მთავარი » ეკლესია-მონასტრები

თბილისის წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია (ავლაბარში)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.02.2013 ერთი კომენტარი | 4,120 ნახვა

თბილისის წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია ავლაბარში, მთავარანგელოზის ქუჩის №23–ში მდებარეობდა.

დღეისთვის ნაგებობას პირვანდელი სახე დაკარგული აქვს და საცხოვრებელ სახლადაა გადაკეთებული. ტაძარი თბილისის წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია (ავლაბარში) დარბაზული ტიპის ეკლესიას წარმოადგენდა.

პლატონ იოსელიანი თბილისის სიძველეთა აღწერისას მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის შესახებ წერს: “მიქაელ მთავარანგელოზის და ყოველთა ზეცისა უსხეულოთა ძალთა ეკლესია მღვდლების სულხანიშვილების მიერ 1805 წელს ხელახლაა აშენებული”.

1837 წლით დათარიღებულ ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში “მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში” ვკითხულობთ: “ავლაბარსავე შინა არს ეკკლესია სახელსა ზედა მთავარანგელოსისა მიხაილისა და ყოველთა ზეცისა უსხეულოთა ძალთა. რვისასა დღესა ნოემბრის თთვისასა, აღშენებული მეტეხის ეკლესიის დეკანოზისა ზაქარიას და ძმისა მისისა მღდუელისა იოსებ სულხანიშვილისგან 1805 წელს”.

სასაფლაოსთან მდებარე ეკლესია უმოქმედო იყო. 1898 წელს მღვდელ დავით იანქოშვილს განუახლებია.

“…მრევლმა საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარს, ვარლამ ერისთავის კურთხევით, ძვირფასი თვლებით მორთული იესო ქრისტეს გამოსახულებიანი ჯვარი მიართვა თავის მოძღვარს – მამა დავით იანქოშვილს. ამ დროს მისი მრევლიდან ერთმა მათგანმა შემდეგი სიტყვა უთხრა მღვდელს: “მამა დავით! გულით გილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენმა სამი წლის მოღვაწეობამ გაგვაბედინა მრევლს, მცირედი სახსოვარი მოგართვათ. თუ არა თქვენი მხნე და დაუღალავი მეცადინეობა, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ეკლესიის აშენებას ვერ ვეღირსებოდით და ახლა კი, დღეს თუ ხვალ დამთავრებული იქნება. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, ჩვენ არ გვექნებოდა საეკლესიო–სამრევლო სკოლა, რომელშიც უმაღლესი საეკლესიო–სამგალობლო სასწავლებელი მოქმედებდა პოლიევქტოს კარბელაშვილის ხელმძღვანელობით”.

მოძღვარმა მადლობა გადაიხადა და განაცხადა, რომ მცირე ხნის განმავლობაში ეკლესიას დაამთავრებდნენ და სამრევლო სკოლასაც დააარსებდნენ.

ეკლესიის სამრევლო სკოლის შესახებ 1899 წლის გაზეთ “ცნობის ფურცელში” ვკითხულობთ: თბილისის წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია (ავლაბარში) “წარსულ კვირას ავლაბრის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოძღვარმა დავით იანქოშვილმა აკურთხა ამავე ეკლესიის სამრევლო სკოლა. უნდა აღინიშნოს, რომ იანქოშვილს სემინარიაში კურსის დამთავრების შემდეგ კუკიაში პატარა სასულიერო სასწავლებელი დაუარსებია (“სოფელი კუკია” – თბილისის 1800, 1802 წლების გეგმაზე დღევანდელი წმ. დავით აღმაშენებლის გამზირი, საარბრიუკენის მიდამოები, მდინარე მტკვრის სანაპირო ).

ძველი ეკლესია 20 ადამიანს ვერ იტევდა, სამი წლის მშენებლობის შედეგად უფრო ვრცელი ტაძარი აიგო, რომელსაც 500–600-მდე კაცი ავსებდა. მრევლსა და მოძღვარს გალავნის აშენება ჰქონდათ გადაწყვეტილი.

ეკლესიის თავდაპირველი სახე XIV-XX საუკუნეების მიჯნის საარქივო ფოტოებზეა შემორჩენილი.

მოამზადა ქეთი ჭელიძემ

საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილებაში არსებულ მასალებზე დაყრდნობით


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • მარიამ–ხათუნა says:

    ღმერთს შევთხოვოთ მოგვაძებნინოს ყველა მისი ტაძარი და აღგვადგენინოს თორემ მარტო მოძიებით, საქმის გარეშე, უფლის წყალობას ვერ დავიმსახურებთ! პარლამენტის შენობაც მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია არის ….ნათქვამია: ” ოდეს ურჯულო მთავრობა ართმევდეს, მორწმუნე მთავრობა უბრუნებდესო” იმედი არის, მაგრამ მთავარია არა მარტო ბერს, არამედ ერს თუ აწუხებს ეს საკითხი???!!!
    უფალი მეფობს!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი