მთავარი » ჯანმრთელობა

თიაქარი

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 03.08.201212 კომენტარი | 14,836 ნახვა

თიაქარი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს განეკუთვნება. პოტენციური თიაქარის მატარებელია ყოველი მე–4 – მე-5 მოსახლე. მიუხედავად ასაკისა და სქესისა, მარტივად რომ ვთქვათ, თიაქარისგან დაზღვეული არავინაა.

თიაქარიარსებობს სხვადასხვა სახის თიაქარი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია მუცლის თიაქარი. ეს არის მუცლის ბუნებრივი, ან პათოლოგიური ხვრელებიდან, მენჯის ფსკერიდან, დიაფრაგმიდან პერიტონეუმით დაფარული ორგანოების კანქვეშ გამოსვლა. თიაქარის კომპონენტებია: თიაქრის პარკი, თიაქრის კარი და თიაქრის შიგთავსი (მუცლის ღრუს ორგანოები). დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვით მუშაობა, სიმძიმეების აწევა და კიდევ სხვა მრავალი ფაქტორი. უფრო დაწვრილებით ამ დაავადების შესახებ “ამბიონს” ექიმი ზოგადი ქირურგი გიორგი კორახაშვილი ესაუბრა:

თიაქარის ტიპები

“არსებობს ჩაუჭედავი და ჩაჭედილი, ასევე, ჩასწორებადი და ჩაუსწორებელი თიაქარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩაუსწორებლისა და ჩაჭედილის განსხვავება, რადგან ჩაჭედვა იწვევს მწვავე გაუვალობას, ნაწლავის ნეკროზსა და განგრენას, პერიტონიტს. თუ შინაგან ორგანოთა დიდი ნაწილი ხანგრძლივად მდებარეობს თიაქრის პარკში, თიაქარს უწოდებენ გიგანტურს.

ასევე, გამოყოფენ მუცლის გარეთა (გვხვდება მოსახლეობის 3-4 %-ში) და შიგნითა, თანდაყოლილსა და შეძენილ თიაქრებს. შეძენილი თიაქრები იყოფა ძალისმიერ (მუცლის შიდა წნევის მკვეთრი მომატება) და სისუსტით გამოწვეულ (კუნთების ატროფია, ტონუსის დაქვეითება, მაგ.: მოხუცებულ და დასუსტებულ პირებში) თიაქრებად.

მუცლის ყველაზე ხშირი თიაქრებია: საზარდულის თიაქარი – 75%, ბარძაყის თიაქარი – 8%, ჭიპის თიაქარი – 4%, პოსტოპერაცული (ანუ მუცლის ღრუს სხვადასხვა გადატანილი ოპერაციების შემდგომ განვითარებული) თიაქრები – 12%. სხვა სახის თიაქრები შეადგენს 1%-ს, მათ შორისაა თეთრი ხაზის (ანუ მუცლის შუა ხაზის) თიაქარიც. კაცებში ხშირად აღინიშნება საზარდულის თიაქარი, ქალებში _ ბარძაყისა და ჭიპის თიაქრები.

თიაქარის განვითარება და სიმპტომები

თიაქარის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს წინასწარგანმწყობი და წარმომქმნელი.

წინასწარგანწყობის ფაქტორებს მიეკუთვნება: მემკვიდრეობა, ასაკი (მაგ.: მუცლის წინა კედლის სისუსტე 1 წლამდე ბავშვებში, მუცლის კედლის ქსოვილების ატროფია მოხუცებში), სქესი (მენჯის აგებულების თავისებურება და ბარძაყის რგოლის დიდი ზომები ქალებში, საზარდულის მიდამოს სისუსტე და საზარდულის არხის თავისებურება კაცებში), ნაკვებობა (სწრაფი გახდომა), მუცლის კედლის ტრავმა, პოსტოპერაციული ნაწიბურები, მუცლის კედლის ნერვების დამბლა. ეს ფაქტორები განაპირობებენ მუცლის კედლის დასუსტებას.

წარმომქმნელი ფაქტორები იწვევენ მუცლის შიდა წნევის მომატებას. მათ მიეკუთვნება მძიმე ფიზიკური შრომა, რთული მშობიარობა, შარდვის გაძნელება, შეკრულობა, ხანგრძლივი ხველა. მუცელშიდა წნევის მომატება შეიძლება იყოს ერთჯერადი და უეცარი (სიმძიმის აწევა), ან ხშირად – განმეორებადი (ხველა).

თანდაყოლილი თიაქრების განვითარების მიზეზებია მუცლის კედლის განუვითარებლობა მუცლადყოფნის პერიოდში.
სწორედ ამ ფაქტორთა ზემოქმედებით მუცლის კედლის იმ ბუნებრივ, ან პათოლოგიურ ხვრელებში ხდება თიაქრის პარკისა და მისი შიგთავსის გამოსვლა კანქვეშ, რაც გამოვლინდება თიაქრის მიდამოში გამობერილობითა და ტკივილით გაჭინთვის, ხველის, ფიზიკური დაძაბვის, სიარულის, ვერტიკალური მდებარეობის დროს. გამობერილობა ქრება, ან მცირდება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ან ხელით ჩასწორების შემდეგ. მოცულობითი წარმონაქმნი თანდათან იზრდება ზომაში, იღებს ოვალურ ან მრგვალ ფორმას. მუცლის შიდა წნევის მკვეთრი მომატების მომენტში მწვავედ წარმოქმნილი თიაქრების დროს ავადმყოფი გრძნობს ძლიერ ტკივილს თიაქრის მიდამოში, აღმოაჩენს უეცრად წარმოქმნილ გამობერილობას მუცლის წინა კედელზე და იშვიათად – სისხლჩაქცევებს მიმდებარე ქსოვილში“.

- რა ასაკში ყალიბდება ყველაზე ხშირად თიაქარი?

ყველაზე ხშირად თიაქრები გვხვდება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. ავადმყოფთა რიცხვი თანდათან მცირდება 10 წლის ასაკამდე, ხოლო შემდეგ კვლავ იზრდება და მაქსიმუმს აღწევს 30-40 წლისთვის. მოხუცებში, ასევე, აღინიშნება თიაქრის მქონე ავადმყოფთა რიცხვის ზრდა.

- რა პროფილაქტიკური საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ თიაქარის განვითარება?

ბავშვებში თიაქრის განვითარების პრევენციისთვის საჭიროა ჩვილი ბავშვების ჰიგიენის დაცვა: ჭიპის მიდამოს სწორი მოვლა, რაციონალური კვება, ნაწლავების მოქმედების მოწესრიგება. მოზრდილებში აუცილებელია რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, რაც საჭიროა როგორც კუნთების, ისე მთელი ორგანიზმის გასაძლიერებლად.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პირთა ადრეულ გამოვლენას, რომელთაც აღენიშნებათ მუცლის თიაქრები და საჭიროა ოპერაციული მკურნალობის ჩატარება გართულებების განვითარებამდე. ამისათვის საჭიროა მოსახლეობის, კერძოდ, მოსწავლეებისა და მოხუცების პროფილაქტიკური დათვალიერება.

- რა გართულებები ახლავს ამ დაავადებას?

თიაქრის ყველაზე საშიში და ხშირი გართულებაა მისი ჩაჭედვა, რაც სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, რადგანაც ჩაჭედილი ორგანოები (ხშირად – წვრილი ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი, დიდი ბადექონი, იშვიათად – შარდის ბუშტი, საკვერცხეები და სხვა ორგანოები) განიცდიან ზეწოლას; იხშობა მათი მკვებავი სისხლძარღვების სანათურები, რაც მალე იწვევს ჩაჭედილი ორგანოს ნეკროზს, განგრენას და ვითარდება პერიტონიტი – უმძიმესი გართულება, რაც მაღალი ინვალიდიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით ხასიათდება. ჩაჭედვის სიმპტომებია: ძლიერი ტკივილი თიაქრის მიდამოში; თიაქარული გამობერილობა შეხებისას ძლიერ მტკივნეული, დაჭიმული, ნაკლებადმოძრავი და ჩაუსწორებელია. არ უნდა აგვერიოს უბრალოდ ჩაუსწორებელ თიაქარში, რომელიც არ არის მტკივნეული, დაჭიმული, ნაწილობრივ ჩასწორებადია და არ ხდება შიგთავსის ნეკროზი. ამ დროს ჩაუსწორებლობა გამოწვეულია შიგთავსის შეხორცებებით.

ასევე, თიაქრის გართულებებს მიეკუთვნება: ჩაუსწორებლობა, კოპროსტაზი, ანუ განავლოვანი მასების შეყოვნება მსხვილ ნაწლავში, თიაქრის ანთება, რაც ართულებს მის მკურნალობას და მოითხოვს უფრო გაფართოებულ ქირურგიულ ჩარევებს, ვიდრე ეს ხდება გაურთულებელი თიაქრების შემთხვევაში.

მკურნალობა

ბავშვებში ჭიპის თიაქრის დროს მიმართავენ კონსერვატიულ მკურნალობას, რაც მდგომარეობს ნახვევების გამოყენებაში. მოზრდილებში გამოიყენება სხვადასხვა სახის ბანდაჟი, რის ხმარებასაც ურჩევენ იმ ავადმყოფებს, რომელთა ოპერაცია შეუძლებელია (გულის, ფილტვების, თირკმლების ქრონიკული დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში, ღვიძლის ციროზი, დერმატიტი, ეგზემა, ავთვისებიანი წარმონაქმნები). ბანდაჟი ეწინააღმდეგება შინაგანი ორგანოების გამოსვლას თიაქრის პარკში და ხელს უწყობს თიაქრის კარის დროებით დახშობას. ბანდაჟის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ჩასწორებადი თიაქრების შემთხვევაში. მისმა ხანგრძლივმა ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის კედლის ატროფია, შინაგანი ორგანოებისა და თიაქრის პარკის შეხორცება, ანუ ჩაუსწორებელი თიაქრის განვითარება.

თიაქრის მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია. ის ორ ეტაპიანია: პირველი ეტაპი მოიცავს თიაქარკვეთას, მისი შიგთავსის სიცოცხლისუნარიანობის შეფასებასა და ჩაბრუნებას მუცლის ღრუში, ან რეზექციას, ხოლო მეორე ეტაპი – თიაქარპლასტიკას, რაც გულისხმობს თიაქრის კარის (ბუნებრივი, თუ პათოლოგიური ხვრელების) შევიწროებას, ან დახშობას, რომ აღარ მოხდეს მათი გავლით კვლავ თიაქრის განვითარება. თიაქარპლასტიკა სრულდება ან ადგილობრივი ქსოვილებით, ან ხელოვნური ბადეების გამოყენებით. ეს უკანასკნელი დღეს მთელ მსოფლიოში აღიარებულ ყველაზე საიმედო მეთოდად იქცა.

ოპერაცია, როგორც წესი, ტარდება ადგილობრივი, სპინური, ან ზოგადი გაუტკივარების ქვეშ, სიტუაციის მიხედვით.

- როდის არის აუცილებელი თიაქარის ოპერაცია და რამდენად რთული ოპერაციაა?

ქირურგიული მკურნალობა უალტერნატივოა და ისეთი მძიმე გართულებების პროფილაქტიკური საშუალებაა, როგორიცაა თიაქრის ჩაჭედვა, ანთება და სხვა. რაც ადრე ჩატარდება ოპერაცია, მით ნაკლებია გართულებების განვითარების ალბათობა.

რაც შეეხება ჩაჭედილ თიაქარს, მისი მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია, კეთდება დაუყოვნებლივ (ჩაჭედვიდან პირველ 2 საათში), სასიცოცხლო ჩვენებით.

ექიმის რჩევა:

ჩვენი რჩევაა, თიაქრის წარმოქმნისთანავე მიმართოთ ქირურგს, რათა დროულად, გართულებების განვითარებამდე მოხდეს ოპერაციული მკურნალობის დაგეგმვა.

ჩაჭედვის შემთხვევაში ავადმყოფებმა დაუყოვნებლივ, პირველივე წუთებში უნდა მიმართონ ქირურგიულ დაწესებულებას, რადგან თავიდან აიცილონ სასიკვდილო გართულებები. განსაკუთრებით დაუშვებელია ჩაჭედილი ორგანოს ჩასწორების თვითნებური მცდელობა, რამაც შესაძლოა მისი გაგლეჯვა გამოიწვიოს.

ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია.
გისურვებთ ჯანმრთელობას.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

12 კომენტარი »

  • mogesalmebit.dedachems akvs muceli zalian gaberili.iketebs bandajs.azlevs cnevebs,ar midis ekimtan eshinia da ucitldeba xshirad pexi.ise aris mucelze gassiebuli rom gegoneba 8 tvis orsuli.chips verc ki icnobt ra organoa.vis mivmarto da ras urchevdit.ekimtan ro mivides aucileblad sascrafod daacvenen.zalian cudad aris da ra camali sheizleba miigos.

  • maia says:

    mshvidoba da janmrteloba nu mogishalot gamchenma dzalam.
    tqventan maqvs erti satxovari, gtxovt gamarkviot shemdeg sakitxshi:
    tuki sheidzleba rom kisershi ichinos tavi tiaqarma, dachimos kuntebi da tavi moabrunos gverdit da magla awios, gamoiwvios dzlieri tkivilebi da drogamoshvebit (dzalian ishviatad) tavi daabrunos sawyis mdgomareobashi tkivilebis odnav shemsubuqebit, AM SHEMTXVEVASHI ADAMIANMA ROGOR UNDA IMKURNALOS DA RA SHEDEGS MIIGEBS MKURNALOBIS DASRULEBISAS.
    dzalian gtxovt pasuxi gamecit.
    ugrmesi madloba.

  • ქრისტინე says:

    მოგესალმებით,დღეს ჩემს პატარას მუცელზე აღმოვუჩინე პატარა “შარიკი”ჭიპის თავზე.დაწოლილს არაფერი ეტყობა როგორც წამოვაჯენ მაშინვე ამოიბურცება “შარიკი”,რათქმუნდა ხვალვე ექიმს ვანახებ,მაგრამ ვერ მოვითმინე და ტქვენც მინდა მირჩიოთ როგორ მოვიქცე,თუ ეგეთი სიმპტომი აქვს თიაქარს?კუჭში ნორმალურად გადის,თითქოს ჩვეულებრივად,შევშინდი,გთხოვთ დახმარებას,ბავსვი წლინახევრის ბიჭია.გმადლობთ

  • leila says:

    gamarjobat shekitxva makvs aseti mshobiarobis mere mucelze chipis odnav magla gamichnda odnav gamoburculi ram. aucileblad tiaqaria? meugle meubneba eqimtan tavideto me ki meshinia albad operacia damchirdeba?

  • erekle says:

    13 wlis var 1.92 var simagleshi (kalatburteli) da tiaqari damemarta, dzalian mware tkvili damewyo da gamomebera chipis gverdit adgili marcxniv da naxevari saatis shemdeg gadamiara. eqimtan viyavi da travmas an varjishs daabrala. martlac bevrs vvarjishob.. eqoze vnaxet da marcxena kunti samjer txelia vidre marjvena (sadac tiaqaria), eqimma tqva sheidzleba amis gamagreba varjishito arada dzalian arminda kalatburtidan gamosvla da curvit sheidzlebao…….
    tqven ras mirchevt?
    Didi madloba

  • lela says:

    mogesalmebit chems das daudginda chipis tiaqari amitom operacia unda gaiketos mainteresebs sashishi xom araferia an sagangasho

  • ada says:

    ramodenime dgis cin gastroskopiuri gamokvlevit damidginda sxva diagnozebtan ertad kardialur rgolshi tiaqari,eqimisgan ver mivige amomcuravi da damakmayopilebeli pasuxebi garda imisa rom mitxra saoperacio ar xaro,gtxovt amixsnat ramdenad sashishia? ra gartuleba sheizleba moyves da vis mivmarto am etapze?sheizleba tu ara momavalshi gaxdes operaciuli chareva sachiro da zogadad rashi shemishlis xels misi arseboba am rgolshi? var 30clis gogo,dauojaxebeli… aseve damidginda eroziuli gastriti,duodeniti,refluqs ezofagiti 1-xarisxis,am yvelapertan aris tu ara kavshirshi am tiaqris carmoqmna? dzalian gtxovt iqneb gamcet pasuxi:((( did madlobas gixdit cinascar…

  • laliko says:

    gamarjobat erti shekitxva maqvs tqventan.sheizleba tuara rodesac tiaqari awuxebs adamians xshirad gebineba?ra siptomebi axlavs tan tu sheizleba dawvrilebit gviambot.

  • ნანა says:

    83 წლის ქალბატონს აწუხებს დიაფრაგმის თიაქარი. როგორ შეიძლება მოვხვდეთ კონსულტაციაზე ბატონ გიორგი კორახაშვილთან. გთხოვთ მომწეროთ მისი სრული კოორდინატები.

  • natia says:

    mogesalmebit…damidginda diafragmis saylapavi xvrelis tiaqari,eroziuli semoragiuli gastriti…aqimebi amomwurav pasuxs ver meubnebian gtxovt mitxrat am daavadebis shesaxeb,rogor unda moviqce,gankurnebadia tu ara da varjishi tu aris dasashvebi kerdzod presi

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა - ღარიბი.," - წმ. იოანე ოქროპირი.