მთავარი » კულტურა

“თბილისობა 2014”-ის ფარგლებში დედაქალაქის რაიონებში დაგეგმილი ღონისძიებები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.10.2014 | 2,521 ნახვა

“თბილისობა 2014” 25 – 26 ოქტომბერს გაიმართება. გთავაზობთ “თბილისობა 2014”-ის ფარგლებში დედაქალაქის რაიონებში დაგეგმილი ღონისძიებების განრიგს.

25 ოქტომბერი 2014 წელი

საბურთალოს რაიონი:
11:00-17:00 – საშემოდგომო ბაზრობები – დიდი დიღომი 3 მ/რ /მიცკევიჩის #1
12:00-16:00 – საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ღონისძიება – დიდი დიღომი, 3 მ/რ;
12:00-17:00 – შშმ ბავშვებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებისათვის გაიმართება გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები, სოციალური აქციები – ვ. გოძიაშვილის სახელობის ბაღი;
12:00-17:00 – მხატვრული და ფოტონამუშევრების გამოფენა. მოეწყობა ხალხური სიმღერებისა და ქალაქური სიმღერების კონცერტი – ბუკიას ბაღი;

თბილისი

ვაკის რაიონი:
11:00-17:00 – საშემოდგომო ბაზრობა – ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარედ;
12:00-14:00 – შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში – დაბა წყნეთი;
13:00-16:00 – წყნეთის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნაკეთობების გამოფენა-კონკურსი და კონცერტი – დაბა წყნეთი;
14:00-17:00 – საბავშვო რაგბის ფესტივალი -ლოკომოტივის სტადიონი;

მთაწმინდის რაიონი:
რესპუბლიკის მოედანი
11:00-18:00 – საბავშვო ღონისძიებები, შშმ პირთა ნაკეთობების გამოფენა, ფოტოგამოფენა;
12:00-15:00 – სამხატვრო აკადემია `Happy Kids Club” წარმოადგენს აკადემიის მოსწავლეების მხატვრულ ნამუშევრებს და ორი დღის განმავლობაში ” თბილისობაზე” მოსულ სტუმრებს ჩაუტარებს მასტერკლასებს: მხატვრობაში, ძერწვასა და თიხაზე მუშაობაში;
13:00-14:00 – მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლი “სევილიელი დალაქი”
13:00-14:00 – საუბნო სპორტული შეჯიბრებები და აქტივობები, დასუფთავების ღონისძიებები;
15:00-17:00 – მუსიკალური პროგამა ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით;
16:00-18:00 – ახალგაზრდა პოეტები და კონცერტი ღია ცის ქვეშ;

კრწანისის რაიონი:
პუშკინის სკვერი
12:00-17:00 –XIX საუკუნის თბილისი – კოსტუმირებული სანახაობა ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად, ფოტოსტენდები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; მხატვრების ნამუშევრების გამოფენა; ფოტოგამოფენა “ერმაკოვის თბილისი”;
13:00-17:00 – კლასიკური მუსიკა – კონკასთან
13:00 – 19:00 – კინოთეატრი ღია ცის ქვეშ – პირველი ქართული კინოფირების ჩვენება;

ისნის რაიონი:
ავლაბრის სკვერი
11:00-17:00 – საშემოდგმო ბაზრობა, ხალხური რეწვის, ხელნაკეთობებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა;
12:00-17:00 – ქალაქური ფოლკლორის კონცერტი, სომხური დრამატული თეატრის მსახიობთა კოსტუმირებული მსვლელობა,ღონისძიებები შშმ მქონე ბავშვებისათვის;
13:00-17:00 – სოციალური აქციები,ფრანების შოუ;

სამგორის რაიონი
11:00 –18:00 საკოლმეურნეო ბაზრობა – საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა (ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია);
12:00 -13:00 – საბავშვო თოჯინური წარმოდგენები ღია ცის ქვეშ – ვარკეთილი 3, მედიათეკის წინ;
13:00 -18:00 – საბავშვო ბაღების, სკოლის მოსწავლეების, ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები – ვარკეთილი 3, მედიათეკის წინ;

დიდუბის რაიონი
მუშთაიდის ბაღი
12:00-17:00 – ფერწერული ნამუშევრების გამოფენა; შეიარაღებული ძალების სასულე ორკესტრის და ხელოვნების სკოლების მოსწავლეთა კონცერტი;13:00-16:00 – სოციალური აქციები შშმ პირებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის;

15:00-17:00 – საზეიმო საესტრადო კონცერტი;

ჩუღურეთის რაიონი
08:00-17:00 – ქართული კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია, ხილის ფესტივალი ხეთაგუროვის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე;
10:00-17:00 – ფოტო და მხატვრული ნამუშევრების, ხალხური რეწვის ნიმუშების, ხელნაკეთი სუვენირების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა – მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარედ;
12:00-17:00 –თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის `ბიგ-ბენდი~ კონცერტი – `ვარდების ბაღის~ ტერიტორია;
13:00-14:00 – `ბიგ-ბენდი~-ს დარბაზის გახსნა;
13:00-17:00 – შშმ მქონე პირთა ორგანიზაციის “ღვთისშვილთა კავშირის” ახალი პროექტის პრეზენტაცია – მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარედ;
14:30 -15:30 –მე-6 სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა და ქართული ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი – `ვარდების ბაღის~ ამფითეატრი;
15:00 -15:30 – სიმძიმის ცალი ხელით აწევაში გინესის მსოფლიო რეკორდის დამყარებისა და დაჯილდოების ცერემონია -“ვარდების ბაღი”;
15:30-16:00 – საბავშვო ვოკალურ-ქორეოგრაფიულ ანსამბლის `გვირილა~ კონცერტი – `ვარდების ბაღის~ ამფითეატრი;
16:00-16:30 – სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის მოსწავლეთა კონცერტი – `ვარდების ბაღის~ ამფითეატრი;

გლდანის რაიონი
12:00-17:00 – ქართული ხალხური და სამეჯლისო ცეკვები, ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა – გლდანის პარკი;
12:00-17:00 – საუბნო ბავშვთა შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი – ავჭალა;
13:00-14:00 – ქართული ჭიდაობის შეჯიბრი, გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია – გლდანის პარკი;
15:00-17:00 – ფოლკორული ანსამბლების ცეკვისა და სიმღერის კონცერტი – მუხიანი;

ნაძალადევის რაიონი
კიკვიძის ბაღი
11:00- 17:00 – საბავშვო კონცერტები, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები;
12:00 – 18:00 – სოციალური აქციები ;
16:00 – საცირკო სანახაობა;

26 ოქტომბერი 2014 წელი

საბურთალოს რაიონი
11:00-17:00 – საშემოდგომო ბაზრობები – მიცკევიჩის #1/დიდი დიღომი 3 მ/რ;
12:00-17:00 – საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მდებარე 17 საჯარო სკოლის მონაწილეობით გაიმართება მხატვრულ-შემოქმედებითი ხასიათის ღონისძიება და კონცერტი – ვ. გოძიაშვილის სახელობის ბაღი;
13:00-14:00 – ეთნიკური უმცირესობით მჭიდროდ დასახლებული უბნის მაცხოვრებლების მონახულება – ჩირთახანის დასახლება;

ვაკის რაიონი
11:00-17:00 – საშემოდგომო ბაზრობა – ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარედ;
12:00-17:00 – სხვადასხვა შემეცნებით – გასართობი ღონისძიებები მოზარდთათვის, სპორტული შეჯიბრებები და სხვა – ვაკის პარკი;
13:00-17:00 – სხვადასხვა საელჩოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, გამოფენები, 100 წელს მიღწეული ადამიანების დაჯილდოება – ვაკის გამგეობის სკვერი;
14:00-17:00 – საბავშვო რაგბის ფესტივალი -ლოკომოტივის სტადიონი;

მთაწმინდის რაიონი
რესპუბლიკის მოედანი
11:00-18:00 – საბავშვო ღონისძიებები, შშმ პირთა ნაკეთობების გამოფენა, ფოტოგამოფენა;
12:00-15:00 – სამხატვრო აკადემია ` Happy Kids Club” წარმოადგენს აკადემიის მოსწავლეების მხატვრულ ნამუშევრებს და ორი დღის განმავლობაში ” თბილისობაზე” მოსულ სტუმრებს ჩაუტარებს მასტერკლასებს: მხატვრობაში, ძერწვასა და თიხაზე მუშაობაში;
13:00-14:00 – მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლი `სევილიელი დალაქი~;
13:00-14:00 – საუბნო სპორტული შეჯიბრებები და აქტივობები, დასუფთავების ღონისძიებები;
15:00-17:00 – მუსიკალური პროგამა ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით;
16:00-18:00 – ახალგაზრდა პოეტები და კონცერტი ღია ცის ქვეშ: მუსიკალური ჯგუფი “ურსა” და დავით შანიძე, მუსიკალური ჯგუფი “თსუ არტი” და მარიკო ებრალიძე;

კრწანისის რაიონი
პუშკინის სკვერი – შავთელისქუჩა
12:00-17:00–XIX საუკუნის თბილისი – კოსტუმირებული სანახაობა ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად, ფოტოსტენდები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; მხატვრების ნამუშევრების გამოფენა; ფოტოგამოფენა “ერმაკოვის თბილისი”
13:00-17:00 – კლასიკური მუსიკა – კონკასთან
13:00 – 19:00 – კინოთეატრი ღია ცის ქვეშ – პირველი ქართული კინოფირების ჩვენება;

ისნის რაიონი
11:00-13:00 – ავლაბრელი მეთევზეების შეჯიბრი მტკვარზე – მტკვრის სანაპირო;
13:00-15:00 – ქართული ჭიდაობის ტურნირი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში “თბილისის ფალავანი” – ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია;

სამგორის რაიონი
11:00 –18:00 საკოლმეურნეო ბაზრობა – საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა (ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია);
11:00-13:00 – ავტოშოუ – კაიროს ქ. N42;
13:00-15:00 – საჭადრაკო ტურნირი მოზრდილთა და ბავშვებისათვის. პოლიტიკოსებისა და ცნობადი სახეების მილოცვები – ვარკეთილის 3, I მკრ. მედიათეკის მიმდებარე ტერიტორია; 13:00-18:00 – ფოტოგამოფენა “ფოტოგრამმეტრია” – ვარკეთილის 3, I მკრ. მედიათეკის მიმდებარე ტერიტორია;
15:00-18:00 – საესტრადო მუსიკის კონცერტი – ვარკეთილის 3, I მკრ. მედიათეკის მიმდებარე ტერიტორია;

დიდუბის რაიონი
12:00-17:00 – საბავშვო საფეხბურთო ტურნირი – დიღმის მასივი

ჩუღურეთის რაინი
08:00-17:00 – ქართული კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია, ხილის ფესტივალი ხეთაგუროვის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე;
10:00-17:00 – ფოტო და მხატვრული ნამუშევრების, ხალხური რეწვის ნიმუშების, ხელნაკეთი სუვენირების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა – მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარედ;
13:00-17:00 – შშმ მქონე პირთა ორგანიზაციის “ღვთისშვილთა კავშირის” ახალი პროექტის პრეზენტაცია – მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარედ.

გლდანის რაიონი
12:00-13:00 – ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა, ხრიდოლი – მუხიანი;
13:00-17:00 – ხელოვნების სკოლების და ბავშვთა შემოქმედებითი ანსამბლების კონცერტი – მუხიანი;
13:00-17:00 – სასულე ორკესტრის და ფოლკლორული ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი – გლდანის პარკი;
14:00-17:00 – ღონისძიებები – ავჭალა;

ნაძალადევის რაიონი
კიკვიძის ბაღი
11:00- 17:00 – საბავშვო კონცერტები, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები;
12:00 – 18:00 – სოციალური აქციები;
15:30 – ყველის ფესტივალი;
17:00 –18:00 – ანსამბლი „ლეგენდა“ მედოლე ბავშვების წარმოდგენა, ევროვიზიის გამარჯვებული „ქენდის“ და თემურ ყვითელაშვილის კონცერტი;


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი