მთავარი » ქრისტიანობა

“მინდა, ყველაფერი მე მეკუთვნოდეს! ასე ფიქრობს ანგარებიანი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.05.2020 | 127 ნახვა

მინდა, ყველაფერი მე მეკუთვნოდეს! ასე ფიქრობს ანგარებიანი და ესაა ძირეული ზნეობრივი ბოროტების მეორე რტო. მასში უფრო შესამჩნევად იხსნება თავმოყვარეობის სული. იგი, თითქოს თვითონ პირადად მოქმედებს აქ: ანგარებიანი ადამიანი სიტყვას არ იტყვის, ნაბიჯს არ გადადგარს და მოძრაობას არ გააკეთებს ისე, რომ იქიდან რაიმე სარგებელი არ ნახოს. ისე აქვს ყველაფერი გათვლილი, ყველაფერი მოწესრიგებული, ყველაფერს ისეთი მიმართულება აქვს მიცემული, რომ დროსაც, ადგილსაც, საგნებსაც და პიროვნებებსაც – ყველაფერს, რასაც კი მისი ხელი ან აზრი მიეკარება, თავისი წილი შეაქვთ მის საგანძურში.

პირადი სარგებელი, ინტერესი – ეს არის ძირითადი ზამბარა, რომელსაც მუდამ და ყველგან სწრაფ მოძრაობაში მოჰყავს მთელი მისი არსება, და მისი ამოძრავებისთანავე იგი მზად არის ყველაფერი თავის მიზანთა მისაღწევ საშუალებად აქციოს: უმაღლესი ხარისხის ღირსებასა და პატივს მოიძიებს, თუკი ეს სარგებლიანი იქნება, აირჩევს ყველაზე რთულ თანამდებობას, თუკი იგი სხვებთან შედარებით უფრო შემოსავლიანი იქნება, – შეეჭიდება ყველანაირ შრომას, არც შეჭამს, არც დალევს, ოღონდ კი სარგებელი ჰქონდეს. იგი ან ანგარებიანია, ან მომხვეჭელი, ან ძუნწი, და მხოლოდ პატივმოყვარეობის ძლიერი გავლენით შეიძლება უყვარდეს ჩინებულება და ფუფუნება. თავისი საკუთრება მისთვის თავის თავზე, ადამიანებზე და თვით ღმერთის მოძღვრებაზეც კი ძვირფასია.

წმ. თეოფანე დაყუდებული




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი