მთავარი » ვიდეო

თბილისური კარიბჭეები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.03.2013 | 2,944 ნახვა

თბილისი აღმოსავლეთისა და დასავლეთის შესაყრზე მდებარე ქალაქი, თბილისური კარიბჭე ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონეა მსოფლიოში. სრულიად განსხვავებულ კულტურათა ჰარმონიული თანაარსებობა, განუმეორებელ იდუმალებასა და ეგზოტიურობას ძენდა თბილისს და ზოგადად ქართულ კულტურას.

ქალაქი ბევრჯერ განადგურდა და კვლავ აღდგა ფერფლიდან, ამიტომ ხშირად იცვლიდა ისერსახეს.
მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრიდან არსებითად იცვლება ქალაქის ხუროთმოძღვრული იერი. თბილისი ფეოდალური ქალაქის სახეს კარგავს და სულ უფრო მეტად ემსგავსება ბურჟუაზიულ ქალაქს.

შეძლებული მოქალაქეებიც ევროპული ყოფის სტანდარტებისკენ მიისწრაფოდნენ და აღარ კმაყოფილდებოდნენ წინანდელი სახლების მასშტაბებითა და კომფორტის დონით.

მე-19 ს. ბოლოსა და მე-20 ს. დასაწყისში, სახლის რესპექტაბელობის, მისი “ევროპული” სტილის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი სწორედ შესასვლელი, სადარბაზო ჰოლი ყოფილა.

“მდიდრულად მორთული სახლის ფასადი, კარიბჭე-მეპატრონის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა.”

“ხის, მასიური შესასვლელი კარი მორთული იყო ნაკვეთი ჩუქურთმებით, მისი ზედა შემინული ნაწილი ლითონის ჭედური თუ სხმული ორნამენტული ცხაურით იყო დაცული. კარის თავზე ზოგჯერ ფრამუგა იყო მოწყობილი და ხშირად წინფრაც ამშვენებდა, მაქმანისებრი გამჭვირვალე ორნამენტით.

კარები თუ გისოსები ადგილობრივ სახელოსნოებში სტანდარტული ნიმუშის მიხედვით მზადდებოდა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც კარს საგანგებოდ უკვეთავდნენ, ის ორიგინალური, მხატვრული გაფორმებით გამოირჩეოდა.
სხმული დეტალები და დეკორატიულად გაფორმებული სახელურები ასრულებდა კარის დიზაინს.
წინფრის ჩრდილში მოხვედრილი მიმსვლელი, ხის მძიმე კარს რომ შეაღებდა, საკმარისად განათებულ, საზეიმო სივრცეში მოხვდებოდა.

დეკორატიულობა, ერთგვარი სიმდიდრისა და ფუფუნებისკენ მიდრეკილება მატულობდა. ბაღებს, შადრევნებს, რელიეფებით და ქანდაკებებით მორთულ- მოკაზმული სადარბაზოებიც ერთვოდა და იმ დროინდელი ქალაქის ერთიან ატმოსფეროს ქმნიდა.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი