მთავარი » საზოგადოება

თეა წულუკიანი ჩიპიან პასპორტებზე

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 23.10.201255 კომენტარი | 13,457 ნახვა

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი მართმადიდებლების თეა წულუკიანი ინტერესების დაცვაზე საუბრისას ჩიპიანი პასპორტების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ ის თავად არ მიიჩნევს ასეთი ტიპის ბარათებს ეშმაკისეულად.

“რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ ჩიპიან ბარათში სამი ექვსიანია და ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ სამინისტროში ასეთი ბარათის არქონის გამო სასადილოთი ვერ ვისარგებლებ და რომ არ დავრჩე მშიერი, იძულებული ვარ ავიღო ბარათი. არიან მოქალაქეები, ვისაც ეს თემა აწუხებთ და ფიქრობენ, რომ ჩიპიანი ბარათი ცუდია” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს დღევანდელ სხდომაზე გადაჭრით არ უთქვამს, იქნება თუ არა აკრძალული მსგავსი ტიპის ბარათები.

შეგახსენებთ, წმიდა სინოდმა ID ბარათებზე იმსჯელა.

“განხილული იყო საკითხი ახალი ტიპის პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. წმიდა სინოდი აცხადებს: სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები,” – წმიდა სინოდის სხდომის ოქმი (მოკლე ვარიანტი) 2012-07-06.


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

55 კომენტარი »

  • თამუნა says:

    ეს საკითხი მეც ძალიან მთრგუნავს და ძალიან მოხარული ვიქნები ისევ ჩვეულებრივი მოწმობებით თუ ვისარგებლებთ. მე გამოსაცვლელი მაქვს და ვმერყეობ ძალიან. კიდევ ერთხელ განიხილონ ეს თემა და გააუქმონ ეს რაღაც სათამაშო ბარათები.

  • ელისაბედი says:

    ვისაც უნდა იმან აიღოს,მაგრამ მე არ მინდა.ჩემნაირი კი ძალიან ბევრია და რატომ არ უნდა იყოს ალტერნატიული საბუთი.ზოგიერთ ქვეყანაში დაუშვეს და ე.ი. შესაძლებელია და ამით არაფერი დაშავდება.ალბათ ერთი გამოსვლა ამისთვის დასჭირდება ხალხს ,რომ ერთხელ და სამუდამოდ გაიგონ-სათავეში ხალხის ინტერესების დასაცავად მოდიან და არა თავიანთი ცხოვრების მოსაწყობად!!!

  • ნათია says:

    გასაგებია რომ ეს ჩიპი არ არის ეშმაკისეული, მაგრამ რატომ არ გინდათ გაიგოთ ნათქვამი, რომ ასეთი ექსპერიმენტებით მიგვაჩვევენ , ნელ-ნელა დავეთანხმოთ ყველაფერს რასაც შემოგვთავაზებენ. ვითომ ნებაყოფილობით, სინამდვილეში თუ გამოსავალს არ გიტოვებენ ეს უკვი ნება არ არის. ჩვენ მცირერიცსვოვანი ერი ვართ და არ იქნება ჩვენი სახელმწიფოს მართვა რთული ამდაგვარი ჩიპიანი ბარათების გარეშე. როგორც ვრცელდება ინფორმაცია ეს ბარათი მაქსიმალურად ზღუდავს ადამიანის თავისუფებას და “ვიღაც ავადმყოფისთვის” ადვილად ხელმისაწვდომია მისი მართვის შესაძლებლობა. აქამდე ხომ ვიყავით მის გარეშე და რა გვიშლის ხელს ასე გავაგრძელოთ. ჩვენ გვინდა ალტერნატიული ვარიანტი. ნებსით, თუ უნებლიედ ნუ გავირთულებთ საქმეს . ჩვენ მართლაც ბევრი ვართ.

  • ანიმანი says:

    ახალი მთავრობისგან, მე უპირველეს ყოვლისა ველოდები სწორედ იმას, რომ ალტერნატიულ, უჩიპო პასპორტებს შემოიღებენ და გაითვალისწინებენ უამრავი ადამიანის, მათ შორის წმიდა სინოდის თხოვნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება.

  • 888 says:

    ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მგონი რწმენა ნელ-ნელა სიბნელეში გადაგვდის ქართველებს. ID ბარათს აქვს იგივე ტიპის ჩიპი რაც ჩვეულებრივ ბანკის ბარათს, ან თუნდაც სიმ-ბარათს (კარტას). თქვენი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ მაშინ ჩვენი მობილურის ნომრები და საბანკო ბართებიც ეშმაკისეული გამოდის. და საერთოდ მგონი ეს ID არ მოგწონთ მხოლოდ იმის გამო რომ აწ უკვე ოპოზიციაში მყოფი ხელისუფლების დროსაა შექმნილი. სხვა შემთხვევაში მართლა რომ გადარდებდეთ სამი ექვსიანის “პრობლემა” სხვა ჩიპიან ნივთებზეც იტყოდით უარს, რომელთა საშუალებითაც სხვათაშორის უფრო ადვილია ჩვენი კონტროლი.

    • მაია says:

      ძლივს, საღი აზრი!

    • ლია says:

      მართლა ღრმად ვართ წყვდიადში…

    • ლია says:

      მართლა ღრმად ვართ წყვდიადში…

    • ლაშა says:

      888 მეგობარო შენ გეუბნები სიბნელე იცი სადაა. აი ზუსტად შენს გამონათქვამში თუ ძალიან გაინტერესებს მაილი მომეცი და დაგიმტკიცებ რომ ჩვეულებრივ პლასტიკურ ბარათში რომ ჩიპია აბსოლუტურად განსხვავდება მაგისგან. არ ვიჩემებ რომ გინდათუარა 666 აწერია ზედ მაგრამ ამ საქმეში არ ხარ ჩახედული და რწმენის სიბნელეში გადასვლაზე საუბრის უფლება არ გაკვს. მაგ ბარათში ისევე როგორც იმპლანტ ჩიპში არის რადიო სიხშირული საიდენტიფიკაციო ტალღების გამომცემი მოწყობილობა რაც პლასტიკურ ბარათებში არ არის მე ერთადერთი რაც მაშფოთებს სწორედ ეგაა რომ იმ ჩიპს და ამ ბარათს ბევრი საერთო აქვთ

  • ლლ says:

    888გეთანხმები,მე მყავს მოძღვარი და გამოაცხადა არაფერი ეშმაკისეული არა ამ ბარათში,აიღეთ ჩვეულებრივო

  • ჩიპი says:

    ჰა-ჰა-ჰააა!!!.. მოვდივააა-ააარრრ! ჰააა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰააა!!!

  • თამარი says:

    არავითარი ალტერნატიული ბარათი. ეს ბარათი აუცილებლად შესაცვლელია. ჩვენს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ნამდვილად არ უნდა არსებობდეს ასეთი ბარათი, რომელიც ზოგიერთმა განვითარებულმა ქვეყანამ თავის მოსახლეობას არ შეკადრა. ჩვენ კი რა ღმერთი გვიწყრება!..რად ვერ ვისწავლეთ ჩვენი ქრისტიანობის დაფასება..ჰკითხეთ პატრიარქს და როგორც ის ბრძანებს, ისე თქვით და იმოქმედეთ, ქალბატონო თეა!

  • ნანა says:

    რა გაუხდათ ეს აიდი ბარათები, რომ ვერ ელევიან ამ საბუთის წარმოებას,დაუშვად და არ იყოს რაარი ამით იქცევა ქვეყანა-აა? აირომ ამით არსებობა უფრო დააქცევს საქართველოს,თუარადა ნახაავთ…

  • lashqara says:

    პატრიარქის თუ გვჯერა მაშინ მოვუსმინოთ და ისე მოვიქცეთ, პატრიარქის კურთხევით სეილება ამ ბარა ტის ახება და არ უნდა დავბრკოლდეთ..ისე ეგ ბარათი მოსამზადებელია იმ ბეჩდის რისიც გვეშინია

  • არსენი says:

    ხალხო რაღა ამ ID ბარათებს ეტაკეთ? რა კონტროლი რის კონტროლი გამაგებინეთ? დაასაბუთეთ ვინმემ ერთი რა კონტროლის გეშინიათ? ჯადოს მოგასევენ თუ ცოფი შეგეყრებათ მაგ ბარათის ჩიპით? ხიბლში მყოფი მორწმუნეებივით ლაპარაკობთ ახლა თქვენ. რად გინდათ მაშინ საპენსიო ბარათები, ბანკის ბარათები,სახელფასო ბარათები და რაც მთავარია მობილური ტელეფონები? რავა ამ ზემოთჩამოთვლილებში ჩიპები არარის? მეორედ მოსვლა უკვე დაწყებულია კაიხნის და ამ პროცესს ხალხი ვერ შეაჩერებს. რწმენას თავის გზა მიეცით და გააზრებულად შეხედეთ ვითარებას. გასაგებია ცხოვრება იქითკენ მიდის რომ მართლმადიდებლობა მოისპოს და ხალხი ელექტრონიზირებულ რობოტებად იქცეს,მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ჭეშმარით რწმენას დაკარგავს კაცი. პატრიარქი ამ ბარათებს არ კრძალავს.უბრალოდ იმ ხიბლში მყოფმა მორწმუნეებმა ქაოსი რომარ შეიტანონ მრევლში ამისთვის ითხოვეს ალტერნატიური გამოსავალი.მე კი ისევ გეკითხებით რა განსხვავებაა იმაში საფულეში როცა გექნება უბრალო პირადობის მოწმობა და გვერდით ჯიბეში კი ჩიპიანი ბანკის ბარათი და მობილური.

    • მარიამი says:

      არსენ მეორედ მოსვლას ვერავინ შეაჩერებს, მეორედ მოსვლის ყველაზე დიდ რჩევად მიმაჩნია წმინდა მამების დარიგება, რომ ” ბოლო ჟამს ბოროტს არც დამორჩილდე და არც შეებრძოლო” აქ დიდი სიბრძნეა ყველამ თვითონ უნდა გააკეთოს დასკვნა, სად არ შეებრძოლო და სად დამორჩილდე. პირველ რიგში უმთავრესი მინდა ვთქვა, რომ სად შიში და სად ქრისტიანობა, არ შეიძლება ქრისტიანი მშიშირა იყოს, მაგრამ ფრთხილად ნამდვილად უნდა იყოს შეძლებისდაგვარად. გეთანხმები, თუ გინდ მობილურები ყველას გვაქვს, მაგრამ იქ ჩვენი ანაბეჭდები არ არის, ხოდა ნელ-ნელა(სხეულზე გადასვლით) ხდება ადამიანთა შეტყუება და უბრალოდ ეს არის და სხვა არაფერი. ხალხსაც, რომ აქვთ დიდი რეაქცია პასპორტებზე ესეც
      მაგის დამადასტურებელია, რომ რა იქნება შემდეგი???? სხვა საშიში და საგანგაშო არაფერია, მაგრამ როდესაც უკვე ” სიმსივნე” მესამე სტადიაში გადადის, ყველაფერი უნდა გააკეთო რომ თავს უშველო, თორემ მეოთხე გამღუპველია… და კიდევ ერთი…მსოფლიოში ეს არსად ხდება ერთი-ორი ქვეყნის გარდა…მოკლედ ექსპერიმენტში ვართ და რატომ? მე ვფიქრობ გამოფხიზლდა საქართველო და ვერაფერი შეაჩერებს აწი მას…ის გადარჩება და გაბრწყინდება! უფალი მეფობს!ამინ!

    • ტკვენ მარტლა ან გაუტვიტცნობიერებული ხარტ რა ხდება მსოპლიოსსჰი,ანდა მომხრე ხარტ სატანური მიმდინარეობისა,ერტხელ მაინც ტუ გადაავლეტ ტვალი რა იცერება გლობალური ცჰიპიზაციის სჰესახებ ახსნა აგარ დაგცჰირდებატ.
      აი ტუნდაც ეს მცირე მასალა
      ამერიკელ ჯარისკაცებს ტვინში მიკროჩიპებს ჩაუდგამენ

      თარგმანი ალესია ძინძიბაძისა

      მიკროჩიპები ჯარისკაცების ჯამრთელობას უწყვეტ რეჟიმში გააკონტროლებენ. თავისი ნოუთბუქის მეშვეობით ოფიცერი დაინახავს თუ რამდენ პროცენტიან ჯანმრთელობას ფლობს თითოეული მებრძოლი და უფრო ეფექტურად წარმართავს მის ხელთ არსებულ სამხედრო ძალას.
      აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ დააფინანსა კონტრაქტი სპეციალური მიკროჩიპების შექმნის თაობაზე, რომელთა იმპლანტაციას ჯარისკაცების ტვინში მოახდენენ. იმპლანტანტების მეშვეობით თითოეული მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლება იქნება შესაძლებელი. კონტრაქტით აშშ-ს მიკროელექტრონიკის, ბიოსენსორებისა და ბიოჩიპების ცენტრს 1.6 მილიონი დოლარი გადაეცა.
      ბიოჩიპები InVivo 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ, ისინი საინფორმაციო ცენტრში გადააგზავნიან მუდმივ მონაცემებს ჯარისკაცის სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის დონის მონაცემთა შესახებ, ასევე სხვა სასიცოცხლო პარამეტრებს.
      თვითონ ჯარისკაცები ამ სიახლეს არც თუ ისე დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. ისინი თვლიან, რომ თავისუფალი დროისა და დასვენების პერიოდშიც შეექმნებათ უფროსობის მხრიდან გააკონტროლების საშიშროება.
      დაინტერესებული მხარის განცხადებით ბიოჩიპების მთავარი მიზანი – ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაა. საბრძოლო მოქმედებებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჯარისკაცს რაც შეიძლება სწრაფად გაეწიოს პირველადი დახმარება, რათა ადამიანი სისხლის დაკარგვისგან არ გარდაიცვალოს. ჩიპი-იმპლანტანტი კი ზუსტად და სწრაფად ასახავს ადამიანის ორგანიზმის მიმდინარე მდგომარეობას.
      პირველწყარო – http://www.securitylab.ru/news/300623.php

    • ლაშა says:

      პასუხი უკვე დავწერე და შეგიძლია ნახო ხოლო თუ მასალებიც გინდა სხვაობის შესახებ ერ ეფ აი დი სისტემასა და ჩვეულებრივ ბარათებს შორის მაგასაც მოგაწვდი

  • ნიკოლოზი says:

    იყოს ნებაყოფლობით როგორც სხვა ქვეყნებშია ვისაც უნდა ჩიპიანი აიღოს და ვისაც ჩვეულებრივი

  • დავითი says:

    მომიტევეთ,მაგრამ აშკარაა,რომ როგორც ყოველთვის უმრავლესობას ეს საკითხი საფუძვლიანად არა აქვს შესწავლილი და არ ესმის. თვით საპატრიარქოს კომისიის დასკვნასაც აკლია ერთი მნიშვნელოვანი საბაზისო იურუდიული დოკუმენტი,რომლის შინაარსი განსაძღვრავს ,რომ ამ ელექტრონული საბუთების დანერგვისას არავის არა აქვს უფლება ალტერნატიული საბუთების აკრძალვის. მოკლედ ასეა თუ ისეა , არცერთ მთავრობას არა აქვს უფლება მილიონობით არამსურველს ძალით მოახვიოს თავს და ააღებინოს ეს ელექტრონული საბუთები. ღმერთმა მოგვცა თავისუფალი ნება და თქვენ ვერ დაგითმობთ. არა გვსურს და ეს საკმარისი უნდა იყოს ხელისუფლებისათვის. სარწმუნოებრივ საკითხს ამჯერად არ განვიხილავ,რადგან თუკი ელემენტარულ საკითხში ვერ მივიღებ თქვენს თანხმობას და გაგებას უფრო დიდში და მნიშვნელოვანში ალბათ არც უნდა ველოდეთ. თუმცა იმედია უფლის მადლი შეგეხებათ და ღვთის გულით მორწმუნე ქართველებს ღირსს გაგვხდით ვიაროთ ჩვეულებრივი საბუთებით.

    • მარიამი says:

      დავით გაიხარე!
      არავის აქვს უფლება წაგვართვან ღმერთის მიერ მონიჭებული თავისუფალი ნება!
      და ვინც წაგვართმევს ის პასუხს აგებს ღვთის და ერის წინაშე!

      ქართველნო ერთად ღვთისაკენ!

      საქართველოს ღმერთი იცავს და დედა ღვთისმშობელი!!! ვაი მას ვინც ებრძვის მას….

  • მარიამი says:

    ქალბატონი თეა წულუკიანი თავისივე სიტყვების შემცვლელი არ იქნება და ხალხის უმრავლესობას რაც სურს იმასაც დაიცავს და რაც უმცირესობას სურს იმასაც, ანუ ვისაც სურს ჩიპიანი აიღოს, ვისაც სურს არა.

  • მაია says:

    ხალხო, ვინც აქ კომენტარებს წერთ, თუ იცით მაინც, რომ თქვენს კომპუტერს აქვს IP მისამართი, რომლითაც ზედმიწევნით ზუსტად არის შესაძლებელი თქვენი იდენტიფიკცია, ადგილმდებარეობა დ.ა.შ!!!
    სასწრაფოდ თქვით უარი ინტერნეტზე თორემ არ ვიცი როგორ დაიღუპებით!!! :)))

  • ზაზა 2 says:

    მაია, კომპიუტერს IP მისამართი რომ აქვს,ეს ყველამ იცის, მაგრამ ამის არავის ეშინია. თქვენ კი თუ იცით, რას ეთამაშებით ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით? მარადიულ ჯოჯოხეთს!!! თუ თქვენთვის ეს სიტყვა თუნდაც რაიმეს ნიშნავს (ანუ თუკი საერთოდ ხართ მორწმუნე).

  • იოანე says:

    http://rutube.ru/video/6f0dcae3a8b97d6fd18da4a77b381425/
    ეს იქნება შემდეგი ეტაპი ჩიპიანი პასპორტების მერე. პროცესი დაწყებულია მსოფლიოში, რომლის უკანაც დგანან სატანისტური ძალები. საბერძნეთის სინოდი კარგა ხანია გამოვიდა ასეთი პასპორტების წინააგმდეგ. უკრაინაში 2-3 წელაი, დაწყებულია ანალოგიური პროცესი, მართლმადიდებლები ითხოვენ ალტერნატიულ საბუთებს.

  • თამარი says:

    მოუსმინეთ მეუფე იობის გაფრთხილებას: http://www.youtube.com/watch?v=BSl_CcB2-Hs&feature=share

  • საპატრიარქოს კომისიის თავჯდომარის პროექტიდან ”დღეს თითქოს მიზანმიმართულად ხდება ამ ყველაფრის მიმართ მიჩვევა. ამას ცხადყოფს საზოგადოებრივ.საყოფაცხოვრებო ადგილებში ფულის მოსპობის მცდელობა და მისი ბარათებით ჩანაცვლება, რამეთუ ფული საგადასახადო საშუალებაა და ის ყველაზე მეტად საჭიროა ყოფიერ ცხოვრებაში ადამიანის არსებობისათვის. დაუშვებელია ასეთი მანიპულაციით ადამიანის ნების ხელყოფა მოახდინო და არსებობის აუცილებლობის გამო იგი მუდმივ კონტროლს მიაჯაჭვო. დღევანდელი იუსტიციის სახლების ასეთი მომრავლება სახეა იმ მიზანმიმართულობისა, რომელსაც სახელმწიფო სამწუხაროდ ყველანაირი ხერხით ახორციელებს ქვეყანაში, რათა მოქალაქეებს ელექტრონული ბარათები ააღებინონ, სამსახურებრივი იძულებით იქნება ეს თუ სხვა მრავალი დაინტერესებით… დღეს ხშირად მოყავთ მაგალითები მობილური ტელეფონების შესახებ, რომ ისიც სწორედ იგივე მონაცემების მატარებელია, როგორც ID ბარათი. საბაბის მაძიებელნი სვავენ თითქოსდა ლოგიკურ კითხვას – მაშინ გადააგდეთ მობილურებიც, ის ხომ იგივე ჩიპის მატარებელია? თუმცაღა მოვლენები წააგავს ერთმანეთს, მაგრამ პირობითად რატომ შეიქმნა განგაში სწორედ ID ბარათებზე და არა მობილურებზე ქვემოთ მოგახსენებთ: აქ არის საუბარი კონტროლის იმ მექანიზმზე, რომლის გარეშეც ყოფა-ცხოვრება არ შეგეძლება ვერც იყიდი, ვერც გაყიდი, რა ფუნქციაც მობილურს საერთოდ არ გააჩნია. მობილურით ვერავინ გაიძულებს რომ ყიდვა-გაყიდვა აწარმოო; საიდენტიფიკაციო ნომერი და ID ბარათები წინაპირობაა სხეულში ჩასადგმელი ინპლანტისა, რომლითაც საბოლოოდ უნდა მართონ ადამიანი, რასაც ვერ ვიტყოდით მობილურ ტელეფონებზე; ბარათებში update ფუნქციით შეეძლებათ ადამიანს შეუცვალონ ინფორმაცია, რითაც ზიანს მიაყენებენ მას – დაიჭერენ, კომპრომატს შეუქმნიან, რამეთუ ის ითვლება ოფიციალურ ინფორმაციად. მობილურში არც ოფიციალური ინფორმაციაა შესული და არც ეს საფრთხე ემუქრება მის მომხმარებელს; საზღვარზე გადასვლის ან სხვადასხვა კუთხეში ყოფნისას ID ბარათი შენი პიროვნების დამადასტურებელი საბუთია და მობილურით კი ოფიციალურად არსად არ წარსდგები; ID ბარათებით გიფიქსირებენ რას იყიდი, რა თანხა გაქვს, რა ოფიციალურ საბანკო თუ საყოფაცხოვრებო ოპერაციას ასრულებ ცხოვრების მანძილზე და ეს ყველაფერი აღიბეჭდება მონაცემთა ბაზაში, რა ფუნქციაც საერთოდ არ გააჩნია მობილურს. ასე რომ თვალთვალი და მოსმენა ადრინდელ დროსაც იყო სხვადასხვა საშუალებებით შესაძლებელი – ათასნაირი მოსასმენი აპარატებით, თუ პერსონალური მეთვალყურეობით, მაგრამ ასეთი სახის კონტროლზე ადამიანი თავად არ აწერს ხელს და ეს არ არის ოფიციალური დოკუმენტი, ეს არის მეთვალთვალის ინიციატივა, მისი ცოდვა რითიც არ გვემუქრება ნების იძულებით ხელყოფა. თუმცა კონტროლის რაღაც მექანიზმი მობილურ კავშირებში და ინტერნეტ სივრცეებშიც შეიმჩნევა. ეს სხვადასხვა ქსელები მოსმენისა და ინფორმაციის გაჟონვის საშუალებად რომ არ იქცეს, უნდა დავიცვათ თავი ამისგანაც და სამომავლოდ ამ კუთხით შეიქმნას სხვადასხვა მექანიზმები – სახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იქნება ეს, კიბერნეტიკული სისტემის დაცვის საშუალებით, თუ პირადი ჩვენი სიფრთხილით, რომ საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ აღნიშნული ტექნიკა და არა 24 საათი ვიყოთ ამ ყველაფერში ჩართულნი. მაგრამ ერთი რამ უდავოა, რომ ტექნიკის ეს პროცესი ადამია-ნისთვის იმხელა საფრთხეს არ წარმოადგენს, როგორც ID ბარათები და ადამიანის სხეულში ჩასადგმელი ინპლანტი, რომლის გარეშეც ვიმეორებთ, რომ ვერც იყიდი და ვერც განსყიდი. ეს დრო შორს აღარ არის, რადგან ასეთი სახის ინპლანტების რეკლამა უკვე საქართველოს ტელევიზიებითაც შუქდება. ის ადამიანის მოუშორებელი მუდმივი ზედამხედველი იქნება მთელი ცხოვრების მანძილზე. მობილურის ID ბარათთან ოფიციალურად მიბმა კი, როგორც ეს იუსტიციის სამინისტრომ სამომავლო გეგმად წარადგინა, უკვე საშიშია, რამეთუ იგი ID ბარათთან ერთად იგივე ფუნქციას შეასრულებს და ოფიციალურ ძალას შეიძენს.”

  • ლაშა says:

    ხალხნოო არაფერია აქ საკამათო აუცილებლად უნდა მიემართოს პარლამენტს თხოვნით. მე ვარ ბნელი გაუნათლებელი და გოიმი რომელსაც უაზრო შიშები აწუხებს და უმეცრობისგან რაგაც სისულელეს ვითხოვ მაგრამ ხომ მაქვს ამ ქვეყანაში არსებობის უფლება ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მონუსების მიუხედავად? ამიტომ გაუქმებას არავინ ითხოვს დაუშვით ალტერნატიული საბუთები ჩემნაირი გოიმებისთვიიიიიიიიიიიიიიიიიიიის. მეტს არაფერს არ ვითხოვთ

    • ი.კ. says:

      სწორია ვისაც უნდა იმან აიღოს ის ჩიპიანი პასპორტი და ვისაც არა იყოს ჩვევლებრივი როგორც იყო,ყველას ხომ გვაქვს არჩევის უფლება და თუ გვაიძულებენ სხვა ზომები იქნება მისაღები ამ მხრივ ყველას გთხოვთ ვიყოთ ერთნი,უფალი გფარავდეთ

  • ლაშა says:

    888 მეგობარო შენ გეუბნები სიბნელე იცი სადაა. აი ზუსტად შენს გამონათქვამში თუ ძალიან გაინტერესებს მაილი მომეცი და დაგიმტკიცებ რომ ჩვეულებრივ პლასტიკურ ბარათში რომ ჩიპია აბსოლუტურად განსხვავდება მაგისგან. არ ვიჩემებ რომ გინდათუარა 666 აწერია ზედ მაგრამ ამ საქმეში არ ხარ ჩახედული და რწმენის სიბნელეში გადასვლაზე საუბრის უფლება არ გაკვს. მაგ ბარათში ისევე როგორც იმპლანტ ჩიპში არის რადიო სიხშირული საიდენტიფიკაციო ტალღების გამომცემი მოწყობილობა რაც პლასტიკურ ბარათებში არ არის მე ერთადერთი რაც მაშფოთებს სწორედ ეგაა რომ იმ ჩიპს და ამ ბარათს ბევრი საერთო აქვთ

    • 888 says:

      ლაშა რწმენის სიბნელეში გადასვლაა ზუსტად ის რასაც შენ მეუბნები. აქ საქმე არა ჩიპის სტრუქტურაში ,არამედ სხვა რამეშია. კერძოდ, ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში აკვიატებული აქვს აზრი იმის შესახებ რომ რაღაც (ჩვენს შემთხვევაში ID ) არის ცუდი იმიტომ რომ ეშმაკისეულია, და გვაჩვევს ნელ-ნელა მორჩილებას, გვაკონტროლებს, შეიცავს ნიშანს, შეუძლია ადამიანის იდენტიფიცირება და ა.შ. კიდევ უფრო ცუდი ისაა, რომ ძალიან ბევრს სწამს რომ მალე უახლოეს მომავალში იქნება მეორედ მოსვლა და რომ ეხლა ყველა ტექნიკური სიახლე, მათ შორის ID არის ეშმაკის “მოგონილი” მისი “გამოგზავნილი”, იმისთვის რომ ბევრი ადამიანი მიიმხროს და გადაიბიროს. მეც მართლმადიდებელი ქრტისტიანი ვარ, მეც ისევე როგორც ქართველების უმრავლესობას, მწამს ღმერთის. მჯერა, ისევე როგორც ბევრ ადამიანს, რომ ადრე თუ გვიან იქნება მეორედ მოსვლა, და რომ ეს, რაღაც გამოგონილი ზღაპარი არაა, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება და ჩემი აზრით ერისთვის დამღუპველი არის ის რომ, ძალიან ბევრ ქართველს სწამს ფანატიკურად. აკვიატებული აქვთ აზრი რომ რაიმე ნივთი (მაგ: ID) არის ეშმაკისეული. თუ გახსოვთ არც თუ ისე შორეულ წარსულში გავრცელებული იყო აზრი რომ საკვები პროდუქტის შეფუთვაზე დატანილი შტრიხ კოდები, თუ მათი ჯამი თუ ნამრავლი, ზუსტად აღარ მახსოვს, შეიცავდა სამ ექვსიანს. ძალიან ბევრს ამისი სჯეროდა, საუბედუროდ სჯეროდა ფანატიკურად, გაუაზრებლად. თვალი რომ გადავავლოთ ჩვენს აწმყოს, საღად მოაზროვნე ადამიანი დაინახავს რომ საქართველოს მოსახლეობის ალბათ უმრავლესობას, სწამს ან იმის გამო რომ ეს მოდაშია , ან სწამს ფანატიკურად,სწამს რომ Iდ ბარათების ან გნებავთ სხვა ნივთების მეშვეობით გვაკონტროლებს ეშმაკი. კი ორი აზრი არაა, ბოროტი ძალა ჩასაფრებულია, მაგრამ მერწმუნეთ მას უფრო ძლიერი სადამკვირვებლო-მაკონტროლებელი მექანიზმები ექნება, ვიდრე ჩვენი ID ბარათებია.
      არ მიიღოთ ჩემი კომენტარი შეურაცხყოფად, ვინმეს დაცინვად, ან არ იფიქროთ რომ ჭკუას ვასწავლი ვინმეს, უბრალოდ ჩემი აზრით სრულიად უსაფუძვლო აურზაურია ატეხილი ამ ბარათების გარშემო. ვისაც ეშინია, მას ეშინია ან იმის გამო რომ არ იცის , ან ვერ უგებს თანამედროვეობას და ტექნიკის მიღწევებს. კიდევ ერთხელ განვმეორედები და ვიტყვი რომ ამ კომენტარით არავის დავცინი და არ ვაყენებ შეურაცხყოფას.

  • 888 says:

    და კიდევ ერთი ჩვენ ეშმაკებს კი არ უნდა ვდიოთ ID ბარათების და ჩიპების კვალდაკვალ და ყველა სიახლეში ეშმაკს კი არ უნდა ვხედავდეთ, არამედ უნდა ვეცადოთ და უფალი დავინახოთ, რწმენა გავაძლიეროთ.

    • ლაშა says:

      მე ასეთ შემთხვევაში ყველას ერთ კითხვას ვუსვამ და ყოველთვის ბუნდოვან პასუხს ვღებულობ. გეკითხები და გთხოვ კონკრეტულად მიპასუხე. მიიღებ თუ არა ვერიჩიპ კორპორაციის მიერ და “ციფრული ანგელოზის ” მიერ შექმნილ (არ გაგეცინოს ამ სახელებზე იმიტომ რომ ეს სერიოზული კორპორაციებია და ნამდვილად არსებობენ შეგიძლია გადაამოწმო) ჩიპს რომელიც არ არის გამოგონილი და ბეეეეეეეეეეეეეეეეეეეეევრ ადამიანს უკვე აქვს მიღებული. 2013 წლის 29 მარტიდან კი ყველა ამერიკის მოქალაქე ვალდებულია მიიგოს medical records device which is implantable. ეს არ არის ფანატიზმი და შიშიი არარსებულისა. ამაზე დებატებიც ჰქონდა ახლანდელ ვიცე პრემიერ ჯო ბაიდენს სხვა სენატორებთან. ასერომ გთხოვთ დაინტერესდით და საკითხი უფრო ღრმად შეისწავლეთ და მხოლოდ ის რომ მოძღვარმა კურთხევა მომცა და ჩემი აი დი ბარათი ღვთაებრივ ნათელს გამოსცემსო არაა სწორი მოსაზრება. მოკლედ. მიიღებ თუ არა ვერიჩიპის ერ ეფ აი დი პროდუქტს რომელიც არსებობს რეალურია და ჯანდაცვის და საბანკო ოპერაციის ფუნქციებით არის აღჭურვილი?

  • ლაშა says:

    ბოდიშით და ცისფერების პოზიციებს და უფლებებს იცავს ეს ხალხი და დიდი რამე “გაუნათლებელი” და ტექნიკური პროგრესით შეშინებული ხალხის უფლებაც რომ დაიცვან. ოგონდ ახლა არ ამიტეხოთ ქსენოფობი და ჰომოფობიხარო :D :D :D

    • გიორგი says:

      ლაშა სრულად გეთანხმები. ასევე მაქვს შეკითხვები ID ბარათების ,,სიკეთეების” და ,,უვნებლობის” პროპაგანდისტებთან!

      რატომ არის ჩვენნაირი ადამიანების უფლება შელახული, როცა ნებისმიერი სექსუალური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული საკითხია?
      კი ბატონო ბნელები ვართ, უვიცები ვართ, მშიშრები ვართ, მაგრამ ადამიანები ხომ ვართ?
      არ მინდა ბატონო ეს თქვენი ID ჩიპიანი ბარათი ჩემი ,,გაუკუღმართებული” რწმენის გამო და არა მაქვს უფლება ალტერნატიული მოვითხოვო?
      თუ გეებს აქვთ უფლება მოითხოვონ პარადები და სხვა ტიპის სახალხოდ გამართული ხვევნა-კოცნის აქციები, ჩვენ რა დავაშავეთ?
      ვისაც არ გვინდა ბატონო ასი ათასი ვართ თუ, 10 კაცი არ გვაქ უფლება ჩვენი რწმენის მიხედვით გადავწყვიტოთ რა გვინდა? მით უმეტეს ჩატარდა გამოკითხვა და ხელმოწერები და თითქმის 50000 კაცმა ხელი მოაწერა ალტერნატიული საბუთების შემოღების თხოვნას.
      მე მოვდივარ და გეკითხები, რატომ აიღე ეს ჩიპიანი ბარათი? გინდა, აიღე ღმერთმა შეგარგოს! მე არ მინდა და რატომ მაძალებ? რატომ გინდა, რომ ძალით ან შემოტყუებით ავიღო?
      რატომ გინდა, რომ გადამარწმუნო როცა ხედავ, რომ უფრო მეტი პროტესტი მიჩნდება?
      ნუთუ ჩვენი უფლება ჩვენი შეხედულებისა და რწმენის მიხედვით ცხოვრებისა, ფეხქვეშ უნდა გაითელოს?

      P.S.
      უნდა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დასვავს ამ საკითხს, ახალი მთავრობის წინაშე.

      • გიორგი says:

        ბოდიში, ერთი დაზუსტება!

        ქალბატონი თეა წულუკიანის სიტყვებს მიაქციეთ ყურადღება:

        “რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ ჩიპიან ბარათში სამი ექვსიანია და ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ სამინისტროში ასეთი ბარათის არქონის გამო სასადილოთი ვერ ვისარგებლებ და რომ არ დავრჩე მშიერი, იძულებული ვარ ავიღო ბარათი. არიან მოქალაქეები, ვისაც ეს თემა აწუხებთ და ფიქრობენ, რომ ჩიპიანი ბარათი ცუდია” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

        მიაქციეთ ყურადღება:

        ,, ასეთი ბარათის არქონის გამო სასადილოთი ვერ ვისარგებლებ და რომ არ დავრჩე მშიერი, იძულებული ვარ ავიღო ბარათი.”

        აი სადამდეა უკვე საქმე მისული, თუ ბარათი არ გაქვს დარჩები მშიერი!!

        გავაკეთებ პერიფრაზს:

        თუ ჩიპი არ გაქვს ჩადგმული დარჩები მშიერი!!

        გამგები გაიგებს. ვისაც თვალი აქვს დაინახავს, ვისაც ყური აქვს შეისმენს!

      • ნანა says:

        გეთანხმებით გიორგი!

    • ნანა says:

      :) ლაშა არ უნდა გაგიკვირდეს რომ ვიგაცეებს, ანუ ხალხთა ნაწილს ვერ დააჯერო ჭეშმარიტება სადაა, დაბინდულ გონებას ღმერთი თუ გაუნათებს,თუარა როცა არ ესმის და არც უნდა რომ გაიგოს ვერ შეაჩერებ,(აიღე თუნდაც იაღოველები, [ცოტა გრუბი შედარებაა მაგრამ...] ძაან მინდა მატაც ესმოდეთ ჭეშმარიტი ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა რაარის მაგრამ ამაოახოლმე მათი აძრი ჩვენს მიმართ, ამიტოომ……….

  • ჩიპილო says:

    წულუკიან შენ გაგისკდა ეგ მუცელი. გაახილე თვალი და ნახე 29 შტატში რეფერედუმზე რომ ჩავარდა ეს გეგმა. შენ თუ მართლა დემოკრატი ხარ და ადამიანის პიროვნულ თავისულფებაზე იღებ ხმას, ასეთი ბრიყვის შთაბეჭდილება არ უდნდა დაგეტოვებინა!

    • გიორგი says:

      ჩიპილო, ქაქლბატონი თეა წულუკიანის სიტყვები, ეტყობა სწორად ვერ გაიგე, კონტექსტიდან ჩანს, რომ მასაც აწუხებს ეს საკითხი და ამიტომ უსვავს ხაზს რომ უკვე ამ ჩიპიანი ბარათის გარეშე კვებაც კი შეუძლებელიაო. და ამიტომ არიან ადამიანები ვისაც ეს თემა აწუხებთ, რომ ჩიპიანი ბარათი ცუდიაო. ამ სიტყვიდან გამომდინარე მასაც აწუხებს ეს საკითხი და ამიტომ საჭიროა, ჩვენი აქტიურობა და ამ გადაწყვეტილების ინიცირება ახალ მთავრობასთან. დარწმუნებული ვარ საკითხი დადებითად გადაწყდება.

  • ლაშა says:

    ხალხო ეჭვი არავის უჩნდება რომ ქვეყანაში ყველაზე მაგარი შენობები და თანაც ყველა ქალაქში იუსტიციის სახლები რომაა? ამდენი უბრალო დამთხვევა ვის გაუგია. მოკლედ მე და ჩემნაირებმა რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ მოსახდენი მაინც მოხდება და უგუნურმა ადამიანებმა თვალდახუჭულად რწმენის და მარხვის პროცესში საპირისპირო შედეგი მაინც შეიძლება მიიღონ “რჩეულნიც კი ცდებიან”. უბრალოდ კარგი იქნება რაც უფრო მეტი ადამიანი გაახელს ფართოდ თვალებს და გონებას დძალას დაატანს და უფრო ღრმად დაინტერესდება საკითხით

  • მარიამი says:

    მთავარი ერთიანობაა ხალხო და საყვარელო ქართველნო !
    იმედია მიხვდით რომ ერთიანობაზე არის დაფუძნებული ქრისტიანობა და ქრისტიანთა ცხოვრება, თუ გადარჩენა…ვიყოთ ერთიანნი..არ მოგვწონს რამე?! ერთიანად დავდგეთ და გამოვხატოთ და “ლიდერი” მარად ერთი უნდა გვყავდეს და ეს არის მწყემსი კეთილი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე!

    ქართველნო !!!! ღმერთი არის მთავარი მშვიდობისა!!!

    დავამყაროთ მშვიდობა ღმერთთან !!! და ვიცხოვრებთ მშვიდობიანად!!!ამინ

  • მარიამი says:

    არ გვინდა ჩიპიანი პასპორტები !!!!
    თუ მართალია და ქალბატონ თეას აქვს ეს პასპორტი, ნუ შეჭამს მის გარეშე და ვისაც არ გვინდა და არ გვაქვს, შევჭამთ მის გარეშე.!!!

  • ირაკლი says:

    ის რომ პირველ რიგში აუცილებლად უნდა დაიშვას და არსებობდეს ალტერნატიული საბუთები ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს, ჩემი აზრით და ამით თითქმის გადაიჭრება ეს პრობლემა.

  • ირაკლი says:

    წმიდა სინოდის გადაწყვეტილებაა და რა პრობლემაა რომ ეს დაუყოვნებლივ შესრულდეს:
    რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები

    და მეორე რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ჩემი აზრით, ეს არის: იმ ანტიმართმადიდებლური კანონის გაუქმება რაც მიიღო წინა მთავრობამ. და კანონის სასიკეთოდ დახვეწა საპატრიარქოსთნ და ჩვენს რელიგიასთან მიმართებაში – მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება

  • ზვიადი says:

    “ბარათებში update ფუნქციით შეეძლებათ ადამიანს შეუცვალონ ინფორმაცია, რითაც ზიანს მიაყენებენ მას – დაიჭერენ, კომპრომატს შეუქმნიან, რამეთუ ის ითვლება ოფიციალურ ინფორმაციად.”
    “2013 წლის 29 მარტიდან კი ყველა ამერიკის მოქალაქე ვალდებულია მიიგოს medical records device which is implantable.”
    ის რაც ამერიკაში საყოველთაო, სავალდებულო ნორმად დამკვიდრდება იქნება ეს ჯანდაცვის მოტივაციით, თუ ანტიტერორისტული და სხვა ყალბი ვალდებულებებით განპირობებული, იცოდეთ, რომ მთელ მსოფლიოს მოედება!ანუ მსოფლმთავროობა გაიძულებს შენივე დასაჭერი საფრთხის შემცველი, რაც არ გაგიკეთებია იმის გაყალბებით დასაბრალებელი იურიდიული ბრალდებულების პოტენციურად შემცველი დოკუმენტი შენივე ხელმოწერით მიგაღებინოს– ამ update-ს ფუნქციის მეშვეობით! მართლმადიდებელი ქრისტიანობა ანტიქრისტეს მთავრობის #1 მტერია და ასეთი საბუთები მათ ხელს აძლევს მართლმადიდებელთა საკომპრომატოდ და დასაჭერად, ამიტომ არ უნდა მივიღოთ, თორემ მართლა ანტიქრისტეს ბეჭედი კი არაა ამ წუთას, არამედ ანტიქრისტეს წისქვილზე ასხამს წყალს!

  • კახაბერი says:

    ყველას აქვს თავის აზრი, მიუხედავად თქვენი მაღალფარდოვანი და სპეციფიურად გამართული სიტყვებისა, არ მსურს ეგ ბარათი არრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრაააააააააააააააააააააააააა, გაიგეთ… და არც ავიღებ. ასე რომ უნდა იყოს ალტერნატიული გზა.

  • ნანა says:

    რას შეეხება ინტერნეტს, ყველაფერს აქვს დადებითი, ისე შეიძლება ეშმაკიც მართოს ადამიანმა, თუ გონივრულად მოიქცევა ;)

  • kaxa says:

    როდემდე უნდა ვიყოთ ნელთბილნი???

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.