მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

თეონა ტყეშელაშვილის ხატწერა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.04.2017 | 1,765 ნახვა

“ხატი ადამიანს ლოცვისკენ უნდა მოუხმობდეს, მისგან სიმშვიდე უნდა მოდიოდეს…”

თეონა ტყეშელაშვილმა ხატწერის შესწავლა 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც თბილისის სასულიერო სემინარიაში ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტზე ჩააბარა. დღეს ამ საქმიანობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. თეონა ტყეშელაშვილის ხატწერა „ხატწერა იგივე ლოცვაა. უდიდეს სიხარულს განიცდი, თითქოს სხვა სამყაროში გადადიხარ, მშვიდდები… სტიმულს გაძლევს, რომ არ მოეშვა და მუდმივად იზრუნო შინაგანი მდგომარების გამოსწორებაზე. შესაბამისი განწყობის გარეშე კარგი ნამუშევარი არ გამოგივა. ხატწერა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა უფლის და იმ წმინდანის წინაშე, რომლის ხატსაც წერ“, – ამბობს „ამბიონთან“ საუბრისას ხატმწერი, რომელსაც საკუთარი შემოქმედების შესახებ ვესაუბრეთ.

თეონა ტყეშელაშვილი: “საეკლესიო მხატვრობა სემინარიაში ჩაბარებამდეც მაინტერესებდა. რადგან ხატვა არ მეხერხებოდა და გამოცდილება არ მქონდა, ვფიქრობდი, ამას ვერ შევძლებდი. ღვთის შემწეობით და აკადემიაში ჩემი პედაგოგების დახმარებით ხატწერის შესწავლა შევძელი. პირველი ნამუშევარი სტუდენტობის დროს შევქმენი, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ხატი. ეს ხატი დღემდე სახლში მაქვს და განსაკუთრებულად მიყვარს. არ დამავიწყდება ის ემოციები და დიდი სიხარული, რასაც განვიცდიდი. ვნერვიულობდი, როგორი გამოვიდოდა. ხატი ტექნოლოგიურად მეტნაკლებად გამართულია, მაგრამ ეს გამოცდილების საქმეა. ყოველ მომდევნო ხატში ითვალისწინებ წინა შეცდომებს. განსაზღვრული ვადა არ არსებობს იმისთვის, რომ ხატწერა ბოლომდე შეისწავლო. მთელი ცხოვრება უნდა ვითარდებოდე და წინ მიიწევდე. შეიძლება ტექნოლოგია კარგად შეისწავლო, მაგრამ ხატის სრულყოფილება ხატმწერის შინაგან სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული”.

თეონა ტყეშელაშვილის ხატწერა როგორ ქმნით ხატს?

თავდაპირველად ვეცნობი იმ წმინდანის ცხოვრებას, ვის ხატსაც ვწერ. შემდეგ იქმნება ესკიზი და ფერების დადება. ფერები შესაბამისი კანონიკისა და იკონოგრაფიის გათვალისწინებით ირჩევა. სპექტრის ყველა ფერი ნათელია, თითოეული ფერი სუფთაა და გარკვეული სიმბოლური დატვირთვა აქვს. მაგ.: ოქროსფერი უხრწნელობის, ღვთაებრივი სიწმინდის, სასუფევლის სიმბოლოა. თეთრი – სიწმინდის, ცოდვებისაგან განწმენდის ფერია. მეწამული – მსხვერპლის ფერია, წმინდათა მოწამეობრივი სისხლისფერი. მნიშვნელოვანია ფერთა ტონალობა. სიმშვიდე უნდა მოდიოდეს ხატიდან. ადამიანს ლოცვისკენ უნდა მოუხმობდეს. სხეულის წერისას საფუძველდადებულია ყვითელი ოქრა ანუ ყვითელი თიხა მიწა, პირდაპირ გვაგონებს იმ თიხას, რომლითაც უფალმა გამოძერწა ადამის სხეული. ხატზე გამოსახული წმინდანი უნდა ჰგავდეს და არც უნდა ჰგავდეს პირველსახეს. მსგავსება – რათა იგი ვიცნოთ და განსხვავება – რათა ხაზი გაესვას, რომ ეს ერთგვარი იგავური გადმოცემაა. ეს ღვაწლში გამოვლილი, ღვთის მადლით განახლებული წმინდანის გამოსახულებაა, რომელმაც დატოვა ყოველივე წარმავალი და განღმრთობილი სუფევს ღვთის სასუფეველში. ხატში განსაკუთრებული სიჩუმე, მარადიულობის სიჩუმე უნდა იგრძნობოდეს და მლოცველი მიწის სამეფოდან თავის საოცარ სამეფოში უნდა გადაჰყავდეს. ხატი შეიძლება ტექნიკურად გამართული იყოს, მაგრამ სულიერება არ ჰქონდეს. ამისთვის საკუთარ თავზე ბევრი მუშაობაა საჭირო.

ხატზე წარწერა კეთდება ძველი ქართულით, ასომთავრული ასოებით. წარწერა დამაგვირვინებელი ეტაპია ხატის დაწერისას. ხატმწერები მხატვრისგან განსხვავებით ხელს არ აწერენ თავიანთ ნამუშევარს, რადგან ხატი ადამიანის ქმნილებად არ აღიქმება. ის ღვთის მადლის მოქმედების შედეგია.

რა განსხვავებაა ხატსა და ნახატს შორის?

როგორ ქმნით ხატს?

ხატწერა ღვთისმეტყველებას ეფუძნება და წმინდა წერილს გადმოგვცემს ხაზებისა და ფერების საშუალებით. ხატი ასახავს სულიერ, განღმრთობილ სამყაროს და ადამიანს -ფერისცვალებით, მადლით განახლებულს და გაბრწყინვებულს. თეონა ტყეშელაშვილის ხატწერა ნახატზე კი პირიქით. საერო მხატვრობა რეალობის, ამქვეყნიურის ასახვაა. ხატზე მატერიალური სამყარო სიმბოლურად აისახება. არქიტექტურა, ბუნება, მცენარეები- პირობითია, გამოხატულია მინიშნებით. ხატზე არ არის დაცული პერსპექტივის კანონები, რადგან გამოისახება არა მიწიერი, არამედ სულიერი სივრცე. აქ ადამიანთა ფიგურები ბატონობენ სივრცეზე. მათი შეფარდება არქიტექტურასთან, მცენარეებთან ხშირად არარეალურია. ხატზე წმინდანთა სხეულები არ არის მოცულობითი, მაგრამ არც ბრტყელი. აქ სხვა სიღრმეა, რაც აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს. ნახატი ადამიანს მასზე ასახულ საგანთა წრეში აქცევს. ხატი არღვევს ამ წრეს და მარადიულობის კარს უღებს მლოცველს.

რა არის საჭირო ხატწერის შესასწავლად?

ხატწერა დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს. ხატწერის შესწავლისთვის აუცილებელია ნიჭიც, სულიერი ცხოვრება, დიდი სიყვარული და ფაქიზი დამოკიდებულება ამ საქმისადმი. ასევე აუცილებელია წმინდა წერილისა და ქართული საეკლესიო ხელოვნების ისტორიის ცოდნა. იცოდეს მისი განვითარების ეტაპები, ეცნობოდეს ძველ ნიმუშებს და ხელმძღვანელობდეს იმ პერიოდის ნიმუშებით, რომელიც იქმნებოდა საეკლესიო მხატვრობის განვითარების მწვერვალის პერიოდში.

თეონა ტყეშელაშვილის ხატები ბევრი ადამიანის ოჯახშია დაბრძანებული. მისი ხატები შეგხვდებათ იმერეთისა და გურიის ტაძრებშიც. ასევე საზვარგარეთ ინგლისში, ამერიკაში, პოლონეთსა და ჰოლანდიაში.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი