მთავარი » ქრისტიანობა

თიანეთში საკათედრო ტაძარი იკურთხა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.08.2017 | 1,530 ნახვა

“თიანეთობა 2017” განსაკუთრებულად გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო, რადგან ამ დღეს თიანეთში საზეიმოდ ეკურთხა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის საკათედრო ტაძარი, რომელიც წმ. სამების სახელზე აშენდა (12 აგვისტო).

თიანეთის საკათედრო ტაძარი

ეს დიდმნიშვნელოვანი მოვლენაა ამ მხარისათვის, რადგან აქ კათედრალი პირველად აიგო. ეკლესიაში აღევლინა პირველი საზეიმო წირვა, შემდეგ კი იკურთხა ჯვარი, რომელიც გუმბათზე აღიმართა.

ამ დღესასწაულს ესწრებოდა ათი მღვდელმთავარი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, _ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა ქიტესაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელნი.

მეუფე მიქაელს, თიანეთის მოსახლეობასა და სრულიად საქართველოს ვულოცავთ ამ დიდებულ დღეს და ვუსურვებთ სხვა მრავალ ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებას ღვთისა და ჩვენი ქვეყნის სამსახურად.

თიანეთის საკათედრო ტაძარი

თიანეთის საკათედრო ტაძარი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი