  • Nika says:

    Ganarjoba chem shvils bichs sasqeso organo anu 1 kvercxi aqvs didi da meore chveul mdgomareobashi da shizleba rom es tinqari iyos an tuicit mitxarit ratomaqvs ase

    • გიორგი კორახაშვილი says:

      მოგესალმებით ნიკა. სათესლე ჯირკვლების ზომიერი ასიმეტრია დასაშვები ნორმაა, თუმცა ამის მიზეზი შეიძლება ასევე იყოს სხვადასხვა პათოლოგიაც, მათ შორის თიაქარიც. აჯობებს მაინც სპეციალისტის მიერ გასინჯვა, რომ გამოირიცხოს პათოლოგია.

  • ნინო says:

    5თვის წინ გავიკეთე ოპერაცია ბარძაყის თაქარის ჩამიდეს ხელოვნური ბადე როგორც ექიმმა ამიხსნა .ოპერაციიდან 3 თვის შემდეგ ბრონხიტი მქონდა ძლიერი ხველით ვატყობ რაგაც სიმაგრე არის შიგნიტ პატარა შარიკი პერიოდულად ისინჯება .შეიძლება რომ ხელმეორედ იყოს თიაქარი გამოსული.?რას მირჩევტ ეხოსკოპიაზე ხომ არ გადავამოწმო

    • გიორგი კორახაშვილი says:

      მოგესალმებით ნინო. შესაძლოა ეს სიმაგრე ბადის გამოც იყოს წარმოდგენილი, რაც, როგორც წესი, ოპერციიდან 1 წელიწადში ქრება. თუმცა დაზუსტების მიზნით ექოსკოპიის გაკეთება მიზანშეწონილია.

  • მარინა says:

    გამრჯობა,ჩემი შვილი მეუბნება რომ საშვილოსნოსთან კაკალივით აქცს გამობერილი, ვნახე მაგრამ არ ქონდა შემდეგ მან მითხრა რომ მაშინ ებერებოდა როცა პრესს ჭიმავდა, მართლაც აქვს გაჭიმვის დროს კაკალივით ბურთი ნახევარწრე ამოსული, რუთუ ეს თიაქარია ? ექიმთან მყავდა მაგრამ მაშინ ეს არ ვიცოდი ექიმმა გასინჯა და თქვა რომ არა ფერია, ექიმთან როცა წავიყვანე არ ვიცოდი კაკალივით არაღაცა რომ ქონდა მაგრამ იმიტომ მივიყვანე რომ ფეხის მოძრაობის დროს ეგ ადგილი ტკიოდა (სადაც ბურთივით რაღაცა ქონდა) მაგრამ ამობურცული არ ჩანდა, მაგრამ შემეშინდა ამიტომაც მივიყვანე. ახლა თქვენ გეკითხებით ეს თიაქაეი შეიძლება იყოს? 10წლის გოგონაა.

  • მარინა says:

    პატარა რომ იყო თიაქარი გადაიტანა საშვილოსნოს მეორე მხარეს უკვე პაპამისს 3 ჯერ ააქვს გაკეთებული ოპერაცია. ჩემ შვილს ბარხაყის ზემოთ აქვს საშვილოსნოს და ბარძაყს შუა გაკეთებული ადრე

  • გიორგი კორახაშვილი says:

    მოგესალმებით. შესაძლოა, თიაქარი იყოს. უნდა გაისინჯოს პაციენტი და გაურკვევლობის შემთხვევაში შეიძლება ექოსკოპიური გამოკვლევით დადგინდეს ზუსტი დიაგნოზი.

  • ნინი says:

    ეს კუზინის ზოგადი ქირურგიის წიგნიდან დაკოპირებული წინადადებებით საუბრობს თუ 100% ით დაემთხვა მათი საუბარი

  • გიორგი კორახაშვილი says:

    ძვირფასო ნინი,
    თანამედროვე მედიცინა ემყარება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ცოდნას, ანუ მხოლოდ საკუთარი გამოცდილება აღარაა ავტორიტეტული; და ეს ცოდნა და ინფორმაცია მოდის სახელმძღვანელოებიდან. ამიტომაც ამ ინტერვიუში მოცემული ინფორმაციაც შესაბამისობაშია თანამედროვე გამოცემებთან, მათ შორის კუზინის, შვარცის, გრინფილდის, ადამსის და სხვათა ავტორობით გამოშვებულ ქირურგიული სნეულებების სახელმძღვანელოებთან, ასევე განახლებულ გაიდლაინებთან.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი