მთავარი » საზოგადოება

თეა წულუკიანი: ID ბარათი – პრობლემა, რომელსაც მიხედვა სჭირდება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.01.2013 36 კომენტარი | 11,862 ნახვა

20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და სამოქალაქო აიდი ბარათი სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სამადაშვილის შეხვედრა გაიმართა მართლმადიდებლური მედიის წარმომადგენლებთან, რასაც “ამბიონიც” ესწრებოდა.

შეხვედრაზე თეა წულუკიანმა ID ბარათებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა:

“არჩევნების შემდეგ ჩვენ ვაღიარეთ, რომ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, რომელსაც მიხედვა სჭირდება. დავიწყეთ იმით, რომ პრობლემის იდენტიფიკაცია მოვახდინეთ: პირველი, რა არის წუხილის საფუძველი, რომ ვიცოდეთ ზუსტად და ამის გათავისებაში თქვენ უნდა დაგვეხმაროთ; და მეორე, დიაგნოზი დავსვათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად, დავდოთ სურათი, რომლის ერთი პატარა ნაწილია დოკუმენტი, რომელსაც ID ბარათი დაარქვეს. რა ფუნქციებს გულისხმობს, რა არის მისაღები და მიუღებელი და რის საშუალებას იძლევა – დადებითის თუ უარყოფითის, თუ – პირიქით?

როცა დავინიშნე, ვთქვი, რომ ეს პრობლემაა, რომელზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლება. გამიჩნდა შეკითხვები და დავიწყეთ ამაზე პასუხების გაცემა. პრეზენტაცია არაა ყოვლისმომცველი, მაგრამ პირველად ჩვენ შორის კონტაქტს გააადვილებს, შექმნის ერთ-ერთ ფორმატს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შეგვეძლება, მომავალი შეხვედრისას მეტი ინფორმაცია გვქონდეს და დასკვნები გავაკეთოთ.

არ მგონია, რომ დღეს რაიმე საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივალთ. ეს არის დასაწყისი, პირველი კონტაქტი…
ჩემი მთავარი მიზანია, როდესაც რაღაც ხდება, ან რაიმეა შესაცვლელი, ჯერ შესაბამის დაინტერესებულ პირებთან მოხდეს შეხვედრა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ეს გახლავთ მეორე ფორმალური შეხვედრა.

გვქონდა მართლმადიდებელ მოქალაქეთა კრებულთან შეხვედრაც… გამოიკვეთა ტენდენციები და შეთანხმებები, კარგი იქნება, თუ შეასრულებენ იმ ნაწილს, რაც მოვილაპარაკეთ. ვთქვით, რომ ID ბარათის მონაცემებზე ამ დოკუმენტის დიაგნოზს ჩვენ დავდებთ. ვატარებთ უფრო ღრმა კვლევას, თუ რაში შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს იგი “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონს”, რაც შედარებით ახალი კანონია და თუ გვსურს, ჩვენ ევროკავშირში შევიდეთ, მონაცემები უნდა იყოს დაცული. ეს არის საერო ნაწილი ამ ფენომენის. ამის კვლევას ჩვენ ჩავატარებთ.

სამუშაოს მეორე ნაწილი, რომელიც ჩვენც შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ სასულიერო სფეროში მოღვაწე სასულიერო თუ საერო პირები შეასრულებენ, გახლავთ ის, რომ მარტივად იყოს ჩამოთვლილი, თუ რაში ეწინააღმდეგება ID ბარათი თვითონ რელიგიასა და რწმენას, წმიდა წერილს. ბევრი რამ ისმის. დაწყებული იმით, რომ ID ბარათი თუ გექნება, ვინმე გაგაკონტროლებს და საკითხი მიდის იქამდე, რომ ეს არის ექვსიანების შემცველი დოკუმენტი და ყველაზე ზომიერი კომენტარი რაც შემხვედრია, გახლავთ ის, რომ ეს ჯერ ის არ არის, რაც არის დასასრული, მაგრამ წინაპირობა აქვს ძალიან კარგი იმის, რომ ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის სახელმწიფო, უფრო შორს წავიდეს და ჩამოყალიბდეს რწმენასთან შეუსაბამო პროცესები და ფენომენები.

მაქვს ამოცანა, რაც ჩემს თავს დავუსახე და ეს რომ ასე არ მომხდარიყო, ვიქნებოდი ისეთივე უპასუხისმგებლო, როგორიც ადრე ამ ადგილზე ჩემ მაგივრად იჯდა. რადგან ეს ჩემი განმგებლობის სფეროში შემოდის, ამ საკითხს უნდა მივხედოთ. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც – ევროკავშირის მოთხოვნა, აიდიზაცია დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ლიბერალიზაცია შეჩერდება და ევროკავშირთან დაახლოების მოლაპარაკება, ეს ერთ-ერთი პატარა კომპონენტია. ძალიან ბევრი, ასეულობით კომპონენტია ყველა სამინისტროში განაწილებული. ჩვენთან რამდენიმე ასეთი კომპონენტია. თუ მე ID ბარათიდან უკან დავიხევ, გამოდის, რომ მოლაპარაკებას ვუქმნი პრობლემას. ეს ცალსახად ასე იქნება, მაგრამ გეუბნებით, რაც რეალურადაა. რაღაც ისეთზე შევთანხმდეთ, რაც გონივრული იქნება და ქვეყანას არ დააზიანებს სხვა მხრივ. ესაა რეალობა.

ID ბარათისა და აიდიზაციის დადებითი არის დიდი საჯარო ინტერესი, რაც არჩევნებზე გაუყალბებლობის გარანტიაა. თუმცა ID ბარათი არ არის ამ მხრივ ბოლომდე დახვეწილი. მისი წამკითხველი აპარატები რომ საარჩევნო უბნებზე მდგარიყო, ეს წინა მთავრობას არ სურდა… ვისაც ID ბარათი აქვს, ის ორჯერ სხვადასხვა ადგილზე ხმას ვერ მისცემს. ამით იმის თქმა მსურს, რომ არსებობს სხვადასხვა ინტერესი და ჩვენ დიაგნოზს რომ დავსვამთ, მერე უნდა ავწონ-დავწონოთ, რა არის ღირებული და რის სასარგებლოდ უნდა გადავიხაროთ,” – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის შემდეგ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს მიერ პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან დაკავშირებით მომზადებული პრეზენტაცია ჟურნალისტებს მისმა ხელმძღვანელმა, ლევან სამადაშვილმა გააცნო:

რა არის პირადობის მოწმობა?

დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას

რა ინფორმაციას შეიცავს პირადობის მოწმობა?

ვინაობის დადასტურებისთვის საჭირო ინფორმაციას

სახელი
გვარი
დაბადების თარიღი
პირადი ნომერი
ფოტო

როგორი უნდა იყოს პირადობის მოწმობა?
დადებითიდაცული გაყალბებისგან

დადებითიდაცული ფიზიკური დაზიანებისგან

რატომ იყო აუცილებელი ძველი დოკუმენტის შეცვლა?

უარყოფა ფინანსური თაღლითობა გაყალბებული მოწმობით

უარყოფა საარჩევნო მაქინაციები

უარყოფა არაზუსტი მონაცემები

უარყოფასაერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია

საიდენტიფიკაციო (ID) ბარათი
პირადობის უკეთესი მოწმობა

დაცულობის გარდა, რით განსხვავდება ახალი ბარათი ძველისგან?

არაფრით
თუ,
1) მფლობელი არ შეუერთებს მას კომპიუტერს და
2) არ აკრეფს მხოლოდ მისთვის ცნობილ პასვორდს

აიდი ბარათი

აიდი ბარათი

დამატებითი სერვისები

მფლობელის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გამოყენება დამატებითი მომსახურებისთვის
ამისთვის საჭიროა:

მფლობელის სურვილი და ნებართვა
პროგრამის ინსტალაცია
გამოყენება

აიდი ბარათი

ID ბარათის მახასიათებლები

დამზადებულია პლასტიკური ბარათის მსგავსი მასალისგან
ინფორმაცია დატანილია გრაფიკულად და ელექტრონულად
არ აქვს საკუთარი დენის წყარო
აქვს შეზღუდული მეხსიერება (80 კბ.)

როგორც პრეზენტაციაზე სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ელექტრონულ პირადობის მოწმობაში გამორიცხულია სამი ექვსიანის კომბინაცია.

“სამი ექვსიანის კომბინაცია ამოღებულია პროგრამიდან და ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების დროს არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ შეხვდება!” – აღნიშნა ლევან სამადაშვილმა.

თათია ნავროზაშვილი
თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

36 კომენტარი »

  • sopi says:

    საინტერესოა თუ არაფერი განსხვავება არ არის, მაშინ რად გახდა აუცილებელი მისი შეცვლა? ეს ხომ უამრავ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ყოფილიყო ისევ ძველი ბარათები.ეს ერთი, ახლა მეორე არგუმენტი: ID-ბარათებზე ისეთმა დიდმა ქვეყნებმა თქვეს უარი, როგორიცაა ინგლისი, საფრანგეთი.თანაც ევროკავშირის ქვეყნებია, მაგრამ ხელი არაფერში შეშლიათ, რომ იცხოვრონ და იმუშაონ, ააწყონ თავიანთი ეკონომიკა. პირიქით , სწორედ იმას ფრთხილობენ რომ ჰაკერებისაგან თავი დავიზღვიოთო ბარათებზე უარის თქმითო.და საერთოდ ეს ევროკავშირში შესვლა რა გახდა.ღირს რომ ამის გულისათვის სული წავირწყმიდოთ?ბოლოსდაბოლოს,სახარების ბოლოს იოანეს გამოცხადებაშიც ხომ ნათლად წერია:აპოკალიფსის დადგომის ერთ-ერთი წინაპირობაა მსოფლიოს გაერთიანება ერთი მმართველის ქვეშ და ანტიქრისტეს დაბრძანება.ჰოდა,ევროკავშირიც სწორედ მაგას ემსახურება.ყველა სახელმწიფო ერთი კონტროლის ქვეშ დადგეს, რა თქმა უნდა მისი მოსახლეობით.ID-ბარათებით კი ძალიან ადვილად მოხდება ეს ყველაფერი.

    ეს დღეს ამბობთ თუ არ გსურს ნუ მიუერთდები კომპიუტერსო, მაგრამ ხვალ შეიძლება არც კი შეგვეკითხონ თავად ისე დაიტანონ ყველა საჭირო ინფორმაცია და თუ დასჭირდათ,იმაზე მეტიც რაც ჩვენც არ გვეცოდინება და ამით ხალხის დაშანტაჟება დაიწყონ. ზედ კიდევ ფინანსური მაქინაციებიც დაემატოს. ხოლო ვინც უარს იტყვის ასეთი ბარათების აღებაზეხომ, საერთოდ ლუკმაპურის გარეშე დარჩება. ამიტომაც, უნდა შეიმუშაოს მთავრობამ ალტერნატიური პირადობის მოწმობები,ან სულაც ძველი პირადობის მოწმობები გადაავადონ.ამით თანხებიც დაიზოგება როგორც მთავრობაში, ისე მოსახლეობაში. ბოლოს და ბოლოს, ყველას ხომ არ აქვს საშუალება 35 ლარი გადაიხადოს, ისედაც გაღატაკდა მოსახლეობა

    • tornike says:

      xoo cudia es baratebi mara xo tqva rac qveyanas waadgeba ise vizamto..sagangasho es araa chven wminda patriarqi gvyavs da sagangasho ro iqneba is ityvis pirveli…

    • irakli says:

      სოფი: რა აიდი ბარათების საშიშროებაზე საუბრობ? :))) ინფორმაცია ჩემზეც, შენზეც და ყველაზე, ვისაც ინტერნეტი და კომპი, ან უბრალო მობილური ტელეფონი (არაფერს ვამბობ ანდროიდებზე) აქვს, იმათთვის ვისაც ეს ინფორმაცია სჭირდება ამა თუ იმ ადამიანზე, ადვილად ხელმისაწვდომია უკვე დიდი ხანია:)სოციალურ ქსელებში მიმოწერები, საუბრები, სურათები და ვიდეოები რასაც ჩვენ ვათავსებთ ჩვენივე გვერდებზე, ხვდება და ინახება გუგლის მსოფლიო მონაცემთა ბაზაში. სპეცსამსახურებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიიღონ ეს ინფორმაციები ნებისმიერ ადამიანზე. მობილურების მეშვეობით კი, განსაკუთრებით ახალი თაობის ანდროიდების მეშვეობით, რომელიც ქართველებს ძალიანაც რომ გვიყვარს, შესაძლებელია ადგილმდებარეობის დადგენა მფლობელისა, მოსმენა, და როგორც ამბობენ გარკვეული მავნე ზემოქმედებაც მის ორგანიზმზე. ყველაფერი ამის ფონზე კი, აიდი ბარათებისგან მფლობელების ინფორმაციის არადაცულობაზე მოთქმა რაც ავტეხეთ, სასაცილოა…

  • nini says:

    აბსოლუტურად ვეთანხმები სოფის!ყველას სათქმელი ამომწურავად აქვს ნათქვამი!!!

  • Gela says:

    პირველ რიგში სოფის ვეთანხმები და არ გავიმეორებ იქ მოყვანილ მაგალითებს…
    მე ვფიქრობ რომ აუცილებლად არჩევითი უნდა იყოს პირადობის მოწმობები.
    ვისაც უნდა აიღოს ის ეგრეთწოდებული ID ბარათი და მშვიდობაში მოიხმაროს, მაგრამ ვისაც არ უნდა, – ჰქონდეს ალტერნატიული არჩევანის გაკეთების საშუალება.
    ხო ყველამ კარგად იცის რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს ID ბარათების აღება. ისიც კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრმა აიღო მხოლოდ იმის გამო რომ იძულებული იყო და სხვა გზა არ ქონდა.
    ხალხის აზრის არაფრად ჩაგდებას ჩვენს ქვეყანაში უნდა დაესვას წერტილი ერთხელ და სამუდამოთ.
    1 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ თავისი არჩევნით დააფიქსირა წინა ხელისუფლების მიერ ხალხის მიმართ უკიდურესად დამამცირებელი და აბუჩად ამგდები დამოკიდებულების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება!
    არ უნდა გამეორდეს წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები და აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული საკუთარი მოსახლეობის დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ!
    ხალხს უნდა დაუტოვონ არჩევნის უფლება, აუცილებლად!
    დიდი შეცდომა იქნება ამას თუ არ გააკეთებს მოქმედი ხელისუფლება.
    მე მაქვს ამის მოთხოვნის უფლება რადგან ერთ-ერთი იმათთაგანი ვარ ვინც 1 ოქტომბერს უარი უთხრა ბოროტებას, უსამართლობას, ადამიანების არაფრად ჩაგდებას, ჩაგვრას და ყველა იმ უბედურებას რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა.
    ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უფალმა დაუტოვა ადამიანს არჩევანის გაკეთების უფლება და აქვს კი ვინმე უბრალო მოკვდავს ამ არჩევანის წართმევის უფლება?!…
    ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია და დედა ღვთისმშობელი გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას და საქართველო გაბრწყინდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ გულზეხელებდაკრეფილები უნდა ვისხდეთ და მხოლოდ ვაკვირდებოდეთ რაც ჩვენს გარშემო ხდება და ვისაც ხელეწიფება ამ საკითხის გადაწყვეტა კეთილი უნდა ინებოს და მიუხედავათ „ევრო“ თუ სხვა „კავშირებისა“ უნდა იქნას გათვალისწინებული საკუთარი მოსახლეონის აზრი!

  • ეკატერინე says:

    არ გვინდა ეს ბარათები და რა საჭიროა ამდენი საუბარი.საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი წინააღმდეგია ამ ბარათის აღების და რატომ არ უნდა გაითვალისწინოთ.

  • მარიამ–ხათუნა says:

    რა შემიძლია დავამატო!
    1.საქართველო ევროკავშირში კი არ უნდა შევიდეს,არამედ საქართველოდ უნდა დარჩეს!
    2.რა გვინდა ევროკავშირში? დღეს აიდი ბარათების მიღება–არმიღება უშლის ხელს შესვლას, ხვალ…?? მე ვიცი იქ ეკლესიურ კანონებზეც არის საუბარი და ხალხმა ეს არ იცის,იქნებ რამე ეკლესიური კანონის ამოგება–შეცვლა მოგვთხოვონ??!! და მიოთხოვენ კიდეც!
    3.თქვენ თუ ყოველგვარ უსაფრთხოებას გვპირდებით,სხვა მთავრობა რომ მოვა, სხვა რას მოიმოქმედებს ხალხის წინააღმდეგ??
    4. რატომ არის ესეთი განგაში მიღება–არმიღებაში თუ არაფერი იცვლება??
    5.ამ საკითხის გადაუწყვეტლობა იმისათვის ხომ არ ხდება, რომ ფიქრობთ იქნებ ხალხს აზრი შევაცვლევინოთო? (დროის “გაწელვა” თავისებური ძალადობაა) და თანაც აზრს არავინ შეიცვლის, მერწმუნეთ.
    6.ეს ბარათების მიღება, წინა ხელისუფლების ამოცანა იყო და მიკვირს, რომ ისევ გრძელდება საუბარი, თუ დაკვირვება. ნუთუ გაუგებარია ხალხის ნება? და ნუთუ ქალბატონმა თეა წულუკიანმა არ იცის რას წარმოადგენს აიდი ბარათები? საქართველოში იციან და მაგიტომაც ამბობენ უარს!
    და ბოლოს…პირადად მე არ მინდა ევროკავშირში შესვლა! მე მინდა ჩემი საქართველო საქართველოდ დარჩეს მარად და მარად!და ესეც იქნება!ამინ!

    უფალი მეფობს!

    • mzia says:

      ყველამ კარგად ვიციტ რომ საქართველო არანაირ ეროკავშირსი არ შევა, ჯერ ერტი იმიტო რომ საქარტველო ტერიტორიულად არ არის ევროპა და მეორეც: ევროკავშირს ისე უჭირს თავისითავი იქეთ არის დასახმარებელი.
      სწორად ითქვა, ტუ არ არის არანაირი განსხვავება აბა რატო უნდა დაიხარჯოს ამდენი ფული?
      საქართველოში ყველა პრობლემა ამოწურულია და ID ბარატები -ღა დარჩა? მიხედეთ სხვა პრობლემაბს რაც უფრო მნიშვნელოვანია მოსახლეობისტვის!

    • Green says:

      მარიამ, შესაძლოა რაღაც მოსაზრებებში გეთანხმები, მაგრამ ჩემი აზრით ეკლესიური კანონები ის დაუწერელი კანონებია, რომლებსაც ადამიანები სკუთარი რწმენიდან გამომდინარე მისდევენ და არამგონია ვინმეზე თავისი სურვილის მიუხედავად პირადობის მოწმობამ ან ევროკავშირში შესვლამ იმოქმედოს. გაიხსენე სულ რაღაც 20 წლის წინანდელი ისტორია (შორს რომ არ წავიდეთ), როცა ქრისტიანობა აკრძალული იყო, ახლა ქართველი ერი კვლავ მართლმადიდებლურ ტრადიციებს მისდევს, ჩვენი რწმენა ის არის რაც მუდამ გვიცავდა განადგურებისგან, სწორედ ამიტომ მატერიალური დაბრკოლებების მიუხედავად მგონი აჯობებს სულიერად ძლიერები ვიყოთ.

  • lasha says:

    საშუალება რომ მქონდეს ავუხსნიდი კარგად ქალბატონ თეას თუ რატომ ვეწინააღმდეგებით ამ ბარათს. არ ვიცი ამ წერილის მერე ეჭვი მაქვს რომ კარგად ვერ გებულობს რას ითხოვს ხალხი. რა ევროკავშირზეა საუბარი არცერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში არაა სავალდებულო ამ ბარათის ღება ხალხი ალტერნატივას ითხოვს და არა გაუქმებას.

  • lasha says:

    რაც შეეხება ახსნას არაერთხელ დამიწერია ამ საიტზე რომ მთავარი რასაც ვეწინააღმდეგებით არა აი დი ბარათია არამედ RFID სისტემაა. აი დი ბარათის მომავალი თაობა უკვე არსებობს და სწორედ ეს გვაშინებს და მას ჰქვია “verichip” by digital angel. საიდენტიფიკაციო ბიოჩიპი ეს არ არის ლეგენდა და ავადმყოფური აზრი რელობაა 100%-იანი სისტემა იგივეა რაც აი დი ბარათს აქვს ანუ Radio Frequency IDentification. მოკლედ შევთანხმდეთ იმაზე რომ აი დი ბარათი ვერიჩიპის წინამორბედია. ახლა კითხვას ვუსვამ ყველას და მათ შორის ქალბატონ თეას ჩიპის კანში იმპლანტირება რომ მოითხოვოს ევროკავშირმა თანაც ჩვენთვის სავალდებულოდ და თავისთვის კი არჩევანზე დაფუძნებული უნდა დავთანხმდეთ?

  • lasha says:

    ამას ვერც მე და ვერც ვერავინ ვერ შეაჩერებს იმიტომ რომ ასეა ნაწინასწრმეტყველები უბრალოდ ცუდი ფაქტი ისაა რომ რამდენიმე “რეგვენი” ადამიანის გამო ყველაფერი საქართველოთი იწყება იმ დროს როდესაც პირიქით უნდა იყოს.

  • giga says:

    rogorc chans am mtavrobas arapris shecvla ar sheuzliaa. ise gvemarteba vai vis gavekare da ui vish shevekareoo

  • cyber says:

    1. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც – ევროკავშირის მოთხოვნა, აიდიზაცია დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ლიბერალიზაცია შეჩერდება – ეს ასე არ არის, არანაირი ლიბერალიზაცია არ შეჩერდება. პასპორტებზე არავინ ამბობს ნუ იქნებაო.
    2. თუ მე ID ბარათიდან უკან დავიხევ, გამოდის, რომ მოლაპარაკებას ვუქმნი პრობლემას. ეს ცალსახად ასე იქნება, მაგრამ გეუბნებით, რაც რეალურადაა. რაღაც ისეთზე შევთანხმდეთ, რაც გონივრული იქნება და ქვეყანას არ დააზიანებს სხვა მხრივ. ესაა რეალობა.- არც ესაა სწორი, აიდი ბარათის ალტერნატივის შემოღება აიდი ბარათზე უარის თქმას არ ნიშნავს. ვისაც ლიბერალიზაცია ურჩევნია და ვიზების მიღება ის ისედაც აიღებს პასპორტს.
    3. ID ბარათისა და აიდიზაციის დადებითი არის დიდი საჯარო ინტერესი, რაც არჩევნებზე გაუყალბებლობის გარანტიაა – არანაირი გარანტია არ არსებობს. პირიქით, ნებისმიერი ჰაკერული ორგანიზაცია შეძლებს მონაცემების არევას და ეს რომ არჩევნების წინ მოხდეს წარმოიდგინეთ არჩევნებზე რა მოხდება.

  • მარიამ–ხათუნა says:

    გაიხარეთ!

    lasha ყველაფერი საქართველოთი იწყებაო,რომ თქვი,ყველაფერი მართლა საქართველოთი იწყება და ამიტომაც არის ბოროტის ამდენი შემოტევა და ამდენი ბრძოლა ყველასგან. განა ათონის მთაზეც კი არ გვებრძვიან,განა არ გვართმევენ კუთვნილ ეკლესიებს და არ გვინადგურებენ ფრესკებს, განა ბოროტმა არ წაგვართვა აფხაზეთი…(თუმცა ძმას ძმაზე ააღებინეს ხელი და აბა რა იქნებოდა)…
    რაც მთავარია ხალხი გამოფხიზლდა, ყოველი დაფარული სიბნელეა, გამჟღავნებული კი სინათლე და სიფხიზლე,ვიყოთ ფხიზლად და ვიქნებით სინათლეში, სინათლე კი უფალი ჩვენი იესუ ქრისტეა.

    lasha ყველაფერი საქართველოთი იწყება, მაგრამ არ დაგავიწყდეს ყოველი პირველი უკანასკნელია…ანუ საქართველო იარსებებს მაცხოვრის მოსვლამდე და “ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას”
    უფალი მეფობს!

  • ლიკა ბერიძე says:

    აფსურდულ მიზეზებს ეჭიდება “იუსტიცია”… და შეგნებულად არ ესმის ისეთი მარტივი საკითხი რაც ძალზედ გამჭვირვალეა. თურმე კონკრეთულად უნდა წარუდგინო ის რიგითი მიზეზები რაც ID ბარათის აღებისას საფრთხის შემცველია, ცოტა ცინიკური და გამაღიზიანებელია მათი მხრიდან ასეთი სახის ქცევა.
    საკმარისი მიზეზი არარის თურმე ის ფაქტი “წულუკიანისთვის” რაც ათასჯერააქვს მართმადიდებლურ სამყაროს ახსნილი… ახნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მათიმხრიდან ძალიან პრიმიტიული მიზეზებია ჩამოთვლილი…!
    UF მაინც ამეშალა ნერვები… ამათი უსუსური მიზეზების გამოა რომ წელზე მეტია ვადა გასული პირადობთ დავდივარ უკვე! და რამდენი ვიცი კიდე ჩემნაირი.

  • tornike says:

    nu geshiniat saxifato romelic iqneba chveni wminda patriarqi ityvis da daujereben xo icit ro es mtavroba daujerebs patriarq…ver dainaxet usufashvili rogor dayveboda patriarqs da ra sityvebi tqvaa..

  • მარიამ–ხათუნა says:

    ” იერუსალიმ, იერუსალიმ, რომელმან მოჰსწყვიდენ წინასწარ-მეტყუელნი, და ქუა დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა,რაოდენ-გზის ვინებე შეკრება შვილთა შენთა, ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინუელმან მართუენი თვისნი ქუეშე ფრთეთა თვისთა და არა ინებეთ!აჰა ესერა, დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოხრად,რამეთუ გეტყვი თქვენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან,ვიდრემდე ჰსთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!” მათეს სახარება

    განა საქართველო იკრიბებოდა ამ წლების განმავლობაში,იქ სადაც სამართალი იყო??? განა საქართველომ თვითონ არ მოისურვა ბნელში ყოფნა? განა საქართველოს სურდა წესიერი ცხოვრება, ნახეთ”დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოხრად” ….განა უფლის გარეშე “ოხრად” არ ცხოვრობდა ხალხი? ოხრად, ჯოჯოხეთად,გარყვნილად,ქურდად(ერთი კუთვნილი ვაშლიც რომ დააკლო ვინმეს ქურდი ხარ)კაზინო, რესტორანი, დედის გინება,ამპარტავნება,შურს ხომ საზღვარი არ აქვს და რა ჩამოთვლის,ყველამ უარყო სამართალი…ანუ სინათლე…და ამით ყველაფერ საშინელებასთან ერთად მივიღეთ ის, რომ წესით “პატიმარი შეწყალებულია”, ჩვენ კი გვიწამეს პატიმრები უმოწყალოდ….
    “არღარა მიხილოთ მე ამიერითგან,ვიდრემდე ჰსთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!”
    ვინც იტყვის:”კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!”
    აი ის ადამიანები გაბრწყინდებიან!
    lasha საქართველო იარსებებს უფლის მოსვლამდე, ღმრთისმშობელი უფალს საქართველოს გაბწყინებულს დაახვედრებს…უფალს ყველა საქართველოს მკვიდრი დაინახავს, მაგრამ ვინც თავისი თავის გაბრწყინება არ მოისურვა, ანუ “კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავე მე სიმართლენი შენნი” ანუ მასწავე მე წესები შენი და მე ვიცხოვრებ შენი წესებით,უფალს დაინახავს, მაგრამ მასთან ვერ დამკვიდრდება ახალ იერუსალიმში! ამინ!
    უფალი მეფობს!
    მარიამ–ხათუნა კვაჭანტირაძე

  • თეა says:

    ღმერთმა გაახაროს ზაზა ნანობაშვილი.დარწმუნებული ვარ ბოლომდე მიიყვანს ყველა საქმეს რაც დაიწყო და გაიყვანს ქართველ ხალხს სამშვიდობოს.მადლობა უფალს ყველაფრისთვის,უფალი არასოდეს გვტოვებს უნუგეშოდ.

  • მარიამი says:

    dideba upals,gmertma gvashoros kovelgvari boroteba,imedia kvelaperi xalxis sasiketod da uplisatvis satnod gadackdeba.Chventan ars gmerti…

  • maka says:

    gtxovt droze gaauqmet ID BARATEBI, 12 KLASELBI AMTAVREBEN SASKOLO SCAVLAS DA ESACHIROEBAT PIRADOIS MOCMOBEBI ROM MISAGEBI GAMOCDEBISTVIS SHEITANON SABUTEBI, CHEN MARTLMADIDEBELI MSHOBLEBI CINAAGMDGOMEBI VART ID BARATEBIS AGEBAZE, DZALIAN GTXOVT IMEDI AR GAGVICRUOT.

  • Niño says:

    Mag evrokavshirs da Amerikas erti suli aqvt,rodis dagvchipaven da saertod,culukians ra unda movtxovot orca samgvdeloebac pirdagebuli ertmanets uyurebs,titans ver xvdebodnen ra xdeba.cota xanshi baratashvili Gateshead ver iyodis da gayidis vervain msoflioshi,rasac tvifri mohyveba da amas tu me vxvdebi anu eris adamiani,sasuliero pirebi ver xvdebian davijero?umetesoba ironiulad pasuxobs mrevlis am shekitxvebs da guli motiva.tito-orola tu ugrmavdeba am ambavs samcuxarod…sinodis sxdomazec adre rom gaimarta,scored eg neltbili policia gamoikveta

  • tornike says:

    aii saubrobs wulukiani gadacemasi da usmineT…sasuliero pirebsac vxvdebi da vecnobt yvelafersooo… zvelebis gascen da datovon tu undat esenic…

  • ალექსანდრე ფარადაშვილი says:

    როდესაც წმინდა მოწამენი და თუნდაც მოციქულნი იყვნენ შეპყრობილნი(აღარ ვამბობ გვემულნი,ტანჯულნი და საბოლოოდ მოკლულნი)განა სწორედ მაშინ არ იყვნენ ისინი ყველაზე მეტად თავისუფალნი პიროვნულად,თავისუფალნი ყოველივე მიწიერისაგან? ნუთუ ”ჩვენი ბრძოლა ხორცთა და სისხლთა მიმართ არის”,მოციქულის სიტყვისამებრ? განა შეიძლება უტყვი,უგონო,უსულო რამ ჩადგეს ადამიანსა და უფალს შორის,როდესაც პიროვნება ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენით,სასოებითა და სიყვარულით არის განმსჭვალული? ნუთუ ქრისტიანს ეშინია იმისა,რომ ვიღაც მის ცხოვრებაზე თუნდაც სრულ ინფორმაციას ფლობს,უსმენს,აკვირდება და ა.შ. მაშინ როცა უფალმა ადამიანის ცხოვრების,მისი სულის ყოველი კუთხე-კუნჭული,ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა,ყოველი მოძრაობა უწყის? (სამწუხაროდ,ამ უკანასკნელს ივიწყებენ და პირველზე გადააქვთ ყურადღება,როგორც ვამჩნევ). ნუთუ ადამიანის თავისუფლება ცოდვის მონობისაგან თავის დაღწევას არ გულისხმობს,რომლისგანაც მხოლოდ და მხოლოდ ”ძე ათავისუფლებს” სახარების მიხედვით? ვამბობ,სამოქალაქო თავისუფლება(მიწიერი,წარმავალი და ხრწნადი) შეიძლება მართლაც იზღუდება,თავისუფლება,რომლითაც ყველა სარგებლობს განურჩველად სარწმუნოებისა,ეროვნებისა,სქესისა და ა.შ.,მაგრამ ქრისტესმიერ ანუ ჭეშმარიტ თავისუფლებასთან ამას რა კავშირი აქვს და რატომ უნდა გადაეგოს ქრისტიანი ამისთვის ბრძოლას და მითუმეტეს,ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან და აღმსარებლობასთან რატომ უნდა აკავშირებდეს და აიგივებდეს? მე არანაირი უფლება მოძღვრობისა არ გამაჩნია.მხოლოდ კითხვებს ვსვამ იქიდან გამომდინარე,რაც აქამდე მისწავლია და პასუხს იმედია მივიღებ.პატივისცემით ალექსანდრე(სასულიერო სემინარიის მე-4 კურსი)

  • maka says:

    dzalian gtxovt gaauqmet rac sheidzleba chqara es ID baratebi da chveulebrivi saqartvelos pasportebi dabechdet
    xalxshi gaorebas nu gamoicvevt

  • დავითი says:

    და შეპყრობილ იქმნა მხეცი იგი და მის თანა ცრუ-წინაისწარმეტყუელი იგი, რომელმან ქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, რომლითა აცთუნნა იგინი, რომელთა მიიღეს ბეჭედი იგი მხეცისაი და თაყვანის-სცეს ხატსა მისსა. და ცოცხლივ შთავარდეს ორნივე იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი-იგი იწუების წუმწუბითა. გამოცხადება იოანესი 19,20.

    ყურადღება მიაქციეთ, რომ ბევრი არაეკლესიური და თვით მორწმუნედ სახელდებულნიც გაიძახიან, სად არის ანტიქრისტე,რომ მისი ბეჭედიც იყოს სადმეო? არადა ავიწყდებათ სწორედ ის მთავარი,რომ უშუალოდ ანტიქრისტესაგან ბეჭდით დაბეჭდვამდე,მისი ცრუწინასწარმეტყველი წინასწარ მოამზადებს და აცდუნებს ადამიანთა უმრავლესობას და ცდუნებულნიც, საკუთარი ნებით მიიღებენ მხეცის ბეჭედს და თაყვანსა-სცემენ მის ხატებას,როგორც ზემოთ აღგვიწერს გამოცხადებაში წმ.მოციქული იოანე. ამის შესახებ იშვიათად რომ ვინმე სწერდეს ან ამბობდეს , არადა ესაა ის აუცილებელი საცოდინარი რომ არ გვეგონოს როცა ანტიქრისტე გამოჩნდება რეალურად ,მაშინ გამოვიჩენ ვაჟკაცობას და უარს ვეტყვიო. საქმეც იმაშია,რომ ანტიქრისტეს უკვე ცრუწინასწარმეტყველისაგან გამზადებული,ცთუნებული და უმადლო საზოგადოება დახვდება და იგი შეეცდება ძალით იმათაც დაასვას ბეჭედი,ვინც მანამდე არ მიიღო.ამიტომაც ბევრ მორწმუნეს იმ დროს მოუწევს წინასწარმეტყველებით მთაში გასვლა, რომ გაერიდოს მას. ასევე წაიკითხეთ გამოცხადების 13 თავი.

  • დავითი says:

    სულაც რომ არავითარ საფრთხეს წარმოადგენდეს ID ბარათების აღება , აღარაფერს ვამბობ ჩიპების ჩანერგვის შემდგომ ეტაპზე, ვინ მოგცათ უფლება ღმერთისაგან მოცემული თავისუფალი ნება წაგვართვათ და ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე შეგვაჩეჩოთ მხოლოდ თქვენს დასაღუპად შექმნილი ელექტრონული პასპორტი თუ ბარათი? რას თვალთმაქცობთ, უფალს ხომ ვერ მოატყუებთ და აქედან გამომდინარე ვერც ქრისტეს მოყვარულთ დააკლებთ რამეს. დიახ მოკლა დიოკლეტიანემ წმ. გიორგი, მერე ვინ სად იმყოფება ის თუ მაინც გაგიგიათ ან გწამთ? ჰოდა ადამიანთა სულის მომკვლელნო ფრთხილად იყავით , ეგ სიმდიდრე და ამპარტავნების სული ვერ მოგიტანთ ბედნიერებას. მოინანეთ თქვენი უმეცრება თუ განზრახი ბოროტება და მიეცით ქართველ ერს თავისუფალი არჩევანის ღვთისგანმომადლებული უფლება ,სანამ მოგსვლიათ რისხვა ღვთისა განდგომილებისა და სხვათა ცდუნებისა გამო. უფალი შეგვეწიოს!

  • ნიკა ხომასურიძე says:

    რამდენი დრო მოანდომეს ამის განხილვას,თან თურმე უნდა გამოკითხონ ხალხს,ის ვინც ღმერთისგანაა ღმერთისას აკეთებს და ის ვინც ბოროტისგანააა ბოროტისას,ხო და ვინც არ აიღებს ზუსტადაც მაშინ გამოიკვეთება სიყვარული უფლისადმი,მე ერთ წელზე მეტია ვადა გასული პირადობით დავდივარ და თუ არ დართავენ ნებას ჩვეულებრივი ალტერნატიული საბუთებისა,მაშინ გავიხიზენბით სოფლებში მთებში და განვამრტოვდებით,მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით მარტო იმიტომ რომ, უფალთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს,ჯოჯოხეთი იმიტომ კი არ არის საშინელი რომ ჯოჯოხეთია არამედ იმიტომ რომ იქ ღმერთი არაა,სიცარიელეა.. იდ ბარათიდან ხომ სულ მეტი ერთი ნაბიჯიღააა დარჩენილი verichip მდე,ამ პასპორტის აღებით სული წმინდა გადის ჩვენგან ზუსტადაც, გავცემთ ჩვენ სახელს, ჩვენ მფრაველ ანგელოზს… მალე მოიშორეთ ეს იდ ბარათები ვისაც აღებული გაქვთ და მოინანიეთ… აქ თუ არ ვიბრძოლებთ მერე (ჩიპებთან) ვერავინ იბრძოლებს .. ნუ წელავთ დროს.. როდესაც სხვადასხხვაა უმცირესობები და სექტები გამოდიან არამგონია რომ ასე დიდხანს ანდომებდეს მთავრობაა გადაწყვეტილების მიღებას.. და თურმე ეს იმიტომ რომ ევროკავშირი ყველაფერ ამას ითხოვს.. და რახან ევროკავშირი მართმადიდებლობის დაცვას არ ითხოვს არ უნდა გაითვალისწინოთ ჩვენი აზრი ესე გამოდის.. ევროკავშირზეც მის კავშირებზეც და ყველაფერზე გამოცხადების თავებში წერია ქალბატონო თეა.. და დღეს რაც ხდება ყველაფერი გამოცხადებაა, და ეს ვერ შეიგნო ბევრმა… მასონები არავის არ ებრძვიან ზუსტადაც ამაშია მათი ძალა.,ისინი გეუბნებიან შედი ეკლესიაში ოღონდ ჩვენთანაც იყავიო.. მაგრამ მართმადიდებლობა ამის საპასუხოდ ამბობს :ადამიანს ორი პატრონი ვერ ეყოლება და ვინც ვისგანაცაა ძლეული იმის მონაა.. და თუ ჩვენ ორივეს საქმეს ვაკეთებთ ,ვეთანხემებით დღეს დღეობით,რატომ გგონიათ რომ მაინც და მაინც ღმერთისას აკეთებთ,.. ამიტომაც ჩვენ საქმეებით უნდა დავუმტკიცოთ ღმერთს რომ მასთან ვართ და მისას ვაკეთებთ.. და ზუსტად ამ საქმეებით გადარჩებაა საქართველო.. დროის გაწელვაა თუ იმ მიზნით ხდება რომ ჩვენ იქნებ როგორმეე დაგვითანხმოთ ძალიან ცდებით.. კარგია საერთოდ გაუქმეს ეგ ბარათები და ან ნებაყოფლობითი მაინც იყოს.. მე არ ვიცი რას აპირებს ეს მთავრობაა მაგრამ ერთი ცხადზე ცხადია რომ ამ მთავრობამ წინამთავრობის მიერ აშენებული სისტემა დაიტოვა,შპიონური ყოვლის მომცველი,ყველაფერის დამნახველი ელექტრონული სისტემა,რომლითაც ხელს უწყობს მსოფლიო მთავარობას და აშენებენ მესამე მსოფლიოს… არ გვჭირდება სატანური პროგრესი რომელიც ტეხნიკით და ლამაზი შენობებით მიღწევა,ან და თუნდაც ჩვენი გაუთვალისწინებლობით.. ვინც ფარისევლებზე და მწიგნობრებზე მეტად არ აღემატება თავისი სულიერებით ის ვერ შევა ცათა სასუფეველში.. ჩვენთვის მთავარი სულიერებაა და ის რწმენაა რაც ოდითგანვე მოგვზდევს და ჩვენს ტრადიციად არის გადაქცეული.. სიმშვიდეს გისურვებთ ყველას.. !

  • mariami says:

    ჩემს პირადობას ორი თვეა ვადა გაუვიდა ვეღარ მოვახერხებ პირადობის გარეშე ყოფნას რადგან ოქტმბერსჰიმაქვს გამოცდები … შეგიძლიათ დამეხმაროთ და მითხრათ მომიწევს თუ არა ჯარიმის გადახდა?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი