მთავარი » ქრისტიანობა

ტელეპათია – რას ფიქრობს ეკლესია მის შესახებ?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.02.2014 5 კომენტარი | 9,109 ნახვა

რა არის ტელეპათია და როგორია ეკლესიის დამოკიდებულება მის მიმართ? გვესაუბრება მღვდელი ილია ჭიღლაძე: „ტელეპათია, ანუ ტერმინი რომლითაც დღეს აღნიშნავენ განსაკუთრებულ უნარებს, როგორიცაა წინასწარმცოდნეობა, გულისზრახვათა გამოცნობა, შორ მანძილზე მომხდარ, ტელეპათია ან სამომავლოდ მომხდარ ამბავთა გამოცნობა, სეკლესიო ტერნიმოლოგიით შეესატყვისება წინასწარმეტყველება, სასწაულთმოქმედება, წინასწარმხედეველობა.

ეს არის განსაკუთრებულნი ნიჭები, რომელიც შეიძლება სულიწმინდით ებოძოს ადამიანს, განსაკუთრებული სულიერი ღვაწლის შედეგად, როდესაც ყოველგვარი ვნებებისაგან განიწმინდება მისი სხეული და სული. მხოლოდ ვნებების დამთრგუნველს შეიძლება მიენიჭოს ღვთისაგან ამგავრი ნიჭები. შეუძლებელია ვნებებით აღძრულ ადამიანში ამგავრი ნიჭები ღვთებრივი წარმომავლობის იყოს. ეშმაკი, რომელიც არის ღვთის ანტიპოდი და ცრუ მიმბაძველი, ცდილობს ამგვარი უნარებითაც გაეჯიბროს უფალს, ის ხშირად მანიპულირებს რწმენაში გამოუცდელი, ან სულაც ურწმუნო ადამიანებით და აძლევს ამდაგვარ ”ნიჭებს”, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამის ძირი არაა წმინდა და არც ნაყოფი არ იქნება წმინდა.

წმ. მამათა სწავლებით, ყოველ ადამიანს მართებს დიდი სიფრთხილე ყოველგვარი სასწაულის მიმართ, უნდა გვახსოვდეს, რომ ხშირია ბოროტი ძალისაგან მოსული ცრუსასწაულებით ცდუნება და დაცემა ადამიანისა. წმ. მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) ბრძანებს: „სიმდაბლის სიღრმე ამავდროულად არის წარმატების სიმაღლე. სიმდაბლის უფსკრულში ჩასვლით, ზეცად ავდივართ; ვინც ზეცაში ასვლას სიმდაბლის გარეშე ცდილობს, ის ამპარტავნებისა და დაღუპვის უფსკრულში ვარდება“, ანუ თავმდაბლობა არის პირველი საფეხური ღვთებრივისაკენ სავალ გზაზე.

ქრისტიანული ასკეტიზმის დიდი მასწავლებელი, წმ. იოანე სინელი ცრუსასწაულების შესახებ ბრძანებს: „როდესაც ამპარტავნების ეშმაკი განმტკიცდება თავის მსახურებში, მაშინ ეცხადება მათ ძილში ან ცხადად, ნათლის ანგელოზის ან მოწამის სახით, გამოუცხადებს მათ საიდუმლოებს და თითქოს ნიჭებს უბოძებს, რომ ეს უბადრუკები მოიხიბლნენ და სრულიად გონებაცდომილნი გახდნენ“. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ სულიწმინდით ბოძებულ ნიჭებს აქვთ მხოლოდ ერთი დანიშნულება – დაგვეხმაროს ცხონებაში, ღვთებრივი სასწაულები, ანუ ნიშნები მხოლოდ ამ ფუნქციის მატერებელნი არიან, თუმცა, რა თქმა უნდა, ხშირად იქვე ჩანს ღვთის კაცთმოყვარება.

ნათქვამის საილუსტრაციოდ მოვიხმობ ერთ ამბავს, სასწაულთმოქმედი მამის, წმ. პაისი დიდის ცხოვრებიდან (ხსენება 19 ივნისს): ერთხელ მისი მოწაფე ქალაქში წავიდა ხელსაქმის გასაყიდად. გზად ერთი ებრაელი გადაეყარა, რომელმაც შენიშნა მისი გულუბრყვილობა და გადაწყვიტა ეცთუნებინა. “საყვარელო, რატომ გწამს უბრალო კაცი, ჯვარზე გაკრული? – უთხრა მან. – ის არ არის ჩვენი ამდენი ხნის ნანატრი მესია, მის ნაცვლად სულ სხვა მესია მოვა”. პაისის მოწაფე მიამიტი და ცოტა გონებასუსტიც იყო და უპასუხა: “შესაძლოა, მართალიც იყო”. უდაბნოში დაბრუნებულ მოწაფეს პაისიმ ზედაც აღარ შეხედა და ერთი სიტყვაც არ აღირსა. ბოლოს, ხანგრძლივი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ჰკითხა: “ვინა ხარ? მე შენ არ გიცნობ. ჩემი მოწაფე ქრისტიანი იყო, მას წმ. ნათლისღების მადლი ჰქონდა, შენ მას არ ჰგავხარ. ხოლო თუ მართლა ჩემი მოწაფე ხარ, მაშინ წმ. ნათლისღების მადლი დაგიკარგავს და ქრისტიანის სახე აღარა გაქვს”. მაშინ მოწაფემ ტირილით უამბო ებრაელთან შეხვედრის ამბავი. პაისიმ უთხრა: “ჰოი, ბედკრულო! რა უნდა იყოს იმ სიტყვებზე უარესი, რითაც შენ ქრისტე და მისი ღმრთაებრივი ნათლისღება უარყავი? ახლა წადი და იგლოვე საკუთარი თავი, როგორც გინდა, ჩემ გვერდით შენი ადგილი აღარ არის. შენი სახელი მათ შორის ჩაიწერა, ვინც ქრისტე უარყო – მათთანვე მოგელის სასჯელი და წამება”. ასეთი განაჩენი რომ მოისმინა, მოწაფე სინანულში ჩავარდა და დიდხანს ევედრა წმიდანს შეწევნას. ღირსი მამა სენაკში დაეყუდა და შესთხოვა უფალს მიეტევებინა მისთვის ცოდვა. ღმერთმა შეისმინა წმიდანის ლოცვა და გამოუცხადა, რომ შეუნდოდამნაშავეს. პაისიმ უთხრა მოწაფეს: “შვილო, ერთად აღვუვლინოთ ღმერთს მადლობა და დიდება, რადგანაც ღმრთისმგმობი, არაწმიდასული განდევნა შენგან, მის ნაცვლად კი სული წმიდა მოგივლინა და წმ. ნათლისღების მადლი დაგიბრუნა. ამიერიდან გაფრთხილდი, შენი დაუდევრობით კვლავ არ გაება მტრის მახეში, არ შესცოდო და ჯოჯოხეთის კერძი არ გახდე”. სხვა უამრავი ამბის გახსენებაც შეიძლებოდა, მაგრამ, ვფიქრობ, წმინდა მამათა ეს სწავლებანი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამხელა სიფრთხილე მართებს ადამიანს, რომ ხიბლის ცდუნებისაგან დაიცვას თავი.“

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • კახაბერ ცხოვრებაშვილი says:

    ტელეპათია, ცრუსასწაულები, ამპარტავნების ეშმაკი, ღვთის ანტიპოდი და ცრუ მიმბაძველი …. რა თქმა უნდა ბოროტებაა…
    ბიბლიაში სამყაროს უდიდესი ინფორმაციაა დაშიფრული სამყაროზე და თვით უზენაესზე.
    მხოლოდ რამოდენიმე უმნიშვნელოვანესს წარმოგიდგენთ (იმედი მაქვს უფალი შემინდობს)…

    “მეშვიდე დღეს დაისვენა” – სამყაროს ასაკი დაახლოებით 6400000000 (ექვსი მილიარდ ოთხასი ათასი) წლისაა. “დაისვენა” ეს არის ჩვენი სამგანზომილებიანი სივრცე, რომელიც დაახ. ბოლო ოთხასი მილიონი წელი გრძელდება და სადაც ნებისმიერი მატერია გადაადგილდება სინათლის სიჩქარეზე (300000კმ/წმ) ნაკლები სიჩქარით. ეს არის ჩვენი სამყარო (3D) (წუთისოფელი), სადაც ადამიანი მოკვდავია და ძალაშია აბსოლუტური ბედისწერა (ყოფიერების დიდი ინერცია). მაგრამ ინფორმაცია გადაადგილდება მყისიერად ჩვენი სამყაროს ნებისმიერ უშორეს წერტილში მანძილის მიხედვით; აწმყოდან მომავალში და აწმყოდან წარსულში დროის მიხედვით (ფიქრი და აზრი)…

    “სამოთხე” – ანუ მეოთხე განზომილება არის მანამდე, ანუ ჩვენი სამყაროს (3D) ზემოთ, სადაც ზენაარის დავალებით ხდება “ინკარნაციისა” და “რეინკარნაციის” პროცესები, რომელიც ჩვენი სამგანზომილებიანი ცნობიერებისთვის მიუწვდომელია …..

    “ლოგოსი” – ანუ პენტაგრამა(ები) (555…) არის მეხუთე განზომილებაში. თუ იგი წვერით ქვემოთაა მიმართული ის შეიძლება გახდეს სატანის (რომელიც მეექვსე განზომილებაშია 666…) იარაღი და ეს არის თქვენგან ნახსენები ღვთის ანტიპოდი. თუ წვერი ზემოთაა იგი უტევს სატანას (666…) ან უფლისმიერი დასასჯელი იარაღია სამყაროსთვის (3D), რომელიც მერვე განზომილებაში შემობრუნდება და მოევლინება სამყაროს ყოფიერებას როგორც “მესია”…..

    “მეშვიდე ცა” – მეშვიდე განზომილება ….. დაშიფრულია….

    “მეცხრე ცა” – მეცხრე ბოლო განზომილებაა სადაც არის უფლის, ზენაარის უდიდესი გონი, ანუ უფალი ჩვენი ღმერთი…

    ………………..
    ………………..

    • კახაბერ ეს შენი პირადი გაშიფვრის ვარიანტია თუ სადმე ამოიკითხე? ანუ თუ მე სწორად გავიგე, შენ იძახი, რომ ღმერთი ახლა ისვენებს შემოქმედებითი საქმიანობიდან და ჩვენ ზუსტად ამ დასვენების ეპოქაში ვიმყოფებით?

    • დიმიტრი says:

      ეგ ალბათ კაბალისტების მოსაზრებები და ფანტაზიებია. მორწმუნეებო ნუ მიაქცევთ ყურადღებას.

  • თამარი says:

    გამარჯობათ, წავიკითხე თქვენი სტატია ტელეპათიის შესახებ და დამაინტერესა საკითხმა. გამიჩნდა კითხვა: ტელეპათიური ნიჭის მქონე ადამიანი როგორ ირჩევს ვისი აზრები წაიკითხოს, ეს მასზეა დამოკიდებული? ხომ შეიძლება ასეთმა შესაძლებლობამ ადამიანი დააბნიოს და გაურკვევლობაში ჩააგოდოს, რამდენად რთულია ასეთი უნარის მართვა და როგორ მართავენ თავიანთ უნარებს ტელეპატები?

  • ყველა რელიგია სხვადასვხაგვარად ხსნის ამ ფაქტს მაგრამ თუ მამაოს ნიჭი არმიეცა ღვთისგან ამას სხვას ნუდააბრალებს რადგან არსებობენ უბრალო ადამიანები რომლებიც განსაუთრებული ნიჭით გამოირჩევიან და სულაც არ არის საჭირო მღვდელი იყოს რომ რაღაცეები მოიგონოს

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი